ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რა უნდა შევცვალოთ ესპანეთში?! - სავარაუდო შემადგენლობა

რა უნდა შევცვალოთ ესპანეთში?! - სავარაუდო შემადგენლობა

საქართველოს ნაკრები ესპანეთში სათამაშოდ ყველაზე ცუდ ფონზე ჩავიდა, ვიდრე შეიძლება წარმოგვედგინა - ლიდერების დანაკლისი, მარცხის გამო დამძიმებული ფსიქოლოგიური მდგომარეობა და გასულ ტურში წაგებით უფრო მეტად მოტივირებული "ფურია როხა"...

ფეხბურთში უამრავი მოულოდნელობა გვინახავს, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, ამიტომ ოპტიმიზმი უნდა შევინარჩუნოთ. მითუმეტეს, ესპანეთის ნაკრები დაგვიმარცხებია, უშანსოდ კი ფაქტობრივად არასდროს გვითამაშია, მითუმეტეს რამდენიმე თვის წინ, თბილისში...

"ჯვაროსნები" დღეს ხვიჩა კვარაცხელიასა და ოთარ კიტეიშვილის გარეშე ითამაშებენ. ისინი მარტის შეხვედრაში მართლაც გამორჩეულები იყვნენ. ხვიჩამ მოწინააღმდეგის ორი მცველი მატჩის დასაწყისშივე გააფრთხილებინა და ამით მათი თამაში მნიშვნელოვნად დაასუსტა, საგოლე ეპიზოდიც ხსენებულმა ფეხბურთელებმა დააგვირგვინეს.

დღეს წარმატებას რის ხარჯზე უნდა მივაღწიოთ?! - პირველ რიგში, ემოციური მდგომარეობა უნდა გავიუმჯებოსეთ. თამამად ვეცადოთ, მოწინააღმდეგეს ჩვენი ძლიერი მხარეები შევთავაზოთ და მხოლოდ თავის დაცვაზე არ ვიყოთ ორიენტირებულნი. გარკვეული ცვლილებები შემადგენლობაშიც აუცილებლად იქნება. კოსოვოსთან ბათუმური შეხვედრა მთლიანად ჩავაგდეთ - ყველაფერი ამის აღიარებითა და გააზრებით უნდა დაიწყოს!

გიორგი ლორია - საქართველოს ნაკრების კიპერმა კოსოვოს წინააღმდეგ ისე ითამაშა, სანიოლოს სიტყვები სრულად გაამართლა - პირველი ნომერია და მისი შეცვლის აუცილებლობა არ დგასო.

ლორიას ესპანელებთან თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და მისი არაერთი დასამახსოვრებელი სეივიც გვახსოვს - 2012 წელს სოლდადოს გოლით რომ დავმარცხდით, იმ მატჩი ტრიბუნები გიორგის გვარს სკანდირებდა.

ოთარ კაკაბაძე - ოთარს სათამაშო პრაქტიკა ესპანელთა წინააღმდეგ მარტის თამაშზეც აკლდა, მაგრამ მშვენივრად იასპარეზა - საგოლე ეპიზოდს საფუძველი სწორედ მისმა გარღვევამ ჩაუყარა. არ დაგვავიწყდეს, რომ ესპანელებს მარცხენა ფლანგზე ამ პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხორდი ალბა ჰყავთ და ოთარს მის ნეიტრალიზებაზე ფიქრიც მოუწევს.

გურამ კაშია - ამ ნაკრებებს შორის წინა მატჩში "ჯვაროსნების" ვიცე-კაპიტანი ტრადიციულად შესამჩნევი ფიგურა იყო და თანაგუნდელებს ბრძოლის მაგალითიც აჩვენა. გურამისგან ახლაც მსგავსი მოლოდინებია...

დავით ხოჭოლავა - "კოპენჰაგენის" მცველს კოსოვოს წინააღმდეგ ერთ ეპიზოდში არ გაუმართლა, ისე კი კარგ ფორმაშია. დათას თუ თამაში მისდის, მასთან მეტოქეობა რთული საქმეა.

