ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი - საქართველოს ნაკრების შეფასება

ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი - საქართველოს ნაკრების შეფასება

ესპანეთი-საქართველოს (4:0) შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებებს:

გიორგი ლორია (6.0) - საქართველოს ნაკრების კიპერზე დიდი დატვირთვა იყო. მას განსაკუთრებული სეივი არ ჰქონია, გაშვებული გოლებიდან კი გუნდის გადარჩენა მხოლოდ ერთხელ, მესამე ზუსტი დარტყმის ეპიზოდში შეეძლო, თუმცა ბურთს ვერ შესწვდა.

გრიგოლ ჩაბრაძე (5.0) - ბათუმის "დინამოს" მცველს ესპანელებმა არაერთი პრობლემა შეუქმნეს. ხორდი ალბას შემცვლელი ხოსე გაია მშვენივრად გამოიყურებოდა. გრიგოლის მხრიდან შეტევაში ჩართვა მეორე ტაიმში, მხოლოდ ერთხელ ვნახეთ.

გურამ კაშია (5.5) - საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი საკუთარ თავს არ ჰგავდა. პირველი გაშვებული გოლის დროს გურამს ბურთი შეეხო და მიმართულება მკვეთრად შეიცვალა.

კაშიას ზუსტი პასის გაკეთება და გუნდის დაცვიდან ამოყვანა უჭირდა.

ლუკა ლოჩოშვილი (5.5) - "ვოლფსბერგერის" მცველის სანაკრებო დებიუტი ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ჰქონდა. ის მაქსიმალურად ცდილობდა, ესპანელთა შემტევები შეეჩერებინა, თუმცა, თავს ზემოთ ძალა არ იყო.

ლოჩოშვილს მეტოქის კარში დარტყმა ერთხელ შეეძლო, თუმცა ბურთს თავით ძალიან უცნაურად შეეხო და ესპანელთა საჯარიმოდან გამოიტანა.

გურამ გიორბელიძე (5.0) - გიორბელიძის ფლანგიდან ესპანელებმა ძალიან ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს. სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა გურამზე ძალიან უარყოფითად ასახულა. პირველი ტაიმი მისთვის, ისევე, როგორც მთელი გუნდისთვის, კატასტროფული იყო, მეორე ნახევარში კი ცოტა შეტევისთვისაც მოიცალა.

ჯაბა კანკავა (5.5) - ეს ის მატჩი იყო, როცა ჯაბა კანკავამ საკუთარი ბრძოლისუნარიანობა სათანადოდ ვერ გამოავლინა. პირველ ტაიმში ესპანელები ბურთს გაუთავებლად ათამაშებენ, ქართველი ფეხბურთელები კი მათ შეჩერებას პატარ-პატარა დარღვევებითაც ვერ ახერხებდნენ. ფაქტობრივად, ჯარიმები არც ყოფილა - მთელ შეხვედრაში თამაშის წესი მხოლოდ 4-ჯერ დავარღვიეთ.

გიორგი აბურჯანია (5.0) - მინდვრის შუაში ორთაბრძოლებს ვაგებდით, ბურთის შენარჩუნებას კი საერთოდ ვერ ვახერხებდით - ორი პასის გადაბმა გვიჭირდა. აბურჯანიას ტრავმის შემდეგ კარგი დროება არ უდგას.

ვლადიმერ მამუჩაშვილი (5.0) - როდრი-სოლერი-ლორენტეს წინააღმდეგ სანაკრებო დებიუტი იოლი რომ არ იქნებოდა, ეს ფაქტი იყო. მამუჩაშვილს უძლიერესი მეტოქების გარემოცვაში ძალიან გაუჭირდა.

ზურიკო დავითაშვილი (6.0)- ასეთი დავითაშვილი საქართველოს ნაკრებს ნამდვილად სჭირდება - ის მაქსიმალურად ცდილობდა, დაცვას დახმარებოდა, ამავდროულად კი, გარკვეული პერიოდი, განსაკუთრებით მეორე ტაიმის დასაწყისში, შეტევაში გააქტიურდა, თამამად იმოქმედა და საგოლე ეპიზოდიც შექმნა.

ზურიკოს სანაკრებო გამოცდილება ვლადიმირ ვაისის დროიდან აქვს და მას შეუძლია საჭირო მოთამაშე გახდეს.

გიორგი ზარია (5.5) - სანიოლის ყველაზე უცნაური გადაწყვეტილება ბათუმის "დინამოს" შემტევის სასტარტოში გამწესება იყო. ის ბათუმური კლუბის ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მიიჩნევა.

