საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სტუმრად ბულგარეთთან 1:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა ესპანეთთან გასულ შეხვედრასთან შედარებით ძირითადი შემადგენლობა რადიკალურად შეცვალა, დებიუტანტები მამარდაშვილი და ხვადაგიანი ათამაშა, ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველად მოხვდა სასტარტოში ჩაკვეტაძე და კვლავ ვიხილეთ წიტაიშვილი, რომელსაც გაურკვეველი მიზეზების გამო ესპანეთთან ასპარეზობა არ მოუწია. აღსანიშნავია, რომ ბულგარელთა თავკაცმა პეტროვმაც გვარიანად გადაახალისა გუნდი.

თავიდან ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა მომენტი ვერ შექმნეს. შემდეგ თამაში გათანაბრდა. ჩვენი ფეხბურთელები ხშირად მარტივ სიტუაციებში კარგავდნენ ბურთს. მე-20 წუთზე კი მასპინძლები საჯარიმოდან ნედელევმა დააწინაურა. საქართველოს ნაკრები მეტოქის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდა, ხოლო 34-ე წუთზე კაკაბაძემ საჯარიმოში დ. ილიევი წააქცია და პენალტით ანგარიში თავად დაზარალებულმა გაზარდა. შემდეგ საქართველოს ნაკრებს პირველი შანსი მიეცა, მაგრამ საჯარიმოდან წიტაიშვილის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას გადასცდა. ბოლოს დელევისგან ცოტა არ იყოს კურიოზული გოლი გავუშვით და პირველი ტაიმი 0:3 წავაგეთ.

კოშმარი ამით არ დასრულდა, 52-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ა. ხრისტოვს ხელი ვერ შეუშალეს და მან თავით მამარდაშვილს მეოთხე გოლი გაუტანა. სანიოლის კრებულის თამაში ვერც ცვლილებებმა გამოასწორა, თუმცა დავითაშვილმა სადებიუტო გოლით ანგარიში შეამცირა.

საქართველოს ნაკრებმა მიჯრით მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12 და გამოჩნდა, რომ ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში.

სოფია. „ვასილ ლევსკი“

ბულგარეთი-საქართველო 4:1

გოლები: 1:0 ნედელევი (20), 2:0 დ. ილიევი (34, პენ), 0:3 დელევი (44), ა. ხრისტოვი (52), 1:4 დავითაშვილი (77)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ველკოვსკი, ა.ხრისტოვი, პ.ხრისტოვი, ნედელევი (იანკოვი 60), დელევი (კირილოვი 60), ბ. ცონევი (კოსტადინოვი 68), ბოჟიკოვი, ჩოჩევი (ვიტანოვი 68), დ. ილიევი (კრასტევი 74), ი. ილიევი (კარაგენევი 67)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ხვადაგიანი, გიორბელიძე, დაუშვილი (აბურჯანია 60), ალთუნაშვილი (მამუჩაშვილი 60), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი (ქვილითაია 70), მიქაუტაძე

koki
დროებით შეწყდეს ეროვნული ნაკრების დაფინანსება(დროებით გაუქმდე) და მთელი გამონთავისუფლებული თანხების აკუმლირება მოხდეს ბავშთა ფეხბურთის სრულ განახლებაზე, ფაქტიურად ყველაფრის 0-იდან აწყობაზე.... სირცხვილია... ახალ თაობას არამც თუ აღარ უყვარს-არამედ ეზიზღება და სცხვენია ჩვენი ნაკრების და ფეხბურთელების მაგიერ....
ბენიამინიძე
მართალი ხარ, ძმა, მარა ეგენი რო წავიდნენ, სანამ კალაზე მანდ გრიმიტობს, წავლენ კი არა, უფრო ბევრი მოვლენ.
ბენიამინიძე
კაი სიტყვაა, მაგრამ რისი წამოღება, ძმა?
ბენიამინიძე
ჩემი აზრით, სანიოლს უნდა აცალონ, დრო სჭირდება
Amovida yelshi
ფეხბურთელებზე აპელირებას შეეშვით ნაკრებში მწვრთნელია მთავარი მწვრთნელია ყცელაფერი!!!!!!!! 5 დებიუტანტს რომ შეყრი ეროვნული ლიგიდან + უთამაშებლებს და ოფიციალურ დაუნებს დანარჩენებს მარტო 1 კაცი როა ნაკრების ძირითადი ბირთვის წევრი ეს არის სპეციალურად წაგებული თამაში მწვრთნელზეა პასუხისმგებლობა 100%!!!!!!!!!
sergo
სპეციალისტის დონეს, მისი შედეგი განსაზღვრავს, მეორე კი შემადგენლობა, გამოძახება ეს მას სამწუხაროდ არ ეკითხება, ის იმხელა შტაბი რომ ყავს, სწორწდ მაგიტომ რომ თავიანთი ფავორიტები და "ანგარიშგასაწევი" თხოვნები შეასრულონ. ხმას ამოუღება გაუყენწბწნ ქეცბას გზას, ბათუმური ლობი რო აქტიურად ჩარეულია ვინმეს ეჭვი ეპარება? ეს უნიათო ლეგიონერები, უფროსი თუ უნცროსი ყველა რო ბლატით არის დაძახებული არ ვიცით? ეს "აქოური წესია".