გურამ გიორბელიძე - გასაგებია, სათამაშო პრაქტიკა ამ დონის მეტოქესთან პატარა მნიშვნელობის არაა, მაგრამ გურამი რამდენიმე დღეა ნაკრებთან ერთადაა და სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს გააკეთებდა, შეხვედრას მაქსიმალურად ოპტიმალურ ფორმაში რომ შეხვდეს.

გიორბელიძის აქტიური ჩართვები უმნიშვნელოვანესი იქნება - "ფურია როხამ" ჩვენი ძალა უნდა იგრძნოს და ვერ გაგვითამამდეს.

ჯაბა კანკავა - კაპიტანი, ულატრნატივიდ, ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნება და მისი ბრძოლისუნარიანობის გვეიმედება - მასპინძელთა მძლავრ ნახევარდაცვას არაფერი უნდა დაუთმოს!

გიორგი აბურჯანია - გიორგი ახლადმომჯობიმებულია და კოსოვოსთან მატჩში სათანადოდ ვერ გამოიყურებოდა, თუმცა მას ესპანელთა წინააღმდეგ ისევ ძირითად

შემადგენლობაში ველით. "ჟილ ვისენტეს" ნახევარმცველს შეუძლია დაცვასა და ნახევარდაცვას შორის ისე იმოქმედოს, რომ დიდი უფსკრული არ გაჩნდეს.

გიორგი წიტაიშვილი - რა თქმა უნდა, კოსოვოს ნაკრებს დღევანდელ მეტოქესთან საზომად ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ გიორგიმ დაამტკიცა, რომ ის არ ერიდება მოწინააღმდეგეებს და ცდილობს მათ დრიბლინგებით გაუმკლავდეს. ხვიჩა კვარაცხელიამ დაგვარწმუნა, რომ ესპანელ მცველებთანაც სისწრაფის ხარჯზე უპირატესობის მოპოვება შესაძლებელია.

წიტაიშვილს ახლა დაცვით ფაზაში ბევრად მეტის გაკეთება დასჭირდება. ხორდი ალბას ფაქტორი უმნიშვნელოვანესია. საბა ლობჟანიძემ, რომელიც დღეს ბოლომდე მზად არაა ესპანელთა წინააღმდეგ გავიდეს, ეს მისია მაქსიმალურად ნაყოფიერად შეასრულა.

გიორგი ჩაკვეტაძე - სანიოლისგანაც მოვისმინეთ და "გენტის" მატჩებშიც ამას ვხედავთ - ჩაკვეტაძე ჯერ მზად არაა, რომ 90 წუთი ითამაშოს. თუმცა, ახლა "ჯვაროსნებში" სერიოზული საკადრო დანაკლისია, მითუმეტეს შემქმნელი მოთამაშეების. გუნდი კოსოვოსთან ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. იქნებ ეს გიორგისთვის შანსი იყოს, რათა დაამტკიცოს რომ დაბრუნდა და ჩვენი გახარება ძველებურად შეუძლია! "ესტადიო ნუევო ვივეროზე" ჩაკვეტაძემ უნდა შეგვახსენოს, რომ ერთ დროს ნაკრების უპირობო ლიდერი იყო.

ჯაბა ჯიღაური - ბათუმის "დინამოს" გამოცდილი ნახევარმცველი მოედანზე ტრადიციულად, ბოლომდე იხარჯება. ეს კოსოვოს წონააღმდეგაც გამოჩნდა.

ესპანეთთან იატორიულ მატჩში, ჯაბამ ოქრიაშვილის გამარჯვების გოლში დიდი როლი შეასრულა - სიტუაციაში კარგად გაერკვა და შეტევა მშვენივრად გააგრძელა.

მარტის დაპირისპირებაში მარჯვენა ფლანგიდან "ფურია როხას" ბევრი პრობლემები შევქმენით. ახლა იქ გამოცდილი სესარ ასპილიკუეტა დაბრუნდა.

