ფოტო: თბილისის "დინამოს" "ფეისბუქ" გვერდი

გუშინ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის "პლეი-ოფის" პირველ შეხვედრაში ერევნის "ალაშკერტი" გლაზგოში, "რეინჯერსთან" 0:1 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ სომხური კლუბის ფეხბურთელები 43-ე წუთიდან რიცხობრივ უმრავლესობაში იყვნენ, კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყეს (კარში არცერთხელ) და შოტლანიდიელებმაც გოლი უმცირესობაში ყოფნისას გაიტანეს. იმის თქმა გვინდა, რომ სომხებს განსაკთრებული ფეხბურთი არ უჩვენებიათ, მაგრამ საპასუხო მატჩისთვის ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარუჩნეს და ეგეც რომ არა, ქართული კლუბებისთვის ამდენი წლის აუხდენელ ოცნებას მიაღწიეს და ევროპულ ტურნირზე მაინც ითამაშებენ - კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი "ალაშკერტს" განაღდებული აქვს.

სანაკრებო ფეხბურთის დონეზე კავკასიის ქვეყნებს შორის მინი შეჯიბრის შუაში ვარ - FIFA-ს რეიტინგში სომხეთი გვისწრებს, ხოლო აზერბაიჯანი ჩამოგვრჩება. საკლუბო დონეზე აზერბაიჯანი რომ გვჯობს, ცოტა ხნის წინ თბილისის "დინამოსა" და ბაქოს "ნეფთჩის" დაპირისპირებაშიც გამოჩნდა. არაფერს ვამბობთ "ყარაბაღის" ცოტახნისწინანდელ მიღწევებზე და იმაზე, რომ დიდი შანსია იმისა, რომ აზერბაიჯანელები 2021/22 წლების სეზონის ევროტურნირებზე წარმოდგენილი ორი გუნდით იყვნენ. ახლა კი ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე სომხური გუნდიც გავიდა.

რასაკვირველია, ეკონომიკური და სხვა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით დასავლურევროპულ კლუბებს ვერც შევედრებით, ახლა კი რომც შევეჯიბროთ, ჩვენი რეგიონის ქვეყნებიც გვისწრებენ. საკლუბო ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში უკან და უკან მიდის, ან სხვები იმდენად სწრაფად მიდიან წინ, რომ ჩვენი ტემპები არასკმარისია. ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად შენი სისწრაფე წინ მყოფზე უფრო მაღალი უნდა იყოს...

იმავე ტურნირზე ითამაშებს გიბრალტარის ან ლატვიის ჩემპიონატის წარმომადგენელი გუნდი (ერთმანეთს ხვდებიან), ირლანდიის ან ესტონეთის ჩემპიონატის წარმომადგენელი გუნდი (ესენიც ერთმანეთის ეთამაშებიან), ფინეთის ჩემპიონატის წარმომადგენელი გუნდი, შანსებს ინარჩუნებს ლიეტუვური "ჟალგირისი", ყაზახურ კლუბებზე აღარაფერს ვამბობთ...

ქართული კლუბების "მესვეურები" კი აგრესიას გამოხატავენ ქართველი მსაჯების მიმართ, წარუმატებლობას აბრალებენ ნეპტუნის იუპიტერის ზონაში თავხედურად შესვლას, წყლის ქიმიურ ფორმულის ცვლილების შედეგად "გია ჯაჯანიძის შოუს" ასიმპტომურ დეჰიდრადაციას.

ერთადერთი ქართული კლუბი, რომელიც ვითარდება - ბათუმის "დინამო" გახლავთ. განვითარებაში ვგულისხმობთ არა მხოლოდ ევროტურნირებიდან "ღირსეულად" გამოვარდნას, არამედ პირველ რიგში იმას, რომ ამ კლუბმა სტადიონზე გულშემატკივრის მიყვანა შეძლო. ეს ქართული რეალობით დიდ ქალაქებში მნიშვნელოვანი საზომია...

