"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგმა" ქუთაისის "ტორპედოს" პრივატიზებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არსებული პირობებით ქუთაისის "ტორპედოს" აუქციონში მონაწილეობას არ მივიღებდით. ბიზნესის მხრიდან პირველი აუქციონის აბსოლუტურმა იგნორირებამ და შედეგად აუქციონის ჩაშლამ კლუბის ამჟამინდელი მეპატრონე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ვერ მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ინტერესის გასაჩენად საჭირო იყო პირობების შეცვლა და ბიზნესის მოთხოვნა-საჭიროებებზე მორგება. გამოცხადდა ახალი აუქციონი პრაქტიკულად იმავე პირობებით, თუმცა გასხვისების ვადამ გადაიწია 15 სექტემბრამდე, რაც კლუბისთვის ასევე დამაზარალებელია.

შესაბამისად, გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ არც ამჯერად მივიღებთ მონაწილეობას ამ აუქციონში. მეტიც, ქუთაისის "ტორპედოს" ინტერესებიდან გამომდინარე, საერთოდ გამოვერთვებით პრივატიზების პროცესს. ვინაიდან კლუბის გადარჩენისთვის თითოეული დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი გასვლა ქუთაისის მერიას მისცემს საშუალებას, ყოველგვარი აუქციონის გარეშე, უმოკლეს ვადებში, პირდაპირ გადასცეს კლუბი მსურველ კომპანიას. წარმატებებს ვუსურვებთ "ტორპედოს" და მის მომავალ ახალ მეპატრონეს".

ჰავლაბრელი ტიღუა
ალბათ დიდი დეგრადირებული უნდა იყო, რომ ქართულ ფეხბურთში ფული, ბიზნესის საკეთებლად რომ ჩადო. თუ ფეხბურთი გიყვარს და დახმარება გინდა, მაშინ უნდა მოხვიდე და არა ბიზნესისი საკეთებლად. ასეთი შებერტყილი ინვესტორები ყავდა ტორბედოს 50-60 ათასი ხელფასი რომ დაინიშნეს.
jango
მოკლედ კლუბი კი არა სხვათა ფულების ხერხვა-ათვისება-გადამუშავების საამქროა. ასეთ საამქროს ვინ იყიდის, მერე რომ ნახევარი ქუთაისი პრეტენზიებით მოვიდეს - მე აქ ფული მაქვს დახარჯული, მერე რა რომ არაღრიცხულიო :) ფეხბურთის ქუთაისელმა მოყვარულებმა საკუთარი სახსრებით შეჰქმენით (ბიუჯეტის ფულიც ხომ თქვენი ჯიბიდან ამოღებულია) ახალი კლუბი, დაივიწყეთ ამ კლუბის საქართველოს 4 გზის ჩეპიონობა და მომავალზე იფიქრეთ,არაფერი არ იქნება ცუდი თუ ერთ ქალაქს 2 კლუბი ექნება.
jordan beli
შეიძლება ვინმესთვის უინტერესო იყოს,მაგრამ მე ძალიან მაინტეტესებს რატო მოვიდა გუნდში მანინი,რატო გადაიხადა რაღაც ვალები,რომელიც არ იყო ორი კაპიკი და რატო წავიდა?ან მოსვლა რა იყო ან წასვლა?არ შეიძლება ერთხელ დაინტერესდეს სამართალდამცავი ორგანოები ტორპედოთი.შეიძლება ასეთი განუკითხაობა?არა ვარ ქუთაისელი,მაგრამ ვარ ქართველი და ფეხბურთის გულშემატკივარი.ისევე ვგულშემატკივრობ ტორპედოს როგორც ბათუმს,თბილისს.რა გახდა ასეთი,რა საიდუმლოებებით მოცული სიტაციაა განა რომ ვერაფრით გავიგეთ რა ხდება ტორპედოში?რა მაფიაა ბოლო ბოლო? ბევრი წამიკითხავს ფედერაციის თითქოს ინტერესსზე,ფიფიას ბრალეულობაზეც,მაგრამ ეს ყველაფერი ხო ზღაპარია.რეალური მიზეზი ვერ უნდა გავიგოთ რატო ან ვისი მიზეზით იღუპება ბოლო ბოლო ტრადიციების მქონე გუნდი?
Master
სირცხვილი ქუთაისს.საღორიის ბაზაო.რამე ასოციაციას ხოარ იწვევს?ასეთი მავნებელი ხალხი ასე მშვიდად როგორ წყვეტს ამხელა ქალაქის ერთადერთი კლუბის ბედს ისე რო მომკითხავი არავინაა?ზუსტად საღორია.
ანდრია
რა უნდა დაწერო ან თქვა აღარ ვიცი რა,არ ვიცი რეალურად ვინ იყო ეს ალიანს ჯგუფი და რისი გამკეთებელი იყო მაგრამ,ფაქტია უპატრონო ტორპედოში მოსვლის სურვილის გამჟღავნებიდან,რამოდენიმე დღეში გამოჩნდა მეორე მსურველი"დიდი" ამბიციებით,არამარტო გამოჩნდა რაღაც თანხაც მიიტანა გუნდის ვალების ნაწილის დასაფარად მგონი,რავი რა გარანტიით მიქონდა ის თანხა ვინ რას დაპირდა რას გაიგებს კაცი.ტენდერის პირობები რომ,ისეთი იყო ჭკუათ მყოფელი არ გაეკარებოდა ფაქტია,ჟურნალისტებო რთულია ვისთანაც დასასმელია ეს კითხვა რომ დაუსვათ ტენდერის გამომცხადებელ გენიოსებს,სტადიონის,ბაზის და სხვა მატერიალური ქონების გარეშე რატომ უნდა გაუჩნდეს ვინმეს სურვილი იყიდოს ტორპედო?დაფაროს 1000 რჯულის ავანტიურისტის მიერ დაგროვებული დაუსაბუთებელი 3 მილინ ლარამდე და კიდე 600 000 მდე ბიუჯეტში გადაიხადოს?2 ვარიანტია მხოლოდ,ან კორუფცია ან,აბსოლიტური უმეცრება,ჰოდა ეს ტიპები დიდი ალბათობით ოქტომბერში აირჩებიან ქუთაისის მართველობაში თავიდან და გაგრძელდება ისევ ეს ვათხანალია.
გიო სვანი
ქუთაისში ძაან ბნელი ხალხია მთავრობაში და არც ღირდა ტორპედოს შეძენა აჯობებს ფოთში ან ზუგდიდში ჩადოთ ინვესტიცია უფრო ახალი ინფრასტრუქტურაც აქვთ და ადვილადაც მოაგვარებთ
beqa
არგინდათ გთხოოვთ გამოძიება არ ჩაატაროთ.თაღლითებს მოუსმინეთ თავს რო გაიმართლებენ და დაბეჭდეთ!! თორე ისე წინ ხედავთ ვერ მივდივაართ რაც ქომაგია იმდღეშია ფეხბურთიც 0
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა