ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კოშმარული საღამო - როცა თითქმის არაფერი გამოდის [PHOTO]

კოშმარული საღამო - როცა თითქმის არაფერი გამოდის [PHOTO]

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა 9-წლიანი წარუმატებელი სერია გააგრძელა, "ჯვაროსნები" ისევ დამარცხდნენ შეხვედრაში, სადაც მათგან აუცილებელ გამარჯვებას (სათქმელია, რამდენად ობიექტურად) ველოდით.

მარცხიცაა და მარცხიც - ასეთი უხერხემლო და თითქოს, ნაკლები ჟინით მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები დიდი ხანია არ გვინახავს. ყველაფრის ლიდერების არყოფნასა თუ ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებზე დაბრალება პრობლემებისგან გაქცევა იქნება...

შემადგენლობა

როცა მთავარი მწვრთნელის ესა თუ ის გადაწყვეტილება არ გაამართლებს, შემდეგ მსჯელობა, რა თქმა უნდა, მარტივია. გასაგებია, დანაკლისი არაერთი იყო, განუზომელი საკადრო რესურსი ისედაც არ გვაქვს, მაგრამ შემადგენლობამ ვერ გაამართლა. შესაბამისად, მის შერჩევაში შეცდომები იქნა დაშვებული.

სანიოლი, ერთი მხრივ, მართალი იყო, როდესაც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის მქონე მოთამაშეებს არ დაეყრდნო - მაგალითად, ფლანგის მცველების შემთხვევაში, გურამ გიორბელიძისა და ოთარ კაკაბაძის ნაცვლად საქმე ირაკლი აზაროვსა და გრიგოლ ჩაბრაძეს ჩააბარა... სიმართლე უნდა ვთქვათ, განსაკუთრებით მარჯვნივ, არაერთი პრობლემა შეიქმნა და ბევრად მეტის გაკეთება იყო საჭირო როგორც დაცვით, ასევე შეტევით ასპექტში.

გასაკვირია ასევე ის ფაქტი, რომ დაცვის ფლანგელის ცვლილება მატჩის განმავლობაშიც არ მომხდარა. არადა, გურამ გიორბელიძე თითქოს აქტიურად ემზადებოდა...

რაც შეეხება პრაქტიკის არქონას - გიორგი აბურჯანია ამ ნაკრებისთვის საკმაოდ დიდი ძალაა, მაგრამ სეზონის დასაწყისში მიღებული დაზიანების შემდეგ ფორმაში შესვლას ეტაპობრივად ახერხებს, თუმცა ბათუმში მოედანზე 78 წუთი გაატარა...

ნახევარდაცვაში სწრაფი გადაწყვეტილებები და ფანტაზია გვაკლდა, რასაც ხელი ოთარ კიტეიშვილის ტრავმამაც შეუწყო...

როგორ უნდა გავიტანოთ?

ვლადიმირ ვაისის დროიდან მოყოლებული სულ ამაზე ვსაუბრობთ, რომ მეტოქის კართან შექმნილი მომენტები გუნდური მოქმედებების შედეგი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ინდივიდუალიზმით მუდმივად ფონს ვერ გავალთ.

აქამდე სანიოლისგან მცდელობებს, რომ ყველა შეტევა ორგანიზებული ყოფილიყო, ვხედავდით. მან ასევე მატჩამდე ხაზი იმასაც გაუსვა, რომ წარმატება კვარაცხელიას გარეშეც შესაძლებელი იყო, მაგრამ ის, რაც ბათუმში ვნახეთ, ამ ყველაფრისგან ძალიან შორს იდგა...

საქართველოს ნაკრებისგან ისევ გაუთავებელი ჩაწოდებები (უფრო მეტად მცდელობები) ვნახეთ, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია. თავი რომ დავანებოთ იმას, ეს შეტევისთვის რამდენად კარგი ვარიანტია, ამ ტაქტიკის შესრულებას თავისი სტილისა და უნარების მქონე ფეხბურთელები სჭირდება...

ისევ გვიჭირდა როგორც მოწინააღმდეგის პრესინგიდან ამოსვლა, ასევე კოსოვოელთა კართან ახლოს მათი შეწუხება.

ცვლილებები

როცა "ჯვაროსნების" ამ მდგომარეობას ცოტათი უკანა პერიოდთან ვადარებდით, აღნიშნული იყო, რომ სანიოლი ცდილობს, ახალი მოთამაშეების შემოყვანით თამაშის სცენარი შეცვალოს და მისი ცვლილება მხოლოდ ცვლილებისთვის არ კეთდება. რაც კოსოვოს წინააღმდეგ მოხდა, ამის საპირისპიროს ამტკიცებს.

საკადრო დეფიციტს ხაზი კიდევ ერთხელ უნდა გაესვას, მაგრამ ფაქტია, ახალმა მოთამაშეებმა არსობრივად ვერაფერი შეცვალეს. სანიოლმა თითქოს ყველა მის ხელთ არსებული შეტევითი არსენალის ფეხბურთელი შემოიყვანა, თუმცა თამაშის ხასიათი იგივე დარჩა. გიორგი ჩაკვეტაძეს ჯერჯერობით ბევრი დრო არ ეძლევა...

ფორვარდი

ეს საკითხი ისევ მწვავე და აქტუალურია. მთავარი მწვრთნელი თითქოს მიქაუტაძეზე დაყრდნობაზე ჩამოყალიბდა, თუმცა ახლა მას სათამაშო პრაქტიკა აკლია.

გიორგი ქვილითაია თამაშის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე უნდა ყოფილიყო, მას საკმაოდ ტვირთავდნენ, თუმცა ხიფათის შექმნა თავადაც უჭირდა და ღირებულს ვერც მისი ორთაბრძოლებში შესვლის შემდეგ ვაღწევდით.

საქართველოს ნაკრებმა კარში სულ ორჯერ დაარტყა და აქედან ერთი მიქაუტაძეს ეკუთვნოდა - პოზიცია ცუდი და საკმაოდ შორი იყო, თუმცა "სერენის" ფორვარდს ამას ვერ დავუკარგავთ - ბურთის მიღებისთანავე კარს უყურებს და მასთან მუდამ ზურგით არ იმყოფება.

ერთ წრეზე...

როგორი ოპტიმისტებიც უნდა ავიყოთ, ფაქტია - ისევ გვიჭირს იმ მატჩებში ინიციატივის აღება, სადაც მოგება დაგეგმილი გვაქვს და თითქოს, ეს არც ჩვენს ძალებს აღემატება.

ესპანეთთან საშინაო მატჩში ჩვენმა ნაკრებმა არაფერი დააკლო, მუხტი და ენერგია იგრძნობოდა, კოსოვოსთან მარცხმა კი, თამაშის სცენარიდან და არა მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩრდილოეთ მაკედონაისთან წაგებული ფინალი გაგვახსენა - მეტოქემ ფაქტობრივად არაფერი შეგვაქმნევინა, თვითონ კი თავისი თამაში სწორად ააგო, რამაც გამარჯვებამდე მიიყვანა.

სანიოლი

ფრანგი სპეციალისტი თამამი გადაწყვეტილებების გამო ბევრჯერ შეგვიქია, თუმცა კოსოვოსთან მატჩი ჩააგდო და მეტოქის მთავარ მწვრთნელთან ტაქტიკურ დუელში დამარცხდა.

კოსოვოს ნაკრები სხვა მატჩებში ასეთი კონტრშეტევებზე მოფიქრალი გუნდი, როგორც ეს ბათუმში გამოჩნდა, ნამდვილად არაა, თუმცა ბერნარ შალანდემ ზუსტად წარმოიდგინა ის სცენარი, რაც შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დარჩენილი საქართველოს ნაკრებისგან ეხილა.