თბილისის "დინამოს" ბოლო წლების პროცესი უჩა ჩაჩხიანის სიმღერის მცირედშეცვლილი სათაურით შეგვიძლია დავახასიათოთ - "ტრიუმფალური სვლა ფსკერისკენ"... რატომ აღვნიშნავთ თბილისის "დინამოს"? ქართული საკლუბო ფეხბურთის სიმბოლო სწორედ ეს გუნდია, თან ჩემპიონი თავისი 1:6-ით.... 1:5-ით.... კლუბის პრეზიდენტმა რეორგანიზაცია ახლა გამოაცხადა, რამდენიმე დღის წინ, ალბათ ფარერებზე ნაჭამი სირცხვილი საკმარისი არ იყო....

ვიცით, რომ ბევრი ფული არ გვაქვს, კონკურენცია დაბალია... მოლდოვის ჩემპიონატის თამაშები გინახავთ ვინმეს? თუ კი, საწინააღმდეგო არ გექნებათ რომ ვთქვათ, ეროვნული ლიგის თამაშები გაცილებით კარგი შესახედი და უფრო სანახაობრივია, მაგრამ ტირასპოლის "შერიფი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ძალიან ახლოსაა და ზაგრების "დინამოს" პირველ მატჩში 3:0 მოუგო, იმ "დინამოს", რომელთანაც "საბურთალო" 2 მატჩის ჯამში 0:5 დამარცხდა, ის "საბურთალო", რომლის მფლობელი და პრეზიდენტი ქართველ მსაჯებს საჯაროდ აგინებს და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს იმ მსაჯს, რომელიც უეფამ ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალის მთავარ არბიტრად დანიშნა... არაპროფესიონალიზმში მსჯებს იმ კლუბის პრეზიდენტი ადანაშაულებს, რომლის გუნდის თამაშებზეც 27 ადამიანი არ დადის...

და კიდევ "ტორპედო", თავისი მიმდინარე ისტორიით...

მოკლედ, რა უნდა მოხდეს კიდევ, რომ ხმამაღლა ვთქვათ, თუ ყელს რა მასაც მოადგა და ასე ყოფნა აღარ შეიძლება?

საჭირო რევოლუციური ნაბიჯებია და არა რევოლუციური რეფორმები. რეფორმები რევოლუციას არ იწვევს, პირიქით არსებულის შენარჩუნებას უწყობს ხელს, არსებული კი რაცაა, კარგად ვიცით. ასეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა კლუბების საქმეა, მაგრამ მსგავსი მოლოდინის ქონა ზედმეტი გულუბრყვილობა იქნება...

ამიტომ, რადიკალური, ერთგვარად ავანტიურისტული სვლები ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გადადგას და მაგალითად, პროფესიონალურ გუნდებს დაფინსება სრულად შეუწყვიტოს, თუ კლუბი გარკვეული ოდენობის კერძო ფულს არ მოიზიდავს (მაგალითად, 1 მილიონ ლარს, ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბის შემთხვევაში). გამოთავისუფლებული თანხები კი, ალბათ, ჯობს ინფრასტრუქტურასა და სფფ-ის აკადემიათა ქსელის გაუმჯობესებასა და გაფართოებას მოხმარდეს, რაც საუკეთესო პროექტია, რაც 21-ე საუკუნის ქართულ ფეხბურთში გაკეთებულა...

ცხადია, ზედა აბზაცში აღნიშნული ვარიანტი ერთი რიგითი მოსაზრებაა და არა ხილული ჭეშმარიტება, მაგრამ ასე არ უნდა გაგრძელდეს, რაღაც უნდა მოხდეს და ისეთი რაღაც, რაც წარუმატებლობის კედლებს დაანგრევს....

