ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებები

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებები

საქართველო - კოსოვოს (0:1) მატჩის შემდეგ, გთავაზობთ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებებს:

გიორგი ლორია (6.5) - საქართველოს ნაკრების მეკარემ ერთ ეპიზოდში აშკარა გოლისგან გვიხსნა, არჩათვლილ გოლამდე კი ზედიზედ 2-ჯერ საოცარი რეაქცია გამოავლინა.

გაშვებული ბურთის დროს გიორგის ვერაფერს დავაბრალებთ - იმ მანძილიდან თავით დარტყმულზე რეაგირება ურთულესი საქმეა.

გრიგოლ ჩაბრაძე (5.0) - ბათუმის "დინამოს" მცველმა როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში ვერაფერი გააწყო.

გაშვებული გოლისას, ასევე სხვა ეპიზოდებში, კოსოვოელები მარცხენა ფლანგიდან ძალიან აქტიურობდნენ. ჩაბრაძეს ერთხელ კასტრატი წარმოუდგენლად წამგებიანი სიტუაციიდან გაექცა.

რაც შეეხება შეტევას - გრიგოლს ცდა არ დაუკლია, თუმცა მისი ჩართვების უმეტესობა არაზუსტი გადაცემებით სრულდებოდა. ამავდროულად, მის ფრთაზე მოთამაშე წიტაიშვილსაც ზონების გახსნაში ვერ ეხმარებოდა.

გურამ კაშია (6.5) - საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნს დიდი დატვირთვა ჰქონდა, ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი იტვირთებოდა და გურამს მისი დაზღვევა უწევდა.

კაშიამ რამდენიმე ეპიზოდში თავისი მაღალი კლასი გამოავლინა და მეტოქის იერიშები ჩაშალა. ფაქტია, "სლოვანის" მცველი ჩვენი ნაკრების დაცვას ერთიანსა და სოლიდურს ხდის.

დავით ხოჭოლავა (6.0) - თუკი გოლის ეპიზოდს არ ჩავთვლით, ხოჭოლავა ცუდად არ გამოიყურებოდა. მასაც, კაშიას მსგავსად, სამუშაო გაზრდილი ჰქონდა, რაც ისევ ფლანგურ იერიშებს უკავშირდებოდა.

ხოჭოლავამ ერთ ეპიზოდში ვარდნით აშკარად საგოლე სიტუაციისგან გვიხსნა.

ირაკლი აზაროვი (5.5) - ბათუმის "დინამოს" მცველის ფლანგი საპირისპიროზე დამაჯერებელი და აქტიური იყო, თუმცა ირაკლისგან უფრო მეტს ველით.

შეტევების დროს, აზაროვს მოძრაობა აკლდა, მოწინააღმდეგეებზე გაცდენას, უფრო მეტად, ადგილიდან ცდილობდა, რის გამოც საკუთარი სისწრაფის პლუსებს სათანადოდ ვერ იყენებდა.

აზაროვს დაცვით ფაზაში კარგად აზღვევდნენ, მათ შორის კაპიტანი კანკავაც, მაგრამ ირაკლის შეცდომები როგორც პოზიციურად, ასევე ტექნიკურად ჰქონდა.

ჯაბა კანკავა (7.0) - კაპიტანი ტრადიციულად, ბევრს იბრძოდა, ცდილობდა მოწინააღმდეგისთვის თავისუფალი ზონები გადაეკეტა, ამავდროულად კი ორთაბრძოლებში მათ ტოლს არ უდებდა.

ჯაბამ ერთ ეპიზოდში, ლორიას მოგერიების შემდეგ, ბურთი დაბლოკა და მეტოქეს კარში დარტყმის საშუალება აღარ მისცა.

კაპიტნის ასეთი თამაშის დროს, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, მის გვერდით მყოფი ნახევარმცველები თამაშს როგორ გაამწვავებდნენ, ოთარ კიტეიშვილის ნაადრევმა გასვლამ კი ამ მხრივ სერიოზული პრობლემები შექმნა.