ზარია წინ განმარტოებით იდგა და ბურთი იშვიათად მისდიოდა. ერთხელ, პირველ ტაიმში, აზაროვზე დასამახსოვრებელი პასი გააკეთა. ამხანაგურ მატჩში ბულგარეთთან თამაშის საშუალება თუ მიეცემა, მის სანაკრებო ამბიციებზე უფრო მეტს გავიგებთ.

ირაკლი აზაროვი (6.5) - აზაროვი ნამდვილად პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელსაც შესაძლოა, ნახევარმცველის უნარები უფრო ჰქონდეს. თუმცა ჯერ ბევრი რამ აქვს დასახვეწი.

თავისუფალი ზონის ათვისება, პასი, სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება, დაცვაში თამაში, დრიბლინგი - აზაროვს აქვს რესურსი, ყველაფერი დახვეწოს და თავისი კარიერა სწორად წარმართოს.

გიორგი მიქაუტაძე (6.5) - გიორგის შემოსვლა ჩვენს გუნდს ნამდვილად დაეტყო - ის მოძრაობს, ბურთს თამაშში ისე ტოვებს, თანაგუნდელებთან შეტევა რომ გააგრძელონ, გოლის გატანამდე კი ცოტა დააკლდა.

სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა გასაგებია, თუმცა ის მაინც სასტარტო შემადგენლობის წევრი უნდა იყოს და ცოტა უცნაურია, უკანასკნელ 2 მატჩში ასე რომ არ მომხდარა.

ვაკო ყაზაიშვილი (5.5) - ეს ის ვაკო ყაზაიშვილი არაა, რომელსაც სამხრეთ კორეაში ვუყურებთ და ნაკრებიდან გვახსოვს. მის თამაშს შემოქმედებაც აკლია და განწყობაც.

ვაკოს გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.

რა თქმა უნდა, ის ნაკრებში უნდა ყოფილიყო, თუმცა ან იქაური ლიგა არაა სათანადოდ ძლიერი, ან ვაკოზე ამხელა ტრანსპორტირება უარყოფითად აისახება.

გიორგი ჩაკვეტაძე (6.0) - გიორგი შემოვიდა და ნახევარდაცვაში თამაში შეცვალა - ბურთს ფლობდა და ზემოთ ხსენებულ ეპიზოდში ლოჩოშვილს მშვენიერი პასიც გაუკეთა.

ამ დღეს თუ რამე გვაკლდა, ოპტიმალურ ფორმაში მყოფი ჩაკვეტაძე იყო.

სანდრო ალთუნაშვილი, ოთარ კაკაბაძე - მათ ცოტა დრო მიეცათ. თამაში გამოაცოცხლეს, თუმცა მეტის მოსწრება რთული იყო...

ალთუნაშვილის სადებიუტო შეხვედრის წუთები მის სამომავლო შანსებზე საკმაოდ დადებითად უნდა აისახოს.

ვილი სანიოლი (5.0) - ფაქტია, სანიოლის ექსპერიმენტულმა შემადგენლობამ პირველი ტაიმი ჩააგდო და საქართველოს ნაკრების თამაში უკეთესი მას შემდეგ გახდა, რაც საქმეში ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები ჩაერთნენ.

ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა გუნდი გამარჯვების რწმენით ვერ განაწყო, თუმცა არც შედეგზე თამაში გამოუვიდა.

"ჯვაროსნებს" ლიდერები და შემოქმედებითი მოთამაშეები აკლდა - ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია...

უბედურება ის არის,რომ იძახიან კოსოვოს რატომ უნდა მოვუგო ან იგივე მაკედონიასო?!დალოცვილო აბა სხვა ვიღას უნდა მოუგო,გიბრალტარს(ჯახირით) და ანდორას(ისიც მხოლოდ სახლში)?!თუ ამაზე მეტი ამბიცია არ გაქვთ,მაშინ არ ყოფილხართ პროფესიონალი ფეხბურთელები!საბერძნეთს ეხლა ძალიან მძიმე კრიზისი უდგას და მათაც თუ ვერ მოუგებთ,ჩავთვლით,რომ ჯუჯა ქვეყნების დონეზე ვართ(თუმცა რამდენიმე წლის უკან ფარერის კუნძულებმა ორივე მატჩი მოუგო საბერძნეთს)!

• ლაშა

გამოცანა: დაიბადა ინგლისში, გაიზარდა ბრაზილიაში, მოკვდა საქართველოში. რა არის?

• კ ო მ ბ ლ ე

რა შეფასება უნდა მისცენ ოროსნების „კამანდას“ ტამაშში 2.. გეგმა სტრატეგიაში 2.. ხოლო ძუნძულში 5+.! აი ესეთი მაგრები ვართ ქართველები.