ამ პოზიციაზე კიდევ ერთი ალტერნატივა ზურიკო დავითაშვილია, რომელსაც გარკვეული დრო აუცილებლად მიეცემა.

გიორგი მიქაუტაძე - "სერენის" ფორვარდმა კოსოვოს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი ეპიზოდის შემთხვევაში კარში დარტყმაზე ფიქრობს. ის მოძრავია და თავის შანსს მხოლოდ მეორე სართულზე არ ეძებს.

მიქაუტაძეს დღეს დიდი გამოცდა ექნება და "ჟორჟის" მონდომება გვაფიქრებინებს იმას, რომ მის წარმატებით გადასაჭრელად ყველაფერს გაიღებს.

• რომა

დაიდო დავარაუდო შემადგენლობები და უკვე დავკარგე თამაშის ყურების ხალისი...... რა არის მსოფლიო თასის ფინალია? 10 მცველი და 1 წინ გადაგდებული სწრაფი ფეხბურთელი. წადი ვილი წადი მონახე რამე გასართობი ჩვენს ნერვებზე ნუ თამაშობ. ძარიაა თუ ზარიაა პირველად დაუძახა ნაკრებში და ესპანეთან გაყავს ვილის გული ქონია მიმიქარავს გუარდიოლა

• მენტალური მომზადების ცენტრი

შესაცვლელი ბევრია, მაგრამ ჯერ ფეხბურთელებს გააგებინეთ, რომ მენტალური მომზადება და ფსიქოლოგიური მომზადება ერთი და იგივე არ არის!

• ზურა222

იქნება ჯობდა საერთოდ არ წასულივნენ და არ ეთამაშათ ? კორონა მოემიზეზებნათ ან სხვა რამე ! და 0-3 წაგებას ჩაგვითვლიდნენ და ეს უკეთესია ვიდრე ანტი რეკორდს დავამყარებთ და 0-6 ან 1-7 წავაგებთ (როგორც მახსოვს ჩვენი ანტი რეკორდი 1-6 წაგებაა)

• დევკალიონი

გაიხარე მაგრა ვიხალისე კომენტარზე )))

• ბექა

მამარდაშვილმა ვალენსიასთან ერთად ჩემპიონატი და თასი უნდა მოიგოს, რომ ნაკრებში კარში დააყენონ?! თუ დიდხანს მეძინა წუხელ და კვიპროსის ჩემპიონატი ესპანეთს უჯოკრავს უკვე?!

• უსეინ ბოლტი

ქვილითაიას საკაიფო რივოკი აქ

• თვით პარუნაშვილი

ვინ პარუნაშვილი ნათესავია შენი???

• კაბუ

წიტაიშვილს რომ ვთხოვო წვერი შეისწოროს არა? ძაან დაღესტან-ჩეჩნეთია, და ეს გოუმურ-დეკოლტე მაისურები "ლილო" თუ მეორადია?

• irakli

მამარდაშვილი, ლოჩოშვილი, ხოჭოლავა, აზაროვი, კაკაბაძე, კანკავა, აბურჯანია,წიტაიშვილი,ჩაკვეტაძე, ლობჟანიძე,მიქაუტაძე

• ჯუჯი

ნაკრების თამაშამდე დღეებს და წუთებს ვითვლიდი. პირველადაა რომ დიდი ინტერესი არა მაქვს.

• ATP 16

რა უნდა ქნას და პირველ რიგში დასვას სკამზე ქვილითაიაა !!! მართო თავის დახვედრებით ვის უნდა მოუგოს პოზიცია ? სისწრაფე მაგას არა აქვს , ნებისმიერი ესპანელი მცველი ფორას მისცემს 10 მეტრს ! ათამაშე მიქაუტაძეე , ნუ აწვალებთ სკამზე ჯდომით და არ გბაფიქრებინოთ რომ სანიოლსაც წაამტვრიეს ფრთები . მოგება უნდა ესპანეთს და კონტრშეტვაზე ქვილითაიათი აპირებთ შეტევას ?

• მენტალისტი-ს

სულერთი არ არის. რომელსაც დააყენებს ის შერცხვება.