ცოტათი უცნაური იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მეორე ტაიმი ცვლილების გარეშე დაიწყო - როგორც ფლანგები, ასევე მოედნის შუა ნაწილი განსკუთრებულ გაძლიერებას ითხოვდა. ვილიმ ამ ეტაპზე ვერ გარისკა - თუნდაც სანდრო ალთუნაშვილის შემოყვანით მწვრთნელს შეეძლო, რომ ნახევარდაცვაში მეტი სიახლე, ენერგია და მოულოდნელობა შეეტანა.

ამინდის ფაქტორიც გასაგებია, მაგრამ საქართველოს ნაკრების შეტევებს ორგანიზებულობა აკლდა.

სანიოლს არც ყველაფრის ფეხბურთელებზე დაბრალება უცდია და საკუთარი თავიც განზე არ დაუყენებია. მას ერთ რამეში უნდა გავუგოთ - მოთამაშეებთან ურთიერთობისთვის ძალიან ცოტა დრო აქვს და ყველა სირთულეს ასე მარტივად ვერ გადაჭრის...

წიტაიშვილი

გიორგი წიტაიშვილი ამ სტატიისა და მატჩის ტკბილი ლუკმაა. ის ახლა ოპტიმალური ფორმისგან შორსაა და ნაკრებშიც დებიუტი ჰქონდა, ამის მიუხედავად, ჩვენს გუნდში აშკარად გამორჩეული იყო - კოსოვოელ მცველებს მისი გამკლავება წესების დარღვევის გარეშე უჭირდათ, თამაშის გამწვავებას კი მუდმივად ცდილობდა.

წიტაიშვილი არც ხვიჩა კვარაცხელიას და არც გიორგი ჩაკვეტაძის სტილის მოთამაშე არაა, თავისი უპირატესობები აქვს, მათთან ერთად კი ბევრად პროდუქტიული უნდა იყოს.

უბურთოთ მოძრაობა, სივრცის აღქმა, გახსნა - ეს კომპონენტები წიტაიშვილს აშკარად გამჯდარი აქვს და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

როგორც გუნდს, ასევე მთავარ მწვრთნელს, დიდი გაკვეთილი უნდა მიეღოთ, რომლის გარკვეული შედეგებიც უკვე რამდენიმე დღეში უნდა დავინახოთ...

• ასა

საქართველოს ე.წ. კოსოვოსთან საერთოდ არ უნდა ითამაშოს. უთავმოევარეო ქვეყანაა და ნაკრებიც შესაბამისი

• რატი

ვილი არაა თავისუფალი არვევანში, "პრადვინუტი" კლუბებს და ფედერაციას ვინც ყავს ტრანსფერზე დაყენებული ნაკრებშიც ძირითადათ ისაა, ან ახლობელ-ნათესაობა და ა.შ.ამას გარდა ვაი-ლეგიონერებს, რომლებსაც სანაკრებო "პადდერჟკა" ჭირდებათ თავიანთ ძირითადათ ფარჩაკ კლუბებში,

• არჩი

ლორია ასაკშია, მაგრამ შეცდომას არ უშვებს, საიმედოა, სიმართლე რომ გითხრათ, ჩაბრაძეს თამშს რომ ვუყურებდი ბათუმის შემადგენლობაში, ნაკრებზე მეფიქრებოდა და მართლაც ასე მოხდა - ვერც წინ ვარგოდა და ვერც დაცვა ითამაშა. კაკაბაძე და გიორბელიძე დეგრადირდნენ, აზაროვი მანდრაჟით თამაშობდა - ვერ ბედავდა ფლანგზე გასვლას. ხოჭოლავა ვერ არის მაღალი დონის მცველი - ერთხელ ჩაეძინა და თამაში წავაგეთ. ევროპაში (შახტარში) ასეთ ჩაძინებას არ პატიობენ. კაშია მაღალი დონის მცველია, მაგრამ უკვე ვეტერანია, ის სისწრაფე აღარ არის. კანკავა ლომია და მორჩა. აბურჯანია ვერ ქაჩავს ბოლომდე, კიტეიშვილი მგონი ნაკრებისთვის დაწყევლილია, ჯიღაური ის არის რაც არის, ყაზაიშვილმა რაც ქონდა ის სისწრაფეც დაკარგა, წიტაიშვილი უკეთესი მეგონა - ფიზიკურად სუსტია და მგონი ფაფხურაა, ჩაკვეტაძე თავისი აჩრდილია, დავითაშვილი ფაფხურაა მაგრამ მუშაა, ოქრიაშვილი მგონი დამთავრდა, ქვილითაია კარში ვეღარ ურტყამს, ზივზივაძე და კაჭარავა ვერ ქაჩავენ, შენგელია საეჭვოა, ლობჟანიძეს საუკეთესო ფორმა აქვს მგონი და არ გაუმართლა, მიქუტაძე მიუშვით და გაიტანს, კვარა ვარსკვლავია. ასეთი პესიმისტური განწყობა მაქვს, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვამთავრებ. ეს არის ჩვენი ფეხბურთი და ფეხბურთელები და ჩვენს ქუჩაზეც დადგება გაზაფხული, ჩვენი ტანკები კიდევ იფრენენ.

• ქომაგი

ცხადაძე დინამოში რომ მიიყვანეს ხო რასამბობ იმიტო გავიდა ევროტურნირზე. რა აზრი აქვს ვინ იქნება მწვრთნელი როცა გუნდი არ გვყავს ნორმალური, ვერ იკრიბება როცა მნიშვნელოვანი მომენტია მაშინ ახსენდება ყველას ტრავმები და ოჯახური პირობები.

• გია

თუ მაღალი კლასის ფეხბურთელი არა გყავს რა აზრი აქვს როგორი კვალიფიკაციის მწვრთნელი გყავს.

• ლადო

ფიფა და უეფა უსამართლოდ ექცევა ჩვენს ნაკრებს. აგერ უკვე 30 წელიწადია არცერთი ჩემპიონატი არ ჩაუტარებიათ გინებაში, ფურთხებაში, ჭამა-სმაში, სადღეგრძელოებში და ხაშლამის წვენის ხვრეპაში. აბა ამათში გვაჯობოს რომელიმემ ბურთს რომ თავზე გვახევენ: გინდა ევროპელებმა, გინდა აფრიკელებმა, რუსებმა, სომხებმა, ტაჯიკებმა, გიბრალტარელებმა და გინდაც ესკიმოსებმა

• რომა

ძალიან ბევრი შეცდომა ქონდა როგორც მწვრთნელს ისე ფედერაციას... დავიწყოთ სტადიონით კი კარგია ბათუმის დინამოს არენა მაგრამ ბათუმში უმეტესად წვიმს კაი დაამატეს ფული და გადახურვის სისტემა დაუმატეს... მეორეა ზღვის დონეზე მყოფ არენაზე ერთი ამოსუნთქვით თამაშის ჩატარება...ვერ გადაადგილდებოდნენ ბიჭები..ეხლა ხვიჩას მივადგეთ ცხადია რომ ნაკრებში იმ თაღლითმა ფულისტმა არ გამოუშვა იმის იმედით რომ ბოლოს გაყიდიდა... ფედერაციამაც პირში წყალი ჩაიგუბა... 1სექტენბერს ხო დაიხურა სატრანსფერო ბაზარი მერე ჩამოეყვანა ესპანეთისთვის ან ყაზაიშვილი თუ ჩამოვიდა თამაშის წინა დღეს რა შორს ხვიჩა იყო?? ამ ყველაფერში მადლობა ცხვირაბზუა ფედერაციას ფეხბურთი მხოლოდ თავიაანთი რო გონიათ... ეხლა მივადგეთ შემადგენლობას ქვილითაია ყაზაიშვილის გვარი მოქმედი ფეხბურთელებიდან რო ამოვიღოთ არა? რა სარგებელი მოაქვთ ამათ???? აბურჯანიას რამე რო შეეძლოს მიხედავდა თავის თავს რატო იძახებენ? ან ჯიღაურს რას აკეთებს ისეთს რომ გვაოცებს? სომხების თამაშები ჩაურთონ და აყურებინონ როგორი ჟილკით დარბიან მთელი თამაში... ჩვენები დასეირნობენ ამათ სირცხვილი არ აქვთ თორემ თავმოყვარე ფეხბურთელი თავს შეაკლავდა ამ უცნობ კოსოვოს... ეხლა მივადგეთ მეკარეს მომავლის გუნდზე ვფიქრობთ ცხადია ხო? მამარდამ სად უნდა მიიღოს ნაკრებში გამოცდილება? კაცი ლალიგაში თამაშობს და თურმე ჯერ ადრეა ნაკრები... ეხლა ეს რომ დაკვეთაა ამას ბრმაც მიხვდება..... მიეცით ნიჭიერ ბიჭებს გასაქანი ფეხბურთი მართლა მარტო თქვენი ნუ გგონიათ ნუუუუუ!!!!!!! იაშკა კობი მუმუ ხალხს უყვარდით და ეხლა ეზიზღებით ფულისტების დაჯგუფებახართ მეტი არაფერი

