მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-4 ტურში, A ჯგუფში პორტუგალიამ საკუთარ მოედანზე ირლანდია 2:1 დაამარცხა.

მე-12 წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომლის შესასრულებლად რონალდო მივიდა. ირლანდიელმა მცველმა დარა ო'შიმ ბურთი გვერდზე გადაუგდო, კრიშტიანომ კი მხარზე ხელი ჰკრა. "დაზარალებული" ჩაიკეცა, ვითომ პორტუგალიელმა სახეში გაულაწუნა, თუმცა მსაჯმა მას ყურადღება არ მიაქცია. რონალდოს მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი 19 წლის მეკარე გევინ ბაზუნუმ მოიგერია (ინგლისის მესამე ლიგის "პორტსმუთის" გოლკიპერია). ეს 2018 წლის შემდეგ ნაკრებში კრიშტის მიერ გამოუყენებელი პირველი პენალტია - მაშინ მუნდიალზე ირანს ვერ გაუტანა.

რონალდომ მატჩის დასასრულს დუბლი შეასრულა (89-ე და 90+6-ე წუთებზე დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი), ეროვნულ გუნდში 111 გოლი გაიტანა, ირანელ ალი დაეის გადაასწრო და მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა.

პორტუგალია 10 ქულით ლიდერია (სხვა გუნდებზე 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული) და 7 სექტემბერს ბაქოში აზერბაიჯანს დაუპირისპირდება.