• ბალეშიკა

მარცხს ვართ შეგუებულები ამას წყალი არ გაუვა

• კ ო მ ბ ლ ე

ქვილიტაია დააყენონ კარში, დაცვასაც მიხედავს, ნახევარ დაცვასაც და გოლსაც გაიტანს, თან არა ერთს.. აბა ვნახოთ თუ არა. თქვენ ქვილითაიას ნუ ეხუუმრებით, მაგარ ფორმაშია, ამბობენ ყოველდღე მეტროდან სახლამდე ფეხით დადისო..

• ირაკლი

სანამ ესპანეთთან რამის შეცვლაზე ვისაუბრებთ, მანამდე მგონია საქართველოში, ქართულ ფეხბურთშია ბევრი რამ შესაცვლელი.

• გიორგის

არაფერს ვერჩი, მაგრამ ჩემი თვალით ზუსტად ეგრე ჩანს. ანალოგიურად ვფიქრობ დავითაშვილზეც.არ მსიამოვნებს ნამდვილად ამის თქმა, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ილუზიებში ყოფნა სრულიად უაზროა ყველასთვის

• მიდი გელა!

კანკავა მართლა სრული ნულია

• mmm

მკვდარივით სიარულს მოედანზე, ჯობია საერთოდ არ გავიდნენ სათამაშოდ

• Master

ავტორ გამორიცხულია ჩაკვეტაძე ძირითადში დააყენონ.უფრო საბას ათამაშებს.ჯიღაურის მაგიერაც ალთუნაშვილი ან მამაჩაშვილია მოსქლოდნელი.გარდა ამისა დიდი ალნათობით სამი ცენტრალური მცველით ვითამაშებთ,როგორც ჰოლანდიასთან რადგან ფლანგის მცველებს ზოგს პრაქტიკა არ აქვს,ზოგს კლასი აკლია და ამ დონის მეტოქესთან,რომლისთვისავ ვერ მოგება კატასტროფის ტოლფასია,ძალიან დიდია განადგურების ალბათობა.

• გიორგი

მე აბურჯანიას კარგი თამაში არ მინახია და ვთვლი, რომ ის სანაკრებო კაცი არ არის. და საერთოდაც, ბევრი ფეხბურთელის თამაში ჩვენს ნაკრებში კრიტიკას ვერ უძლებს

• ბაჩი

დამშვიდდი რა თუ ძმა ხარ რაა!!......

• ბაჩი

ვინ არის კობის ნათლული?

• ლევანი

ესპანეთს თუ უნდა,რამდენი გოლიც უნდა იმდენს გაიტანს. როცა ქვეყანა არ არსებობს,სახელმწიფოს პატრონი არ ყავს,ფეხბურთზე პრეტენზია ნამდვილად არ უნდა ქონდეს.

• 150-ს

ყველა მაგის ნათლულია, იმიტომაც არის ნათლიმამა....

• გივი

ვინ არის კობიაშვილის თანლული?

• 150-ის მძღოლი

ბარემ ისიც დაწერეთ, ეს ნათლული ვინაა

• emigranti

კობიაშვილიც ნაკრებთან ერთად ყიფილა,გამოდის რომ თავის ნათლულს ისევ ძირითადში ათამაშებენ,,

• zaza

კარგად არიან ჩვენთან ორით ნოლს მოგვიგებენ მეტს არა.არასდროს არ გაუფარჩაკებივართ თორე აგერ უკრაინას და გერმანიას რა უქნეს ხო ნახეთ.

• Semi

დამავიწყდა წინა კომენტარში მეთქვა კიდევ, ხო ლანძღეთ ჯანო და ოქრი, ხოდა არ არიან ნაკრებში და ერთი პასის გამკეთებელი არაა არავინ. რა მოგწონთ ამ კანკავას ჩეხვა ფეხბურთის ვერ გავიგე, ყველა პასს უკან აკეთებს.

• ჯანო.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენს ნაკრებს წარმატებას ვუსურვებთ! ბურთი მრგვალია და რა ვიცით, რა მოხდება. დაველოდოთ.