გიორგი აბურჯანია (5.5) - გიორგი აზრიანი ფეხბურთელია, რომელსაც ბურთი კარგად ამოაქვს და კარგი პასიც ეხერხება, თუმცა 2 სექტემბერს მისი თამაში იდეალურისგან შორს იყო და ეს გასაკვირი არცაა - მას საკმაოდ დიდი დრო გაუცდა.

აბურჯანიას ცდა ნამდვილად არ დაუკლია, თუმცა არსებულ ვითარებაში ნახევარდაცვას სათანადო მობილურობა და სიმწვავე ვერ შესძინა.

გიორგი წიტაიშვილი (7.0) - საქართველოს ნაკრების დებიუტანტს დიდი ჟინი და მოტივაცია ეტყობოდა, მოწინააღმდეგის მცველები მუდმივად დაძაბულობაში ჰყავდა. სიჩქარისა და ტექნიკური არსენალის ხარჯზე, გიორგი კოსოვოელები აიძულებდა, მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაერღვიათ.

რაც გიორგის თამაშს აკლდა, მეტი პროდუქტიულობა (თუნდაც უდრო ზუსტი პასები) იყო, თუმცა ეს მხოლოდ მასზე დამოკიდებული ვერ იქნებოდა.

ვაკო ყაზაიშვილი (5.0) - ვაკომ სანიოლთან მხოლოდ ერთი ვარჯიშის ჩატარება მოასწრო და გარკვეული შეთამაშების პრობლემაც არსებობდა. მას საკმაოდ დიდი გზის გამოვლა უწევს, რაც პანდემიურ პერიოდში დამატებით სირთულეებთან დაკავაშირებული.

მოკლედ რომ ვთქვათ, ყაზაიშვილის იმის აჩრდილი იყო, რასაც მას "ულსანში" ვხედავთ - ვერ გაამწვავა თამაში, არ გამოუყენებია თავისი საფირმო კოზირები, თუნდაც შორეული დარტყმა, რომელიც ამინდიდან გამომდინარე, უფრო მეტი ხიფათის შემცველი იქნებოდა.

გიორგი ქვილითაია (5.5) - როცა "აპოელის" ფორვარდი მოედანზეა, თამაში ძირითადად ამ სცენარით მიდის - შეტევა მისი მეშვეობით უნდა განვითარდეს.

გიორგი არაერთ ორთაბრძოლაში შევიდა, ფლანგზე გადმოსვლა და ბურთის წაღება სცადა, ერთხელ მაგრად იბრძოლა და 2 მცველს არ შეუშინდა, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტი დაბალი იყო.

ქვილითაია უმეტესად ბურთს კარიდან ზურგით იღებს, თვითონ ხიფათის შემქმნა უჭირს, მის მოგებულ ორთაბრძოლებს კი განსაკუთრებული არაფერი მოჰყოლია.

ჯაბა ჯიღაური (5.5) - გამოცდილი ნახევარმცველი თამაშში მოულოდნელად ჩაერთო. ჯაბამ შეტევის გაძლიერება არაერთხელ სცადა, კარშიც დაარტყა და შეხვედრის გადასარჩენად გული და სულიც ჩადო... თუმცა...

გიორგი მიქაუტაძე (5.5) - საქართველოს ნაკრების ახალბედა ფორვარდისთვის, შეხვედრის მიმდინარეობიდან გამომდინარე, თამაშში ჩართვა იოლი არ ყოფილა. მას ბევრი შანსი არ ჰქონია - ერთხელ კარში დაარტყა, ერთხელაც მისი მცდელობა მცველებმა დაბლოკეს - მიქაუტაძეს ნამდვილად აქვს ფორვარდის უნარების, ბურთს იღებს და მაშინვე გამწვავებას და გოლის გატანას ფიქრობს.

გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი - მათ ბევრი დრო არ მისცემიათ. საქართველოს ნაკრები გათანაბრებას ცდილობდა და სიჩქარეში ქაოსური ელემენტებიც მრავლად იყო. ჩვენ ამ ფეხბურთელებისგან გაცილებით მეტი გვახსოვს და მომავალშიც ველით. მთავარია, ჩაკვეტაძის ტრავმიანობა წარსულს ჩაბარდეს.

ოთარ კიტეიშვილი - სამწუხაროდ, ოთარი მატჩის დასაწყისშივე, ტრავმის გამო შეცვალეს.

ვილი სანიოლი (5.0) - ეს ფრანგი სპეციალისტის დღე ნამდვილად არ იყო - მან შემადგენლობა მეტ-ნაკლებად სწორად შეარჩია, თუმცა რამდენიმე მათგანმა მოლოდინები ვერ გაუმართლა.

ფრანგმა სპეციალისტმა მეორე ტაიმში სიტუაციის რადიკალურად შეცვლა ვერც ცვლილებებით და ვერც ტაქტიკურად შეძლო.

მთავარი მწვრთნელი გამოცდილ ვიზავისთან დაიჩაგრა - მისგან განსხვავებით, წარმატების გასაღებს ვერ მიაგნო და ვერც საპასუხო დაუპირისპირა.

ვინც კარგ ფორმაში იყო, ჩვენი ნაკრების დახმარება ვერ შეძლო - სანიოლისთვის ეს სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა.

• დჭ

ისევ ფეხბურთელებისკენ იხრებით აბურჯანიას 5.5 უწერია სანიოლის 3 სულ მწვრთნელები რატო არიან დნაშავეები.მუდმივად ერიდებით ამ ვითომ ფეხბურთელების კრიტიკას როგორი უთამაშებელიც არ უნდა იყოს აბურჯანია 10 დან 8 არასწორი პასი გააკეთა სანიოლის ბრალია? ზუსტად რომ მუდმივად ფეხბურთელებზე ხელის დაფარებამ მიგვიყვანა ამ დონემდე!რო გაიძახით თავის შესაძლებლობები ამოწურესო თქვით ვინ ამოწურა!რამდენი თამაში უნდა წააგონ?! ,,

• tEMO

11-ტი ფეხბურთელიდან 8 ტყულა დადიოდა სტადიონზე,ამათ არაფერი არ ადარდებთ,ესენი სასწრაფოდ უნდა ჩაანაცვლო 16-17 წლის ბიჭებით,სათამაშო პრაქტიკას მიიღებენ და 4 წელიწადში შედეგსაც დადებენ.სანიოლი გასაგდებია აზრზე არ არის.ყველა წვრთნელი ვერ იქნება.რატო უხდით მილიონებს კაცს რომელსაც 1 თამაშიც კი არ მოუგიაა????????

• ქომაგი

მწვრთნელი რომელიც ქვილითაიას ძირითადში,კიტეიშვილს ფლანგზე დააყენებს,ხოლო ჯიღაურს და დაუშვილს ნაკრებში დაუძახებს გასაშვებია.

• დათო სიმართლე

ფ ა რ ა ... ბეეეეეეე

• შეფასებები

ზედმეტად მაღალი შეფასებებია. ლორია 6 ჩაბრაძე 4 კაშია 5.5 ხოჭოლავა 5 აზაროვი 5 კანკავა 5.5 აბურჯანია 4 კიტეიშვილი 6 ჯიღაური 4.5 ყაზაიშვილი 3.5 ქვილითაია 4 მიქაუტაძე 5 სანიოლი 3

• 888

საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ ჩაკუკა.