სიმონი
გველის ნაკბენივით არ დამავიწყდება კვარაცხელიას არ თამაში ფინალში კოვიდის მიზეზის გამო. ისე მიდის ჩვენი საქმე ერთ დღესაც რომ აღმოჩნდეს იმ ტესტის პასუხი გაყიდული აღარ გამიკვირდება. დაუტოვეთ ფეხბურთი ხალხს...
ჯაბა
თორე სანაკრებო ხო სხლავს))
ფეხბურთელი
პატივს ვცემ ჟურნალისტს, რომელმაც ეს სტატია მოამზადა. თქვენ ჟურნალისტები უნდა გამოხვიდეთ მხოლოდ რეპორტაჟებისა და არაფრის მომცემი საქართველოს ჩემპიონატის განხილვის რეჟიმისგან და საჭიროა რეალურ პრობლემებზე დაიწყოთ საუბარი. უფრო მეტად კრიტიკულები იყავით რააა....
მიხო
ჯერ "კავკასიური" ფეხბურთი როგორია და იქაც უკან)))
ვისი ბეალია
ვისი ბრალია? ავტორის?
ლაზი
რომან გამოდი, გიცანით :)
რომა რიო
ამ დიადი სირცხვილის სათავაში დინამო თბილისო დგას ღირსეულად!
ალაშკერტის ფანი
დღეს ალაშკერტი ნებისმიერ ქართულ გუნდს დაამარცხებს. და ნუ იბოღმებით რა. ალაშკერტს გაუმართლაო კენჭისწყრაში? ანუ თქვენ ალმაატის კაირატი სუსტი გუნდი გგონიათ? ტრანსფერმარკეტზე ნახეთ მათი გუნდის საერთო ფასი. მერე კიდე ამ სეზონის შერიფსაც შეხვდა, ამ სეზონის შერიფი უძლიერესი დონის გუნდია, ზაგრების დინამოს პირველ თამაშში ბურთი დაახია და 3-0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშია 99%. მერე კიდე რეინჯერსი ევროპის დონის გუნდი, და მარტო 1-0 დამარცხდა ალაშკრეტი. ასე რომ დამსახურებულად არის სომხური გუნდი ჯგუფურ ეტაპზე.