• ეეჰ

ნეტარ არიან მორწმუნენი!

• ტოტტი

კვარაცხელია ორ სამ დღეში განაახლებს ვარჯიშსო მთავრდება ნაკრებების თამაშები და ეხლა აღარ აქვს ტრავმა ჰო. ეგრე არ შეიძლება ვინ გონია მაგ ბიჭს თავის თავი ნაკრევში ჩამოსვლას როარ კადრულობს

• სანიოლი და ლიზარაზუ

ამდენი უარყოფითი კომენტარი და მინუსი რატოა ვერ ვხვდები ანუ, ვინმე არის შემადგენლობაში და ვმალავთ?

• ლევანი

არანაკლებ

• ვოოტ

აჰა, კანკავასაც მიადექით.... უფრო მეტად ვისი გეიმედებათ?!... მაშინ სთხოვეთ მანუჩარ მაჩაიძეს, ან სულაც რაგბისტების შერკინება დავაყენოთ ნახევარდაცვაში, ეგენიც არაფერს დათმობენ... კანკავას რომ იწუნებთ, ალტერნატივა მაინც დაასახელეთ... თან ლაიქებსაც რო აგროვებთ... კიდევ ბევრჯერ მოგენატრებათ კანკავას პროფესიონალიზმი და შემართება...

• გიორგი

შეეშვით ცოტა ხანი ჩაკვეტაძეს, არ არის მზად ოთხმოცდაათი წუთი სათამაშოთ,უნდა დაუნგრიოთ საბოლოოდ კარიერა?

• გენა

რას გადაეკიდეთ ამ მამარდაშვილს. ლორია დგას კარში და მორჩა

• zz

მამარდაშვილი კაკაბაძე-კაშია-ხოჭოლავა-გიორბელიძე კანკავა-აბურჯანია-ალთუნაშვილი წატაიშვილი-მიქაუტაძე-ჩაკვეტაძე ასე ცადოს, იქნება ცოტა ხნით ბურთის კონტროლი ჩვენც მოვახერხოთ "კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ" გვიწევს გრაფიკით და ვნახოთ :))

• მენტალისტი

“ხოჭოლავას ერთ ეპიზოდში არ გაუმართლა”. არ გაუმართლა კიარა ხოჭოლავამ წაგვაგებინა თამაში. მაინც არაფერი გვეშველება და უკეთესი იქნება მამარდაშვილი, მამუჩაშვილი, გიორბელიძე ჩაკვეტაძე დააყენოს ძირითადში. კაკაბაძე და ჩაბრაძე ორივე ერთნაირი სუსტია დაცვაში, ანუ სულ ერთი რომელს დააყენებს.

• ქომაგი

ჯიღაური,აბურჯანია, კანკავა ამათ იმედად ესპანეთის ნახევარდაცვასთან?აფერუმ თქვენ ოპტიმიზმს.

• ქომაგი

ჯიღაური,აბურჯანია, კანკავა ამათ იმედად ესპანეთის ნახევარდაცვასთან?აფერუმ თქვენ ოპტიმიზმს.

• dito

ლოჩოშვილი თამაშში ეს არის + 1 პენალი და ბარათი.

• Semi

ქართველებს და ამ ნაკრებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და ითამაშ3ბენ კიდეც, უბრალოდ დიდი დანაკლისი გვაქ, როცა კიტე, ოქრი, კვარა პარუნაშვილი და ჩაკვე დაბრუნდება და ბიჭებიც ფორმას აღიდგენენ ბევრად ძლიერი ნაკრები გვეყოლება. რას ტირიხართ კომენტარებში და ლანძღავთ ამ ხალხს? თქვენზე ნაკლებად უნდათ მოგება? მათ ის მაინც შეძლეს რომ ეროვნულ ნაკრებში არიან და ერთა ლიგა მოგეს, თქვენ რა ქენით კრიტიკის მეტი უმაქნისებო? ერთი მხარდამჭერი სიტყვა გენანებათ?!