სფფ-ს მადლიერი
კიდევ კარგი ჩვენთან ფეხბურთის განვითარების პროგრამა მუშაობს წარმატებით, თორემ ალბათ ამაზე ორჯერ დიდი სხვაობით წავაგებდით.
გრიშა
ჩვენ კი არ უნდა გავაკეთოთ ვისითაც ესენი შეიცვლებიან იმათ უნდა გააკეთონ..
გია
მაგრამ თუ ფეხბურთი არ იცი ყველა სხვა დანაჩენი თვისება აზრს კარგავს. ამაშია საქმე როგორ ვითამაშოთ ფეხბურთი, როცა ეროვნული ჩემპიონატში შეუძლებელია მაღალი დონის ფეხბურთელი გაიზარდოს. თუ გაიზრდება ვთქვათ ერთი, მაგრამ თერთმეტ ღირსეულს ვერ გაზრდი, სხვადასხვა მიზეზის გამო.
სულ ესაა
ფეხბურთი რომ ითამაშო ფეხბურთი უნდა იცოდე,გქონდეს სათანადო ტექნიკა,ფიზიკური მომზადება,სამშობლოს სიყვარული,თავდადების უნარი და სურვილი.
isko
ხვადაგიანი პირადად ხუზანიშვილმა გამოიძახა ახლობლობის გამო,ბათუმელები კობიაშვილმა იმიტომ რომ ბათუმა სოლიდური თანხა გადაუხადა ფეხერაციას,მუშაობენ ამაზე უკვე ჟურნალისტები და სექტემბრის ბოლოს იქნება სპეციალური გადაცემა
გია
კრიტიკა ბევრი წავიკითხე და მოვისმინე, მაგრამ გამოსავალი არა. კარგი ვთქვათ შევცვალეთ მწვრთნელი და ფედერაციის ხელმძღვანელები. მერე რას ვაკეთებთ ესაა საინტერესო. აი მერე რას ვაკეთებთ ეს არ ვიცით.
სოსო
ეგ კლუბში არ იციან,ლევან,არც სათანადო უნარები აქვთ და მხოლოდ ნაკრებში დანერგვა,ამიტომაა (ალბათ)შეუძლებელი.ძალიან დიდი დრო უნდა მაგას და ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელ თანამოაზრეთა გუნდი.ასეთებს ვერც დავიქირავებთ,რადგან ფული არ გვეყოფა,ფეხბურთელებს კი,კვალიფიკაციაარ ეყოფათ,აზრის განსახორციელებლად.აგერ,მხოლოდ წიტაიშვილი და მიქაუტაძე აქტიურობდნენ,ორივე სხვა ქვეყნების საფეხბურთო სკოლების აღზრდილია,ტექნიკით და მენტალობით.დანარჩენები კი,უბრალოდ დაიშალნენ.დამარცხებულის ფსიქოლოგია,მათზე ძლიერია.
555555
რაც ქვეყანაა, ნაკრებიც ის არის.
ქომაგი
ბოლო თამაშებმა გვაჩვენა რომ გუნდი ვერ შედგა, გუნდი არ გვყავს არ შეიკრა. რაც ვაისმა მოახერხა ეხლა გამქრალია. იმედია ახალი მწვთნელია და ძიებაშია. იპოვნის ოპტიმალურ შემადგენლობას და გუნდს დააყენებს. ისე ბევრი ძიებაც არ დაჭირდება სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გვყავს 3-4 ისეთი ფეხბურთელი თუ ოთხივემ ერთად არ თამაშობენ ანდორის და სანმარინოს დონეზე ქვემოთ ეცემა ჩვენი ნაკრები. კონკურენცია არ არის.
მე
აქ არი ადგილი სადაც უნდა თქვა. რაო მეკარემ რატო არ დავდივარო?
უნიჭოა რა და შ...
2:57 ზე გადაახვიეთ და დაუშვილის პასი ნახეთ. თუნდაც ამ ერთი პასის გამო მე სამუდამოდ მოვკვეთდი ნაკრებიდან. მართლა ძალიან მაინტერესებს ვინ ურჩევს სანიოლის ასეთი ნაფტალინიანი ფეხბურთელების მზის შუქზე გამოყვანას.

კომენტატორმა – კარგია, რომ დავარღვიეთ ეს მშრალი სერიაო :)
Fekhburti
გუნდიდან გასაშვებია ყველა ეს ვაი ფეხბურთელი და ნაკრები უნდა დააკომპლეკტო ახალგაზრდა ფეხბურთელებით, საერთოდ კი როგორც თავის დროზე ესპანელებმა გააკეთეს 10 წლიანი გეგმა ნაკრების აღზევებისთვის და მერე კი ყველამ ვნახეთ მათი გამარჯვებები მთავარ ტურნირებზე, ზუსტად ასე უნდა გაკეთდეს ჩვენთანაც, რა თქმა უნდა ისეთი გამარჯვები არ გვექნება არასოდეს, მაგრამ შევეცადოთ მაინც.
