საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ბულგარეთში გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ბადახოსიდან ქალაქ სოფიაში 6 სექტემბერს ჩავიდა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩისთვის 24 ფეხბურთელთან ერთად ემზადება. ბოლო ორი მატჩისგან განსხვავებით, ბულგარეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში გუნდს კორეული "ულსან ჰიუნდაის" ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება.

დღესვე ეროვნულმა ნაკრებმა აღდგენითი ხასიათის ვარჯიში გამართა. 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს.

7 სექტემბრის განრიგი

17:30 - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

18:00 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)

18:30 - ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

19:00 - ბულგარეთის ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტალია, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ზარია (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

ბულგარეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური დაპირისპირება 8 სექტემბერს სოფიის ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

გოჩა
თუ მამარდაშვილი სასტარტოში არ დააყე ენეს მაშინ ყვაფერი ნათელი ვახდება P.s.გიორვი ლორიას დიდ პატივს ვცემ, ბრწყინვალე მეკარეა
bs
დაიცა რაა! ნამუსიც კაი საქონელია! კაშია და კაპიტანი რა ნამუსით ამოაგდე სასტავიდან? არ შეგრცხვა მაინც მაგას რომ წერდი? ეგ ბიჭები დაამატე და თანახმა ვარ
semi
სავარაუდოდ თქვენ იცით რომელი ევროპული გუნდი უფორმებდა კონტრაქტს ვაკოს და არ წავიდა, ბარემ ეგეც დაწერეთ.
ვოოტ
კუპატაძე, ლოჩოშვილი, ხვადაგიანი, მამუჩიშვილი, ალთუნაშვილი, აბურჯანია, ზარია, ქვილითაია, სანიოლი, კობიაშვილი, იაშვილი... მწვრთნელი კონსტანტინ ბესკოვი, შეცვლაზე - ევრუჟიხინი, ხიძიატულინი, გავრილოვი, მილოვიდოვი და მაშალა ახმედოვი... რავი, ექსპერიმენტი თუა, ექსპერიმენტი იყოს....
11+1
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი. მცველები: ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, ირაკლი აზაროვი. ნახევარმცველები: გიორგი წიტაიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ჯაბა კანკავა, ჯაბა ჯიღაური, გიორგი ჩაკვეტაძე თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე.
beqa
სერთოდ მოიკვეთოს ნაკრებიდაან მაგის კარგი თამაში მარტო ამხანაგურში მახსოვს ესტონეთან. არც მაგის ჟილკა მახსენდება მონდომება,არც გაკიდებოდეს ვინმეს ბურთის ასართმელად,არც საგოლე პასი მახსოვს მისი ისეთი სადაც ჭირდება გუნდს გამარჯვება თორე ამხანაგურებში ლატვიასთან კი ფაფხურობდა ერთა ლიგაზეც კი არაფელი გაუკეთებია მაკედონიასთან როგორი თავ ჩაქინდრული იყო ყველამ ნახაა!! ჩაიარა მაგის მატარებელმა ფულის გამო რო გახდები ფეხბურთელი ტეხავს ცოტა! მოაჩილეთ ეგ და ქვილითაია!!
gio gio
ყოჩაღ ფეხბურთის ფედერაცია რა კარგი დრო შეარჩია ამხანაგური თამაშისთვის,სანიოლს ეძლევა შანსი შეარჩიოს შემადგენლობა ამხანაგური მატჩისთვის, მსოფლიო შესარჩევი ორი ოფიციალური(მძიმე) მატჩის შემდეგ.რავა ყველაფერს უკუღმა აკეთებენ, სანამ დროა მიხედონ ფეხბურთს თუ არადა წავიდნენ სახლებში.