ავჭალიდან
მე ორივე მევასება. ეს კაცი მარსიდანაა საოცარია.
Nп-ს
და შენ, რაღა გადარდებს? წადი და კოჭი აგორე.
Nn
ნეტავ შენ სხვა დარდი რომ არ გაქვს. ერთისიც და მეორესიც კიდევ რა...
ალექსანდრეს
რა მიკვირს იცი? მესი ინტერვიუებში, არასოდეს შეურაცყოფას აყენებს როლანდოს, პირიქით მეგობრულად და პატივისცემით მოიხსენიებს, ამ როლანდოს მომხრეებს რა ჭირთ, ვერ ვიგებ და მომკალით. ორივე სასწორზე, რომ დასვა ვერცერთი გადაწონის, იმდენად მაგრები არიან. მართლაც და დავტკბეთ ამ ორი მეგა ვარსკვლავების ყურებით. ჩავარდნები აქვს როლანდოს ხმას არ იღებენ მისი ფანები, საკმარისია წარმატებას მიაღწიოს, იწყება და რა იწყება მესიზე თავდასხმები. ამით მესის კი არ ამცირებთ პირიქით, თქვენს უსუსურობას ამჟღავნებთ, რომ ხართ არა ობიექტური და ძალიან დაბალი დონის გულშემატკივრები.
სამარცხვინოა უკვე როლანდოს მომხრეების კომენტარები. გია.
მეცოდება, ესეთი "ვაი ფანები" ვინც მესის აკრიტიკებენ, მესი, რომ უდიდესი ნიჭის ფეხბურთელია, ამას მისი 6-ი ოქროს ბურთიც ამტკიცებს! ბარსას და მის მესვეურებს მესისთვის ხელი, რომ არ შეეშალათ, ლეო მე7-დესაც გამოკრავდა ხელს. მართლა უკვე ზედმეტებში გადადიხართ გეყოთ! და სხვას თუ არ სცემთ პატივს, თქვენ თავებს მაინც ეცით პატივი.
შენივე გაგებით.
და შენს ნარცისას, რა უშლის ხელს მილიარდები ჩაყაროს ოქროს ბურთისთვის? რა ნაკლები ვაჭრუკანაა?
alexandre
მართლაც რომ უდიადესია! სასწაული გოლეადორი! მაგრამ მოდი მესისთან შედარებას შეეშვით, გაიხარეთ და ისიამოვნეთ რომ ამ 2 ფენომენალურ ფეხბურთელს უყურებთ! ნამდვილად მეცოდებიან ახალგაზრდა გულშემატკივრები, რომლებსაც ყიფიანი, გუცაევის და ჩივაძეს თამაში არ უნახავთ; მით უმეტეს ასათიანის, ხურცილავას და ძოძუაშვილის (მარტო ბესტს და ჯაიჩს რა უქნა ის იყო სასწაული); აღარ ვამბობ მესხზე, მეტრეველზე და გიორგი (ჟორა) სიჭინავაზე (ამას ტექნიქა ქონდა, ქინქლაძე თუ შეედრებოდა მცირედ)! აი ესენი ყველა მინახავს და მეტნაკლებად მახსოვს. სამწუხაროდ არც ღოღობერიძე, მით უმეტეს პაიჭაძე და ჯეჯელავა არ მინახია (მამაჩემის მონაყოლით სასწაულებს აკეთებდნენ). ჰო და, თქვე დალოცვილებო, უყურეთ და გაიხარეთ მესით და რონალდოთი, რონალდოთი და მესით!
ღმერთის რჩეული
სწორედ ამიტომ არის 21 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი რომ ყველაზე მნიშვნელოვან თამაშებს იგებს.ამ ორი ფრენაში გატანილი ბურთით და 111 ნაკრებში გატანილი ფანტასტიკური რეკორდით ოქროს ბრთირთი წესით კრიშტიანოსია მაგრამ ერთი ვაჭარი ალბათ კიდევ ერთხელ ჩაყრის მილიონებს.
Marvel
მესი პსჟ ში იქნება,როგორც ეიზეკილ ლავეცი იყო ნაპოლიში :)
ასდ
სტილისტურად რონალდოს ფანები რაღაცით ქოცბოტებს მაგონებთ
ბარსა-ს
ხომ მშვიდობა გაქვთ მეგობარო?
gio
აი რა შეუძლია 36 წლის რონალდოს
სოსო
სულელი ხარ შენ,ბარსა.ფეხბურთის ძველი გულშემატკივრის საყურადეღებოდ კი იმას ვიტყვი,რომ მესის ღმერთმა არ დაანათლა რონალდოს ფიზიკური მონაცემები და მიუხედავად ამისა,ის მაინც ასეთ ფეხბურთს გვიჩვენებს.მათი ერთმანეთთან დაპირისპირება კი არა,მათი ერთდროულად მოღვაწეობა უნდა გვახარებდეს,რამეთუ სწორედ საუკეთესოობისაკენ სწრაფვა უბიძგებდა ორივეს,კიდევ უფრო მეტი გაეკეთებინა მინდორზე და უფრო სრულყოფილი ყოფილიყო.კონკურენციამ გახადა ორივე ასეთი მასშტაბის ფეხბურთელებად და ერთი მეორის გარეშე,ასეთ სიმაღლეებს ვერ მიაღწევდა.არ მახსენდება შემთხვევა რომ ერთს მეორის შესახებ,რაიმე ცუდად ეთქვას,რადგან ვინ,ვინ და მათ ყველაზე კარგად იციან,რამდენი შრომის შედეგია,ამდენი წლის განმავლობაში ჯერ ოსტატობის ასეთ სიმაღლეებამდე მისვლა და უკვე შემდეგ,ამდენი წლის განმავლობაში დონის შენარჩუნება.ჩვენ უბრალოდ ბედნიერები ვართ,რომ ამის შემსწრეები გავხდით და ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება.ჰოდა უყურეთ,დატკბით და შეირგეთ,რა!განა რამდენ ხანს ითამაშებენ, კიდევ.
მამუკა
ყველა დროის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი, ყველა დროის ბომბარდირი ნაკრებში გატანილი გოლებით, ყველა დროის ბომბარდირი ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლებით(პელეს არაოფიციალური გოლები არ ითვლება, თვითონვე აღიარა პელემ რონალდუ) ხუთგზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ევროპის და ნაციონალური ლიგის გამარჯვებული, ინგლისის, ესპანეთის და იტალიის ჩემპიონი არაერთხელ, ასევე ლიგის და ქვეყნის თასები, სუპერ და საკონტინეთაშორისო თასები,3 ოქროს ბუცი, 5 ოქროს ბურთი( 6-საც აიღებდა რეალში რომ დარჩენილიყო)კიდევ რა ჩამოთვლის მაგის ტიტულებს. მართლაც რომ უდიდესი ფეხბურთელია,ლეგენდაა უკვე
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.
მესი უდაოდ უდიდესი ფეხბურთელია. მაგ სტილში თამაშობდა ვიტალი დარასელია. მაგრამ რონალდუსთან ვერასოდეს ვერ მივა. მესი ერთ სტილში, წაკუზული გარბის. რონალდუ ყოველმხრივ განვითარებული ფეხბურთელია, ფეხით, თავით, ბურთის ფლობის მანერით, არისტოკრატულად გამოიყურება. მისი ფეხბურთის ნახვა, უდიდესი სიამოვნებაა, რისთვისაც ჩვენ დავდივართ სტადიონზე. როგორებიც იყვნენ პელე, გარინჩა, ბეკენბაუერი, კრუიფი, მარადონა, რონალდინიო, მესხი, მეტრეველი, ყიფიანი, სტრელცოვი და სხვები. ასეთია ჩემი მოსაზრება.
ბარსა
სად ხართ ეხლა მესი გასაწმენდია და დროზე მიხედეთ მსურველებმა,შეღებილი და ცოლს ამოფარებული მესი რონალდოსთან ახლოს ვერ მივა,ბარსაზე უდიერი საუბრები დაიწყო ჟურნალისტებთან ამ საცოდავმა,რონალდო კი სადაც იყო ყველაზე კორექტულად საუბრობს..ისე მესის მსგავსი ფეხბურთელები პსჟ-ს გასახდელში ბლომად უყრია
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
რონალდომ თანანაკრებელებს ძვირფასი საჩუქრები გაუკეთა