მორიელი
ჯერ ის ვთქვათ რომ რომელი გავს შეხედულობით ფეხბურთელს? ეს დედა აფეთქებული, პირი მაინც გაიპარსონ ან წვერი დაიმოკლონ, მენახირეებს რომ გვანან. მერე კიდევ, ფეხბურთის ფედერაციიდან ვინმე ესწრება საერთოდ ბავშვთა საფეხბურთო გუნდების თამაშებს? მე ვესწრები ხოლმე და იქ ისეთი სიტუაციაა რომ ვერ გაიზრდებიან ეგენი ლომები. იმიტომ რომ აღმზრდელი არ უვარგა. თუ იმ ბავშვს, პატარაობიდანვე არ ასწავლე, დისციპლინა, ხაზზე დგომა, პასი, დარტყმა და ჟირკა არ ჩაუნერგე, რომ გაიზრდება, რაც არიან ეხლა, იმაზე მეტი ვერ გაიზრდებიან. ვიღაც იტყვის, პელე ქუჩაში თამაშობდაო მაგრამ ის რომ გუნდში მივიდა, იმან იმდენი რამე ისწავლა იქ რომ იმიტომ დადგა მერე პელე. ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიხედოთ. ჩამოიყვანეთ გერმანიისან, ინგლისიდან, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან აღმზრდელები და ამუშავეთ პროფესიონალები ბავშვებთან და შედეგი აუცილებლად იქნება. თორემ ამ ნაკრებისგან რომ აღარაფერი გამოვა ეს უკვე ნათელია.
vaxო
ვინმე მიხვდა რატო გამოიძახეს ხვადაგიანი, ლოჩოშვილი და დაუშვილი? ბათუმელები 0 იყო, ეს ზარია? იმ ლეგიონერებს საერთოდ ქვეყანაში თამაშის დროს ჩამოსვლა უნდა აუკრძალო, გინდა გერმანიაში იყავი გინდა ავსტრიაში. დაცვამ მაგრად ჩაისვარა, მაგრად! წინ ხო რა ვთქვა, მაგრამ ასეთი მოშიშვლებული უკანალი?
Master
30 წელია ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ.ყველანაირი მწვრთნელი გვყავდა.კარგი ფეხბურთელებიც გვყოლია.საშუალოც და სუსტიც მაგრამ შედეგი მუდამ ერთი და იგივეა.ეხლაც რომ შეადარო თითქოს ბულგარელებზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავს კლუბების მიხედვით მაგრამ 1-4.უცხოელებიდან მხოლოდ ვაისმა გაგვიგო მგონი მაგრამ არ მოგვწონდა.მისი გუნდი 4 ბურთს არ უშვებდა.მხოლოდ დანიასთან მახსოვს 1-5.ბოლონდე ვერც ნან გაგვიგო.მწვრთნელი რომ არ შველის საქმეს ფაქტია.სხვაგანაა პრობლემა საძებნი.ეს სხვა კი ვფიქრობ ზოგადად ქართული ფსიქოლოგია თუ მენტალიტეტია.ძალიან სუსტები ვართ ფსიქოლოგიურად.
ქართველი
არაა ჩვენი საშველი და რას ვეძალებით ვერ გავიგე. მამარდაშვილი შემეცოდა ასეთი თამაშების მერე ვალენსიაში თამაშის პრობლემა არ შეექმნას ან წიტაიშვილს რას ერჩოდით უკრაინის ნაკრების შანსი თუ ქონდა ჩვენ მაგათ დონემდე როდის ავალთ. თუ თავად ასე გადაწყვიტა ღმერთმა ხელი მოუმართოს და ისევ გამხდარიყოს მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ ამ გუნდით რა გითხრათ.
Levani
კუპერიც,ქეცბაიაც,ვაისიც და ყველას ხო არ ჰქონდა შედეგი-მე ერთი რამე დავინახე- არ იციან გუნდური შეტევა როგორ ჩამოაყალიბონ. ყველა მწვრთნელი ცდილობს მარტო ერთს-არ გაფარჩაკდეს მისი გუნდი-მარტო ზონების გადაკეტვას და ერთმანეთის დაზღვევას ავალებენ-მერე კიდევ არის ნიუანსები სად და როდის ჩართონ პრესინგი(ნუ მაინც ბურთის ართმევაზე ორიენტირებული) უმთავრესი-როცა ბურთი გვაქვს რას ვაკეთებთ ყველას ავიწყდება-ბურთი გვაქვს ვუახლოვდებით საჯარიმოს და ვწვალობთ-მთელი ჩვენი შეტევითი არსენალი არის მოძებნო ვინაა თავისუფალი-შეაჩეჩო ბურთი და "იმან" მოიფიქროს რას გააკეთებს. ნებისმიერი მწვრთნელის ხელში საჯარიმოს მისადგომებთან წვალებას ვხედავ- მთავარია იქამდე მიგვაქვს ბურთი და მერე? ამიტომაა ჩვენთვის-ადრე ოქრი იყო ბელადი,ახლა ხვიჩაა და იმათ გარეშე 0 ვართ. არადა კარგ გუნდებს-ვთქვათ პრემიერლიგის მოწინავე გუნდებს სისტემები აქვთ შექმნილი და ნასწავლი სად და რატო კეთდება თითოეული პასი სად უნდა გაიხსნან,როგორ შექმნან ხელსაყრელი სიტუაცია შორიდან დარტყმისთვის,როგორ გამოიჭირონ ფლანგზე 2-3 შემტევმა 1 მცველი მარტო და გაბურღონ, თითოეულ გათამაშებულ კედელს თავისი გაგრძელება აქვს-დამუშავებული-იციან გაგრძელება,ადგილზე კი არ იწყებენ ფიქრს,მარჯვენა ფლანგზე როცა 2 კაცი იწყებს შეტევას მარცხენა ნახევარმცველმა და მცველმა უკვე იციან სად გადაადგილდნენ,თავდამსხმელმა იცის სად უნდა გაიტყუოს მეურვე და ა.შ.(მე სპეციალისტი არა ვარ,მაგრამ ათასნაირი ვარიანტი აქვთ რომლებსაც ვარჯიშებზე ამუშავებენ) აბა ასე -გუნდაც ქეცბა რო იძახდა,მთავარია უკან ჩამოსვლა და წინ თუ რამე შეგიძლია გააკეთე მე კი არ გიკრძალავო-ასე ლატვიას და მალტას ვერ ვუგებდით(მაშინაც და დღეს უფრო ...ში ვართ) ასე არ გამოვა- ის რო შემტევამდე მივიტანოთ ბურთი და ის რამეს მოიფიქრებს არ ჭრის- დგას ჩვენი გუნდი მწყობრი დაცვის წინ და ცდილობენ რაღაც მოიგონონ-ასე კიდე გოლს სხვას გაუტან კი არა ჩვენც არ ვუშვებთ ასე გოლებს-ვიღაც სუნიანი თუ დადგა ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს და რაღაცის მოფიქრება დაიწყო ჯაბა მოაჭამს ფეხს. ასე არაა? ამასობაში რა ხდება-წინ თავდამსხმელი აყვანილი ყავს 2 მცველს და შანსი მისხალი არა აქვს რამე კარგი ქნას-მაქსიმუმი ბურთი კარიდან ზურგით მიიღოს და რამე იხლაფორთოს ამის შედეგია ის რო ჩვენს გუნდში ვერცერთი თავდამსხმელი ვერ თამაშობს კარგად-შოთა ან ჯანაშია რო იყოს დღეს ისინიც ჩამოქვილითაიავდებოდნენ. ადრეც ასე იყო-შოთას დროს,ოღონდ იმას "რაღაცის მომფიქრებლებად" ქინქი ჯამარა გახოკიძე თუ ქეცბა ყავდა და იმ დროსაც ჩვენი ნაკრები იმპროვიზაციაზე იყო დამოკიდებული- ლატვიამ,მოლდოვამ,სლოვენიამ თუ ნორვეგიამ გაგვარღვია იმდროს. სანამ ისეთი მწვრთნელი არ მოვა ვინც გუნდურ შეტევას დაგეგმავს ასე ვიქნებით სულ- გრანდებთან ავტობუსით შეიძლება 0-0ზოგჯერ ვითამაშოთ და მოსაგებ თამაშებს კოსოვოებს და მაკედონიებს ვერ მოვუგებთ. სანიოლი(თუ ხიზანიშვილი) კიდე იგივეა- მთავარი პრინციპი-ნაკლები გოლოს გაშვება აქვს ვიდრე გატანა-ამიტომ ჭირდება მაღალი ფორვარდი,კატენაჩოდან ამოტანილ მაღალ ბურთზე რო იბრძოლოს(პასით ამოსვლის დაგეგმვა ფუფუნებაა-ვის აქვს მაგის ნერვები) ხოდა აწი კაჭარავა რო ათამაშდება 2-3 თამაში კაჭარავათი შეგვ...მს.. მოკლედ ფედერაცია რაცაა ვიცით და ფულს ჭამდნენ და ვინც მოვა ისიც შეჭამს. უბრალოდ ვერც კუპერმა,ტოპმიოლერმა და ვერავინ რო ვერ დაგვალაგა-აგერ არის მიზეზი. თქვენ რა გგონიათ,გამოჩნდება ისეთი თავდამსხმელი 2,20 სიმაღლის დაკუნთული,სწრაფი და ტექნიკური-4 მცველში ყველა ბურთს მოიგებს მერე ყველა მცველს და მეკარეს მოატყუებს და ცარიელ კარში გაიტანს გილებს? არ იქნება ასე და ამაში იმანაც დამარწმუნა-როგორ უჭირს ამ ანტიფეხბურთის სისტემაში მიქაუტაძეს თავისი როლის პოვნა- მაგასაც იგივე ელის რაც დვალიშვილს თავის დროზე ან ქვილითაიას-უგოლო თამაშების სერია-ამისთვისაა განწირული ყველა ფორვარდი ამ "წინ რაღაცას მოვიფიქრებთ სისტემაში" ბოდიშით გრძელი კომენტარისთვის
მერაბი
ერთი რამ მადარდებს - მამარდაშვილს კარიერა არ გაუფუჭონ! ეს რას ჰგავს, რა ხდება?! არ უნდათ თამაში, ან არ შეუძლიათ, თქვან, სხვა მოინახება ვისაც კიდევ პატრიოტიზმის რამე შერჩა.
Cxadadze
ვაისი კი არა ცხადაძე არის დასაბრუნებელი!!! და ფედერაცია გასაყრელი
K.
მწყერი და შაშვი კი არა ფედერაციაში ვინც არის შემომჯდარი!!!
