საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ფინალშია და ევროპის ჩელენჯერის მოსაგებად უნგრეთს დაუპირისპირდება. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ტურნირში ქართველებმა უნგრეთი ერთხელ უკვე დაამარცხეს. მადიარები ჩვენს ჯგუფში იყვნენ და ბოლო ტურის მატჩში ირაკლი ტომარაძისა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა უნგრეთს 10 ქულის სხვაობით – 61:51 სძლია.

უნგრელებმა დღეს გამართულ ნახევარფინალში პორტუგალიას 63:54 მოუგეს და ფინალში გავიდნენ. საქართველომ კი ფინალში გასასვლელად უკრაინა დაამარცხა, უფრო ზუსტად კი – გაანადგურა: 82:62. ტომარაძე-ცინცაძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა პირველივე წუთებზე რომ მოიპოვა ხელჩასაჭიდი უპირატესობა, თამაშის ბოლომდე მეტოქე ახლოს აღარ გაიკარა.

უკრაინელებს ჰქონდათ უპირატესობა სიმაღლეში, მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრებმა ისე გონივრულად ითამაშეს, რომ მეტოქემ ეს კოზირი ვერაფერში გამოიყენა. ჩვენი გუნდი სტაბილურად თამაშობდა როგორც უკანა ხაზში, ისე ფარქვეშ. საჯარიმოში ხისტი დაცვა ხელს უშლიდა უკრაინელ მაღლებს სამწამიანში გამაგრებულიყვნენ, შეტევაში კი ლუკა ალავიძე უნივერსალურად მოქმედებდა და თავად თუ ვერ უტევდა, გამოზომილი პასებით სასროლ პოზიციაზე გაჰყავდა თანაგუნდელები.

აღსანიშნავია, რომ ალავიძემ ოთხმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა. ის ძალიან სარგებლიანი იყო როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს: 21 ქულა, 8 პასი, 7 მოხსნა და 7 (!) ჩაჭრა. ალავიძეს უკანა ხაზში კარგ ტანდემს უქმნიდა ნიკოლოზ აბულაძე, რომელიც პერიოდულად გამთამაშებლობას ითავსებდა. ჩინებულად ითამაშეს ჩვენი ნაკრების მეფარეებმა – ლუკა ლომთაძემ და ანრი ბელთაძემ. ორივე ტანმაღალი კალათბურთელი მწვრთნელებმა სასტარტოში ათამაშეს და ამან გაამართლა. უკრაინელი მეფარეები სამწამიანში რომ ვერ გამაგრდნენ, სწორედ ამ ტანდემის დამსახურება გახლდათ. ლომთაძემ ორმაგი დუბლი – 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო ბელთაძემ – 11 ქულა და 8 მოხსნა. წინა და უკანა რგოლების შემაკავშირებელი იყო თენგო გოგიშვილი, რომელმაც კვლავ გამოავლინა ბომბარდირული თვისებები და თავი 19 ქულას მოუყარა.

საქართველომ უკრაინა ყველა კომპონენტში დაჯაბნა და ფინალში ღირსეულად გავიდა. ქართველებს მომავალი მეტოქე (უნგრეთი) ჯგუფურ ეტაპზე დამარცხებული ჰყავთ და გამარჯვების მოპოვებას ფინალურ მატჩიც ეცდებიან. სატიტულო შეხვედრა 21 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

GBF.GE

U16. საქართველოს ნაკრებმა უნგრეთს სძლია და ევროჩელენჯის პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა

მოქალაქე
ქართველებს დღევანდელი კვერცხი გირჩევნია მომავლისკენ არ ვიხედებით. უკრაინის პირველი გუნდი საქართველოს პირველ გუნდს უგებს. მიხვდებით რატომაც სწორი მიდგომით. უკრაინას რა მაღალი ბავშვები ყავდა წაყვანილი ჩვენ კიდო ყველა მაღალი დავტოვეთ.ახლა კი მოუგეთ,მაგრამ ეგ ბავშვები რომ გაიზრდებიან მერე ვილაპარაკოთ. 2005 წელს 26 ოქტომბერს დაბადებული ბავშვი დატოვეს 205 სმ სიმაღლის.უკრაინამ კი ნახეთ რა ბავშვები წაიყვანა ვერ მოიგეს მაგრამ რომ გაიზრდებიან რა მოხდება არავინ იცის.
მოქალაქე
ქართველებს დღევანდელი კვერცხი გირჩევნია მომავლისკენ არ ვიხედებით. უკრაინის პირველი გუნდი საქართველოს პირველ გუნდს უგებს. მიხვდებით რატომაც სწორი მიდგომით. უკრაინას რა მაღალი ბავშვები ყავდა წაყვანილი ჩვენ კიდო ყველა მაღალი დავტოვეთ.ახლა კი მოუგეთ,მაგრამ ეგ ბავშვები რომ გაიზრდებიან მერე ვილაპარაკოთ. 2005 წელს 26 ოქტომბერს დაბადებული ბავშვი დატოვეს 205 სმ სიმაღლის.უკრაინამ კი ნახეთ რა ბავშვები წაიყვანა ვერ მოიგეს მაგრამ რომ გაიზრდებიან რა მოხდება არავინ იცის.
გიორგი
სიმართლე უნდა ვთქვა არ მოველოდი. ყოჩაღ! ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ ფინალში.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?