• გიორგი

ვინ კარნახობს სანიოლს რომ ყაზაიშვილს ან ქვილითაიას იძახებს ნაკრებში? ნაკრებში რა ესაქმებათ მაგათ სამოყვარულო დონეზე დაბლა მყოფ ძალით ფეხბურთელებს

• ვოოტ

თუ ბაბუცა პატარაიას არ ჩავთვლით, საქართველოს ნაკრების ბოლო ორ შეხვედრაზე უკვე ყველას (სპეციალისტების, ჟურნალისტების, ვეტერანების, ფედერაციისაც კი) აზრი მოვისმინეთ და მთავარი შეკითხვა არათუ პასუხგაუცემელი, დასმულიც კი არ არის - როგორ მოხდა, რომ საყოველთაო აღიარებით კოსოვოსთან მატჩის ერთადერთი ნათელი წერტილი, უბრალოდ წერტილად გადაიქცა, მის თემას ტაბუ დაედო და წერტილი დაესვა?!.... პირადად მე, ეს ვითარება ყველაზე ცუდს მაფიქრებინებს და თუმცა უარესის წარმოადგენა რთულია, მაინც უარესის მოლოდინს მიჩენს....

• მირო

სანიოლმა თავის მეგობარ ენრიკეს ლანგარზე მიართვა 3 ქულა.საქართველო მაინც ვერსად გავა და იმას მაინც გავუსწორებო იფიქრა და შეასრულა კიდეც.ასეთ დონეზე მოდუნებული და გულგრილად,ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე მოთამაშე ნაკრების ფეხბურთელები ვალის მოსახდელად გავიდნენ მხოლოდდამხოლოდ მოედანზე,რაც დიდწილად მწვრთნელის დამსახურებაცაა.სულ ექსპერიმენტებში ვართ,ჰოლანდიელი,გერმანელი,სლოვაკიელი თუ სლოვენიელი,რაულ კუპერი,ეხლა სანიოლი...რომელმა მიაღწია რამეს???!!!მიაქვთ ფულები და მიდიან სახლებში.ნამდვილად ვისაც გული შესტკივა და მოინდომებს, ეს ქართველია მხოლოდ,ყოველ შემთხვევაში გადამთიელებზე მეტად მაინც.რადგან ქეცბაიას არ გამოუვიდა,ეს არ ნიშნავს,რომ სხვა ქართველ მწვრთნელებზეც უარი ვთქვათ.თუ არც ერთს მაინც არ გამოსდის არაფერი,ქართველმა მაინც წაიღოს ის ფული,რასაც სულ ტყუილად ვაძლევთ უცხოელებს.

• Levani

ერთსაც ვიტყვი-გულშემატკივრების რისხვა იმან გამოიწვია ამ თაობის მიმართ(ოქრი,ვაკო და ა.შ.) ბელორუსთან ხვიჩას ოსტატობით ტო გავედით 4 კვირა რჩებოდა მაკედონიამდე და 4 კვირში ყველა 4-5კილოთი წონაში მომატებული ჩამოვიდა-მითუმეტეს წინასწარ იცოდნენ კიტე და ჩაკვე არ გვყავდა-ალბათ ეგონათ ხვიჩა მაკედონიასაც ჩაუტარებსო. 4 კვირა საღამოობით არ ჩამსკდარიყვნენ ვერ მოითმინეს და ახლა ჩვენ გამოვდივართ უმადური გულშემატკივრები

• Levani

კაშია ფლანგისთვის ნელია და უფრო მოაკლდება სისწრაფე.კაშია და ჯაბასაც ნელ-ნელა უნდა დავემშვიდობოთ(ოქრის,ვაკოს,ქვილითაიას,ჯიღაურს,დაუშვილს და სხვებსაც) მარჯვენა მცველი უნდა ვიპოვოთ,ან გადავაკვალიფიციროთ-მამუჩაშვილის მოსინჯვა შეიძლებოდა,მაგრამ სადა აქვს ხიზანიშვილს მაგდენი ფანტაზია ჩაბრაძეზე მეტს რას დააშავებს,მე ვდიქრობ ბულგარეთთან უნდა მოსინჯონ.

მე არ მიყვარს მწვრთნელის კრიტიკა, მიუხედავად ესპანეთთან თამაშის შემდეგ, მაგრამ ფაქტია ეს თამაში მოთამაშეებზე მეტად სანიოლმა ჩააგდო - შემადგენლობა მან დააყენა და პასუხისმგებელიც ის არის. შეფასებებში ვეთანხმები იმას, რომ მიქაუტაძე აუცილებლად ძირითადში უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებით ესპანეთთან, რაც მეორე ტაიმმაც დაგვანახა. საერთოდ ნახევარდაცვაა ნაკრების ყველაზე დიდი თავის ტკივილი.