დიმა
ვაღიაროთ რომ ნაკრების ჩავარდნა ნაცების ცხრა წლიანი მმართველობის ბრალია.
დიმა
ჩცდს თამუნას ჩავაბაროთ ნაკრები .
სერგია
როდის წამიყვანთ საქართველოს ნაკრებსში.მაგი მითხარით ბოლომდე... ფეხბურთი კი არა პორნოგრაფიაა
alex
წავაგეთ იმიტომ, რომ დაცვამ ბევრში შეცდომა დაუშვა! ვაგებთ იმიტომ, რომ დაბალი დონის ფეხბურთი გვაქვს. ესეც იმიტომ, რომ ღატაკი ქვეყანა ვართ და ერთი ბიზნესი არ ასებობს საქართველოში რომ საშუალო ევროპული დონის გუნდი შეინახოს, კონკრენციის შექმნაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ჩვენ კიდე გვინდა გაჭირებული ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფული ჩავათხლიშოთ ამ სპორტს რომ რაღაც ეშველოს. არაფერი გამოვა. ჯერ ქვეყანას უნდა ვუშველოთ და მერე ფეხბურთსაც ეშველება.
ქუთაისელი
bichebo nakrebis pegburtelebo, chamodit kutaischi ubanchi gunds chevkribav da gochze da ocianze getamachebit, ogond camogeba ar dagavickdet , nu gechiniat didi angarichit ar mogigebt.
Semi
ჟურნალისტებო გინდათ გეწყინოთ გინდა გაგიხარდეთ რომ ვიღაც მაინც გეუბნებათ სიმართლეს. თქვენ არასწორ ანალიზს აკეთებთ. გავიხსენოთ თქვენი პრეტენზიები ვაისის ყოველ წარუმატებლობაში მწვრთნელს ადანაშაულებდით არ იძახებს ზიბზიბაძეს, ლოჩოშვილს ხარაიშვილს, ეროვნული ჩემპიონატიდან არ იძახებს ფეხბურთელებსო, შეცვლებს აგვიანებსო. ბულგარეთის წინა შეხვედრებში რატო ჩაკვეტაძე არ ათამაშაო. სანიოლმაც და ვაისმაც თქვენზე უკეთ იციან ვინ არის ფორმაში და ვინ არა, მწვრთელები იმუშავებენ კონკრეტულ გეგმას. თქვენი არასწორი კრიტიკით ვერაფერ სასარგებლო საქმეს ვერ აკეთებთ. დღეს კიდევ ფიქრობთ რომ ვაისი დაბალი დონის სპეციალისტია?
სსს
კომენტარების უმრავლესობა ეძღვნება იმას თუ როგორი ცუდია ფედერაცია ან მწვრთნელი რომ ნახოთ ბოლო 10-15 წლების სტატიები იქაც დამნაშავეები ყოველთვის იყვნენ მწვრთნელები და ფედერაციები და არასოდეს ფეხბურთელები.გახსოვთ ბოსკამპი რომ ამბობდა ნაკრებში ფეხბურთელი მომზადებული უნდა მოდიოდესო ნაკრებში ვერ ისწავლიან ვერც სირბილს და ვერც ბურთის დარტყმას ბურთს რომ დაკარგავ ეგრევე ართმევაზე რომ უნდა გადაერთო ამას ნაკრებში არ ასწავლიან ეგ ბავშვობაში უნდა ისწავლო.ჩვენი ნაკრებიშ მოთამაშეები სკოლის მოსწავლეები გეგონებათ გაპარსულები რომ იყვნენ არავითარი ფიზიკური მომზადება კუნთის ნასახიც კი არ გააჩნიათ,ნებისმიერ კონტაქტს აგებენ. ეგ კი არაასწორი ფიზიკური აღზრდის ბრალია. სანიოლი კი არა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთა ბრიგადა რომ ჩამოიყვანონ მაინც არაფერი გამოვა.არცერთი მწვრთნელი არ ეტყვით კარის მაგივრად ტრიბუნაზე დაარტყიო ან ბურთს რომ დაკარგავ იქვე წამოკოტრიალდი არ გაოფლიანდეო.
პეტროსი
ე.ი. რადგან ბათუმმა ქულები მოუტანა საქართველოს და ფედერაციას ცოტა სირცხვილის ლაფიდან ამოიყვანა,სამაგიეროდ არ უკარგავს სიკეთეს და ფეხბურთელების რეკლამირებაში ეხმარება.7 ფეხბურთელი თუ სარფიანად გაიყიდა არც ბათუმი დაუკარგავს სიკეთეს და ხელმა ხელიო...აწყობილია საქმე...აი,ეს არის ქართული ფეხბურთის მამების ხედვა-გაგება...ამათ ხელში მომავალი ქართულ ფეხბურთს არა აქვს
საქართველო
რომ არ შეგვეძლოს ამდენი გულშემატკივარი არ ეყოლებოდა საქართველოს ნაკრებს და ყველა დაიკიდებდა მოგებასაც და წაგებასაც, გადი 1 დღე რომელიმე კლუბის ბავშვების ვარჯიშზე და მეორეთ მაგას აღარ დაწერ,როგორი ნიჭიერი ბავშვები გვყავს,რომ შეგვიძლია და წარმატებას ვერ ვაღწევთ ამიტომ არის გულშემატკივარი აღშფოთებული.