სად არის ხალხის ფულით (ბიუჯეტიდან) მილიონებით დაფინანსებული ფეხბურთის განვითარების შედეგად მიღებული შედეგი?! კარგი აზერბაიჯანს არ შევედაროთ და სომხეთსაც არ შევედაროთ საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე რომ გადაგვიარეს თქვე უთავმოყვარეებო?! დიადო ვეტერანებო არაფერი თქვათ ვინმეს რამე არ ეწყინოს!!!
დიმო
შარშან რომ დინამოს სუსტი მეტოქეები ყავდა მაგაზე სუსტი რაუნდა იყოს ძმა?
ლევანი
კონსტიტუციის დონეზე უნდა აკრძალო ფეხბურთის დაფინანსება!
ლევანი
სანამ მმართველი პარტიები სხედან ფედერაციაში, სანამ სახელმწიფო აფინანსებს ფეხბურთს, არაფერიც არ გვეშველება!
სოსო-ს
არგუმენტები გაქვთ, ქვას ხეთქავენ. :)
კოკო
საქართველოში ფეხბურთი, პოლიტიკა და ყველაფერი ფულის შოვნის გზაა, ოღონდ გაუკუღმართებული. ჩვენი მთავარი იდეაა - იყიდე-გაყიდე. ვის აინტერესებს ქვეყანა, მომავალი, სპორტი, ფეხბურთი? ხელისუფლებაშიც იმიტომ მოდიან, რომ ქვეყანა სარფიანად გაყიდონ და ფული იშოვონ. საინტერესი ისაა, როდემდე გავაგრძელებთ სახელმწიფობანას თამაშს. ან კიდევ დიდხანს შეგვრჩება სახელმწიფო? რას დავემსგავსეთ ხალხო თუ ხედავთ ამას? პოლიქრონიონ!!!
ფეხბურთის გულშემატკივარი
მოდი, როცა მსგავს სტატიას წერ, გვარი და სახელიც უნდა დაწერო, რომ შენი კომპეტენცია განვსაზღვოთ ამ სფეროში... მერე, როცა რამეს წერ და ხელს იშვერ კონკრეტული ხალისკენ, იქ მოდი და დააკონკრეტე, მაგალითად "სირცხვილი ფარერებზე" და მერე 5-1 ვისი ბრალია? იმედია, იცი ხომ? მერე გავყვეთ აბზაც-აბზაც, სახელმწიფო დაფინანსების შემცირებას, რომ ითხოვ, როგორც ჟურნალისტს გეკითხებია, გიფიქრია, კერძო სექტორიდან, რამდენი მსურველია ფეხბურთში არა, საერთოდ სპორტში ფინანსების ჩადების? მერე, იმაზე თუ გიფიქრია, სიტყვაზე 1მლ ლარი, რასაც ხაზს უსვამ, რაში უნდა გაიწეროს? ფეხბურთი რა გგონია, 24 კაცი, ხელშეკრულებით, მწვრთნელები დამატებული და გავიდა და ითამაშა? ცოტა ჟურნალისტს, როდესაც ხალხისთვის წერ და წერ, აბსოლუტურად გაუაზრებლად, ზედაპირულად, მეტი უნდა გქონდეს სფეროზე გაგებული!!! და რითაც დავიწყე... ასეთ სტატიას, რომ წერ, გვარი და სახელიც უნდა მიაწერო, რომ შენს კომპეტენციაზე ზოგადი აზრი შეგვექნმას...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
რატომ ატყუებთ ხალხს? სად ნახეთ საქართველოში საკლუბო ფეხბურთი? თქვენ უბან უბანზე, ან ცხვარზე და ოციანზე თამაშს, საკლუბოს ეძახით? საქართველოში საკლუბო ფეხბურთი აღმოაჩინეს, ტუტანხამონის მერე ამხელა აღმოჩენა ჯერ არ ყოფილა..
Gio
Vitom klubis prezidentebs namusi mainc ara aqvt
დჭ
