საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა მზადების პროცესსა და სამომალო გეგმებზე ისაუბრა
ვაკის საკალათბურთო აკადემიაში გუშინ ღია ვარჯიში გამართა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა. საშუალება მოგვეცა გავცნობოდით გუნდის მზადების პროცესსა და სამომავლო გეგმებს. ამ საქმეში უკეთ გუნდის მთავარი მწვრთნელი, მიხეილ ბერუაშვილი გაგვარკვევს.

- ჭაბუკთა ნაკრებმა მზადება მარტიდან დაიწყო. თავიდან კვირაში ერთხელ ვიკრიბებოდით და რუსთავის დარბაზში ვვარჯიშობდით, ივნისიდან კი ყოველდღიურ წვრთნას შევუდექით. უკრაინაში საკონტროლო მატჩების გასამართად მივემგზავრებით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვარჯიშს "დინამოს" ბაზაზე გავაგრძელებთ. იქ ვიცხოვრებთ.

- ფიზმომზადება სად გაიარეთ?

- საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი ძალიან გაიწელა. ფინალური სერია დღეს (24 ივნისს) მთავრდება. ვინც პირველობა ადრე დაასრულა, 10-დღიანი წვრთნა გაიარა ფიზმომზადების მწვრთნელთან...

- ჭაბუკთა ნაკრებში კიდევ ვის ელით?

- ფინალის მონაწილე გუნდებიდან "ქუთაისიდან" და "სოხუმიდან" ორ-ორი კალათბურთელი შემოგვიერთდება: ცირეკიძე, გრძელიძე, როგავა და ჩოჩია.

- გაკლიათ ბექა ბურჯანაძეც.

- იგი ესპანეთშია, "კახასოლში" ვარჯიშობს, საქართველოში 1 ივლისს ჩამოვა.

- ბექა უნივერსალია. თქვენ რა პოზიციაზე ათამაშებთ?

- ცენტრები გვყავს, ამიტომ, ხუთ ნომრად ბურჯანაძეს, ალბათ, იშვიათად მოუწევს თამაში. მას ძირითადად მძიმე ფორვარდის ამპლუაში გამოვიყენებთ.

- რომელი პოზიციაა მეტად პრობლემატური?

- დღეს ვერ დავკონკრეტებ. საკონტროლო მატჩები ბევრ პლუსსა და მინუსს გვიჩვენებს.

- უკრაინაში როდის მიემგზავრებით?

- 25 ივნისს. იქაურ თანატოლებთან ორ საკონტროლო მატჩს ჩავატარებთ და საქართველოში ივნისშივე დავბრუნდებით.

- ამხანაგური შეხვედრები კიდევ ხომ არ იგეგმება?

- ჩვენი კალათბურთის ფედერაცია თურქეთის ფედერაციასთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ვიმედოვნებთ, რომ ივლისში თურქეთშიც ჩავატარებთ რამდენიმე შეხვედრას.

- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე რა მიზნებს ისახავთ?

- ახლა გუნდის სათანადოდ მომზადებაზე ვზრუნავთ, ბულგარეთში ჩასვლის შემდეგ მთავარი ამოცანა ჯგუფიდან გასვლა იქნება.

- მეტოქეებზე რას იტყვით?

- მოწინააღმდეგეებად წამყვანი საკალათბურთო ქვეყნის გუნდები არ გვყავს, მაგრამ არც იოლი თამაშები გველის. ჯგუფის ფავორიტი, სავარაუდოდ მასპინძელი ბულგარეთი იქნება.

მოთამაშე სმ დაბ.წ. ამპლუა გუნდი

ირაკლი მიქელაძე 179 1994 გამთამაშებელი ავერსი

რეზო როგავა 185 1993 გამთამაშებელი სოხუმი

ლევან გრძელიძე 190 1994 უკანახაზელი ქუთაისი

ნიკა რამიშვილი 179 1994 უკანახაზელი ავერსი

გელა გულმაგარაშვილი 196 1993 უკანახაზელი ზაზა

ალეკო ჩოჩია 185 1993 უკანახაზელი სოხუმი

კახა ჯინჭარაძე 192 1993 ფორვარდი ფოთი

ლევან ლოლიშვილი 200 1994 ფორვარდი ორბი

ილია ჯიშიაშვილი 204 1993 ფორვარდი სტუ

ბექა ბურჯანაძე 201 1994 ფორვარდი კახასოლი (ესპანეთი)

საბა ლობჟანიძე 192 1993 ფორვარდი სტუ

გიორგი ცირეკიძე 202 1994 წინახაზელი ქუთაისი

ბექა ნადირაძე 202 1994 წინახაზელი ავერსი

ლერი კვანტალიანი 202 1994 წინახაზელი ავერსი

დავით კორძაძე 203 1993 წინახაზელი სოხუმი

A ჯგუფის კალენდარი

21 ივლისი

15:45 უნგრეთი-ავსტრია

20:15 საქართველო-ლუქსემბურგი

22 ივლისი

15:45 საქართველო-უნგრეთი

20:15 ბულგარეთი-ლუქსემბურგი

23 ივლისი

15:45 საქართველო-ავსტრია

20:15 უნგრეთი-ბულგარეთი

24 ივლისი

15:45 ლუქსემბურგი-უნგრეთი

20:15 ბულგარეთი-ავსტრია

25 ივლისი

15:45 ავსტრია-ლუქსემბურგი

20:15 ბულგარეთი-საქართველო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...