ავჭალიდან
არა შეჯდა მწყერი ხესა! არა იყო გვარი მისი! არ შეგვიძლია რა ეს ფეხბურთი.
emzaris pasuxad
ემო, რა პათეტიკაში ხარ გადავარდნილი? კობი არა, ეგეც მყავდეს უწმიდეს-უნეტარესი. ნათესავია შენი? დამსაქმებელი? აბა თუ არაფერია, გულგონსახარ ემო?
ვაისს გავეყარეთ ვუის შევეყარეთ
ჯობია ისევ ვაისი დავაბრუნოთ მწვრთნელად და ლადო დვალიშვილი და ბაჩანა ცხადაძე თავდასხმაში.
Basa
ცოტაც გავუძლოთ და მერე ტირპედოს ლიგა გვიწევს.
soso
ვისაც ფეხბურთი ოდნავ მაინც გვესმის ყველა ვხვდებით რო ფედერაცია ნაგლად და აშკარად რაღაცას ჩალიჩობს(მაკედონიასთან გამოაშკარავდნენ პირველად) ოფიციალურ და პრიციპულ მატჩებში ამდენი დებიუტანტი ! ამხანაგურ შეხვედრაში ჩასვრილი დაცვის ხაზის და ყოველგვარი ჩამშლელის გარეშე ვალენსიას მეკარეს აყენებ და სახელს უფუჭებ! ქვილითაია ფორვარდი რომლის გატანილი გოლი არ მახსენედბა ნაკრებში(თუ აქვს Gატანილი საერთოდ) მაიც ძირითადში აყენებ! არ მესმის იმ ხალხის რაღაც ღლიცინა კომენტებს რო წერენ ფეხბურთელების მონდომებაზე პროფესიონალიზმზე, იმის მაგივრად რო ყველა ავდგეთ Gამოვიდეთ და მოვიშოროთ ეს ნაგვები! მე პირადად აღარ წავალ სტადიონზე! არც პირდაპირ ტრანსლაციას ვუყურებ სანამ ეს ხიზანა კობი კალა და ეს მჭამელი ხალხი არ მოშორდებიან რომლებსაც არც Qართული ფეხბურთისთვის და Aრც ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებიათ და არანაირი Dამსახურება არააქვთ ქართველი ხალხის წინაშე! თუ Vინმე რამე საპროტესტო აქციას Dაგეგმავს დიდი სიამოვნებით შევუერთდები!
1111
მწვრთნელი არაა ჩვენი პრობლემა მწვრთნელი ჭირდებათ ერთ კაცზე ხელის მისახოცად. თევზი თავიდან ყარსო ანდაზაა ასეთი და სამწუხაროდ ჩვენ რეალობას ერგება
გიორგი
ამ ფეხბურთის განვითარების ფონდით, ნეტა იმის გაკეთება არ შეიძლება, რომ თბილისში, ყველა უბანში ერთი სტანდარტული საფეხბურთო მოედანი გაკეთდეს და საფეხბურთო სკოლებს გადაეცეს? რაც იყო ის გაიყიდა კი ბატონო, ახლო მხედველობა და ღორობა, რომ არ ახალია კი ბატონო, მაგრამ თუ სადმე მიეაა დარჩენილი ჯერ კიდე აუშენებელი, რომ გამოისყიდოს ამ ფონდმა, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს არ შეიძლება? ქეცბაია რომ ყვიროდა მართალი იყო ის კაცი. თუ მოედანი არაა, სად უნდა გაიზარდოს ბავშვი? და თუ მასობრიობა არაა, როგორ უნდა ამოირჩეს ფეხბურთელი? რასაკვირველია სტადიონის გარდა კიდევ ბევრი რამეა, მაგრამ ჯერ ამით რომ დავიწყოთ? თბილისშია მოსახლეობის ნახევარი და აბა რამდენ სტანდარტულ მოედანს ჩამოთვლით? საშურია ეს საქმე, სანამ კიდევ არის მიწის ნაგლეჯები დარჩენილი, თორემ ცოტა ხანში ერთ ბეტონის ჯურღმულად გადაიქცევა ეს ქალაქი.
ჰმ.
ემზარი, გონებაგახსნილობაზე გაქვს პრეტენზია და ესეიგი კობიაშვილის და სანიოლის დადანაშაულება არ შეიძლება? გასაგებია.
5.
კუპერი ყველაზე სერიოზული და კვალიფიციური მწვრთნელი იყო უცხოელებიდან ვინც კი გვყოლია, მაგრამ ვერაფერი ვერ გაიგო სად მოხვდა და არაფერი არ გამოუვიდა.
მკითხველი.
საბჭოთა სისტემა იყო, მაგრამ "საბჭოთა საფეხბურთო სკოლა" ნამდვილად უადგილო და ნოსტალგიურია.
გელა
რეალურად დღეს ჩვენი ნაკრების თამაში დიდ წილათ არის დამოკიდებული შეტევაში ოთარ კიტეიშვილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე და შუაში ჯაბა კანკავაზე სამწუხაროდ ამ ეტაპზე მათზე უკეთესი ფეხბურთელები მათ პოზიციებზე ჩვენ არ გყავს ჩაკვეტაძე არ არის ფორმაში ფაქტიურად 1 თვეა გიორგიმ დაიწყო თამაში ხანგრძლივი ტრამვიანობის შემდეგ და მას ჭირდება დრო რომ აღიდგინოს ფორმა ზოგადად ბევრი ფეხბურთელი არ არის ფორმაში დღეს რაც დავინახე ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩვენი ნაკრები ვერ უტევს როცა არის ხვიჩა გუნდი სულ სხვანეირად თამაშობს სხვა შემართება და იგრძნობა რომ ლიდერი არის მოედანზე ვისი იმედიც აქვს გუნდსაც და გულშემატკივასაც ყაზანის რუბინის ფეხბურთელია 20 წლის ბიჭია რაც გინდათ ის დარქვით მაგრამ ხვიჩა კავარცელიას გარეშე გუნდი ვერ თამაშობს.
ქართველი.
არავითარი "საბჭოთა კავშირის ფეხბურთი" ის არ ყოფილა. იყო სახელმწიფო, იყო წესრიგი და ინფრასტრუქტურა მაგრამ რასაც ქვია "საბჭოთა ფეხბურთი" თანაც საქართველოში არასდროს არ ყოფილა. კონკრეტულ ექსპერტებს თუ დავეკითხებით საბჭოთა კავშირში იყო 3 განსხვავებული საფეხბურთო სკოლა: ქართული რუსული და უკრაინული სკოლა. პაიჭაძე მესხი მეტრეველი ყიფიანი ჩივაძე გუცაევი შენგელია ხურცილავა დარასელია ქინქლაძე ასათიანი - ეს იყო ქართული სკოლა. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, რუსული და უკრაინული სკოლა დარჩა და გაგრძელდა ქართული სკოლა კი გაანადგურეს. სიმართლე აი ეს არის. დღევანდელი ქართული ფეხბურთის პრობლემა მხოლოდ ხელმძღვანელობაშია და საქართველოს როგორც კი საშუალება მიეცემა მაშინვე დაამტკიცებს რომ რუსეთი და უკრაინა კი არა იგივე ხორვატიაზე ნაკლები საფეხბურთო ერი არა ვართ.
ემზარ
რა გვეშველება?! აი ამისთანა სულელურ კომენტარს რომ გააკეთებთ მართლა მაშინ რა გვეშველება?აბა ერთი მითხარი სად უნდა ეთამაშა მამარდას ,რომელ თამაშზე? კოსოვოსთან ? ესპანეთთან თუ დღეს ბულგარელების წინააღმდეგ?ე.ი. თქვენი აზრით ვერ მოუნელებიათ უკვე მამარდა და ძირავენ ხომ? ფეხბურთელებს გაქცევა ეზარებათ ,არავითარი მოტივაცია და საფეხბურთო პატრიოტიზმი არ გააჩნიათ და ვის რას აბრალებთ კობის? სანიოლს ? დაწერეთ კონკრეტულად ვის გულისხმობთ ……
დევკალიონი
ჩაკვეტაძემ შეტევაში დაკარგა ბურთი და იქვე დადგა გაჩერდა ,ამ დროს კომენტატორი გაოცდა ,ესე როგორ შეიძლება ,რომ მოიქცეს ფეხბურთელი და არ ეცადოს დაუყონებლივ დაკარგული ბურთის დაბრუნებასო,ან უბურთოდ საერთოდ უნიათო თამაშობენო , არანაირი მონახაზი და ტაქტიკა,იგივე კომენტატორი ამბობს , ინდივიდუალურად ზოგი ძალიან კარგი მონაცემებით გამოირჩევა მაგრამ ფეხბურთი არაა ინდივიდუალური თამაში ,გუნდური თამაშია ,ვერავინ ვერ ასწავლა საქართველოს ნაკრებს გუნდური თამაში ,ეს მენტალიტეტის პრობლემაა , უკრაინიდან იყო კომენტატორი .არ გამოვა მაგათგან არაფერი.
გიო
მსოფლიოს შესარჩევების ცხრილებს გადახედეთ, ჩრ ირლანდია, კოსოვო, ჩრ მაკედონია, ალბანეთი, სომხეთი... კიარა უკვე ანდორა, მალტა და ლიხტენშტეინიც გვჯობია, ყოველ მეორე თამაშს 4-0 აღარ აგებენ. სანიოლი არაფერ შუაშია, რაქნას სანიოლმა როცა ფეხბურთელი კარის მიმართულებით რომ დაარტყამს და ბურთი კუთხურის ალამს მოხვდება, არ გამოიძახოს ამ დონის ფეხბურთელი? კი ბატონო მარა მის მაგივრად მოყვანილი უარესი დონის იქნება და უარეს იზამს, სრული ქაოსია ქართულ ფეხბურთში, კლუბებში, ნაკრებში. ფედერაცია მარტო ბიუჯეტის "ათვისებით" არის დაკავებული საბანკო ანგარიშებს ივსებენ ბიჭები სანამ დრო აქვთ. სანიოლს, მამარდაშვილს, წიტაიშვილს და კვარაცხელიას გასაგონად ხალხო დროზე მოსცილდით ნაკრებს კარიერას და მომავალს ნუ ინგრევთ, ეგ ჭაობი ლოჩოშვილის, დაუშვილის, ბათუმის დინამოელების მეტის ღირსი არაა
დევკალიონი
180 თან რა გინდა თუ ძმა ხარ , დაახლოებით 165 სმ არიან .თან კუნთი არააქთ და გამძლეობა არააქთ.