• las

მიქაუტაძისგან კარგი ფეხბურთელი დადგება, ერყობა უკრაინული სკოლა, იცის სად რა უნდა იმოქმედოს, მოკლედ თანამედროვე სწორი ფეხბურთის თამასი აქვს ნასწავლი. მიქაუტაძეს ევროპული აზროვნების მოთამაშეა, როცა მიეცა საშუალება მაშინვე დაარყა კარში, რათქმაუნდა ძირითადში უნდა დაეწყო. კაშია პროფესიონალი, ჩაკვეზე ვერაფერს ვიტყვი არ მიეცა თამაშის საშუალება. დანარჩენი რა გითხრათ ჯართში არიან ჩასაბარებელი. (კანკავას გარდა) საერთოდ აზრზე არ არიან, უბრალოდ ფეხბურთის თამაში არ ესმით. ეზოს დონეა

• Milani

Kosovoze ratom unda mogvego aucileblad ar mesmis

• ამათ

კაპაროსი კი არა,მამაზეციერიც კი ვერ უშველის!!!

• კახა ქ.

მე ერთუ რამ მიკვირს,რატომ უნსა მოეგოთ აუცილებლად,რითი ჯობიან კოსოვოს,ერთი ეს განაგებინა.ნახეთ სად თამაშობენ იმათი ფეხბურთელები და სად ჩვენი.

• Miro

ყაზაიშვილს რატო იცავთ ასე??რაის შეთამაშების პრობლემა ტიპი 10 წელია ლამის ნაკრებშია..ოქრიაშვილის მსგავსად მანაც ამოწურა თავის რესურსი ნაკრებში..ქვილითაიაზე ლაპარაკიც აღარაა..

• ქ. გ.

ესპანეთს თუ მოუგებენ, ყველას ათიანები დაუწერეთ! :)

ამდენი უვარგისის შეკრებასაც ვაჟკაცობა უნდა

• ნოდარი

მორენოს ნაცლად ენრიკე აპირებს, რომ ძირითადში ჩასვას პედრი გონსალესი. მაგარ ფორმაში ყოფილა გონსალესი და კარგად პედრავს თურმე ჩვენი დონის ნაკრებებს. განსაკუთრებით ძლიერი ყოფილა მეტოქის ზუსრგს უკან ბურის ჩაწოდების და თამაშგარეს დროს. ამიტომ, დიდი სიფრთხილე მართებს მეკარეს, მცველებს და სხვა პოზიციის მოთამაშეებსაც.

• Martali

Ragac imedi momeca rac sanioli movida nakrebshi magram Kosovovostan damtkicda tu risi maqnisebi vart... Chakvetadzes da mikautadzes bolo 10 cuts Rom atamasheb da vakos da kvilitaias titqmis mteli tamashi AI mashin yopila chveni saqme kargad

• ლიკა

ამოვიდა ყელში ამათი უაზრო თამაშის ყურება

• საქართველოს ნაკრების ჭირისუფალი

ჩაბრაძე-4.0. ქვილითაია 4.5. ყაზაიშვილი 4.5 აბურჯანია 4.5.

• მენტალისტი

ძვირფასო ჟურნალისტებო, ნახეთ ასეთი კატასტროფული თამაშის შემდეგ როგორ აკრიტიკებენ ევროპელი ჟურნალისტები თავიანთ ფეხბურთელებს. ამ სტატიაში კრიტიკაზე მეტი ქებაა. ხოჭოლავას 100% დამსახურებით გაგვიტანეს გოლი და 6.0 დაუწერეთ და არანაირი კრიტიკა, ან კანკავამ რა გააკეთა 7.0 ის? ჩაბრაძე აზაროვზე არაფერს ვამბობ საერთოდ, დახვაში ძალიან სუსტები არიან. ასე ჩვენ შორს ვერ გავფრინდებით.