გაიხარე ამ წერილისთვის! როგორც იქნა დაიძრა ყინული ნამდვილად კარგია მაგრამ არა მაგარი.უფრო მეტად მიაწექი ამ საზიზღრებს!უფრო მეტი ცინიზმით და შეურაცხყოფით! მესმის რო ამ არაადამიანედს სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ მაგრამ მაინც!უფრო მეტად გააშუქეთ 1:6 1:5 და ამავდროულად ფარერების გიბრალტარის ესტონეთის მოლდოვის ლატვიის ჩემპიონატები. იქნებ მოიპოვოთ ამ გუნდების სახელფასო ინფორმაციები და მერე ერთად ავაფაროთ განსაკუთრებით ფიფიას!! მოლდავეთი რომელიც ალბათ ჩვენს ქვეყანაზე დაქცეულია რომლის ჩემპიონატი სრულიად გეთანხმები რო უსაზიზღრესია...
SL
ფერხბურთის რა გითხრათ, მაგრამ ერთი რამ დარწმუნებით ვიცი, რომ ქართული ჟურნალისტიკა კავკასიაში ყველაზე დაბალი დონისაა და ნებისმიერ ჩამორჩენილ ქვეყანასთან შედარებით ნულის დაბლა აგდია სტაბილურად. და მთავარი: დაჟე ფეხბურთს შეიძლება ეშველოს, მაგრამ თქვენ ჟურნალისტებო არასოდეს არაფერი გეშველებათ, ყოველთვის უდაბლესი დონისანი დარჩებით!
დათო
არაა ეს ხალხის სადარდებელი. საერთოდ ბიუჯეტიდან უნდა ჩაიხსნას სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთი
სოსო
კახი ასათიანიც თელავშია დაბადებული.მასზე წერდა თურქული პრესა,"გუშინ თამაშობდნენ კახი ასათიანი და თურქეთის ნაკრებიო".საოცარი ტექნიკის და პასის მქონე,1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე ლამაზი ფეხბურთელი.ასევე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი,რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ყვითელი ბარათი უჩვენეს.
kaxa
ჩააწო რა ამანაც:D ეროვნული ფესვები არა ეროვნული ჩლიქები კიდე :D
გულშემატკივარს
გულშემატკივარო დააყენეს ნაერი უზრდელობების გულისთვის არის საქართველო ამ მდგომარეობაში. მერე კიდევ გივი ჩოხელი როდის იყო და გრიშიკაშვილის ნაფაფხურებს, ამისულაშვილის ფორმაში მარტო 2 წელი ყოფნას ფეხბურთელობის დაბრალება არ შეიძლება. იაშკამ ითამაშა დიდი ფეხბურთი მეორე ხარისხოვან გუნდებში. 70-იანების და 80-იანის დასაწყისის დინამო კიდევ ევროპას აზანზარებდა. აქ სჯა და ბაასი მიდის შედარებაზე თუ რატომ არის ქართული ფეხბურთ ამ მდგომარეობაში. და რატომ გვჯობია აზერბაიჯანის და სომხეთის ლიგები და ასე შემდეგ. მერე კიდევ 4 კაცი დაასახელე კახეთიდან... ხუმრობ? მთელი საქართველო უნდა განვითარდეს მაგას ვწერ და არა მარტო ცენტრი ასე ვერც ქვეყანა გაფრინდება და ვერც ფეხბურთი. კარგად ბრძანდებოდეთ
მანჩო
მერე ამის მიზეზი არ იცით რა არის ? ვაჭრობით -ფეხბურთელების გაყიდვით არიან დაკავებულები ! ეროვნული ინტერესი და ეროვნული ღირსება ვისღა ახსოვს !