• ucha

ამ ბიჭებს ფეხბურთის თამაში არ შეუძლიათ !!!(ვინც უყურა თუნდაც გუშინ ნებისმიერი ევროპული ნაკრები როგორ მოძრაობს დამეთანხმება) ჯერჯერობით მეტი რესურსი არ ჩანს.თუ გაზრდიან აკადემიები ბავშვებს არამარტო ფულის გასაკეთებლად ჩვენი ნაკრებიც ივარგებს. შეურაცყოფას არავის ვაყენებ მაგრამ სკილეტებივით არიან,კუნთი მაგათ არ აქვთ და პასი რომ გადააწოდო მაგას ძამიკო ჯანი,მომზადება სჭირდება

• QT

ლორიას ესპანეთთან აქ გაშვებული გოლიც გვახსოვს ბოლო წუთზე, უაზრო ადგილზე დგომის გამო. მაგრამ ახლა ეგ უნდა იდგეს კარში, ვინაიდან შვედეთზე გამწარებული ესპანელები ალბათ 5 ბურთს გაგვიტანენ და ჯობია ლორია იდგეს ვიდრე მამარდა.

• პელე

ან პროსტა დავიკიდოთ რა, ვინც ხელმისაწვდომია შევყაროთ ისინი და ითამაშონ რასაც ითამაშებენ.

ნახევარდაცვაში შანსი არა გვაქვს. მესმის, რომ შემტევის დაყენება ჯობია და დაუშვილი ნამდვილად არ არის საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ ყველა შემთხვევაში მეორე ნომრად მოგვიწევს თამაში.აბუჯანია ფიზიკურად რაც არის, კოსოვოსთან ვნახეთ. უბრალოდ ეგ თქვი, რომ მეტი ვარიანტი არ არის. ბათუმელებს თუ ათამაშებს, არ ვიცი

• ერიკ დაიერი

დაუშვილი დააყენოს? ქეცბაია ხომ არ დავაბრუნოთ?

• სამჭკუაშვილი

მეორე ტაიმში ვინმემ ხომ უნდა გაამწვავოს?

აბურჯანიას იმედი თუ გვექნა, მძიმედაა საქმე. ძალიან სუსტად გამოიყურება, განსაკუთრებით ფიზიკურ ორთაბრძოლებში.

• ოზუზი

ასეთ ნაკრებს აქვს ერთადერთი ვარიანტი, ითამაშოს "ჩაშლაზე"და ასეც იქნება. ხანდახან "გამოენტებიან' შეტევაში. აგერ ვნახავღ დრეს, რომ ასე იქნება. რაცე შეეხება ესპანეთის ნაკრებს, იმათგანაც ცნობილია წინასწარ. რომ იქნება ბურთის გორება და გორება, დაღლა-გამოთაყვანებაზე თამაში და სხვა ვარიანტი აქაც გამორიცხულია. თუ პირველივე წუთებზე არ გავუშვით, ბოლოს მაინც მივიღებთ, როდესაც (რომ იტყვიან) "სიქა გამოეცლებათ" ჩვენებს, ხომ წინასწარ ვიცით, რომ ფიზიკაში ყველა გვჯობნის. ნუ, კარგი ვარჯიში კი გამოვა, სხვა მეტი არაფერი

• მწრთვნელი

დავითაშვილს გამოუშვებს მემგონი თავიდნვე, რომ კონტრშეტევა გააქანოს! ჯიღაურს სისწრაფე აკლია! აუცილებელია სწრაფ ფეხბურთელებზე თამაშის აგება! ასეთები კი თითზე ჩამოსათვლელია! ამ შემადგენლობაში: წიტაიშვილი,დავითაშვილი,ჩაკვეტაძე,მიქაუტაძე და გიორბელიძე (თუ ფორმაშია)!

• T.q

ქვილითაია დააყენეთ ძირითადში იქნებ სწრაფი გოლო გავიტანოთ!

• T.q

გადაგვივლიან და მერე ისევ გადმოგვივლიან!

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?