• gurulo

საკუთარ მეკარეს უფრო მეტ პასს რომ მიცემ ვიდრე თავდამსხმელს...ან თავდამსხმელი სად გვყავდა,ქვილითაია მთელი თამაში მინდორზე იყო წამოკოტრიალებული,ყავა და ნაყინი აკლდა პოდნოსზე სრული კაიფისთვის...

• მწრთვნელი

კუზიანსა რა გაასწორებსო!? რა ქვია კაცო იმასა? ჰოოო! დაღლა ქვია მგონი! არ დაიღალეთ?

• H

ცხადაძე, რომ ნაკრებში დაენიშნათ მერე დინამოს ვინ გაიყვანდა ლიგაზე?! :))

• გაიოზი

მოეყვანათ კახაბერ ცხადაძე ვილი სანიოლის ნაცვლად და ბევრად უკეთესი შედეგები გვექნებოდა!!...საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სამწუხაროდ ქვენა გრძნობების ხალხი ჭარბობს!!!... საქართველოს ნაკრების მწვრთნელად მოიყვანონ ქართველი მწვრთნელი!!!...არ მჯერა ამ უცხოელების!!...კობიაშვილი გადაეკიდა კახაბერ ცხადაძეს ფულის გამო!..ვილი სანიოლს ხომ უხდიან 3-4ჯერ მეტს!!!...ქართველი ხომ უნდა დაჩაგრონ გაზულუქებულებმა...

• status quo

ქვილითაია და ყაზაიშვილი ვისაც ფეხბურთელებად მიგაჩნიათ...

ფეხბურთელების გაყიდვა კარგად გამოგდით რაც მთავარია !

• ჰაჰა

ვინ შეადგინა ეს კალენდარი? სულ მაგის ბრალია.)))

• მიდი გელა!

ეგეთი შემტევი შენადგენლობა ესპანეთთან 5:0 წააგებს

• დემნა

რა მაგის პასუხია, მაგრამ მაინც ნაკრების გუშინდელ წევრს ეხება. გულშემატკივრის საყვარელი საბა კვირკველიამ, მოსკოვის "ლოკომოტივს" მოთხოვა 50 მილ.რუბლი, იმ პერიოდში, როცა ის არენდაში იყო, ლოკოს მოგების პრემიები, ბონუსები და საპრიზოს ჰონორარი, როცა ის "ლოკოდან" სრულ ხელფასს იღებდა, ხელფასი 170 ათასი ევრო, ალალი ბატონო, ალალი, მარა უშენოდ გუნდი იგებს, პრემიას იღებს და ა.შ. შენ რა შუაში ხარ?, ფედერაციამ განიხილა პრეტენზია და 2.5 მილ.რუბლი გამოუტანა. ამხელა ვეტერანმა, გამოცდილმა კაცმა რატო უნდა იკადრო მსგავსი.

• gatuzo

კრიტიკა გაიჩითა. კონკრეტული პოზიციების თან. სახელები და გვარები არ დაუწერიათ, მარა ყველა მიხვდებოდა ისედაც. მგონი სარბიელის მერე არ გვღირსებია ასეთი რამ. ყოჩაღ...

• გაიოზი

ერთერთ ვარიანტად გამოდგება, მაგრამ ხოჭო თარსია გუნდისთვის.

• Miro

მაყურებელი არ იყო და მაგიტო წავაგეთო რატომ არ იძახით ეხლა?მაკადინიასთან რო გიძახოდით ჟურნალისტების ნაწლიც მათ შორის...როცა არაფრის თავი არ გაქვს მაყურებელი ვერ გიშველის..ქვილითაია,ყაზაიშვილი,ოქრიაშვილი და კიდევ რამოდენიმე ნაკრებში აღარ უნდა გმოიძახონ,მათ ყველანაირი რესურსი ამოწურეს..წიტაიშვილი კარგი ბიჭია და მაგის იმედი ნამდვილად შეგვიძლია გვქონდეს. კვარა,კიტა,ჩაკვე,წიტა,მიქაუტაძე და მამარდაშვილი, ამათ შეუძლიათ ნაკრების ათამაშება და ამათი იმედი შეგვიძლია გვქონდეს.

• Labirinti...

Vetanxmebi nikos asi procentit..rac mentaluri midgoma gvaqvs saxelmcipos mimart..iseva sporthic kylturahic...es didi problema d asamcuxarod kvela sperohi didi problemebi dagvigrovda qartvelebs...tamahi sahineli..molodini nuli...

• Vep1963

რა უნდა გაკეთდეს ძმა და ქართველები უნდა მოვეშვათ დეიდაშვილ მამიდაშვილობას,კარგბიჭ - ძმაბიჭობას და ფარისევლობას ახალგაზრდობის ასე აღზრდას,ფულის ატკატებით კეთებას. ყველაზე მთავარი კი უნდა დავაფასოთ პატიოსანი მშრომელი წესიერი ადამიანები. ამ გველებმა ფედერაციაში აიღონ ისლანდიის საფეხბურთო მოწყობის მაგალითი და თავი დაანებონ ფულების ტეხვას ჰოდა მერე გამოჩნდება ყველაფერი . მანამდე არაფერი გვეშველება.

• ILIA

ვინმემ ხომ არ იცით, ვინ ლობირებს სოფლის გუნდის მოთამაშეებს - ქვილითაიას, ყაზაიშვილსა და ჯიღაურს?

• ემიგრანტი

ქვილითაიმ ნაკრებAი გოლი რომელ წელს გაიტანა ან რამდენი აქვს გატანილი ვინმემ.იცით ოფიციალურ მატჩებში

• დათიკო

უფრო მეტი ფეხბურთელი ავირჩიოთ სხვადასხვა დონეზე - პარლამენტში, საკრებულოში. ქალაქების მერებად და იქნებ მერე მაინც გვეშველოს

• თომა

გუშინ წააგო მთლიანად გუნდმა და მასთან ერთად რაღა თქმა უნდა მწვრთნელ(ებ)მა! მე პირადად, ნაკრების არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია ალბათ ბოლო 15 წელი მაინც.ვერ ვიხსენებ მატჩს,რომელშიც ქვილითაიას რაიმე ღირებული გაეკეთებინოს, არადა ჯიუტად იძახებენ ნაკრებში.არაა ეს კაცი ნაკრების დონე და მორჩა, ამას რა ბევრი მიხვედრა ჭირდება? ხანდახან მას ლადო დვალიშვილსაც კი ვადარებ, რომ არ ეშვებოდენ და იძახებდენ და იძახებდენ დაუსრულებლად, ის კი საერთოდ ვერაფერს აკეთებდა.ჩაბრაძე საერთოდ ამოვარდნილი იყო "გრაფიკიდან", ხოჭოლავა კი კლუბის ფეხბურთელი უფროა, ვიდრე ნაკრების, ყოველშემთხვევაში მე ასე მიმაჩნია.მთელს გუნდში, ერთადერთი ნათელი წერტილი იყო წიტაიშვილი.ყოჩაღ ამ ბიჭს, იმის მიუხედავათ რომ დებიუტანტი იყო, კაცი სულ მოძრაობდა, იბრძოდა, თავისუფალ სივრცეებს ეძებდა...

• T.q

მოკლედ მეგობრებო მინდა ერთი ასეთი ტაქტიკური განლაგება ავაგო და საიბტერესოა თქვენ რას იფიქრებთ ამის შესახებ არის ის ოპტიმალური ჩვებთვის თუ არა თავის თავად მოწონების და არ მოწონების საშვალებით გავიგებთ. ესეიგი ტაქტიკური განლაგება. 4-3-3 სადაც, დაცვა მეკარე-მამარდაშვილი მარცხნიდან ფლ. მცველი- გიორბელიძე შუა მარცხენა მცველი- ხოჭოლავა მარჯვენა შუამ მცველი- კაშია(ლოჩო) მარჯვენა ფლ მცველი- კაკაბაძე ნახევარდაცვა მცველების წინ საყრდენები კანკავა, კვეკვესკირი. შემტევ ნახევარმცველად- ჩაკვეტაძე(ოქრიაშვილი) შეტევა ფლანგებზე შეტევაში და ნახევარდაცვაში მარცხნივ- კვარაცხელია მარჯვნივ- წიტაიშვილი წინ რათქმაუნდა- მიქაუტაძე. .გიორბ . კვრ .ხჭლ .კვკ .მმრდ .ჩკვ . მიქ .კაშ .კანკ . წტშ .კაკაბა ჩემი სუბიექტური აზრით ეს არის დღეს ყველაზე ოპტიმალური სასტარტო შემადგენლობა, თქვენ როგორ ფიქრობთ?

• soso

სამწუხაროდ მარტო ვილი ვერ წყვტს ვინ უნდა იყოს ნაკრებში და ვინ არა. ამდენი "ჩაწოლილი საქონელი" უნდა გაიყიდოს და სანაკრებო ისტორია ჭირდებათ, და კიდევ "ბალასტი" რომლებიც რატომღაც აქა იქ ლეგიონერობენ, იმიჯს უწევენ.

• ზაზა

სფფ-ს და ჩვენი სპორტის მესვეურებს როგორც ჩანს ჯერ ის უნდა ავუხსნათ თუ რა არის წარმატების წინაპირობა და როგორ მიიღწევა ის. წარმატებას ფეხბურთში (ამ შემთხვევაში) განსპირობებს მიზეზთა კომპლექსი. აქ შეცდომები და გადაცდომები საბოლოო მარცხის წინაპირობაა. კონკრეტული თამაშის გარშემო ყველა და ყველაფერი საათივით უნდა იყოს აწყობილი. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ იღბალის იმედად რჩები. მოდით ახლა.გადავხედოთ ამ კონკრეტული მატჩის გარშემო შექმნილ სიტუაციას და ნათლად დავინახავთ რომ მარცხისთვის (წარუმატებლობისთვის) გარწირული ვიყავით. 1. ხვიჩა კვარაცხელია. უდავოა რომ ამ ეტაპზე ხვიჩა საქართველოს ნაკრების საკვანძო ფეხბურთელია და გუნდი მასთან და მის გარეშე ორი სხვადასხვა კრებულია. რატომ არ იყო ხვიჩა შეკრებაზე? ყველაფერი სფფ-ს უთავმოყვარეობის და უუნარობის ბრალია! როგორ შეიძლებოდა იმის დაშვება რომ ქვეყნის უპირვრლესი გუნდი ვიღაც თაღლითი, “ფუტბოლნი აფერისტის” წმინდა ფინანსურ ინტრრესებს გადავაყოლეთ?! ის რომ ხვიჩსს ტრავმა არ აქვს ეს ჩლუნგის გარდა ყველასთვს ნათელია. აგერ, ალალმა სკუცკიმ პირდაპირ გვაჯახა - რა უნდა გითხრათ ხვიჩას ტრავმაზე, ხომ არ მოგატყუებთო?…. თაღლითი ჯუღელის კომენტარიც არ დაგავიწყდეთ - ხვიჩა 12 სექტემბერს რუბინის შემადგენლობაში აუცილებლად ითამაშებსო!… არც რუბინის პრეზიდენტის კომენტარი დაგავიწყდეთ რომელსაც გასაყიდად გსმზადებული, 20 მილიონიანი ფეხბურთელის ტრავმა “დაგავიწყდა” და ნაკრებში მიდისო! არც ის ფაქტი რომ რუბინის ადმინისტრაციას არაფერი უთქვამს რა გარემოებაში მიიღო ფეხბურთელმა ტრავმა ხოლო საექიმო შტაბი არაფერს ამბობს რა სახის ტრავმაა და როდის დაბრუნდება გუნდის ლიდერი! ტრავმის არსებობის დროს ამგვარი კაზუსები არ ხდება. თან ყველა ერთად! რა მოხდა სინამდვილეში. მამუკა ჯუღელი ვინცაა ეს საქართველოში ყველამ იცის. ამ ნამუსგარეცხილ შულერს თავში მხოლოდ ის უტრიალებს თუ რამდენი მილიონი შეხვდება მისი ცხოვრების მთავარი ტრანსფერიდან. მან მშვენივრად იცის რომ ეს მისი ბოლო შანსია რადგან ხვიჩას სავარაუდო შემდგომი ტრანსფერი უკვე მის გარეშე ჩაივლის რადგან ეს ალბათ 3-4-5 წელიწადში მოხდება და ამდენ ხანს ხვიჩა 18-19 წლის ბავშვად არ დარჩება და ყველაზე კარგად ეცოდინება თუ ვინ არის მამუკა ჯუღელი! ხვიჩას ნაკრებში წამოსვლა მამუკა ჯუღელმა დაბლოკა იმ ბოლო იმედით რომ სწორად ამ პერიოდში, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში მაინც გაყიდიდა. ასეთ შემთხვევაში კი ის სრულიად მის განკარგულებაში უნდა იყოს. იმედია ეს მალე მოხდება, გაძღება და დაგვანებეს ეს უნსმუსო კაცი მთელ ქვეყანას თავს! ამ “საქმისთვის” სიამოვნებით გამოიკრავდა ჯიბეზე ხელს “რუსტიკა” რომელსაც ასევე კარგად ესმის რამხელა რისკია ნაკრებში ფეხბურთელის გაშცება რომელსაც 8 დღეში 3 თამაში უწევს. დასხდნენ ეს ორი “დიდი” მოხელე და გსდაწყვიტეს ისე როგორც მათ ჯიბეებს ურჩევნიათ! საქმე კი იმაშია რომ ეს “რუსტიკა” სინამდვილეში დაბალი დონის ქუჩის “კარტოჟნიკ” ჯუღელს ათი თავით აღდმატება ინტელექტით და მისი მიზანი მოვლენების იმგვარად წარმარათვაა რომ ტრანსფერი უბრალოდ ჩაიშალოს. გაისად ის 30 მილიონი ეღირება და რაც მთავარია რუბინის ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძოლებს. რად უნდა საიმანოვს ხვიჩას ახლა გაყიდვა? არაფრად. არ დაგავიწყდეთ რომ გუნდის სპორტული დირექტორი იაროვსკი ჯერ კიდევ მაისში ადასტურებდა სულ მცირე ტოპ-5-ის ორ კლუბთან აქტიურ მოლაპარაკებებს, იმ დროს როდესაც საიმანოვი ჯიუტად ამტკიცებდა რომ რუბინისთვის წინადადებით არავის მოუმართავს! არც ის დეტალი გამოგრჩეთ რომ ბოლო ინფორმაციის თანახმად ერთერერთმა ევროპულმა გუნდმა ხვიჩას სატრანსფერო ფასის 20-დან 15 მილიონამდე შემცირება მოითხოვა. ალბათ მიხვდით რომ ლაპარაკია იმ ზედმეტი 5 მილიონის დაკლებაზე რომელიც მოლაპარაკებების შედეგად გამოიკვეთა. ვინ ითხოვს სათავისოდ დამატებით 5 მილიონს ტრანსფერიდან ალბათ მიხვდით… მაგრამ რუსტიკა არსად არ გაუშვებს, სულ მცირე 1 სეზონი. ასეთ დროს სფფ-ს უნდა გამოეჩინა პრინციპულობა და მოეთხოვა ხვიჩას შეკრებაზე გამოცხადება. ამით თავად ხვიჩასაც მოეხსნებოდა უხერხულობა და ეს ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ახლა არ იქნებოდა სმხელა ზეწოლის ქვეშ. ყველაზე მეტად ხვიჩას ახლა ბიჭებთან ერთად უნდოდა ყოფნა და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ჯუღელი და არაფრისმაქნისი ფედერაციაა. სახელმწიფოს როლი. არ შეიძლებოდა ტრუბუნებზე თუნდაც ვაქცინირებული გულშემატკივარი დაეშვათ?! ათას სხვაგვარ ვარიანტზე საერთოდ არ ვლაპარაკობთ. მუტრუკ მაკედონიელებთან საკუთარი მოედნის უპირსტესობა რომ არ გამოვიყენეთ და ევროპირველობა გსმოვტოვეთ სრულიად ფედერაციის და სახელმწიფოს არაკომპეტეტენტურობის ბრალია! მოლლედ როდესაც ყველა რგოლი დაწყებული ფედერაციიდან დამთავრებული სახელმწიფოთი უუნარო და უთავმოყვარეა შედეგი საიდან უნდა მოვიდეს?… პ.ს. რთულია ფრანგ კაცს მოთხოვო ქართული ფეხბურთის ისტორია ზედმიწევნით იცოდეს მაგრამ როდესაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ხარ უნდა იცოდე! ხოდა ეს ქართვრლი ასისტენტები რას აკეთებენ? მუთუ ვერავინ მიიტანს უცხოელ მწვრთნელებს ეესგნებინო რომ ისტორიულად არასოდეს მიუღწევია ქართულ ფეხბურთი რამე წარმატებისთვის “აწოწილი” ფორვარდუთ, “ნავესებით” და “ზაბროსებით” საჯარიოში! არ არის ეს ქართული ფეხბურთი და ჩვენი თამაში! ჩვენი თამაშია ცრუ ფორვარდით (მაგალითად მიქაუტაძე) ბურთით ინდივიდუსლური თამაში და არა ჩაკიეებები მაღალ ფორვარდზე!

• გუსანი

გაანალიზების აზრს ვერ ვხედავ...საბოლოოდ და მერამდენედ დასამარდა ქართული ფეხბურთზე ოპტიმიზმი, ფედერაცია, უვარგისი-დილეტანტი ფეხბურთელებით და მწვრთნელიანად...კარგია რომ ჩემი შვილები არ არიან ჩართული და ნერვებს არ იფუჭებენ, არაფერი ეშველება ამ სფეროს ამ მიდგომით და ამ მენტალიტეტით. სამწუხაროა რომ 17, 18, და ა.შ. ასაკოვან ნაკრებებშიც ვერ ვხედავ თითქმის ვერავის სწორედ რომ ვითარდებოდეს, მაპატიეთ მშობლებმა, ფუჭი იმედები მგონია, ერთი-ორი გამონათება კი ამინდს ვერასოდეს ვერ შექმნის, ფინანსები და დრო აჯობებს სხვა სფეროებს მოხმარდეს....

• გიორგი

ჩვენი ნაკრებს აქვს გამჯდარი მუდმივად წაგებული გუნდის იმიჯი და სახელი და წაგებულის მეტალიტეტი ესაა სახეზე და ამ ფეხბურთელების უმრავლესობას ვინც იყვნენ სტადიონზე გუშინ ზუსტადაც აქვთ წაგებულის მეტალიტეტი არანაირი ბრძოლა უჯიგრო თამაში ელემტარულად სირბილიც კი ეზარებოდათ ზოგ ზოგიერთებს და ესაა მთავარი პრობლემა ნების არ ქონა არანაირი მონდომება არანაირი ბრძოლა და შეგუება მუდმივად წაგებას რადგან ამ ნაკრების განუყოფელ ნაწილად იქცა ყველასთან წაგება.

• სსს

ასპროცენტიანია, სანამ ჩვენ გაწამებული უმრავლესობა არ დავამყარებთ წესრიგს და აღვადგრნთ სამართლიანობას ყველგან და ყველასთვის არაფერი გვეშველება, უფრო სწორად გადავშენდებით, დრო ძალიან ,ძალიან ცოტა დაგვრჩა.

• გიზოგ

ვკითხულობ სტატიას და ჩემი გუშინდელი ფიქრები მგონია, როგორც იქნა ჟურნალისტმა დაწერა ის რაც გუშინ მოედანზე და მის მიღმა ხდებოდა. დიახ, „ასეთი უხერხემლო და თითქოს, ნაკლები ჟინით მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები დიდი ხანია არ გვინახავს“. ასეთ თამაშზე წერდნენ ხოლმე ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს , იღბალმა დაგვაღალატაო. „შემადგენლობამ ვერ გაამართლა.შესაბამისად, მის შერჩევაში შეცდომები იქნა დაშვებული“ შეცდომა იყო დაშვებული მათ გამოძახების პერიოდშივე. დღეს საქართველოს აქვს რესურსი ფეხბურთელების და ასე მარტივად არ უნდა ხდებოდეს ვიღაცის გამოძახება და ვიღაცის უარყოფა ან იგნორირება. მწვრთნელმა ამ შემთხვევაში, იგივე მეტოქის მწვრთნელთან შედარებით, გვაჩვენა ძალიან დაბალი დონე, ღმერთმა ქნას ეს შემთხვევითი იყოს და აღარ განმეორდეს. დიდ უტაქტობად მიმაჩნია პირადად , პერსონალურად ფეხბურთელებზე რაიმეს წერა, მაგრამ ვერ ხედავდა ვარჯიშებზე მწვრთნელი, რომ შემადგენლობაში აყენებ კაცს, რომელიც უთამაშებლობის გამო თავის ფეხს ვერ გრძნობ და პასის, თუ ჩაწოდების შემთხვევაში ვერ ზომავს ვერ პასის სიძლიერეს და ვერც მიმართულებას. სიმართლეა ისიც, რომ კაპიტანი გუშინ რბილად რომ ვთქვათ არ იყო თავი დონეზე. შემდეგ, კაცი ჩამოგყავს სამყაროს მეორე მხრიდან თამაშის წინა დღეს და მე-2 დღეს ათამაშებ ძირითადში, რა რობოტია, თურა. ჩაციკვლა დამსახურებულ მეკარეზე არ მგონია სწორი. უნდა ითამაშოს იმან ვინც უკეთეს ფორმაშია. გამოცდილი ფეხბურთელების გარეშე ვეც ერთი გუნდი ვერ ითამაშებს საშუალო კლასის დონეზეც კი, მაგრამ უკვე ბევრი გამოცდილი ფეხბურთელები კარგახანია სულ ცოტა სათადარიგოში უნდა ისხდნენ და იქედან ელოდებოდნენ თავიანთ რიგს. ზედმეტი არ მინდა მომივიდეს მაგრამ მეკარემ, რომელმაც 15 მლნ ევროს ღირებულების მეკარე შეცვალა და სკამზე დასვა, აქ ნახევარი მლნ-ის ღირებულების მეკარეს ვერ შეცვლიდა? დიდ პატივს ვცემ გიორგის, მაგრამ ის დონე აღარ არის აშკარა მოტივაცია დაკარგულია, თორემ მის ასაკში მეკარეები ზენიტში არიან. ცალკე ვთქვათ ხოჭოლავაზე, ამ კაცს ან უიღბლობა დაჰყვა ნაკრებში თამაშზე ან არ მიაჩნია ნაკრები თავის ქვეყნის, ერის სახედ. ფლანგის მცველები შეიძლებოდა შეცვლაზე შემოსულიყვნენ, საჭიროების შემთხვევაში. ნათელი წერტილი წიტაიშვილი იყო და მხოლოდ იმიტომ რომსხვებზე მატად აქტიურობდა. არის კიდე, რაღაც რაზეც მინდა დავწერო, არ ვიცი ეს ნაკრების ფეხბურთელებმა უნდა თვითონ იცოდნენ,თუ თამაშის დაწყებამდე მწვრთნელი უნდა ასწავლიდეს, რომ როცა თამაშც მინიმალური ანგარიშით აგებ ბოლო წუთებზე უკვე თითქმის მთელი გუნდით უნდა წახვიდე შეტევაზე მითუმეტეს როცა დამატებული დროხც ამოწურული და ჯარიმის დასრტყმელად მსაჯი გაძლევ წამებს, ამ დროს ბევრჯერ მინახავს მეკარეც კი ტოვებს კარს და შეტევის გასაძლიერებლადჩადის მეტოქის მოედანზე. რა ხდება ჩვეთან დამატებითი დრო ამოწურულია და გასულია წუთზე მეტი გვაქვს ჯარიმა დასარტყმელი, ანგარიში 0:1-ია. და რახდება ჯარიმას კი არ ვაწვდით საჯარიმოში არამედ ვათამაშებთ ცენტრში და აცე ვამთავრებთ მატჩს რომლის მოგება არამარტო გსურს, არამედ ჰაერივით გვჭირდება. ეს რომ ერთი შემთხვევა იყოს იქნებ არც კი დაგვეწერა, მაგრამ ეს მეორდება ყოველთვის. ვაისის დროს ასე ვაგებთ თამაშს ბოლო 5 წუთია დარჩენილი შემოჰყავს კაცს სპეციალურად კაჭარავა მეორე თავდამსხმელად მისი სიმაღლის გათვალისწინებით. ჩვენი ნახევარდაცვა და დაცვა ესე აგორავებენ ბურთს, რომ ერთხელაც არ აგდებენ საჯარიმოში. ისეთი გაწბილებული ვაისი აღარ მინახავს. დიახ, გუშინდელმა თამაშმა ჩრ. მაკედონიელებთან თამაში გაგვახსენა ალბათ ყველას. როცა აუცილებელი მოგება გჭირდება ისე ჩანს ხოლმე თითქოს მთავარი მწვრთნელი კი არ კარნახობს თამაშ, არამედ რაღაც უხილავი ძალა, რომელიც ყველას ერთ დონეზე-წაგებაზე განაწყობს ხოლმე. ღმერთმა ქნას და ესპანეთს, რომც მოვუგოთ (სიტყვაზე ვამბობ თორემ) რა აზრიღა აქვს გუშინდელი კოშმარის შემდეგ, როცა ყველაფერი დავკარგეთ: სირცხვილიც და ღირსებაც და რა ვიცი კი რა.

• მწვრთვნელი

ანდორა და ფარერების დონეზეც არ ვართ თორემ! ნახე მაგათი თამაშები და შეადარე მერე ჩვენსას!

• T.q

მეც ეგ ვიფიქრე და განმეორებით რომ ვნახე ეატომღაც განცდა დამრჩა რომ მამარდაშვილი შეძლებდა მაგ ბურთის აღებას.

• T.q

შენ გენაცვალე ნათქვამში. ყელში ამოვიდა ამდენი საყოველთაო უმაქნისობა ერისა და ქვეყნისა სირცხვილია უკვე ბოლოსდაბოლოს ყველას დასაცინებს და შესაბრალისს ვიხდით თავს სამარცხვინოებით და მაჩანჩალებივართ ყველაფერში აი ზუსტად იმიტომ როგორც შენ ჩამოაყალიბე ეხლა. სტატიაც აღარ წამიკითხავს იმიტომ რომ აღარ მინდა უკვე ერთი და იგივე სტატიები და სიტყვები. ამდენი უიმედობა და უიმედო იმედის ქონა რომ მომავალში რამე კარგი მოხდება აღარ მჯერა უკვე როგორც მე ისე ძალიან ბევრ ქართველს და არც არაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ რამენარად უკეთესი მომავალი შევქმნათ.

• სოსო

არ იქნება ცუდი,მაგრამ ჩანაწერები თითქმის არ არის შემორჩენილიო.მაშინ ხომ პირდაპირი რეპორტაჟები გადიოდა და ფირების დეფიციტი იყო.ყველაფერს ,თანაც დიდი ხნით ვერ ინახავდნენ.

• niko

როგორც გუნდს, ასევე მთავარ მწვრთნელს, დიდი გაკვეთილი უნდა მიეღოთ, რომლის შედეგებიც უკვე რამდენიმე დღეში უნდა დავინახოთ... ამ ფრაზით დამთავ რების შემდეგ რა უნდა ილაპარაკოთ? რა დასკვნების გამოტანაზეა საუბარი და რამდენიმე დღეში დანახვაზე როდესაც 30 წელია ერთი და იგივე მეორდება და ეხლა გინდათ ესპანეთამდე თამაშამდე გამოიტანონ დასკვნები? ფიზიკურად ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ აკმაყოფლილებს საერთაშორისო დონეს თვით ის წიტაიშვილიც რომელმაცყველაზე კარგად ითამაშა. ამ ბურთის უკან ღოღიალს უაზროდ და მერე ბურთის სორს უაზრო დარტყმით მოშორება იმის იმედად რომ ქვილითაია წინ არის, თავით ერთი პასი ვერ გააკეთა ვერავინ, ფეხით ხომ ბურთი დაასვეს? აზრზე არ არის არავინ და კვარაცხელიას ლოდიში რომელიც ჯუღელის იმედზე კარად ბრძანდებიდეთ. ამ ჯუღელს და მისნაერებს რომ ვინმე ენდობა დღევანდელ დღეს, როდესაც ყველა აგენტზე გასვლა შეიძლება მაგიტმ არის კარგად საქმე. ეს ყაზაიშვილი კიდევ საკალონდოთ დასაკლავი ბურვაკივით რომ არის მოპუტკუნებული ვერ ხედავენ? კორეის ჩემპიონატში მონაწილეობს ბიჭი რა გინდაო მეტყვიან. რა კორეის ჩემპიონატი? ან მეიჯორ ლიგაში ვერ გაქაჩა ტიმპმა სიმსუქნის და სიზანტის გამო და უფრო უაზრო ლიგაში გადავიდა ვარსკვლავების მოსაწყეტად. ქვილითაია ვერც სიმაღლეს იყენებს და ეს სიმაღლეც ხელს უშლის, სანამ ბურთს მიიღებს, დაამუშავებს მოტრიალდება მოწინააღმედეგეს უკვე ბურთი წართმეული აქვს და აქეთ გვიტევს. სასტარტო სისწრაფე ადამიანს აქვს მინუსებში. ჩაბრაძემ საშინლად ითამაში მუდმივად პოზიციიდან ამოვარდნილი უყო დაცვაში და აგვიანებდა ყველგან. შუა ხაზი ნოლი და ვაგორაოთ ბურთი უკან უაზროდ , იქნებ საკუთარ კარებში გავითანოთ რადგან მეტოქის კარი შორს არის და იქამდე სირბილია საჭირო ... ბარემ აქვე გავითანოთ, და გაიტანეს კიდევაც... სადამდე უნდა იფაფხურონ ფეხბურთელებმა და აფხაკუნონ ფედერაციაში გენიოსებმა? და კიდევ იმას დავამატებ რომ ზუსტად 30 წელი გავიდა ე.წ. "თავისუფლების" მოპოვებიდან - ვერც თავისუფლება მოვიპოვეთ და ვისწავლეთ რას ნიშნავს, ვერც ქვეყანა ავაშენეთ, ვერც ერთობა ვისწავლეთ, და როგორც ეს ქვეყანა ვითარდება ასევეა ყველა სპორტიც რაც არ უნდა მოინდომონ... ეს ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. როგორი არაპროფესიონალიზმიც მთავრობაშია ასევეა ფეხბურთშიც... გაუნათლებელ ფეხბურთელს რომ ენერგეტიკის მინისტრად დანიშნავენ, მერე მერად გადაიყვანენ ...მაქედან იწყება ყველაფერი, საამ კიდევ ქურდული მენტალიტეტი არსებობს და მათი პატივისცემა და გავლენა არაფერი გქმოსწორდება. ეს 30 წელი წყალშია გადაყრილი, მთავრობას მაინც რუსეთზე უჭირავთ თვალი და ნატაშების ნაკლებობას განიცდის საქართველო... ამავე დროს ამერიკის იმედზეც ვართ რომ ფული გვიგზავნონ, მაგრამ ჩვენ ხელი არ უნდა გავაძრიოთ და ცაში ვიყუროთ, თვალთმაქცურად პირჯვარი ვიწეროთ სახალხოთ და სხვიხ იმედზე ვიყოთ... ისენი აგვიშენებენ თავისუფლებას და ქვეყანას და გვასწავლიან როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას სპორტში, თუ სხვა დარგში, მაგრამ ჩვენ არ მოვუსმენთ და ისდევ ამ პატარა ჭიქით და დიდი გულით(ნასტენტარი, ნაშუნტარი გულით თუ ღიპით) ჩვენი დაქცეული, ნაწამები, საკუთარი ხელით ნაჯინგნი ქვეყნის სადღეგრზელოს პირჯვრის ისევ თვალთმაქცური წერით დალევს ყველა .... რედაქცია დაბლოკავთ ალბათ მაგრამ იმედია როგორც ნაკრების ხელმძრვანელობა გამოიტანს ესპანეთამდე დასკვნებს და ფეხბურთის თამაშს ისწავლიან, თქვენც ასევე გამოგატანთ დასკვნას ...:)

• ზუკა

ერთი კარგი აზრი მაქვს, დიბამოს სტადიონზე მინდვრის მაგივრად დავაგოთ ტაბლო და მანდ ჩართონ ძველი დინამოს თამაშები, სტადიონიც გაივსება და ძველ დროსაც გავიხსენებთ და იქნება ამათმა ისწავლონ ღირსება.

• თემური

იმას რატომ არავინ ამბობს ის გოლი იყო თუარა გასაშვები?მემგონი აუღებელი სულაც არ იყო და არ უნდა თქვას ვილიმ ლორია ნომერი პირველი მეკარეაო მითუმეტეს ზუსტად ლორიას გამო წავაგეთ ესპანეთთან ბოლო წუთზე.დასკვნებს გამოიტანს გასაგებია მაგრამ ჩვენი კი დაგვმართეს სანამ ყველას გაცხრილავდნენ.ან მართლა დაწყევლილები ვართ ამდენი წამყვანი ფეხბურთელის არყოფნა ყოველთვის რა უბედურებაა

• ჯუჯი

პირველ ნომრად ვერ ვთამაშობთ. შეტევა ნული.დაცვიდან შეტევაში სწრაფად ვერ გადავდივართ.დროს ბურთის გორებაში ვაცდენთ, მაშინაც კი როცა ვაგებთ.არავითარი კომბინაცია. მოწინააღმდეგის კართან ინერტიულობა.რა ვიცი კიდევ რა….დაბალი კლასი….

• dzeke

თავს ზემოთ ძალა არარის და აბა რაგინდა ქნა)) მანარდა-კაკაბა-ლოჩოშვილი-ხოჭოლავა-გიორბელიძე-კანკავა-მამუჩაშვილი-ზურიკო-წიტა-ჩაკვე-მიქაუტაძე. ეს გუნდი დააყენეოს რა ესპანეთთან

• merabi-1960

ჩხუბის მერე მუშტებს არ იქნევენო, ნათქვამია. ხშირად ვაკრიტიკებთ მწვრთნელს,ეს უნდა ექნა, ის უნდა დაეყენებინა...მთავარს არავინ არ ამბობს. კოზირები ცოტა გვაქვს, ჩვენი წამყვანი ფეხბურთელები კვარაცხელია ტრავმირებულია, ჩაკვეტაძე ფორმაში არაა, ლობჟანიძე თამაშის წინ დაგვაკლდა, კიტეიშვილი თამაშის დროს, შეგვრჩა მარტო წიტაიშვილი. კიდევ ერთი კოზირი გაქრა სახლში თამაშის დროს: ცარიელი ტრიბუნები და... ჩვენი ოცნების ხუხულა დაინგრა. სხვა? რატომ გვიჩნდება ილუზია, რომ მაგალითად მაჩანჩალა კვიპროსის მაჩანჩალა გუნდის ფეხბურთელმა უნდა აჯობოს ტორინოს და ნაპოლის მცველებს, ან ბათუმის ფეხბურთელმა ლაციოს ფეხბურთელს? ძალიან, ძალიან საწყენია ეს ყველაფერი, მით უფრო რომ ფეხბურთის ნიჭი ჩვენში არის,მაგრამ ყველგან, ყველაფერში არაპროფესიონალიზმი...

• გელა

მე პირადად ვისურვებდი, რომ ყველა თამაში ოპტიმალური შემადგენლობით გვეთამაშა, მაგრამ ჩვენ ნაკრებს ტოტალური უიღბლობა აქვს მაგ მხრივ ყველა მნიშვნელოვან თამაშზე გვაკლდება ნახევარი გუნდი ვინც კარგ ფორმაშია ვინც ლიდერია და ვისაც შეუძლია შეტევაში თამაში გამწვავება კაცის მოტყურება პასის მიცემა სისწრაფე ვისაც აქვს ერთი სიტყვით ყველა გვაკლდება. მაკედონიასთანც ასე მოხდა კიტეიშვილი შენგელია კვარაცხელია ჩაკვეტაძე დაგვაკლდა აქაც გუშინ მოსაგები თამაში იყო სატურნირო ფსიქოლოგიური იმიჯური ყველანაირი თვალსაზრისით და წავაგეთ სამარცხვინოთ უშანსოთ, ყველა ვინც კი კარგ ფორმაში იყოო და შეძლო შეტევაში თამაში დაგვაკლდნენ და ვინც მოედანზე გავიდა იმათი ნახევარი ან უპრაქტიკოთ იყო კლუბში ან ტრამვიდან ახალი დაბრუნებული და ასეთი სიტუაცია ,რომ არი მუდმივად ის ნაკრები ვერასდროს ვერაფერს მიაჰწევს შეიძლება დაგაკლდეს 1 კაცი, მაგრამ ნახევარი გუნდი, რომ გაკლია ყველა მნიშვნელოვან თანაშზე ეს რა უღბლობაა. სანიოლთან მე რა პრეტენზია უნდა მქონდეს შემტევი ვინც კი ჰყავდა სკამზე 60 70 წუთდან ყველა შეიყვანა მოედანზე მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ ბურთ დაგვიმალა კოსოვომ.

• *გიორგი

კაშია,კანკავა,ხოჭოლავა,ყაზაიშვილი,კლუბებში თავს იკლავთ და აქ რა გემართებათ?ეროვნულ ნაკრებში ასეთი უსიცოცხლო თამაში როგორ შეგიძლიათ?მაგრამ რაც ქართველი ფეხებზე მკიდია ხალხი ის ნაკრებიც,მივბაძოთ სომხებს

• tngh

ძნელია შეაფასო გუნდის თამაში, როცა სხვა და სხვა მიზეზის გამო 4 საუკეთესო შემტევი ფეხბურთელი გაკლია... მწვრთნელს ფეხბურთელების გარეშე საკუთარი ხედვის განხორციელება უჭირს. სამწუხაროა, დასანანია... კოსოვოსთან წაგება, მაგრამ ფეხბურთი ამით არ მთავრდება.

• დავითი...

უმოტივაციო თამაში,მწვრთნელის მორიგი შეცდომები, შემადგენლობის დაყენებისას და სათამაშო სქემის არჩევისას ეს ყველაფერი გრძელდება დაუსრულებლად და ასე იქნება როგორც ჩანს სულ... მაკედონიასთან წაგებული თამაშის ზუსტი გამეორება იყო... პრინციპულ თამაშებში ხომ ყოველთვის აუცილებლად ვაგებთ,და ერთი და ორი წამყვანი მოთამაშის დაკლებას სულ უარყოფით შედეგამდე მივყავართ...რაღაც ვერ ვიხსენებ როდის იყო ბოლოს პირველი გოლი გაგვეშვა და ის თამაში მოგვეგო...საწყენია მაგრამ ანდორის და ფარერები დონეზე ვდგავართ თითქმის...

• დ

წიტაიშვილს პირველ რიგში სათამაშო განწავლულობა ეწყობოდა, რამდენად კარგად გამოსდიოდა სხვა საქმეა, მაგრამ აშკარად ჭკვიანი ფეხბურთელის შთაბეჭდილება დატოვა, შესაბამისად ის აუცილებლად მიაღწევს მაღალ დონეს. რაც შეეხება მატჩს, ჩავთვალოთ, ვილიმ ეს თამაში ექსპერიმენტად გამოიყენა და იმედია სწორ დასკვნებს გააკეთებს ამა თუ იმ ფეხბურთელთან მიმართებაში და აღარ გააკარებს აწი ნაკრებს. და ბოლოს, ასე მგონია, რომ მამარდაშვილი იმ ბურთს არ გაუშვებდა.

• ბეგო

რა ჭირიც გვჭირს კარგად ვხედავთ ,მაგრამ გამოსავალი თუ იცის ვინმემ,ამ ყველაფრის გამოსწორების კინკრეტული გეგმა და წამალი თუ იცის ვინმემ?! კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს, 30 წელია ერთ წრეზე დავდივართ,გამოდის არაფერი გვეშველება

• გელა

მწვრთნელმა ანალიზი უნდა გაკეთოს და გაცხრილოს ნაკრებიდან ისინი ვინც კაი ხანია უკვე აღარ არიან ნაკრების დონე ფეხბურთელები და კიდევ ერთი თუ საქართველოს ჩემპიონატიდან იძახებ მხოლოდ 1 გუნდიდან არ უნდა გამოიძახო 7 კაცი სხვა გუდნებსაც უნდა მიაქციო ყურადღება საბურთალოშიც არის რამდენიმე კაი ბიჭი ლოკომოტივშიც ესე მხოლოდ ერთი გუნდიდან 7 კაცი ეგ კონკრეტული 1 გუნდის რეკლამას გავს აზაროვი კიბატონო იმსახურებდა მაგრამ აი დანარჩენები ეგ რთული საკთხია კირკიტაძე დარცმელია ლოკომოტივიდან რატო არ უნდა გამოიძახო არ ვიცი გასინჯო ყოველ შემთხვევაში როცა ამდენი უპრაქტიკო ფეხბურთელი გყავს

• მწვრთვნელი

სანიოლი გამოიტანს დასკვნებს ამ თამაშიდან! ვიმეორებ ზუსტად ამ თამაშიდან!!! მისი ასარჩევია ტაკტიკაც და აქედან გამომდინარე "სასტავის" დაყენებაც ყველა მეტოქესთან! ყველა (სანიოლის ჩათვლით) დარწმუნებული იყვნენ, რომ კოსოვოს შეტევებით დაჩაგრავდა ჩვენი ნაკრები, მაგრამ არ გაითვალისწინეს, რომ კოსოვო დიდი ხანია აღარ მიეკუთვნება გიბრალტარის და სანმარინოს დონის გუნდებს და სახიფათოა მათთან გახსნილი თამაში. ჩვენს ჯგუფში თავიდანვე უნდა გვეფიქრა ტაკტიკის არჩევაზე და როგორი ტაქტიკაც იყო შვეციასთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან იგივე უნდა შეგვეთავაზებინა კოსოვოსთვის! ჯერ კიდევ ქეცბაია ამბობდა, რომ უჭირს საქართველოს მოდმივად აწარმოოს შეტევებიო! მაგიტომ იყო ორი მძიმე (ჩამჭრელი) საყრდენი ცენტრში, რომ მოწინააღმდეგეს შეტევა სწრაფად არ განევითარებინა! სანიოლმა უნდა გადახედოს ისტორიას და მას შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ შეასწავლოს ნაკრებს შეტევაში თამაში! ასე, რომ ჯერ თავდაცვაზე უნდა ვივარჯიშოდ კარგად და კონტრშეტევებზე ვისწავლოთ გოლის გატანა (მაგალითად, როგორც ლობჟანიძემ დანიას გაუტანა თბილისში)!

• bs

ასეთი უმოტივაციო ხოხიალით ვერავის მოუგებ! წინა სამ თამაშშიც არ გვყავდა იდეალური შემადგენლობა მაგრამ იბრძოლეს და ითამაშეს, გუშინდელი თამაში კი იყო ფეიკ მაკენდონიელებთან მეორე ტაიმის გამეორება და ზოგადად საზიზღრობა. სამი ფეხბურთელის (პლიუს ლორია) წვალება და სანიოლი ვაისივით გვიანი შეცვლებით! ვაისის დრო მობრუნდა და ზოგაგად არც არსად წასულა ეგ ,,დრო". მაგრად გავს ეს ორო თამში ერთმანეთს, ორივე ასეთ თამაშს ხვიჩამ თავი აარიდა! მასთან ერთად ნაკრებს უშუალოდ თამაშის წინ მაშინ შენგელიამ უგანა, ახლა კი ლობჟანიძემ და ორივე თამაშში კიტეიშვილმა პირველივე წუთებზე დატოვა მოედანი, არადა ორივე თამაში პრინციპული იყო. კოსოვოს და ,,მაკედონიას" ყველგან ტენიან და ჩვენ არავის ვჭირდებით და სამწუხაროდ არც პატივისცემას ვიმსახურებთ (თუნდაც იმის გამო რომ ეს არ არსებული ერის წარმომადგენლები და სინამდვილეში სეპარატისტი ალბანელები ქვეყანაში შემოვუშვით). შეთქმულების თეორიები სისულელე მგონია მაგრამ, აგერ ნახავთ რამდენად უკეთ ითამაშებს იგივე გუნდი შემდეგ ორ თამაშს და მერე გაიხსენეთ რაც აქ წერია

• ჯაბა

კოსოვო თამაშობდა თანამედროვე ფეხბურთს, პასებით, მოძრაობით.ჩვენ - ჩვენებურს, გასული საუკუნის 30-იანი წლებისას, ნახევრად პროფესიონალურს...

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..