რომან ფიფია !!! მაგარი მენეჯერი რომ გგონია თავი და სულ სხვისი ბრალი რომ გგონია დინამოს გაუბედურება, მამარდაშვილი ლოკომოტივში რომ გაუშვი და მერე ვალენსიაში რომ გადავიდა, მაგ დროს მეკარედ ვინ დაიტოვეთ კვასხვაძე?! ვერაფერს იტყვი უძლიერესი მენეჯერული გადაწყვეტილებაა!!! არაფერი თქვენ არ გეშველებათ სამწუხაროდ!!! ერთ ჩვენ მოძმე ერს ააქვს წყევლა შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო... თქვენ გჭირთ მემგონი...
იკა
არაფრით ვამართლებ კლუბებს, მეტსაც ვიტყვი ძალიან მიჭირს ცენზურის დაცვა. თუმცა მოდით ვაღიაროთ ზემოთხსენებულ სუსტ გუნდებს კენჭისყრაში ბევრად გაუმართლათ. ლატვიის და გიბრალტარის გუნდები ერთმანეთს ეთამაშებიან პლეი ოფში და ბათუმის დინამო მეორე საკვალიფიკაციოზე ბატეს ეთამაშებოდა. ყველაფერს ვეთანხმები თუმცა მსგავსი კენჭისყრით მინიმუმ ბათუმი მაინც ჯგუფში იქნებოდა.
გულშემატკივარი
ააა კახელი ფეხბურთელი არ გახსოვს?!ამისულაშვილი თელაველია,გრიშიკაშვილი თელაველია,ნავალოვსკიც თელაველია,ბოლო-ბოლო ჩოხელი მაინც არ გახსოვს?!იაშვილი სანდროც თელავში გაიზარდა,ასე რომ ცოტა დააყენე
ტოტტი
ვალენსიას დონის მეკარეს დინამო არ ათამაშებდა ჩვენი დონის არახარო . ინგლისის პრემიერლიგის დონის მწვრთნელმა დინამოში ვერ გაქაჩა და რატო ვართ დაბალი დონის ნეტა
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
ეროვნული ფესვები :) რომელი ეროვნული ფესვები ? 10000$ ახალგზრდულ ნაკრებში მოსახვედრად, თუ 5000 $ დინამოში ან ტორპედოში, შემადგენლობაში მოსახვედრად? იქნებ ჯიგრულ-ქართულ პონტში ჩაწყობილი თამაშები? ან ცოლის დების, და ბიძაშვილების კლუბის სტაფში შეტენვა, "ორი კაპიკის" საშოვნელად?
დიდგორელი
არ ვეთანხმები ავტორს, ქართული ფეხბურთი არათუ კავკასიის არამედ მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს დონეზეა, აი მაგლითიც: 2000 წლიდან მოყოლებული დაითვალეთ რამდენი პარლამენტარი, ქალაქების და რეგიონის მმართველები გამოუზარდა ჩვენ წარმატებულ ქვეყანას ქართულმა ფეხბურთმა!!!!! წინ საქართველოვ! ინტრიგანი უნდა იყო, ტაბლოზე ქართული გუნდების ანგარიში გაინტერესებდეს ამის შემდეგ! ვაი ჩვენს ბედს... პატივისცემით
დაჩი
ბრავო ავტორს, აი ასეთი სტატიები, თანაც რაც შეიძლება ხშირად! ისე კი ვერანაირი რევოლუცია ვერ დაძრავს ამ საქმეს. ჩვენს ფეხბურთში მოღვაწე პერსონებისგან, ადამიანური მიდგომა, თანაც მასიურად არის იმდენ ამაზრზენი რომ დიდ ჭაობს ჰგავს. ჩემი აზრით რამდენიმე წლით გასაუქმებელია ეროვნული ჩემპიონატი და დასატოვებელია მხოლოდ ასაკობრივი ჩემპიონატები და მანდაც მწვრთნელ, მენეჯერიანად სულ უცხოელები არიან დასანიშნნი. სანამ აღნიშნული ასაკობრივები არ გაიზრდებიან მანამ არცაა ეროვნული ჩემპიონატი აღსადგენი !!!!
გლახუნა
ძირითადი პრობლემა - ფიზიკურად,მით ინდივიდუალურად ს უ ს ტ ე ბ ი არიან ,ე.ი. ი იმდენად სუსტად მომზადებულები არიან ბავშვობიდან, რომ ინდივიდუალიზმსს ვეღარ აჩვენებენ და ერთ დონეზე ჩერდებიან, მერე დეგრადირხებიან ... საჭიროა ბ ა ვ შ ვ თ ა მწვრთვნელების მასობრივი გადამზადება - მივლინება გერმანია, ჰოლანდია, ინგლისში ... - რისთვისაც დიდი- სერიოზული ფინანსებია საჭირო - ბავშთა ფეხბურთიდა დაწყებისათვის ...ფინანსებისათვის- ეკო -კის აღორძინება, ეკო - კის აღორძინებისათვის - დასავლეთის გამოცდილება- პ ა რ ტ ნ ი ო რ ო ბ ა და ა.შ. და ა.შ.