• Semi

ძალიან სასაცილოები ხართ ეს ვითომ მაგარი მცოდნე ფულშემატკივარი. ვილი სანიოლი მიუხენის ბაიერნის ერთერთი ლეგენდაა, უმაღლეს დონეზე აქვს ფეხბურთი ნათამაშები, უმაღლესი დონის მწვრთნელებთან ნამუშევარი და თქვენ ასწავლით ჭკუას ? ფეხბურთი მარტო ტელევიზორიდან რომ გაქვთ ნანახი?. თქვენი და ვაი ჯურნალისტების გაგდებულია ნაკრებიდან ვაისი, ზიბზიბაძის არ გამოძახებას გადააყოლეთ. და ეროვნული ჩემპიონატიდან არ იძახებს ფეხბურთელებსო. აჰა ხო გამოაძახებინეთ სანიოლს გასაყიდ "საქონელზე" ფასის ასაწევად.

• svano magarski

ჯიღაური კარგია მთაში, ცხვართან, ხინკალთან და ჟიპიტაურთან, ფეხბურთი მაგის საქმე არააა. დანარჩენები სასწრაფოდ ფეხბურთის სანაგვეზე, რადგან წამლავენ საფეხბურტო ატმოსფეროს...კობიაშვილი, მუჯირი, იაშვილი სექსუალური მანიაკი სპილოს გალიაში...

• ა

გიორგებელიძე უნდა დაეყენებინა ჩაბრაძის ნაცვლად

• ვანჩოპე

ფაქტია რომ საქართველოს ნაკრები (ჯოკერის ტერმინი რომ გამოვიყენოთ) გაიხიშტა!!! ველოდებით შემდგომ დარიგებას. იქნებ მომდრვნო პულკაში მაინც გავიდეთ პრემიაზე)))

• *გიორგი

ხოაკინ კაპაროსი დავნიშნოთ მწვრთნელად და გაგვიყვანს მსოფლიოზე

• პროფესტო

ქვილითაიას 0 უნდა დაუწეროთ, საერთოდ რატომ არის ნაკრებში? სინდისი არ აქვს?

• მეგრელი

უჟილკო, უთავმოყვარო გუნდი

• zura

ცუდად მოთამაშეებს თან ვითომ აკრიტიკებთ და თან ვერც აკრიტიკებთ, რარაც წარსულ დამსახურებებს უხსენებთ ბევრი შეულიათო და თითქოს ბოდიშს უხდით აი კი გაკრიტიკებ მაგრამ ძალიან არაო და არ გეწყინოსო...

• გრაფი

ამის მერე კიდევ დიდი ამბიციები გაქვთ? ამის მერე კიდევ მეკამათებით რომ საქართველოს ნაკრებმა თამაში იცის? ამის მერე როგორ უნდა მოგიბრუნდეთ ენა და საქართველოს ნაკრებზე უნდა თქვათ, ძაან მაგრები ვართო. გიბრალტარიც კი ჩვენ გვჯობია,რომელ კოსოვოზეა ლაპარაკი?

• ლევანი

წლის ბოლომდე სანიოლი თუ გაძლებს მაგარი ყოფილა ძალიან. ალბათ საახალწლოდ უკვე გაქცეული იქნება სამშობლოში, ეს სად მოვხვდი და რა მრჯიდაო

• სვარკიჩა

ჯიღაური არსად დაგეკარგოთ ეგ თუ ნაკრების დონისაა მე ამერიკის პრეზიდენტი ვარ

• გულშემატკივარი

ესპანეთთან რო უკეთესად ითამაშებენ მერე შენ იპროფესორე....