Miro
ყაზაიშვილის დახმარება არ გაიშვას შორს..ამ 2 თამაშში რა გააკეთა??
me
ყაზაიშვილმა ცარიელ კარში ააცილა ესპანეთთან და აზრი რა აქ მაგის თამაშს? საქართველოს ნაკრების ნაირ გუნდს თამაშში 1-2 შანსი ეძლვა და მაგასაც რო გაანიავებ ვერ მოიგებ ვერასდროს.
გიგი
ნაკრებში თამაში თუ გინდა ამერიკაში და კორეაში სათამაშოდ არ უნდა მიდიოდე. ავხსნი რატომ,, პირველი 9 საათია განსხვავება ამერიკასთან და აქ რომ ვარჯიშობ, იქ შუაღამეა და ორგანიზმი ძილს გთხოვს. მე თვითონ ამერიკიდან როცა ჩამოვდიოდი ან პირიქით ჩავდიოდი 5-7 დღე მჭირდებოდა რეაბილიტაცია დროის თვალსაზრისით...ვინ აცლის ძალების აღდგენას 5 დღე?? იგივე მდგომარეობაა კორეასთან დაკავშირებით. იქ კიდევ პირიქით, წინაა მნიშვნელოვნად დროის მხრივ კორეა. ფულის საშოვნელად რომ მიდის (დავიჯერო ევროპაში არსად აიყვადნენ?) და ნაკრებზე არ ფიქრობს, საერთოდ არ უნდა გამოიძახოს არცერთმა მწვრთნელმა (ნუ თუ მესი არაა) ასეთი ფეხბურთელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მინდორზე მოსიარულე მძინარე ფეხბურთელი შერჩებათ ხელში. უბრალოდ აღდგენას ძალების ვერ მოახერხებს და სწორედ ამიტომ.
sddd
ისე ერთი 10 დღიანი შეკრება რომ გაგვეკეთებინა უკეთესია ვეღარავინ ითამაშებდა და თამაშიც ჩაიშლებოდა, აბა თავმოყვარეოები რა მოსატანია ქართულ სპორტულ ბაზარზე.
ვახო-ს
ალიმენტზე გაზრდილები მომეწონა
semi
ვაკოს არდაუმსახურებია ასეთი მოპყრობა გულშემატკივართა მხრიდან, ყოველთვის ჩამოდიოდა ნაკრები სათამაშოდ, ასე მალე დაგავიწყდათ მისი გოლები? ამერიკიდან მოფრინავდა და ყაზახეთში მიფრინავდა სათამაშოდ, სამხრეთ კორეა დაგუგლეთ და ნახეთ სადაა. ეხლა მართალია არ უდგას საუკეთესო დრო და იმის მაგივრად რომ გვერდში დაუდგეთ გადაუარა სუყველამ. რა ნიჭი და შესაძლებლობაცააქ იყენებს ეს ბიჭი. რომელი ფეხბურთეი გვყავს მასზე უკეთესი? ჩემგან ვაკოს მადლობა ყველა მისი თამაშისთვის ეროვნულ გუნდში.
ვახო
მე ერთ რამეს დავაკვირდი 90% ფეხბურთელების ძალიან დაბალი ან ფიზიკურად სუსტია. თანამადროვე ფეხბურთში კი ათლეტური და მაღალი ფეხბურთელები თამაშობენ ძირითადად. ტრაკვებსაც ამიტომ იღებენ, ფიზიკურ ორთაბრძოლებს აგებენ და თამაშსაც შესაბამისად. ალიმანტზე გაზრდილებს ჰგვანან და მაგათ რა უნდა მოვთხოვოთ, ჯანღონიანი თუ ვინმე გვყავს და მაღალი გამოუძახეთ და რაღაცას მაინც ვითამაშებთ, ესე სამარცხვინოდ მაინც აღარ წავაგებთ ხოლმე. კოსოვომაც ფიზიკური სიძლიერით და სიმაღლით გვაჯობა, თორემ არც მაგათ იციან ფეხბურთის თამაში
გაგა
თემურა ქეცბაია გააგიჟეს და გააგდეს. ძალადობსო ლამის დაიჭირეს კაცი.
გაგა
ყაზაიშვილი ნაკრებში არუნდა გამოიძახოს არასდროს. სრულიაფ უპასუხისმგებლოდ და უგულოდ თამაშობს ბოლო პერიოდია. სჯობს სხვა ახალგაზრხებს მიეცეს შანსი
vova
აუჰ რას დაგულაობენ ქვეყნიდან ქვეყანაში კაი ჩაცმულ დახურულები ფული არ აკლიათ საჭმელი სასმელი და რატო ითამაშებენ ? ამათ ეხლა კაი შიმშილი უხელფასობა და სახლში ჩაკეტვა მოხოდავდა უფრო .
zurabi
ქვილითაია ხო იქნება ? ბურთს მიიღებს კარისკენ ზურგით ეს ხომ მან დანერგა მსოფლიო ტრენდი ?
dato
ვაკო ვერ დაგვეხმარებაა ? მერე სარკესთან დაჯდეს და ჩაიხედოს დრო ექნება .
ალეკო
ასეთი შემადგენლობით აბა რისი იმედი უნდა გვქონოდა? ეგ ერთი მაგრამ ამას სრული გულგრილობა დაემატა ბრძოლის ჟინი არ ჰქონიათ თუნდაც ამ შემადგენლობით, წიტაიშვილი რატომ არ ათამაშეს ვერ მივხვდი, მე მგონი ამბიციები გვერძე უნდა გადავდოთ და ამ რეალობას შევეგუოთ უკეთესი მომავლის იმედით
პეტროსი
რაიო არ იქნებაო?...დაგვღუპოს უნდა...
Master
არ გვაქვს სანაკრებო ტრადიცია.არ იციან ფეხბურთელებმა რას ნიშნავს საქართველოს ნაკრები,რას ნიშნავს ნაკრებში გამოძახება.არ იციან როგორ უნდა ითამაშონ ეროვნულ ნაკრებში...ამას გააზრების უნარი არ გაგვაჩნია.ზოგადად რას ნიშნავს ქვეყანა,სამშობლო და სახელმწიფო არვიცით.ესაა თავი და თავი ამ 30 წლიანი ტანჯვა-წვალების...
დჭ
ვერ ვხვდები რატომ იგეგმება ამხანაგური თამაშები ესეთ გუნდებთან. არ მითხრათ ეხლა შედეგს მნიშვნელობა არ აქვს მთავარია შეთამაშება გამოცდილებაო. გუნდმა არ იცის თამაშის მოგება! ფედერაციის გასაგონად თუ ფიქრობთ რო რადგანაც რუმინეთი ჰოლანდია და ბულგარეთი დაითანხმეთ და მაგრები ხარ ძალიან ცდებით!! წადით ბიძი დაკერეთ ანდორა სან მარინო ლიხტენშტეინი იქნებ მოვიგოთ და შეეჩვიონ წარმატებას. მეცხვარეები სპეციალურად არ გირჩიეთ რავიცი როგორც დიდი ფიფია იტყოდა ისწავლეს თამაში განვითარდნენო! მაგარი ტურნირია ერთა ლიგა. საქართველოს ნაკრებზე ზედგამოჭრილი! პ.ს. ისე წუხელ ფარერები 21 საფრანგეთი 21 1-1 დამთავრდა
დჭ
ვერ ვხვდები რატომ იგეგმება ამხანაგური თამაშები ესეთ გუნდებთან. არ მითხრათ ეხლა შედეგს მნიშვნელობა არ აქვს მთავარია შეთამაშება გამოცდილებაო. გუნდმა არ იცის თამაშის მოგება! ფედერაციის გასაგონად თუ ფიქრობთ რო რადგანაც რუმინეთი ჰოლანდია და ბულგარეთი დაითანხმეთ და მაგრები ხარ ძალიან ცდებით!! წადით ბიძი დაკერეთ ანდორა სან მარინო ლიხტენშტეინი იქნებ მოვიგოთ და შეეჩვიონ წარმატებას. მეცხვარეები სპეციალურად არ გირჩიეთ რავიცი როგორც დიდი ფიფია იტყოდა ისწავლეს თამაში განვითარდნენო! მაგარი ტურნირია ერთა ლიგა. საქართველოს ნაკრებზე ზედგამოჭრილი! პ.ს. ისე წუხელ ფარერები 21 საფრანგეთი 21 1-1 დამთავრდა
status quo
ყაზაიშვილი,თორემ არ გაიტანოს 3 გოლი.ქვილითაიაც გამოაგდეთ მაქედან,ეს სამარცხვინო ვაიფეხბურთელი.
zmo
ამ ბათუმის დინამოთი რაღაც საეჭვოდ გაავსეთ ნაკრები, რა დამსახურება აქვთ ესეთი ამ ფეხბურთელებს, რაც მახსოვს ევროპაზე თურქეთის საშვალოზე დაბალმა გუნდმა გამოაგდო და ესპანეთთან რა შანსი უნდა ქონოდათ
შოთა
შემადგენლობას დავაყენებ მაინც))): მამარდაშვილი, კაკაბაძე, ლოჩოშვილი, ხოჭოლავა, გიორბელიძე, ალთუნაშვილი, დაუშვილი, წიტაიშვილი მარცხნივ, ჩაკვეტაძე ცენტრში, მარჯვნივ საბა ლობჟანიძე, მიქაუტაძე.
გრიგოლი1408
ნაკრებს უნდა ქართველი მწვრთნელი
გია
ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე, წიტაიშვილი, ლობჟანიძე, კიტეიშვილი, მამარდაშვილი, კვეკვესკირი - მხოლოდ ეს 8 კაცი აკმაყოფილებს ნაკრების დონეს, სრული იდიოტიზმი ა როცა ეს ბიჭები გყავს და ძირითადში არ აყენებ.
მიდი გელა!
რას ერჩით ამ ლორიას? მაგის გარეშე არ ვიცი რა იქნებოდა.
ისიდორე
ამათ წაყვანას ამხანაგური მატჩის გასამართად ჩვენი ეროვნული ლიგის ნაკრები წაეყვანა ჯობდა. ერთადერთი მამარდაშვილი უნდა დაეტოვებინა
გოჩა
დაანებეთ თავი. არ შეუძლია ამ შემადგენლობას მეტი და რა ქნან?

