ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა The Athletic-თან ინტერვიუში ახალი კლუბის პოვნის ამაო მცდელობებზე ისაუბრა.

"დღეს, გარბენისას ვფიქრობდი, თუ როგორ აღმოჩნდა ჩემი კარიერა ამ ეტაპზე. შვილები უკვე ისეთ ასაკში არიან, რომ რეალობას იაზრებენ. განსაკთრებით, არჩი, რომელიც 9 წლისაა. ის გამუდმებით მეკითხება: "რას ფიქრობ MLS-ის შესახებ? ან "რატომ არ თამაშობ ლა ლიგაში?" ძალიან მიჭირს მისთვის პასუხის გაცემა. მეკითხება: "არცერთ კლუბს შენთან კონტრაქტის გაფორმება რატომ არ სურს?" მე კი არ ვიცი. როგორ ავუხსნა მას?

როცა ქუჩაში გამოვდივარ, ხალხი მცნობს და ყველაზე რთულია მათთვის ახსნა, თუ რატომ ხდება ყველაფერი ასე. მეუბნებიან: "რატომ უბრალოდ არ ადგები და რომელიმე ინგლისურ კლუბთან კონტრაქტს არ გააფორმებ?" მე ვპასუხობ: "არავის ვჭირდები". და მათ ეს არ ესმით. უკვე ვთქვი, რომ ქვეყნის დასატოვებლად მზად ვარ და ეს ძალიან მინდა. მსურს წავიდე და რაღაც ახალი ვცადო, მინდა ყველაფერი ახლიდან იქ დავიწყო, სადაც არ იტყვიან: "ოჰ, ეს ხომ უილშირია, დღეს რომ ტრავმა მიიღო". ან "5 მატჩს ჩაატარებს და მორჩა, მისი გაფორმება წყალში ფულის გადაყრას ნიშნავს".

მეჩვენება, რომ ინგლისში ჩემთვის ყველა კარი დაკეტილია. არ ვიცი, რატომ. შესაძლო მიზეზი ისაა, რომ წინა კლუბებში ყოფნისას ტრავმებს ვიღებდი. ვგრძნობ, რომ ეს უსამართლოა. ბოლოს 2020 წლის იანვარში დავშავდი.

მომავალ გადაწყვეტილებას არა ხელფასის, არამედ გრძნობების გათვალისწინებით მივიღებ. არ ვამბონ მხოლოდ იმ დროს, როცა ბავშვი ვიყავი, ვიზრდებოდი და ფეხბურთი მიყვარდა. მე იმ "არსენალის" რიგებში "ემირეითსზე" გატარებულ პირველ თვეებს ვგულისხმობ: ფეხბურთის თამაში მინდოდა, მოედანზე გამოსვლა მსიამოვნებდა. მინდა დამიბრუნდეს გრძნობა, რომ მაქვს რაღაც, რისთვის ბრძოლაც ღირს", - თქვა უილშირმა.

29 წლის ჯეკ უილშირი თავისუფალი აგენტია - მიმდინარე წლის მაისში ნახევარმცველს "ბორნმუთთან" კონტრაქტი დაუსრულდა. იქამდე ჯეკი "არსენალში", "ბოლტონსა" და "ვესტ ჰემში" გამოდიოდა.

Lex
დინამო დაგეფსო თვალებიი????
Kutaisi
Egi magasin iyo maagis dedac jek
აბა რაა
თბილისის დინამო, სად ეძებ ლეგიონერებს?
სამწუხაროდ
ებიჭო ფიფია,ერთი კარგი საქმე გააკეთე რა იქნება,გვიყიდე ჯეკი....და ევროთასებიდან გამოვარდნის შემდეგ ვიტყვით მაინც ხოლმე მაგის დედაც ჯეკ :-) და გავაგრძელებთ ცხოვრებას ბედნიერად და იმის იმედად რომ როდესღაც დინამო ძველ დიდებას დაიბრუნებს
QT
ჩამოდი ბათუმში, მაგის დედაც ჯეკ !
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
Daily Mail: სალაჰი და კიდევ ხუთი - "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ნორვიჩს" ჯეკ უილშირი გაწვრთნის
პირველი პროფესიონალური სამწვრთნელო საქმიანობა - ჯეკ უილშირს ინგლისური კლუბი ჩააბარეს
უილშირმა თამაშს თავი დაანება და 3 დღეში მწვრთნელობა დაიწყო
"არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა
ფელიპე ანდერსონი ლონდონში ჩაფრინდა და დღეს "ვესტ ჰემის" ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია