შვეიცარიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შემდეგ ჩვენი ჯგუფი შეაფასა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა:

- საქართველოს ნაკრების ბოლო წლების შედეგებიდან და პოტენციალიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს ხელეწიფება, პირველად ისტორიაში, მოხვდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე.

რაც შეეხება წილისყრის შედეგებს, ვფიქრობ, ნორმალური ჯგუფი შეგვხვდა. ესპანეთის ნაკრები ევრობასკეტ 2022-ზეც ჩვენი მოწინააღმდეგე იქნება. ამ გუნდში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს და შეიძლება წარმატებაზე ფიქრი…

- უკრაინელებთან ძველი ნაცნობობა და მეგობრობა გვაკავშირებს. მწარე დამარცხებაც გვახსოვს ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე, რომლის გამო საქართველო ჯგუფიდან ვერ გავიდა. უკრაინასთან მოგებაზე შინაც ვფიქრობთ და სტუმრადაც. ჩრდილოეთი მაკედონია კი არ არის იმ კალიბრის გუნდი, რომელთანაც მოგება არ შეეძლება ჩვენს ნაკრებს.

- ჩვენი მთავარი ამოცანა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ არის. თუ გავიხსენებთ წინა მსოფლიოს შესარჩევს, მომდევნო ეტაპზე გავედით, მაგრამ იმდენად ცუდი შედეგით, რომ იქ უკვე შანსი არ გვქონდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, პირველი სამი ფანჯრისას მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ და ჩვენთან ერთად გასულ გუნდებთან მოპოვებული ქულები მეორე ეტაპზეც გავიყოლოთ.

დიდი ალბათობით, ჩვენგან გასული გუნდები შეხვდებიან იტალიის, რუსეთის, ისლანდიისა და ნიდერლანდების ჯგუფის სამ საუკეთესოს. მათთან მატჩების წინ მაქსიმალურად მეტი ქულით უნდა ვიყოთ, რათა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვქონდეს.

ასე რომ, წილისყრის შედეგებით უკმაყოფილოები არ ვართ. ჩვენი მთავარი გამოწვევა არა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატი, არამედ მსოფლიოს შესარჩევი ეტაპია. იმედი მაქვს, პირველად ჩვენი კალათბურთის ისტორიაში, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

GBF.GE

roma
სამწუხაროდ ფედერაციის მთავარი ამოცანა გავლენები, ფული და ნათესავების დასაქმებაა . მოთამაშეების გამოცდილების და იმ კლუბების გამო ვართ რაღაც დონეზე სადაც ვართ თორემ ფედერაცია რას აკეთებს :დ კლუბებში უხელფასოდ ათამაშებენ ამ კორონას დროს ბიჭებს
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
გურასპაული VS სანიკიძე - პრეზიდენტობის მეორე მსურველიც ცნობილია
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
პაატა გურასპაულის ოთხწლიანი ანგარიში
გურასპაული: საქართველოს ნაკრები ყველასთან გამარჯვებისთვის გადის და არც ესპანეთი იქნება გამონაკლისი
ცნობილი გახდა, როდის დაიწყება ევრობასკეტისთვის ახალი დარბაზის მშენებლობა
მოთამაშეთა განვითარების ლიგა 17 აგვისტოს დაიწყება (გუნდების შემადგენლობები)