გიორგი
აქ მთავარი ის არის რომ ქართველები ეროვნულ ფესვებს სულ დააშორეს და მიმდინარეობს მისი დეგენრაზიცია , ქართული ტელევიზიების და კიდევ "ვიღაცეების" მხრიდან
გოგი
ამ ფედერაციის შემადგენლობით გაგრძელდება “ტრიუმფალური გზა ფსკერისკენ”. ახალი სფფ.
ნიკო
რატომ გვისწრებენ როგორ ფიქრობს ფედერაცია ან თუ გინდ ყველაზე მცოდნეეები ფეხბურთში? ყველაფერი რომ მოხვეჭაზეა და არასწორად განვითარდა მთელი ქვეყანა იქედან არის საწყისი. არც ერთ გუნდს რომელიც თბილისს არ ეკუთვნის და არ ჩამოყალიბულა თბილისში არ უნდა ჰქონდეს ბაზა თბილისში. თბილის არ არის მარტო საქართველო. ეხბურთის სწორად განვითარება თუ გინდოდატ, რეგიონებში უნდა გაეხსნა ყველა გუნდს ბაზა, მაგალითად ოზურგეთის მერცხალს და ამ ბაზასთან უნდა დაარსებულიყო საბავშო საფეხბურთო სკოლები. მერე შეიძლებოდა ლაპარაკი რამის მიღწევაზე. თუ ქართულ გუნდებს გადახედავთ ისტორიულად კარგი მლოთამაშეები ყოველთვის რეგიონებიდან ავსებდნენ დინამოს საბჭოთა კავშირის დროს და ყველგან იყო ფეხბურთი განვითარებული ძალიან მთიანი რაიობნების გარდა. ზესტაფონი ზესტაფონში ჯუნ და ვარჯიშობდეს, ბოლნისი ბოლნისში, საჩხერე საჩხერეში... ასევე მოედნებ ი უნდა აშენებულიყო მინიმუმ იმის გათვალისწინებით რამდენი ხალხი ცხოვრობს იმ ქალაქისა თუ რაიონის გარშემო გათვალისწინებით და ამის მიხედვით ამ სტადიობეის გარშემო სავარჯისო მოენები ბავშტა ფეხბურთისთვის. მას დავამატებ ასევე რომ უმეტესად ფეხბურთელები დასავლეთ საქართველოში უფრო იზრდებოდნენ ადრე და თბილისსა და რუსთავში რადგან მე პირადად კახელი ფეხბურთელი მართლა არ მახსოვს, ამ ას გარდა ამ ბაზების და სათანადო სტადიონ ების აშენება და ადგილობრივად ფეხბურთის განვითარება დაეხმარებოდა შიდა ჩემპიონატის მაღალ დონეზე ასვლას და ასევე გულშემატკივრის უფრო ბევრად დაინტერესება და შეჯიბრს მიეცემოდა უფრო მეტი ინტერესი. რეს უმეტესი თამაშებისა თბილისში ტარდება და როგორ ჩამოვა რაიონიდან ან გაფხეკილქვეყანაში ფეხბ ურთის გულშემატკივარი მაგალითად ზესტაფონიდან? უი დამავიწყდა რაიონები ხომ თითქმის სულ გაცარიელდა და ყველა თბილისში ცხოვრობს დღეს... როგორც ქვეყანა განვითარდა ასევე განვითარდა ფეხბურთიც. ამაზი თბილისის ლანდშაფტი დაამახინჯეს საშინელი ნაგებობებით და სუნთქვა სუფთა ჰაერის არ შეიძლება ქალაქში - ამის გამოა რომ ფეხბურთიუც სულს ღაფავს და სხვა სპორტებიც, რომ არა რამოდენიმე ახალგაზრდა კვარაცხელიას თამადობით, იმედი დაკარგული იყო... მთელი ქვეყჰანა თავიდან არის ასაშენნებელი და სწორად ამის გარეშე არც ფეხბურთი იქნება და არც საქართველო მალე...
გოგი
ამ ფედერაციის შემადგენლობით გაგრძელდება “ტრიუმფალური გზა ფსკერისკენ”. ახალი სფფ.
sddd
ინფრასტრუქტურა მორჩით და დაანებეთ მაგ კლუბებს თავი, თავში ქვა უხლიათ.
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
"დინამო თბილისმა" "სამგურალს" მოუგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. III ტური. "დინამო" (ბთ) - "გაგრა" [LIVE]
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს