მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა.

ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში კვარაცხელია და ლობჟანიძე ვერ დაეხმარნენ, ხოლო მეტოქეს - რაშიცა, ზენელი და ჟეგროვა. „ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და შემადგენლობაში დებიუტანტი წიტაიშვილი დააყენა.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ბათუმის სტადიონის გაზონი ჩინებულ მდგომარეობაში იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერია, ბურთი დაიჭირა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო კიტეიშვილმა, რომელმაც „შტურმში“ ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და ეროვნულ გუნდში ინდივიდუალურად ემზადებოდა.

მე-13 წუთზე კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, როდესაც ხოჭოლავამ მურიქთან ბრძოლაში თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, მოწინააღმდეგის კართან ვერანაირ ხიფათს ვერ ქმნიდნენ და მხოლოდ წიტაიშვილი ამწვავებდა თამაშს, რომელსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ. ბურთის ქვილითაიაზე გადაგდება „არ მუშაობდა“, ყაზაიშვილიც დაკარგული იყო.

ტაიმის დასასრულს სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ, ორიოდ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. აშკარა გახლდათ, რომ სანიოლს შესვენებაზე შეტევის ხაზში ცვლილებების განხორციელება სჭირდებოდა, თუმცა არავინ შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწისში თამაშის სურათი არ შეიცვალა - „ჯვაროსნების“ არაფრისმომცემი ინიციატივა, ალბანელთა კონტრიერიშები და კინაღამ მეორე გოლი მივიღეთ - ჩაბრაძეს კასტრატი გაექცა, ლორიასთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. მე-60 წუთზე მოედანზე ყაზაიშვილის ნაცვლად მიქაუტაძე შევიდა, ხოლო 78-ეზე - ქვილითაიასა და აბურჯანიას მაგივრად ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. ჩვენს ეროვნულ გუნდს კი შეტევაში მაინც არაფერი გამოსდიოდა, ინდივიდუალურადაც ვერავინ ახერხებდა მეტოქის მწყობრი დაცვის გარღვევას, ხოლო მოწინააღმდეგე მშვიდად თამაშობდა, დროც გაჰყავდა, სწრაფი კონტრშეტევებისას მწარედ „იჩხვლიტებოდა“, გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

მოკლედ, ისე წავაგეთ, რომ რეალური მომენტი არ შეგვიქმნია. ფაქტია, გუნდს კვარაცხელიას გარეშე გოლის გატანა არ შეუძლია და მარცხისთვისაა განწირული. სამწუხარო კი არა, ლამის ტრაგედიაა, როდესაც ქვეყნის ეროვნული გუნდი 20 წლის ფეხბურთელზე ასეა დამოკიდებული. ისიც ფაქტია, რაც ნაკრებს სანიოლი ჩაუდგა სათავეში, ეს მისი ყველაზე უარესი შეხვედრა იყო.

საქართველოს ნაკრები 1 ქულით B ჯგუფში აუტსაიდერია და 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - კოსოვო 0:1

გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18 საკ. კარში)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია (დავითაშვილი 78), კანკავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 12), ყაზაიშვილი (მიქაუტაძე 60), ქვილითაია (ჩაკვეტაძე 78)

კოსოვო: მურიჩი, ჰადერგონაი, ალიტი, რაჰმანი, ვოივოდა, ბერიშა, დრესევიჩი, ჰალიმი (ლოშაი 68), რაშანი (ჩალა 90+3), მურიქი, კასტრატი (ბიტიკი 68)

St.
არ არის ლოგიკური. მწვრთნელი არა გვყავს თორე ეს არ მოხდებოდა. 9 ფეხბურთელი არა კვახი პირველად ჩვენთან მოიგეს
Stf
არავითარი. ეგ არის სპეციალურად "დაწერილი ისტორია" ლანგრით მირთმეული 3 ქულა სპეციალურად წაგებული თამაში.
გლახუნა
ცნობილი ფეხბურთელები ...პოლიტიკაში (პარლამენტშიც კანონშემოქმედებით საქმიანობასაც)თამაშობენ თავიანთან ,,პელესთან,, ერთად 100 -ული მილიონობით ლარზე, სად ცალიათ ფეხბურთისათვის?!
სოსო
მთელი თამაში არ გაქცეულა და პოზიციას რაღა მნიშვნელობა აქვს?კორეაშიც თითქმის არ დარბის და ამის გამო შიშიც გამოვთქვი.დისლაიქები არ დაიშურეს და აგერ,ხომ ვნახეთ.ჯერ ამერიკაშიც ძალიან ცოტას მოძრაობდა და მანდ ხომ სულაც დასეირნობს.
სოსო
ზაურ კალოევს გაჰქონდა თავით ბევრი ბურთი,მაგრამ მას ფლანგზე მესხი ჰყავდა და გუნდში ყველაზე სწრაფად დარბოდა 100 მეტრს
გელა67
კალაძეს კი არა, ვინმე უფრო დიდი მასშტაბისა მოგეძია და შეგედარებინა, უნდა გრცხვენოდეს კალაძის დაკნინებას რომ ცდილობ, ბევრი გყავს კახიზე წარმატებული? ან თუნდაც რაც კალაძეს, მცველს გოლები აქვს გატანილი,იმდენი ნაკრების ბევრ თავდამსხმელს არ დაესიზმრებათ და არ დასიზმრებია კარიერამოლეულებსაც.
Zaza
სფფ-ს და ჩვენი სპორტის მესვეურებს როგორც ჩანს ჯერ ის უნდა ავუხსნათ თუ რა არის წარმატების წინაპირობა და როგორ მიიღწევა ის. წარმატებას ფეხბურთში (ამ შემთხვევაში) განსპირობებს მიზეზთა კომპლექსი. აქ შეცდომები და გადაცდომები საბოლოო მარცხის წინაპირობაა. კონკრეტული თამაშის გარშემო ყველა და ყველაფერი საათივით უნდა იყოს აწყობილი. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ იღბალის იმედად რჩები. მოდით ახლა.გადავხედოთ ამ კონკრეტული მატჩის გარშემო შექმნილ სიტუაციას და ნათლად დავინახავთ რომ მარცხისთვის (წარუმატებლობისთვის) გარწირული ვიყავით. 1. ხვიჩა კვარაცხელია. უდავოა რომ ამ ეტაპზე ხვიჩა საქართველოს ნაკრების საკვანძო ფეხბურთელია და გუნდი მასთან და მის გარეშე ორი სხვადასხვა კრებულია. რატომ არ იყო ხვიჩა შეკრებაზე? ყველაფერი სფფ-ს უთავმოყვარეობის და უუნარობის ბრალია! როგორ შეიძლებოდა იმის დაშვება რომ ქვეყნის უპირვრლესი გუნდი ვიღაც თაღლითი, “ფუტბოლნი აფერისტის” წმინდა ფინანსურ ინტრრესებს გადავაყოლეთ?! ის რომ ხვიჩსს ტრავმა არ აქვს ეს ჩლუნგის გარდა ყველასთვს ნათელია. აგერ, ალალმა სკუცკიმ პირდაპირ გვაჯახა - რა უნდა გითხრათ ხვიჩას ტრავმაზე, ხომ არ მოგატყუებთო?…. თაღლითი ჯუღელის კომენტარიც არ დაგავიწყდეთ - ხვიჩა 12 სექტემბერს რუბინის შემადგენლობაში აუცილებლად ითამაშებსო!… არც რუბინის პრეზიდენტის კომენტარი დაგავიწყდეთ რომელსაც გასაყიდად გსმზადებული, 20 მილიონიანი ფეხბურთელის ტრავმა “დაგავიწყდა” და ნაკრებში მიდისო! არც ის ფაქტი რომ რუბინის ადმინისტრაციას არაფერი უთქვამს რა გარემოებაში მიიღო ფეხბურთელმა ტრავმა ხოლო საექიმო შტაბი არაფერს ამბობს რა სახის ტრავმაა და როდის დაბრუნდება გუნდის ლიდერი! ტრავმის არსებობის დროს ამგვარი კაზუსები არ ხდება. თან ყველა ერთად! რა მოხდა სინამდვილეში. მამუკა ჯუღელი ვინცაა ეს საქართველოში ყველამ იცის. ამ ნამუსგარეცხილ შულერს თავში მხოლოდ ის უტრიალებს თუ რამდენი მილიონი შეხვდება მისი ცხოვრების მთავარი ტრანსფერიდან. მან მშვენივრად იცის რომ ეს მისი ბოლო შანსია რადგან ხვიჩას სავარაუდო შემდგომი ტრანსფერი უკვე მის გარეშე ჩაივლის რადგან ეს ალბათ 3-4-5 წელიწადში მოხდება და ამდენ ხანს ხვიჩა 18-19 წლის ბავშვად არ დარჩება და ყველაზე კარგად ეცოდინება თუ ვინ არის მამუკა ჯუღელი! ხვიჩას ნაკრებში წამოსვლა მამუკა ჯუღელმა დაბლოკა იმ ბოლო იმედით რომ სწორად ამ პერიოდში, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში მაინც გაყიდიდა. ასეთ შემთხვევაში კი ის სრულიად მის განკარგულებაში უნდა იყოს. იმედია ეს მალე მოხდება, გაძღება და დაგვანებეს ეს უნსმუსო კაცი მთელ ქვეყანას თავს! ამ “საქმისთვის” სიამოვნებით გამოიკრავდა ჯიბეზე ხელს “რუსტიკა” რომელსაც ასევე კარგად ესმის რამხელა რისკია ნაკრებში ფეხბურთელის გაშცება რომელსაც 8 დღეში 3 თამაში უწევს. დასხდნენ ეს ორი “დიდი” მოხელე და გსდაწყვიტეს ისე როგორც მათ ჯიბეებს ურჩევნიათ! საქმე კი იმაშია რომ ეს “რუსტიკა” სინამდვილეში დაბალი დონის ქუჩის “კარტოჟნიკ” ჯუღელს ათი თავით აღდმატება ინტელექტით და მისი მიზანი მოვლენების იმგვარად წარმარათვაა რომ ტრანსფერი უბრალოდ ჩაიშალოს. არ დაგავიწყდეთ რომ გუნდის სპორტული დირექტორი იაროვსკი ჯერ კიდევ მაისში ადასტურებდა სულ მცირე ტოპ-5-ის ორ კლუბთან აქტიურ მოლაპარაკებებს, იმ დროს როდესაც საიმანოვი ჯიუტად ამტკიცებდა რომ რუბინისთვის წინადადებით არავის მოუმართავს! არც ის დეტალი გამოგრჩეთ რომ ბოლო ინფორმაციის თანახმად ერთერერთმა ევროპულმა გუნდმა ხვიჩას სატრანსფერო ფასის 20-დან 15 მილიონამდე შემცირება მოითხოვა. ალბათ მიხვდით რომ ლაპარაკია იმ ზედმეტი 5 მილიონის დაკლებაზე რომელიც მოლაპარაკებების შედეგად გამოიკვეთა. ვინ ითხოვს სათავისოდ დამატებით 5 მილიონს ტრანსფერიდან ალბათ მიხვდით… ასეთ დროს სფფ-ს უნდა გამოეჩინა პრინციპულობა და მოეთხოვა ხვიჩას შეკრებაზე გამოცხადება. ამით თავად ხვიჩასაც მოეხსნებოდა უხერხულობა და ეს ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ახლა არ იქნებოდა სმხელა ზეწოლის ქვეშ. ყველაზე მეტად ხვიჩას ახლა ბიჭებთან ერთად უნდოდა ყოფნა და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ჯუღელი და არაფრისმაქნისი ფედერაციაა. სახელმწიფოს როლი. არ შეიძლებოდა ტრუბუნებზე თუნდაც ვაქცინირებული გულშემატკივარი დაეშვათ?! ათას სხვაგვარ ვარიანტზე საერთოდ არ ვლაპარაკობთ. მუტრუკ მაკედონიელებთან საკუთარი მოედნის უპირსტესობა რომ არ გამოვიყენეთ და ევროპირველობა გსმოვტოვეთ სრულიად ფედერაციის და სახელმწიფოს არაკომპეტეტენტურობის ბრალია! მოლლედ როდესაც ყველა რგოლი დაწყებული ფედერაციიდან დამთავრებული სახელმწიფოთი უუნარო და უთავმოყვარეა შედეგი საიდან უნდა მოვიდეს?… პ.ს. რთულია ფრანგ კაცს მოთხოვო ქართული ფეხბურთის ისტორია ზედმიწევნით იცოდეს მაგრამ როდესაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ხარ უნდა იცოდე! ხოდა ეს ქართვრლი ასისტენტები რას აკეთებენ? მუთუ ვერავინ მიიტანს უცხოელ მწვრთნელებს ეესგნებინო რომ ისტორიულად არასოდეს მიუღწევია ქართულ ფეხბურთი რამე წარმატებისთვის “აწოწილი” ფორვარდუთ, “ნავესებით” და “ზაბროსებით” საჯარიოში! არ არის ეს ქართული ფეხბურთი და ჩვენი თამაში! ჩვენი თამაშია ცრუ ფორვარდით (მაგალითად მიქაუტაძე) ბურთით თამაში და არა ჩაკიეებები მაღალ ფორვარდზე!
გელა67
კრიტიკული და უარყოფითი ფრაზები არ მოსწონს აქ ზოგიერთ მკითხველს, საინტერესოა ვინ ბრძანდებიან ისინი? ალბათ ამ ცოცხალ-მკვდრების ნათესავ -მეგობრები, რომ შეიძლებოდეს სტადიონებს სკვერებად და ბავშვთა ცენტრებად ვაქცევდი, დავუთმობდი პირველივე მსურველს, თუნდაც ჰოკეის, ან კერლინგის ან კრიკეტის ან ბეისბოლის ან,ან,ან..........მესვეურებს, ან საპარკინგედ, რათა შვილო რათა??? კაი, ვთქვათ ამათ არ ესმით და მიგიწვიეს, თვითონ ხომ იცით, რომ ნაკრების დონეს ვერ აკმაყოფილებთ და რატომ მიდიხართ? მერე გწყინთ,რომ გვაგინებენო, ამხელა "რეჩს" არც მე ვაპირებდი,მაგრამ ცენზურაა და გინებას, (რასაც დიდი % ნაკრებისა იმსახურებთ) თუნდაც მოკლე გინებას არ დამიბეჭდავდნენ, იქნებ ეს მაინც დამიბეჭდოთ ადმინ.????????
სოსო
სიმართლეა,გამარჯვებული ხალხის ნაკრებმა აჯობა, დამარცხებული ხალხის ნაკრებს.ქოცებზე ვერც მე ვიტყვი კარგს,მაგრამ დამარცხებულ ხალხად,ქვეყანა სააკაშვილმა ნაცისტმა მთავრობამ გადააქცია.გაიხსენეთ,ნაცემი კაცი,ჩმორი კაცია,ვის ეკუთვნის.ვინ ჩაანგრია ცემა ტყეპაში,მთელი თბილისი და ვის მმართველობაში ხოცავდნენ პატიმრებს ცემა ტყეპაში და აუპატიურებდნენ მათ.აგვისტოს ომზე აღარას ვიტყვი,ტანკსაწინააღმდეგო სისტემების ნაცვლად,დროშები რომ ჩაუტანეს მებრძოლებს.თვითონ ის სისტემები კი,სენაკის ბაზაში,ფეშქაშად დაუტოვეს რუსის ჯარს.საზენიტო სისტემებთან ერთად.ჩვენ კი,ომში დამარცხება, გამარჯვებად გამოგვიცხადეს და დიდი ზარით და ხმაურითაც იზეიმეს.მათ დაანგრიეს მხოლოდ თბილისში 11 სტადიონი,ბათუმის სტადიონი და კიდევ მრავალი,სხვაგან,გააუქმეს სპორტის აკადემია და მისი შენობა გაყიდეს.საიდან გამოიზრდება ფეხბურთელი,თუ სათამაშო მინდორი არ ექნა და მწვრთნელი არ მომზადდა?მათ დანგრეულს,ესენი ნელნელა აღადგენენ,შეძლებისდაგვარად,მაგრამ დანგრევა იოლია და აშენება ძნელი,თანაც ძვირი.ცუდს ცუდი დავარქვათ და კარგს კარგი.ამათ საკმარისზე მეტი წაახდინეს,რომ სხვისი ცოდვებიც ამათ ავკიდოთ
bs
ასეთი უმოტივაციო ხოხიალით ვერავის მოუგებ! წინა სამ თამაშშიც არ გვყავდა იდეალური შემადგენლობა მაგრამ იბრძოლეს და ითამაშეს, გუშინდელი თამაში კი იყო ფეიკ მაკენდონიელებთან მეორე ტაიმის გამეორება და ზოგადად საზიზღრობა. სამი ფეხბურთელის (პლიუს ლორია) წვალება და სანიოლი ვაისივით გვიანი შეცვლებით! ვაისის დრო მობრუნდა და ზოგაგად არც არსად წასულა ეგ ,,დრო". მაგრად გავს ეს ორო თამში ერთმანეთს, ორივე ასეთ თამაშს ხვიჩამ თავი აარიდა! მასთან ერთად ნაკრებს უშუალოდ თამაშის წინ მაშინ შენგელიამ უგანა, ახლა კი ლობჟანიძემ და ორივე თამაშში კიტეიშვილმა პირველივე წუთებზე დატოვა მოედანი, არადა ორივე თამაში პრინციპული იყო. კოსოვოს და ,,მაკედონიას" ყველგან ტენიან და ჩვენ არავის ვჭირდებით და არც პატივისცემას ვიმსახურებთ (თუნდაც იმის გამო რომ ეს არ არსებული ერის წარმომადგენლები და სინამდვილეში სეპარატისტი ალბანელები ქვეყანაში შემოვუშვით). შეთქმულების თეორიები სისულელე მგონია მაგრამ, აგერ ნახავთ რამდენად უკეთ ითამაშებს იგივე გუნდი შემდეგ ორ თამაშს.
ნუკა
ერთი ნუგეში არის ესპანეთმაც წააგო
svano magarski
ყველა თავმოყვარე გუნდია ჰიბრალტარიდან მოყოლებული, ესენი დარჩნენ ბომჟებად და მოედანზე ფეხბურთის თამაშის გარდა ყველაფრის მკადრებლებად, ფუი, საზიზღრობა, ნაკრები კი არა სპორტული მეძავები არიან, მოგინდება პირშიც მისცემ...და მისცეს კიდეც...ბელორუსი მეცოდება, გაუგებარი პენალტი რომ დაუდეს და რომ წააგებინეს ამ ნეხვ გუნდთან...
რა გვეშველება?
კაპაროსს აქებენ აქ და იცით, რატომ დადო შედეგი? იმიტომ რომ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ სრული თავისუფლება მიანიჭა და ხიზანიშვილი არ მიუსვა გვერდით საკუთარ რეზიდენტად. ყველაფრისთვის მადლობა ლორიას, მაგრამ დავიჯერო, რომ სილესენს ჯობია? ან რა ამბავია ამდენი ბათუმის „დინამოელი“? ვინმე დარჩა ბათუმში ქართველთაგან, ნაკრებში რომ არ უხმეს? ეროვნული ნაკრენია, თუ ბათუმის „დინამო“-ს სარეკლამო სააგენტო? კარგია აზაროვი თავისი ასაკისთვის, მაგრამ ვერ ჯობია თუნდაც უთამაშებელ გიორბელიძეს. ან რისთვის მოგყავდათ მიქაუტაძე, თუ დონდლო ქვილითაიას ათამაშებდით მაინც? მერე ჩვენ რას შემოგვტირით, სისწრაფეში გვაჯობესო. ამ ციკლში ხომ მაინც არას მაქნისები ხართ და მომავლის გუნდზე გეფიქრათ, ანუ როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს ჩაკვეტაძე, მაინც მისთვის მიგეცათ მეტი დრო და არა ყაზაიშვილისთვის, რომელიც 5 წელია უკვე პროფესიულ კი არა, კომერციულ ლიგებში თამაშობს. როგორ დავიჯერო, რომ აბურჯანია ვარჯიშებზე დაფრინავს და მხოლოდ ოფიციალურ მატჩებზე იწყებს ფორთხვას. ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემთვის წიტაიშვილის საკმაოდ კარგი დებიუტი იყო. წიტა, ჩაკვე, კვარა, კიტე, ჟორჟი, მამარდა - ბიჭები, რომლებიც თანამედროვე, სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ და არა აქვთ პარტნიორის მუდმივად უკან მოძიების მანია - აი, ესაა ჩვენი ფეხბურთის მომავალი და ერთადერთი, რაც მათი წარმატებისთვის ფედერაციამ უნდა მოიმოქმედოს - ხელი არ შეუშალოს მათ შეთამაშებასა და განვითარებას აშკარად მიკერძოებული სელექციით. ამ შემთხვევაში, დრო მოვა და ბიჭები აუცილებლად დადებენ შედეგს, რომელიც მთელ საქართველოს გაახარებს.
გია
ჩემი აზრით გაკეთებული თამაში იყო, კარგი ფეღბურთელები მოაცილეს გუნდს რომ რამე გაუთვალისწინებელი არ მომხდარიყო.
ნინი
მოშორდნენ საერთოდ რა. ეს ნაკრები უნდა დაიშალოს და შევეშვათ იმას რაც არ შეგვიძლია.
GADASAXADIS GADAMXDELI
არ მინდა საქართველოს ნაკრები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფინანსდებოდეს ჩემი ჯიბიდან. მოვითხოვ ნაკრების დაკომპლექტებას მოყვარული ფეხბურთელებისგან და არა ვითომ პროფესიონალებისგან. აღარ გვჭირდება სანიოლი- ქვილითაია რომ ეყოლება ნაკრებში მწვრთნელს ის აღარ უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი. ადმინ იმედია არ დაბლოკავთ პოსტს....
ფეოლა
კი ვიძახდი საქართველოს ნაკრებს ფეხბურთელები არ ჰყავს და მწვრთნელი რას გააკეთებსთქო. ერთი ფეხბურთელი ჰყავს და იმასაც არ ათამაშებენ და რატომ გვიკვირს წაგება. ფეხბურთელები კალაძეს საკუთარ კარში გოლის გატანაში ბაძავენ. 5 გაშვებული გოლიდან 2 საკუთარ კარში შეგდებულია და რა უნდა რეზულტატებზეა საუბარი
koba
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს ნაკრები კვარაცხელიას გარეშე,ვერც მომენტებს ქმნის და გოლის გატანაზე ხომ საუბარიც ზედმეტია,მოგება წაგებზე რომ არ ვისაუბროთ,თამაშის ხარისხი იყო უსაზიზღრესი.გაუმართლათ ამ გაჭირვებულებს თორემ უფრო დიდი ანგარიშით წააგებდნენ.ჩვენი" საამაყო "ეროვნული ნაკრების დევიზია "მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება"
დათო
კაშია,კანკავა,ყაზაიშვილი,ქვილითაია,ჯიღაური,,აბურჯანია ლორია.არ უნდა გამოიძახო. ახალგაზრდებით უნდა შეიკრას გუნდი უნდა შეთამაშდნენ რასაც დრო უნდა,უნდა შეეჩვივნენ ერთმანეთს.როცა სხვა უთამაშებელს ათამაშებ ათამაშე ნინუა გამოიძახე მაინც. დღეს ერთმანეთს არ იცნობდა ზოგიერთი ასე რომ ახალგაზრდები უნდა ათამოშოს შეეჩვევიან და დადგება გუნდი როგორც დღეს იყო შეკრული კოსოვო წლებია ეს შემადგენლობა მოდის
დათო
ძალიან ცუდია რომ ოდესღაც დიდი საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანა ერთი კაცის იმედადაა, თუმცაღა მისმა ბოლოდროინდელმა განცხადებამ, არცთუ უსაფუძვლო ეჭვი გააჩინა მის პიროვნულ ღირსებაზე.
kaxi
ალბათ ესეც ჟორდანიას და არველაძის ბრალია))
სოსო
იმიტომ,რომ სხვა უკეთესი არა გვყავს
სოსო
ვუყურე მატჩს და ისევ ჩრდილო მაკედონიასთან ის საბედისწერო მატჩი გამახსენდა.მაშინაც არ იყო კვარაცხელია,ჩაკვეტაძე,კიტეიშვილი.იყო გამაუტკივარებზე მდგარი ოქრიაშვილი და საერთოდ არ იყო შეტევა.გუნდი იბრძოდა იმისათვის ,რომ ბურთი ჰქონოდა,მაგრამ მისთვის რა ექნა,ეს აღარ იცოდა.როგორც კი გოლი გავუშვით,თამაშიც იქ დამთავრდა.თვითონვე გრძნობდნენ,რომ განწირულნი იყვნენ.გუშინაც ყველა ეს ხალხი დაგვაკლდა და შესანიშნავ ფორმაში მყოფი ლობჟანიძეც დაემატა.ისევ შეტევითი პოტენციალის გარეშე დავრჩით და ასეთ მდგომარეობაში სანიოლი იქნება თუ ვაისი,დიდი მნიშვნელობა არა აქვს.გამოჩნდა,რომ დღევანდელი მიქაუტაძეც არ არის პანაცეა და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სასწავლი.ნათელი წერტილი,წიტაიშვილი იყო,რომელსაც ბრძოლა არ შეუწყვეტია,ამწვავებდა თამაშს,მაგრამ გაჩერებულ გუნდს ერთი მებრძოლი,ისიც ნაკრების დებიუტანტი,ძნელად თუ გაატოკებდა.ვუყურებდი თამაშს ვხედავდი,როგორი სხვაობა იყო ჩვენსა და კოსოვოელ ფეხბურთელებს შორის.როგორც კი ბურთს იღებდნენ,ყველა ტავისუფალ პოზიციას ეძებდა და ყოველი შეტევისას,ხიფათს გვიქმნიდნენ.ჩვენი ყოველი შეტევის დროს,ცვენი წინწასული ფეხბურთელები,მცველების ზურგს უკან იმალებოდნენ და თავს არავინ სთავაზობდა.წინა ციკლის დროსაც ასე იყო და ისევ გრძელდება.გუნდი თამამად იბრძვის,როცა აუტსაიდერია და მისგან წაგებას ელიან,მაგრამ როგორც კი,მოგება აუცილებელი ხდება,იქვე მთავრდება ჩვენი გამბედაობაც.კიტეიშვილის და ლობჟანიძის იმედი მქონდა,რომ კვარას არყოფნაში თამაშს თავზე აიღებდნენ,მაგრამ მაშინდელი კვარაცხელიასავით,ახლა საბა გამოგვაკლდა წინა დღეს და თამაშის დასაწყისშივე,მას კიტეიშვილიც მიჰყვა.ამ სიტუაციაში წაგება მოსალოდნელი იყო და წავაგეთ კიდეც.მათი გუშინდელი შემადგენლობა,ჩვენზე მაღალი კლასისა იყო.ცუდი კიდევ ის არის,რომ ჩვენმა სამმა მცველმა მიიღო გაფრთხილებები და სავარაუდოდ,მომდევნო თამაშს,რომელიმე მაინც გამოტოვებს.ალბათ არ ღირდა, კაშია იმ კონფლიქტში ასე ცხარედ ჩართულიყო.არც ხოჭოლავას გაფრთხილება იყო სათამაშო სიტუაციიდან გამომდინარე,აუცილებლად მისაღები.ჩაბრაძეს კი, სანაკრებოდ ცოტა კლასიც აკლია და გამოცდილებაც.თუმცა დღეს მასზე უკეთესი, მის პოზიციაზე არ გვყავს.ირაკლი აზაროვი დიდი დაწოლის ქვეშ არ ყოფილა,ცდილობდა წინ წასვლას,თუმცა ძალიან თამამადაც ვერ გრძნობდა თავს და ძალიან პასიური თავდასხმის პატრონი,ბევრსაც ვერაფერს გააკეთებდა.არ ვიცი,საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში,გრიზმანმა გაიტანა კუთხურიდან ჩაწოდებული თავით.შენგელიას გაჰქონდა თავის დროზე(ისიც საკმაოდ ტანმორჩილი იყო) და ამათ რა უბედურება სჭირთ,რომ ერთი დამუშავებული სტანდარტის გათამაშება არა აქვთ,ვერ გამიგია.ამდენი წელია,ყველა ამას გაიძახის,მაგრამ არაფერი იცვლება.ჩვენს კარში გოლი რა იყო,მანდ სალაპარაკოც არაფერია,ძალიან უგერგილოდ გაისარჯა ხოჭოლავა და ვერც სხვა ეპიზოდებზე ვიტყვით,რომ ჩვენი დაცვა,საიმედოდ გამოიყურებოდა.ახლა ესპანეთი გველოდება,დამარცხებული და გააფთრებული.შემტევები რომ ნორმაში გვყავდნენ,ეს ჩვენთვის დამატებითი შანსი იქნებოდა,მაგრამ ამ მდგომარეობაში რა იქნება,არ ვიცი.ალბათ თამაში გაძლებაზე იქნება.ღმერთმა შეგვაძლებინოს და გაგვაძლებინოს.დასაკარგი მაინც აღარაფერი გვაქვს და დაძაბულობაც, წესით დიდი აღარ უნდა გვქონდეს.
კუ კობსონი
kvarati xo daglejdnen
goga
ჩვენს ფეხბურთს, მგონი ერთი-ორი კაი მარკშეიდერი ჭირდება, მეტროშია ნახევარი გუნდი გასაშვები, მეტროში! აფსუს სადაა ვაჟა ზაზაევიჩი...
ტრეი
თავისუფალი ხალხის ნაკრებმა აჯობა მონა ხალხის ნაკრებს ეს ასე იქნება ყოველთვის..........ეხლა გინდა ახტით ქოცები გინდა დახტით "ტკაჩენკო მაინც ტკაჩენკოა"
არდილეს
მგონი რამოდენიმე (3-4 კაცი) უნდა ვიპოვოთ სამხრეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში, მივანიჭოთ მოქალაქეობა და გავამაგროთ ნაკრები... პირადად მე სხვა გზას ვერ ვხედავ....

აი კვარაცხელიას მიმართ ყველანაირი პატივისცემა დამეკარგა რა, როცა ასე აღალატებ საკუთარი ქვეყნის ნაკრებს, არ იმსახურებ მაშინ ქვეყნის სიყვარულს. არ მჯერა ასე 2 კვირიანი ტრავმის.
fan1
როცა ხედავ რომ ქვილითაიას მარგი ქმედების კოეფიციენტი არის 0 და ეს მუდმივი მდგომარეობაა და მაინც ათამაშებ ორი ვარიანტია ან კორუფციაა და ფედერაციიდან ვიღაცის ზეწოლას განიცდის ან ხარ დაბალი დონის მწვრთნელი.
გიგი
საქართველოში ნებისმიერ სფეროში ნეპოტიზმი-ანუ "შინაურობა, პატრონობ" ბატონობს, მეორე ერ.ნაკრები ე.წ. პოდიუმი გახდა, გასაყიდი საქონლის წარსადგენად და მათი cv-ის გასაუმჯობესებლად. აბა გაიხსენეთ რამდენი საეჭვო კლასის ბიჭი ერთი-ორი თამაშისთვის 5 წთ.სათამაშო დროით ნაკრების მაისური მოირგო, ნიკა მალი, სერგო კუხიანიძე, კობახიძე დღეს მათ ერ. ნაკრების წევრებად ვიცნობთ. სამწუზაროდ ნაკრების წარმატება პრიორიტეტი არაა და მხოლოდ კლუბების სატრანსფერო პოლიტიკის დამხმარე და pr-ს წარმოადგენს. აქ ხშირად ვხვდებით, სამართლიან აღშფოთებას "დინამოსა"და ფიგიად მიმართ, იქ, რადგან კერძო საკუთრებაა ჩვენ ვერაფერს შევცვლით, ხოლო ეროვნული-ჩვენია! ხალხის, ქვეყნის და აქ კი ვალდებულნი ვართ მოვითხოვოთ გამჭვირვალეობა და სისუფთავე, ტყუილად კი არაა რომ ფეხბურთის სათავეებთან დგანან ხალხი რომელნიც ხელშეუხებელნი არიან კანონით, ზოგი ფედერაციაში, ზოგი პარლამენტში და ზოგიც ქალაქის თავში, მათი კრიტიკა ეგრევე ჩაითვლება პოლიტიკის ნაწილად და აფინირდება ამა თუ იმ პოლიტ.პარტიასთან, ამიტომ ისინიც უდარდელად არიან და ჩვენც ვერიდებით ხმის ამოღებას.ქვილითაიაზე დაბრალებაში გამოვხატავთ ჩვენ რეალურ გულისტკივილს.
მერაბი-ს ბს
გეთანხმებით, ასე უმოტივაციო ხოხიალით ვერავის მოუგებ! წინა სამ თამაშშიც არ გვყავდა იდეალური შემადგენლობა მაგრამ იბრძოლეს და ითამაშეს, გუშინდელი თამაში კი იყო ფეიკ მაკენდონლებთაე მეორე ტაიმის გამეორება. საზიზღრობა. სამი ფეხბურთელის წვალება და სანიოლი თავისით გვიანი შეცვლებით! ასევე ორივე შემთხვევაში ხვიჩამ ასეთ თამაშს თავი აარიდა! მასთან ერთად მაშინ შენგელიამ უგანა და ახლა ლობჟანიძემ და ორივე თამაშში კიტეიშვილმა პირველივე წუთებზე დატოვა მოედანი, არადა ორივე თამაში პრინციპული იყო. კოსოვოს ,,მაკედონიას" ევროპაში ტენიან და ჩვენ არ ვჭირდებით. შეთქმულების თეორიები სისულელე მგონია მაგრამ, აგერ ნახავთ რამდენად უკეთ ითამაშებს იგივე გუნდი შემდეგ ორ თამაშს.
sosia
კვარას გარეშე ჩვენი ფეხბურთელები უკუღმა ბრუავენ .
დჭ
თუ გახსოვთ კობიაშვილმა სახელმწიფოს დაფინანსებაზე უარი თქვა თვითონ შევინახავთ თავსო. დაჟე გულშემატკივრებსაც უთხრა ბილეთები ფასიანია და არ გადაგახდევინებთ დარჩით სახლშიო. რა გვინდა რაღატო ვასკდებით ნერვებს? გვეუბნებიან ეს ბიზნესი ჩვენია და საგინებლად სტადიონზე არ შეგიშვებთო. ნეტა ვინმე დაინტერესდება რა სახსრებით ინახავს კობიაშვილის ფედერაცია თავს? ამ უსაშინლეს ნაკრებს თავისი ასაკბრივებით და კიდევ ქალთა ფეხბურთს რომელსაც რა საერთო აქვს ამ სპორტთან საქართველოში ვერ გამიგია. ან რა სახსრებით ინახავს უსაშინლესი ეროვნული ჩემპიონატის 90 მდე კლუბ-ხროვას ჯოგს და ა.შ. დაინდერესდება ვინმე?
ვილი+ხიზანა=კოშმარი
საქართველოს ცოდვილთა ნაკრები
dato
დედამიწა ბრუნავს კვარას გარეშე საქართველოს ფეხბურტელთა ნაკრები კი ვნახეთ . მე მაინც მგონია რომ ის ფენომენი რაც რაც იყო 70 იანი წლებიდან 80 იანი წლების შუა წელამდე ალბათ განმეორდება სადღაც საუკუნეში ერთხელ .
შოთა
მე მეტს მაინც არ ველოდი ამ განახევრებული შემადგენლობით. ამდენი ლიდერის გარეშე თამაში, ჩვენ კი არა ტოპ გუნდებსაც უჭირს. ამ კოსოვომ ინგლისს და ჩეხეთს დაახია ბურთი თავზე და ჩვენ გვინდა მეორე შემადგენლობით მოვუგოთ? წარმატებები ჩვენს ნაკრებს. ჩვენთანაც მოვა ძალიან მალე გაზაფხული!
ამის ქვემოთ არის კიდევ რამე?!
ოოოო დიადო ვეტერანებო ჩუმად იყავით, ქართულ ოდესღაც ფეხბურთში რაც ხდება მაგასთან დაკავშირებით არაფერი თქვათ ვინმეს რამე არ ეწყინოს!!!
ბაჯო
Dvalishvili ayenebs sastavs dazustebit vici.
ბურთი და მოედანი
სანიოლი არა კვახი, რა მწვრთნელი აგაა 0

ესენი მგონი რაგბს თამაშობდნენ,პასებს სულ უკან აკეთებდნენ.რა ფეხბურთს თამაშობენ ვერ გამიგია,ევროპული რომ არ არის ეს დიდი ხანია შევამჩნიე.
მერაბი
ასეთი უმოტივაციო თამაში არ გვინახავს! არ იცოდნენ რა ექნათ, მოვალეობის მოხდის გამო იხოხიალეს 90 წუთი.
თემო
ქართულ ფეხბურთს ტკბილი მოგონებები დარჩა მარტო და ეს არის მთელი საფეხბურთო ოჯახის ბრალი, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი ასაკში რომ შედის ზრდიამ შეგირდებს. მარტო 11 კაცზე არ უნდა გადატეხო ჯოხი
რომა
ისეთ შეცდომებს უშვებენ ხან ვფიქრობ ძალით ხოარ შვებიანთქო... ბათუმში 365დღიდან 300დღე წვიმაა. თუ აშენებდნენ სტადიონს გადაეხურათ ბარემ. თან მიუჩვეველნი არიან იქ თამაშს... ამასთან ერთად ამ კაცმა ვერ შეიგნო რომ ქვილითაია არაა ფეხბურთელი მთელი თამაში ერთი ხეირიანი არაფერი არ გაუკეთებია... ლორია კარგია მაგრამ მომავლის გუნდს თუ ვაშენებთ უნდა იდგეს კარში მამარდაშვილი. ასევე ძალიან აგვიანებს შეცვლებს გამოჩნდა რომ დავითაშვილი ფორმაშია და რატო აწვალა მაგდენი ხანი ყაზაიშვილი არვიცი..... ნახევარდაცვაში რესურსი გვაქვს და ასათვისებელია. კვარა ჩაკვე წიტა საბა შენგელია ბერიძე. კვეკვესკირი აბუჯანია დაუშვილი ერთი სექტაა. ნინუას მისცენ შანსი კაცი ჯარიმას მაინც არტყავს ნორმალურად
გოგი
სრული რეგრესი წინა შეხვედრებთან შედარებით. არანაირი მოტივაცია, არანაირი ტაქტიკა,არანაირი კომბინაცია. მონდომებაც კი ვერ დავინახე. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება წინა თამაშები ვაისის გუნდი იყო ინერციით. ეს უკვე რეგრესია.
ქომაგი
მაინტერესებს რატომ დაიწყო ძირითადში კობიაშვილის ნათლულმა როცა თავის კლუბში 15-წუთიც არა აქვს ნათამაშები? ასევე ხიზანიშვილის ცოლის ნათლული რა დამსახურებით გამოიძახეს ნაკრებში? ასევს გაუფებარია ვინმე დვალიშვილი რატომ არის ნაკრების მენეჯმენტში და ასეთი დიდი ხელფასით? ბათუმის ფეხბურთელები რატომ უნდა იყვნენ ნაკრებში როცა ორი დღის შეკრებილ თურქულ კლუბთან სამარცხვინოდ გამოვარდნენ,ჩაბრაძე აზაროვი აი გუშინ წაგების მიზეზი სხვა ყველაფერთან ერთად,კალაძემ და კობიაშვილმა თავის კანტორად აქციეს ნაკრები,უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი
რა გვეშველება?
კაპაროსს აქებენ აქ და იცით, რატომ დადო შედეგი? იმიტომ რომ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ სრული თავისუფლება მიანიჭა და ხიზანიშვილი არ მიუსვა გვერდით საკუთარ რეზიდენტად. ყველაფრისთვის მადლობა ლორიას, მაგრამ დავიჯერო, რომ სილესენს ჯობია? ან რა ამბავია ამდენი ბათუმის „დინამოელი“? ვინმე დარჩა ბათუმში ქართველთაგან, ნაკრებში რომ არ უხმეს? ეროვნული ნაკრენია, თუ ბათუმის „დინამო“-ს სარეკლამო სააგენტო? კარგია აზაროვი თავისი ასაკისთვის, მაგრამ ვერ ჯობია თუნდაც უთამაშებელ გიორბელიძეს. ან რისთვის მოგყავდათ მიქაუტაძე, თუ დონდლო ქვილითაიას ათამაშებდით მაინც? მერე ჩვენ რას შემოგვტირით, სისწრაფეში გვაჯობესო. ამ ციკლში ხომ მაინც არას მაქნისები ხართ და მომავლის გუნდზე გეფიქრათ, ანუ როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს ჩაკვეტაძე, მაინც მისთვის მიგეცათ მეტი დრო და არა ყაზაიშვილისთვის, რომელიც 5 წელია უკვე პროფესიულ კი არა, კომერციულ ლიგებში თამაშობს. როგორ დავიჯერო, რომ აბურჯანია ვარჯიშებზე დაფრინავს და მხოლოდ ოფიციალურ მატჩებზე იწყებს ფორთხვას. ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემთვის წიტაიშვილის საკმაოდ კარგი დებიუტი იყო. წიტა, ჩაკვე, კვარა, კიტე, ჟორჟი, მამარდა - ბიჭები, რომლებიც თანამედროვე, სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ და არა აქვთ პარტნიორის მუდმივად უკან მოძიების მანია - აი, ესაა ჩვენი ფეხბურთის მომავალი და ერთადერთი, რაც მათი წარმატებისთვის ფედერაციამ უნდა მოიმოქმედოს - ხელი არ შეუშალოს მათ შეთამაშებასა და განვითარებას აშკარად მიკერძოებული სელექციით. ამ შემთხვევაში, დრო მოვა და ბიჭები აუცილებლად დადებენ შედეგს, რომელიც მთელ საქართველოს გაახარებს.
ა
ბანდაა ჩვეულებრივი.. სად გინახავთ მუზიკანტებისგან ფეხბურთის გუნდი დამდგარიყო. მიქაუტაძის და ქვილითაიას თავდამსხმელობა არ გაიშვა.
ქ. გ.
1. ნაკრებმა თბილისში უნდა ითამაშოს. ზღვის პირას ჰაერის ტენიანობა მაღალია. სირბილი უჭირდათ. 2. 10 ან 15 ათასი მაყურებელი უნდა დაეშვათ.
გ.ო.ნ.
ის ადამიანები , ვინც აქამდე ნაკრების წარუმატებლობისთვის პასუხისმგებელნი არიან,რატომ აგრძელებენ ისევ თავისი უუნარო სპორცმენობით ჩვენი გულის წყვეტას? კიტეიშვილს მადლობა!!! კვარაცხელიას ბევრ ფულს ვუსურვებ. და გაუმარჯოს უნამუსოთა საქართველოს:((((
Martali
Saniolis bralia Es cageba, arascori formacia.... Zustad exla schirdeba chakvetadzes da mikautadzes nakrebshi tamashi.... Aseve mamardashvili....
თამაზი
ტვინი აკლია გუნდს და კიდევ ჩვენ რატომ არ ვთამაშობთ პრესინგს? კოსოვო მაკედონიაზე და საბერძნეთზე ძლიერი ყოფილა, 0: 4 უნდა ყოფილიყო
ფეხბურთი
ფეხბურთის ფედერაციიდან, ყოფილი ფეხბურთელები სანამ არ წავლენ და მათ ადგილს სანამ პროფესიონალები არ დაიკავებენ, იქამდე ფსკერზე იქნება ქართული ფეხბურთი.
გიორგი
კოსოვო კი არის ფიფას წევრი, მარა საქართველო როგორც სახელმწიფოს მას არ აღიარებს, საინტერესოა როგორ შემოუშვა სასაზღვრო დეპარტამენტმა, სრულიად უთავმოყვარეო და უპრინციპო ერი გავხდით, იმის გათვალისწინებით რო კოვიდპანდემი არის იმაზე მაინც ეზრუნა ფედერაციას ნეიტრალურ მოედანზე ჩატარებულოყო მატჩი. ერთი სირცხვილი რო წავაგეთ და მეორე სირცხვილი რო სახემწიფო არ არსებობს არანარ დონეზე. ფეხბურთელებს კიდე, ე ბიჭო გაინძერით, ჭადრაკის დაფაზე ხართ გეგონება განლაგებულები, სანიოლმა რა განლაგებაც მოგიხაზათ ზემოთ ქვემოთ რო მოძრაობდით მარტო, გაეხსენით ერთმანეთს მარჯვნივ მარცხნივ, ცოტა იმპროვიზაცია, დამაწყდა ნერვები, თამაშით უნდა ისიამოვნო რაც თქვენს შემთხვევაში არ გამოდის არანაირად.
ლაშა
ყველაზე ზუსტი კომენტარი ჟორიკამ დაწერა. არასწორად გაზრდილი რამდენიმე თაობა გვყავს. ბავშვების ფეხბურთიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი. 20 მდე ახალგაზრდა მწვრთნელი უნდა მივავლინოთ წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში მინიმუმ 1 წლით სტაჟირებაზე.
ჟორიკა
როგორი უწიგნური და გაუმართავი კომენტარები იწერება,ასეთივე გაუმართავი და უცოდინარი ნაკრები გვყავს. რაც შეეხება საბავშვო და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებას- ისლამდიამ როცა გადაწყვიტა ფეხბურთს მიხედოს,ოცამდე მწვრთნელი მიავლინა ევროპის საუკეთესო მწვრთნელთა სკოლებში.იქიდან დაბრუნებულმა მწვრთნელებმა გაზარდეს ამ პატარა სახელმწიფოში ის ფეხბურთელები,რომლებმაც შემდგომში სასწაული მოახდინეს( სასწაული ისლანდიის მოსახლეობის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით). რატომ მიგაჩნიათ,რომ დღეს უწიგნური და გაუნათლებელ( თანაც უსაქმურ) ერს, შესწევს რაიმე სასწაულის შექმნა? რა ხდება ჩვენს გარშემო? უვიცი, უწიგნური და ფლიდი ადამიანის გარშემო შემოიკრიბა ასევე უწიგნური და თანაც უსინდისო ხალხი, ხოლო დანარჩენი ქვეყანა ელოდება რაღაც სასწაულს.საიდან? როგორ?
Beso
დღეს კარებში მამარდაშვილს უნდა ეთამაშა! სულ სხვა მუხტი იქნებოდა, სძინავთ ზოგიერთებს! წაგებამ საშინლად დამწყვიტა გული! მერამდეი?! ქართულ ფეხბურთს ნეტავ ვინ ან/და რა საწყისიდან უშველის?!
დავით 67
სხვისი არ ვიცი,მაგრამ გამიხარდა! ისიც გამიხარდება თუ თუ სტადიონები სოფლის მეურნეობას გადაცემა!არაფრის გარჩევა ამ თამაშშში არ ღირს,
თამაზი
ამან ბორია პაიჭაძე არ იცის თორე უიმისობას დააბრალებდა.
ავოიე!!!! კლაქსვიკი, არარატი, კოსოვო!!!
კობიაშვილი ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად!!! (პახოდუ რაა...)

ორი რამ არის საინტერესო, ჩვენი ფეხბურთის ფსკერი სად არის და დიდი ამბიციები რომ გვაქვს, დიდგორის ბრძოლა რამდენმა იცის როდის იყო?!
დიმა
იცით რა ქვეყანა ვართ. შეგიძლია ყველგან და ყველაფერში ჩაისვარო მაგრამ პასუხს არავინ მოგთხოვს თუ პატრონი გყავს.
თემური
საშინლად ითამაშეს, კოსოვომ მოგვიგო და დაგვჩაგრა ყველა რგოლში,ძაან სამარცხვინო თამაში იყო,აბსოლიტურად არც ერთი ჩვენი ფეხბურთელი ფორმაში არ არი, ძაან დაბნეუულად და ქაოტურად გამოიყურებოდნენ..
ზაზა
სამარცხვინოები
მწრთვნელი
ხო ვთქვი შეგვჯორავენო და შეგვჯორეს კიდეც! კაშიამ კი გაიწია მაგათზე მარა რად გინდა მხარი არავინ აუბა! ისე კი მაგარი გასაბერტყები იყვნენ კოსოვოელები, მარა ვითომ ჩხუბშიც ვერ მოვერეოდით ვიფიქრო?
Semi
მართალი ყოფილა თუ არა ვაისი ეროვნული ჩემპიონატიდან არავის რომ არ იძახებდა?!.

ლევან, როდემდე?!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
KOSTAKURTA
არავითარი ჯიგარი,მონდომება,უპასუხისმგებლობა და სათამაშო კლასი და ტაქტიკა ხომ საერთოდ კატასტროფა!იქნებ კორონას ეპიდემია მოიგონონ ნაკრებში და ესპანეთში აღარ წავიდნენ რა.3:0 ტექნიკური წაგება ბევრად სჯობია 10:0-ით დამარცხებას და კიდევ ერტხელ საშინელ დამცირებას.
jango
გამოჩნდი სახელით და გვარით, ვინა ხარ ეს იდუმალი სტატიის მწერალი კვარაცხელიას საფეხბრუთო აგენტი, რომ მხოლოდ მასში ხედავ ხსნას, არ ტოვებ შანსს რომ ყველაფერი შენებურად არ დაწერო. ჟურნალისტი ასეთი მიკერძოებული როგორ ხარ? იმ 25 ბიჭს ვისაც უნდა ნაკრებში თამაში მაგრამ არ გამოუდის იმიტომ რომ ბუნებით და გამოცდილებით არ არიან თანწყობადები, იმათ რატომ აყენებ შეურაცხყოფას ერთი კაცის გვარის ხსენების მანიით შეპყრობილი? ნაკრებში მხოლოდ ელიგის ხალხი, ეს სანამ არ მოხდება, მუდამ ასე ვიქნებით. ამას ვამბობ წლებია და ყველა ყრუებივით არიან არ ესმით, ახლა იჯექით და კიდევ მომავალ საუკუნეში გამონათებაზე იოცნებეთ.
ისიდორე
ძალიან ჩამოვშორდით ფეხბურთს.
უკაცრავად
ტრავმა ჰქვია მაგ სიტყვას,ტ რ ა ვ მ ა.ბოდიში
ლაპლან
თან ყველაფერს რო უშვებდნენ კიდე ჰო! ისეთებს ბლოკავენ და ისეთებს უშვებენ გაგიჟდები რა!

რანაირად უნდა მოიგოს გუნდმა, რომლის შემ-ში 3 კაცი თამაშობს კლუბიდან, რომელიც კონფერენს ლიგაზე ვერ მოხვდა?! დაცვის ფლანგები სრული კატასტროფა იყო, წინ ვერაფერს აკეთებდნენ და უკან სულ მოშიშვლებული იყო ფლანგები, ეს რა ფეხბურთია ხალხო? ან ქვილითაია რით ვერ მოიშორა ტიპმა, აბურჯანია და ყაზაიშვილი უსუსტესი იყვნენ.
jigari
ზუსტად!!!!!ზუსტად!!!! ნეტა შენნაირად ბევრმა დავიწყოთ ფიქრი დიმა, ჯიგარ!
დიმა
ასე მგონია სანამ გვენცაძე კომენტატორია თამაშს ვერ მოვიგებთ.მაგარია ჩვენი ფეხბურთელი ოცი მეტრით კარს აცილებს და სახიფათო დარტყმაა.
kaxi
ის რაღაც ფეოლა" სადაა? "ეგ მათხოვრები მოსაგებად ჩამოვიდენო" დაინახე ვინ ვინაა შე მართლა ფეოლა.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ადმინს! მეგობარო აქ,უკვე არაერთხელ სამეგრელოზე და მეფრელების მიმართ შეურაწმყოფელი კომენტარები ამოვიკითხე,ან თქვენ მოუარეთ ამათ! ან ჩვენ მოვუვლით მაგ ****
დიმა
როცა დინამო ფარერებთან შერცხვა ბევრი ჩისკოს აბრალებდა.ამ უკანასკნელმა დაგვარწმუნა რომ კარგი მწვრთნელია. ასე რომ პრობლემა ჩვენშია.
vaxo
ისე ნარდი ხო არ გაგვეგორებინა? პონჩიკებზე? ან დავლიოთ, აბა ახვა რა?
ქუთაისი
წიტაიშვილი როგორ მოხვდა ჯერ ნაკრებში და შემდეგ შემადგენლობაში შეგახსენოთ? გამოძახებული არ იყო საერთოდ და შემდეგ დაამატეს შემადგენლობას ფანცულაიას ნაცვლად რომელმაც შეკრებაზე ტრამვა მიიღო. შემდეგ კი ლობჟანიძემ მიიღო ტრამვა ბოლო ვარჯიშზე და რადგან მარჯვენა შემტევი მხოლოდ წიტაიშვილი დარჩა დააყენეს ძირითად შემადგენლობაში! წარმოგიდგენიათ? გამოძახებულიც კი არ ყავდათ საერთოდ! და თავიდან მხოლოდ ერთი მარჯვენა შემტევი ლობჟანიძე ყავდათ ნაკრებში გამოძახებული! კვეკვესკირი რატომ არ გამოიძახეს ამოხსნის ვინმე? ქვილითაიამ სპორტის რა სახეობას თამაშობს თვითონ თუ იცის ნეტავი! კაი დავუშვათ და სანიოლი ვერ ხვდება ამეებს და ეშლება მაგრამ არ შეიძლება რომ დამხმარედ უთხრას? ან ვინმემ დალოცვილმა? გუნდის ექიმმა...მასაჟისტმა...ბოლო ბოლო ყარაულმა მაინც?
ქუთაისელი
kvelastan vagebt ukve, pegburtelebi kiara brboa, chemarcxvenlebi, pederaciam an saklubo pegburts mixedos an sanakrebos , rasgavs es, pskerzea kartuli pegburti, es imito ro tavze usmevt xels arapels eubnebit, caages mere ra, arauchavs, kargad vitamachet magram cavaget, mogvckinda ukve , gaviaret , anda nu monacileobt saertod saertachoriso chejibrebebchi da gvecodineba ro argvkavs gundi.
ვანჩოპე
კვარამ რა დაგიშავა ?
დიმა
წინ მივდივართ.ფარერებთან მაკედონიასთან აგერ უკვე კოსოვოს თან. ახლა ესპანეთს მოვიგებთ გასვლაზე. მუშაობს კობიაშვილი და ფედერაცია.
ჯიჯი
ნუ უშლით ძმებო ნერვებს,შევეგუოთ რო ჩვენ მარტო ბაქიბუქი ვიცით და ფეხბურთის გაგებაში არ ვართ,აგერ შეხედეთ გიბრალტარის გუნდი ჯგუფში შევიდა და ამ დროს რამდენი ქართული გუნდი წვალობს რამდენი ხანია.
1.
სპეციალურად გააკეთეს ეს. არ დაიჯეროთ მარტო სიდებილის გამო მოხდა
დემე
თვალები მეტკინა
კახა ქ.
მოკლედ ცენტრამდე და ცენტრში თვალს უხარია ისეთი პერეპასოვ კები აქვთ.აი ცენტრს იქით კი თითქოს დანაღმულიაო ისე თამაშობენ,უფრო სწორად დგანან(წიტაიშვილის გარდა).ასეთი დამდგარი ფეხბურთით რა შედეგს უნდა მიაღწიო. და ერთი კიდევ--ამ ნავესებს რომ აკეთებთ,ვის იმედზე აკეთებთ,რომელია საჰაერო ბრძოლის მომგები,საწყენად არ მიიღოთ და ვერც სიმაღლით და ვერც თავით თამაშით ვერ დაიკვეხნის ვერცერთი.აქედან შედეგი--ერთი საჰაერო ბრძოლაც არ მოუგიათ.მიკლედ არა გვყავს მოთამაშეები,არა.
mamuka09ze
სამარცხვინო ნაკრები... სამარცხვინო თამაში... ფუ, გამჭედი გაგიწყდესა...
sul2
არ აქვს ვაკოს საკმარისი სისწრაფე ფლანგიდან შეუტიოს ან ცენტრში გადაიწიოს ხოლმე ისე გაამწვავოს, აბსურდია მისი გამოყენება ამ პოზიციაზე. როდესაც კიტეა ფორმაში, ყაზაიშვილი სკამზე უნდა იჯდეს თუ არადა უნდა დადგეს ცენტრში და არაა ცუდი ამ პოზიციაზე
ნაციონალი
ეხლა არ ცალიათ ბოსებს, არჩევნებზე არიან გადართულები კალაძემ უნდა მოიგოს და არჩევნებში რო მოიგებენ მერე მიხედავენ ყველაფერს. არაფერი სანერვიულო არ არის
jordan beli
მე მგონი ჩვენ კიდევ ერთ მწვრთნელს დაუსრულებთ კარიერას
Lova
კოსოვო:საქართველო ფეხბურთში კი არა ეს უკვე პოლიტიკა იყო კვარაცხელია არ ჩამოვიდა ვიცი რომ ტრავმა არ აქვს წინა დღეს ლობჟანიძემ ტრავმა მიიღო ათ წუთში კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო მაყურებელი არ დაუშვეს ხო შეიხლებოდა აცრილები მაინც მისულიყვნენ შემთხვევით ხო არ გახსენდებათ მაკედონიასთან თამაში
sul2
ყაზაიშვილი ფლანგზე არის კატასტროფა.
გუსანი
გვარები? რა აზრი აქვს-არ გვყავს ფეხბურთელები.. არა. 3-4 ის გარდა, ამ რიცხვით კი გუნდსაც ვერ შექმნი, არათუ ნაკრებს, რა კომენტარი ჭირდება ამ რეალობას, ფეხბურთი საქართველოში არ გვაქვს, ჩემი გაანალიზებული აზრია ფინანსები და დრო სხვა სფეროებს მოხმარდეს. მკვდარს ვერ გააცოცხლებ, ახალი უნდა ჩასახო....
sul2
აბურჯანიასთან პირადად არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ვინმე ლობირებს თუ რის საფუძველზეა ნაკრებში?
ბაჯო
Xalxo vilis aravin ekitxeba sastavis fayenebas.dvalishvili yavelashvili cyveten yvelafers.
მორჩა.
მორჩა ქართული ფეხბურთი. მორჩა!
გიორგი
დრო მოვიდა, კოსოვო რომ ვაღიაროთ.
ჟორა
როცა გუნდი ერთი თავდამსხმელით თამაშობს, ამ თავდამსხმელს საჯარიმოში კაცის მოტყუება ხომ უნდა შეეძლოს? თუ ქვილითაიას იმედზე ვართ, მაშინ დავანებოთ საერთოდ თამაშს თავი და ეგ არის.
jigari
ჯუღელი გამოდი, გიცანით.
Alex.F
ის,რაც დღეს მოხდა,სულაც არ გახლავთ მოულოდნელობა,არამედ ლოგიკურია და აი რატომ:საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2001 წლის შემოდგომაზე უნგრეთის(3:1)დამარცხების შემდეგ,მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში(ამას ხაზს ვუსვამ!)საშუალო ან საშუალოზე მაღალი დონის ნაკრები აღარ დაუმარცხებია!მას მერე კი,არც მეტი არც ნაკლები 20 წელი გავიდა!შუალედში ვძლიეთ მხოლოდ ყაზახეთს,ალბანეთს და ბელარუსს,სულ ეს არის!ხოლო 2010 და 2018 მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლები სულაც მოუგებლად დავასრულეთ!მაინცადამაინც არც ევროპის ჩემპიონატების შესარჩევებში ვბრწყინავდით,აქაც,უკანასკნელ 20 წელიწადში მხოლოდ რუსეთი,ხორვატია და ორჯერ შოტლანდია გვყავს დამარცხებული(მალტასთან და ოთხჯერ გიბრალტართან,რომელსაც უკანასკნელად ძლივს გამოვგლიჯეთ გამარჯვება,მოგებებს არ ვთვლი)!უკანასკნელად ერთ მატჩში(შესარჩევ მატჩებს ვგულისხმობ მხოლოდ!)ორი გოლი გავუტანეთ ბულგარეთს 2009 წლის შემოდგომაზე და იქაც 2:6 დავმარცხდით(ისევ და ისევ გიბრალტართან გამარჯვებებს და მათ წინააღმდეგ გატანილ 13 გოლს არ ვთვლი)!დასკვნა:ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა წყლის ნაყვა გამოდგა,დღეს სამწუხაროდ ეს უკვე ნათელია და ამას ნაწილობრივ ეთანხმება და აღიარებს ფეხბურთის ფედერაცია!სანამ მთელი ჩვენი ფინანსური რესურსი,მიმართული არ იქნება ბავშვთა ფეხბურთისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისკენ,შედეგი მუდამ იქნება ასეთი,იშვიათი გამონათებების გარდა!
zaz197
ეეჰ, არ არის ჩვენი საშველი რა... ასეთი უმოტივაციო, უნიჭო, უტაქტიკო, უყველაფრო თამაში აღარც კი მახსენდება... რომელიმე ქვეყანაში მაყურებლის გარეშე ტარდება თამაში, ჩვენი საწყალი ქვეყნის გარდა? საცოდაობა, უმსგავსობა და ტრაგედიაა ყველაფერი უკვე
jigari
აი ზუსტად შენნაირად რო ფიქრობს ბევრი მიტო ვართ ასე. გადახვნაზე უარესი იყო მაკედონიასთან შეცვლაზე გოლი და საბერძნეთთან სრული ფრუსტრაციის შემდეგ ისსევ კვარაცხელიას გოლი, მაშნ როცა არავინ ამას არ წარმოიდგენდა. ყველაზე მეტად ასეთი დაუფიქრებელი და უაზრო სრულიად უადგილო კომენტარები და აზრები მშლის ნერვებზე რაააა!!!!!
me
ნუ წაირეთ ბოლოს და ბოლოს ტვინი ამ კვარათი, იქნებ შემახსენოთ რომელი თამაში მოიგო ნაკრებმა მისი საარაკო თამაშით? შვედებთან, ესპანეთთან თუ ბერძნებთან? კვარას ტრამვა კი არა ფეხბურთი რომ სულ გააფარჩაკა დღემანდელი ფედერაციის საძმომ იმაზე რატომ არაფერს ამბობთ.
Z.LO
მახსოვს, ყაზახეთის ნაკრებმა ჩვენთან მოიპოვა პირველი ქულა
ზუკა
ეს ბათუმის ფეხბურთელები, ერთი ბატეს მოუგეს და ყველა ნაკრებში მოყარეს,კაით რა იბიო რა
მამუკა
გულისამრევი ტიპები, წიტაიშვილის გარდა
რომა
ვილი როდის უნდა დარწმუნდეს რომ აზრი არ აქვს ქვილითაიას ყაზაიშვილის სიჭინავას და სხვა უცხო პლანეტელების გამოძახებისგან თავი უნდა შეიკავოს... აბურჯანიას ჯობია ნინუა გამოვიძახოთ ანორთოსისში თამაშის საშუალება მიეცემა და ბოლო ბოლო ჯარიმას მაინც ურტყავს შესანიშნავად! სხვა მხრივ ისევ მომავლის იმედად უნდა ვიყოთ კვარა ჩაკვე წიტა წინ მიქაუტაძე. ჩამშლელად კიტე და კანკავა. ამ ჩაბრაძეს კიდევ რო ხედავს სანიოლი თამაში არ მიზდის და ვერ ამწვავებს შეცვალე კაკაბაძით ხო შეიძლება? დილეტანტი ვარ სამწვრთნელო საქმეში და მე ვხვდები მაგდენს და ამ მწვრთნელებს რა სჭირთ ელემენტარულს რო ვერ ტვინავენ
ჯუჯი
რა თამაშებიც გუშინ ვნახე, თითქმის არცერთ ნაკრებს ასე სუსტად არ უთამაშია. არც ტექნიკა არც ტაქტიკა,არც სისწრაფე და მონდომება.უაზრო გასწვრითი გადაცემები, ასე უმწვრთნელოდაც შეიძლება თამაში.წაგებისგან არავინაა დახღვეული, მაგრამ ხომ უნდა იბრძოლო. პორტუგალიამ ბოლო ხუთ წუთში შემოატრიალა თამაში. მართალია რონალდო არ გვყავს, მაგრამ არც კოსოვოა ირლანდია.
Rezo
ისე ამ ქვილითაიას რომ გადაეკიდეთ და ასხავთ ამდენს ეს ჩაბრაძე რატომ არის საერთოდ ნაკრებში გამოძახებულიც კი კითხვა არ გიჩნდებათ ? სისწრაფე ამას არ აქვს პოზიციას ეგ ვერ არჩევს დაცვაში არ ვარგა და წინ ხო გინდ ყოფილა გინდ არა ბოლოს კოსოვოელებიც მიხვდნენ რაც იყო და აღარც კი უდგებოდნენ და ტიპიმაინც ვერაფერს აკეთებდა. ან ამ აბურჯანიას რას კადაეკიდა და რით ვერ მიხვდა რომ კვეკვესკირი ჯობია თან ბევრად, ყაზაიშვილი ჩამოსაწერია ნაკრებიდან საერთოდ
ალეკო
სანიოლმა აშკარად წააგო პაექრობა შალანდთან. ჩაბრაძის და აბურჯანიას დაყენება სასტარტოში დიდი შეცდომა იყო. შედარებით ნაკლები შეცდომა იყო ყაზაიშვილის და ქვილითაიას დაყენებაც.
გიორგი გორგაძე
გაიმარჯვა უკეთესმა გუნდმა. დედა რა იყო ეს, ა?
შოთა
ბათუმის დინამოს ფეხბურთელებით რატომ გაქვს პრეტენზია ლაციოს ფეხბურთელებს მოუგო
ზურა222
რა შუაშია კვარაცხელია რაა მარადონაა თამაშები მარტომ რო მოიგოს ? თუმცა მაგადონაც ვერაფეს ვერ გააკეთებდა ამ ჯოგთან @@
Daviti
ყველაზე არაფრის მიმცემი თამაში ახალი მწვრთნელის ხელში. ძალიან სამწუხაროდ ყველა მიმართულებით მათ შორის მთავარია მწვრთნელის.
Gio
Egeti ujigro nakrebi arsad minaxavas.ubralod rodemde???
100%
გინესის რეკორდების წიგნში არის შესაყვანი საქართველოს ნაკრები, მთელი მსოფლიო ჩვენთან ცოცხლდება. პირველი მოგება, პირველი გოლი და ა.შ.
Dj
როცა არცერთი ფეხბურთელი არ გყავს რომელსაც რაიმეს შექმნა შეუძლია, როგორ უნდა მოუგო გუნდს რომელსაც ევროპის ტოპ5 ლიგაში 9 ფეხბურთელი ყავს და შენ არცერთი. შედეგი ლოგიკურია
ტარიელი
ამაზე უსახურ, უგულო, უთავმოყვარეო, ფეხზე მკიდია (ვერ ვპოულობ კიდევ სიტყვებს)თამაშს ვერ ვიხსენებ. ნაკრების თამაშების 85-90 % მაინც მექნება ნანახი თავისი დაარსებიდან. აღიარებულმაც და არ აღიარებულმაც გადაგვიარა და გადმოგვიარა. p.s. მადლობა ლორიას, კაშოს, აზაროვსა და წიტაიშვილს.
Ttt
დაიმახსოვრეთ! 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ მომდევნო თამაშს მინიმუმ არ წააგებენ! 100 ევროიან ფსონს გავალ აუცილებლად
azri
კვარას გარეშე რას გავს ნაკრები წინა თამაშებში არ დავრწმუნდით?? ესპანეთთან და საბერძნეთთან, თან ამას კიტეს ტრავმა დაემატა. თამაშითაც და მომენტებითაც დაგვჯაბნა კოსოვომ, ერთი ნათელი წერტილი წიტაიშვილი იყო რომელიც ბოლოს დაიღალა და მისი ელემენტარული შემცვლელი არ გვყავდა. ჩაკვემ ერთხელ მიიღო ბურთი. სანიოლის ეს თამაში მაკედონიასთან თამაშზე უარესი იყო, იმიტომ რომ იქ დაცვამ ერთი შეცდომა დაუშვა აქ კი პრახადნოი დვორი იყო, თან იქაც და აქაც რა ვქენით შეტევაში.
emzari
სამარცხვინო ნაკრებია, შეცვლები დაგვიანებული. ამათგან არაფერი გამოვა. ჯიგარი არ აქვთ.
დავითი
არავითარი აღმავლობის,წინსვლის ნიშნები არ ჩანს!
sul2
ისე წერთ კვარაცხელიას გარეშეო, ვითომ კვარაცხელიასთან ერთად გადავხანით ყველაფერი:D
მე
ჩაბრაძე რატოა ნაკრებში რატოოოოოოო !!!!????
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ესპანეთმა შვედეთს სძლია და მუნდიალზე გავიდა [VIDEO]
საქართველოსთან წაგების შემდეგ კოსოვოელთა მწვრთნელი გადააყენეს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
კოსოვო-საქართველო. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა
თემურ ქეცბაია: დავიღალეთ, დავიხოცეთ, დავმთავრდით - თქვენ რას ელოდით?
რევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..