• Vasili

არ მინდა დავიჯერო, რომ მართლა ფასის ასაწევად გამოიყვანეს ეს ბათუმის ფეხბურთელები, რახან შესარჩევი ითამაშა ბათუმმა და ცოტა გამოირჩროდა რამოდენიმე ფეხბურთელი მაგათ გასარეკლამებად გამოიყვანეს ესპანეთთან, თორე რას უნდა მივაწერო, ზარიას ძირითადში დაყენება ან სხვა დანარჩენების, როცა ამ დროს წიტაიშვილი კოსოვოსთან იყო საუკეთესო, ერთადერტი ტიტულოვანი ფეხბურთელი გვყავს და თან ფინალში გოლის ავტორი! და არ ეძლევა შანსი და ამ დროს ფეხბურთელი ხვდება ძირითადში და რომელიც ბათუმის დინამოს ძირითადშიც ვერ ხვდება! აი როგორ გინდა დაიჯერო რომ. მართლა ვიღაცას ვიღაცა მფარველობს.

• alexandre

1 მინდა დავამატო. არსად არავინ არ აღნიშნა. პირველ გოლზე ვამბობ. დარტყმის დასაბლოკად კაშიამ სწორად გაწია ფეხი, მაგრამ მანამდე ასპილიკუეტას ოდნავ შეეხო, ოდნავ შეცვალა მიმართულება და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ კაშიას დახვედრებული ფეხიდან რიკოშეტი წასულიყო! მხოლოდ 1 გამეორებაზე მოჩანს, რომ ასპილიკუეტა უცვლის ბურთს მცირედ მიმართულებას. .... თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს იმ საცოდავი ფეხბურთის ფონზე, რასაც ვუყურეთ?! ერთია მხოლოდ, გურამ, შენ არ შემცდარხარ, სწორი რეაქცია გქონდა.

• me

ვაკოს 5.5 და სანიოლს 5? ვაკოზე ცუდად არავის არ უთამაშია ცარიელ კარში მარტომ ხელს რო არ უშლიდნენ ისე ააცილა.

• დ

გაგვცეს პასუხი სანიოლიმ, რატომ არ ათამაშა სასტარტოში მამარდაშვილი, მიქაუტაძე, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე? აბსურდული შემადგენლობა რომ დააყენა. არაფრისშემქმნელი უაზრო ფეხბურთელებით რომ აავსო გუნდი. აქ ხომ აშკარად გარედან ჩარევის კვალი მოსჩანს.

• დ

აზაროვი დაცვაში ძალიან სუსტია, ვერც ართმევაშია ყოჩაღი და ვერც პოზიციურად ვერ არის. მაგ ბიჭის ადგილი საყრდენია.

• 150-ის მძღოლი

აბა 41 ხოარ დაუწერენ? უცხოურ საიტებზე ობიექტური შეფასება დევს აქ, დამიჯერეთ

• Chorna

Kai ra saqme aq lorias nakrebshi grzeli pasi ar uvatga da asaki.. Kankava vegar eweva tamashs temps asaki.. utamashebeli oqriashvili jobia qvilitaias da saertod albad chvens fexburtelebs ashineben tamashs win..

• sddd

კაშია რომ მარჟვნივ მოსინჯოთ?

• las

ასეთი შემადგენოლბიტ გასვლა, უბრალოდ მეტოქის შეურაცყოფაა. რა იყო ეს რა ხალხი შეყარა. კოსოვოსთან ტუ ვინმემ ფეხბურთი ითამაში ეს იყო წიტეიშვილი და ეს კაცი საერთოდ არ ათამაშა ესპანეთთან. ამ ნაკრებში ვინც ფეხბურთის თამაში იცის (ფეხბურთი ზოგს კენწვლა გონია, ელემენტარული არ იციან, ის რომ ბურთი უკან კი არა წინ უნდა გადააწოდო, პარტნიორს უნდა გაეხსნა, ეს ელემენტრული წესები არ იციან) ეს არის წიტაიშვილი, ჩაკვე და მიქაუტაძე. ეენი რომ დაეყენებინა ასე არ შევრცხვებოდით

• rezi

ყველას ხუთიანებს რო უწერთ ნაციონალები არიაან....სასაცილოა რა..ნოლი უნდა დაგწერაათ

• dzeke

ვაკო და ქვილო არდამიტოვოთ ნაკრებს მიღმა ))))))

• ვილი არა....

საქართველოს ცოდვილთა ნაკრები - შეფასება 0

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?