გულწრფელად ვამბობ სანიოლი კიარა, გუარდიოლა რო დაუნიშნო ამ ნაკრებით არაფერი არ დადგება. ტყუილა ლანძღავთ მწვრთნელს. შანსი არარი ამათგან უკვე ვეღარ დადგება გუნდი.
N
"ახლა გინდ შაიტანე და გინდ გამაიტანე ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი!"
ზურა
ყაზაიშვილი 5-6 წლის წინ ნამდვილად იყო იმედის მომცემი ფეხბურთელი ჰქონდა ნიჭი და პოტენციალი მაგრამ დღეს მისი სათამაშო დონე კლასი და ფიზიკური კონდიციები საერთოდ არ არის სანაკრებო დონის და ეს გამოჩნდა კიდეც ჩემი აზრით ყაზაიშვილი და გიორგი ქვილითაია საერთოდ არ არიან სანაკრებო დონის ფეხბურთელები და მათი ადგილი ნაკრებში არ არის.
სოსო
ძველზე არაფერს ვიტყვი,მაგრამ ბოლო ორ თამაშში,ყაზაიშვილის თამაშს,დახმარება ჰქვია?კარგად მახსოვს,როცა მართლაც გვეხმარებოდა,მაგრამ ეს ორი თამაში,მოთელვამდეც კი ვერ ჰქაჩავდა,ენერგოდანახარჯებში.თუ ტრავმა ჰქონდა,უნდა ეთქვათ,თუ არადა,ამას თამაში არ ჰქვია.ამის თქმა სხვებზეც შეიძლებოდა,მაგრამ ვაკო,გუნდის ლიდერებში მოიაზრებოდა და ამიტომ უფრო მტკივნეული იყო,ასეთი უჯიგრობა.
Levani
მისიე სანიოლ-აწი დაგინებულია ყაზაიშვილის,ქვილითაიას,ჯიღაურის,დაუშვილის(ამჯერად რას ვერჩით,მაგრამ მაინც),ჩაბრაძის გამოძახებაზე
Martali
Mtavaria Loria iyos karshi da kvilitaia tavdasxmashi :)))
:D :D
მამარდაშვილი რო ესპანეთის ჩემპიონატში თამაშობს ხო რას ამბობ, დააყენეს სასტავში რა.
მამუკა
ეხლა შემადგენლობას გადავხედე და იმ ხალხის გამკვირვებია ვინც ესპანეთთან მარცხმა გააკვირვა, რა გინდოდათ რომ ბათუმის დინამოს მოეგო ესპანეთის ნაკრებისთვის? უბრალოდ შეხედეთ სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები და უმეტესობა იქაც ძირითად შემადგენლობაში არ არის, მხოლოდ 10-15 წუთს თამაშობს
Xf
დავიღუპეთ ყაზაიშვილი არ იქნებაო,ქუდზე კაცი დაცვაში.
irakli
იმედია გოლს გავუტანთ
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..