• ქართველი

ძალიან სამწუხაროა, რომ დაახლოებით ჩვენი დონის ყველა ნაკრებთან წავაგეთ. ეს ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიურად არ არიან მდგრადი ჩვენი ფეხბურთელები, ამას ემატება საერთაშორისო დონეზე შედარებით ნაკლები გამოცდილება და აქედან გამომდინარე შედარებით ნაკლები პროფესიონალიზმი(ყველას არ ეხება). ამას ემატება კიდევ ქრონიკული ტრავმიანობა თუ შესაძლოა კიდევ გარკვეული მანიპულაციები რომლებიც საშუალებას არ გვაძლევს თუნდაც გადამწყვეტ მომენტში შევკრიბოთ უძლიერესი შემადგენლობა. ლოგიკას რომ გავყვეთ საბოლოო ჯამში მივალთ იქამდე, რომ ყველასთვის უპირველეს მიზანს არ წარმოადგენს ნაკრების წარმატება, აი ეს კი ნიშნავს იმას, რომ პატრიოტიზმში მოვიკოჭლებთ და ჩემი აზრით ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა. პატრიოტიზმის პრობლემა არის არა მარტო ფეხბურთელებში არამედ მთლიანად საფეხბურთო წრეში ვისაც ქართული ფეხბურთის ბედი აბარია. ერთნაირი კლასის და შესაძლებლობების შემთხვევაში იგებს ის ვისაც უფრო მეტად უნდა მოგება და მოიგო კიდეც. სამწუხაროა ძალიან.

• რომა

ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა..... მომავლის გუნდის მშენებლობა თუ გვინდა მამარდა სკამზე ჯდომით ვერ გაიზრდება! კარებში მამარდაშვილი-აზაროვი ჩაბრაძე ლოჩოშვილი დვალი- ნინუა კიტეიშვილი-წიტაიშვილი ჩაკვეტაძე კვარაცხელია- წინ მიქაუტაძე. ყველა თამაში ეს შემადფენლობა უნდა დადგეს თუ ვინმე სხვაც გამოჩნდება ახალგაზრდა ამ რომელიმეზე უკეთესი ჩაანაცვლონ ნინუაც მალე შევა ფორმაში ჯარიმის მაგისნაირად დამრტყმელი არც გვყავს სხვა არავინ... დანარჩენებს კიდევ კაშოს კანკავას და სხვებს დიდი მადლობა ბიჭებს მაგრამ ახალი გუნდი უნდა დავაყენოთ კარგი მწვრთნელით რომ წაგებიდან სწორი დასკვნა გამოიტანონ და ბიჭებს შეცდომები გაანალიზებინონ და მათ გამოსწორებაზე იმუშაოს.... ამ ბიჭებს ყველაზე მეტად უნდა შეთამაშება და ერთად დიდი ხნით ყოფნა ეს გუნდი იტყვის თავის სიტყვას

• ტოტტი

სამ სამი მოსაკლები აქვთ ანუ 7 შეფასებული 4 უნდა იყოს 5.5 შეფასებული 2.5 ეგ არის რეალობა

• me

კანკავას 7.0 კი არა 10.0 უნდა დაგეწერათ ისე ქონდა გადაკეტილი ცენტრის ზონა ერთი კონტრშეტევა არ გამოპარვია.კიდევ, ნაკრები გასვლაზე უკვეთესად კი არა ანტიფეხბურთს თამაშობს და ძლიერი მეტოქისთვის ფეხბურთის თამაშის ხელის შეშლა მეტ ნაკლებად უფრო ეხერხება.

• Ნიკა

ნუ პროფესორობ თუ ძმა ხარ. :)))

• გულშემატკივარი

შეიძლება ბევრმა არ აღიაროს , მაგრამ გოლის დროს კაშიამ დატოვა თავისი ზონა და ხოჭოლავამ ვერ მოასწრო დაზღვრვა. მე კაშიას ბრალეულობას უფრო ვხედავ ამ გოლში... სანამ ერთ ამბავს ატეხთ კიდე ერთხელ უყურეთ და შემდეგ გამამტყუნეთ.. აი საერთო სიტუაცია კი ასეთია ნაკრები გასვლაზე უფრო უკეთ თამაშობს ვიდრე სახლში.. ხინკალი, ძმა ბიჭები, და ნათესავებთან მოლხენა ცუდ გავლენას ახდენს თამაშზე დაგამოუძინებელ ადამიანზე.. სულ ეს იყო..

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?