Გიო
ბიჭებო ფეხბურთი არაა თქვენი საქმე ისევ პოლიტიკას მიაწექით..ვაი ჩვენ თქვენს ხელში
ჭიჭიკო
აღარც ტიტანიკზე მეტირება და აღარც თქვენ წაგებაზე.
არა?
არ ჩანს ცუდი ხალხი
ჩიტოვიჩი
ლა კალგია ლა კალგია ერთი გოლი გავიტანეთ
რაჟდენა
წავალ ისევ ჩემ ჩიხურას ვუბალეიშეკებ
დუტა
მე რომ დამინიშნოთ არ ინანებთ რაც მე გადაცემები და კონცერტები წამიყვანია რა დათვლის
ვოოტ
გულშემატკივრებმა რომ დავაკომპლექტოთ ხოლმე ნაკრების შემადგენლობა გამოკითხვის საფუძველზე და მწვრთნელი გინდ ფედერაციამ დანიშნოს და გინდ ინგა გრიგოლიამ, ვითომ უარესი შედეგი გვექნება?!...
გოგია წულაია
ერთი გოლი ძლივს გაიტანენ ამ ფეხბურთელებმა..
გოჩა ჩერტკოევი
ანრი ჯოხაძე ან გია ჯაჯანიძე მოუხდებოდა ნაკრებს. ვიხალისებდით მაინც.
Vasili
მეცოდება ჩვენი ნაკრები და მენანება სანიოლი
N
"ააფრინე ალალიო: რაც არ არი, არ არიო!"
აჩი***
ჩემი კიმენტარი რატო არ გამოაქვეყნედ ჩვენ ფეხბურთელებზე მეტად არა სპორტული იყო???
კახა კუჭავა
არ ინერვიულოთ მეგობრებო, დარწმუნებული ვარ მალე ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს!
ზაზა
ზოგიერთი იცინიან და ღლიცინობენ ხალხო რა არის სასაცილო ამ ფეხბურთზე 100 ბით მილიონი იხარჯება ბიოჯეტიდან უამრავი მილიონი იხარჯება ფედერაცის და მწვრთნელის ხარჯების დასაფარად და ამ ყველაფრის შედეგი არის ეს რასაც ვხედავთ არაფერია სასაცილოო ეს არის ბიუჯეტის ფული ჩვენი გადასახადების გადამხდელთა ფული და ეს ხალხი ვერ მუშაობს თავის საქმეს ვერ აკეთებენ და უნდა წავიდნენ!!!!! რადგან 6 წელია ფედერაციას მართავენ და შედეგი არის 0 ყველანაირი მიმართლებით.
გიორგი
სანიოლის დაცვას არ ვაპირებ, მაგრამ სულ ცოტა 6-7 ფეხბურთელი ბურთს ვერ აჩერებს. საშუალო სირბილის პასსაც ვერ. სასწაული თუ მოხდა და ბურთი წინ თუ გაიგდეს, მერე ვეღარ ეწევიან. შეტევაში არ იხსნებიან და დაცვაში ფეხები უკანკალებთ. ეს 8-12 წლის ასაკში უნდა ესწავლათ. ნაკრების მწვრთნელი ვეღარ ასწავლის. არც სანიოლი უქნია ღმერთს.
დიმიტროვი
ამ საცოდავ ფეხბურთელებს მუდამ ახსენებენ ქართული ფეხბურთის მიღწევებს. იმ მოგებას, ამ მოგებას, ასეთი ვარსკვლავების არსებობას და ასეთ გულშემატკივრობას. უნდათ ამათი იმ მემკვიდრეობაში გაყვანა და არაა ეს სწორი. ქართული ფეხბურთი დაიწყო 1991 წ, ხოლო ის, რასაც იხსენებთ იყო საბჭოთა კავშირის ფეხბურთი, უკვე არარსებული ქვეყნის. არაა ეს ფეხბურთი და ეს ფეხბურთელები მჟავანაძე-შევარდნაძის ქვეყნის მემკვიდრე და მორჩა.
რა გვეშველება?
აი, ხომ ბევრი რამის გამო ვაგინეთ ფედერაციას, მაგრამ რაც მამარდას, 20 წლის ბიჭს გაუკეთეს?! სადაც უნდა ეთამაშა, არ ათამაშეს და დღეს, ჩასვრილი დაცის ხაზის და უვარგისი ჩამშლელების უკან, „პრახადნოი დვორის“ მეკარედ დააყენეს. ამათი ნება რომ იყოს, დასამარდა ბიჭის კარიერა. ლორია 35 წლისაა და ფინანსური საკითხები აქ არ არსებობს. უბრალოდ გამსკდარან გულზე ეს მუცელღმერთები ამ ბიჭის წარმატების გამო. არამზადები!!!
რა გვეშველება?
სანიოლი ბუტაფორიაა
giorgi
თქვენ გენაცვალეთ დასავლეთიდან ჯერჯერობით 4 ადამიანი ჩამოვალთ და შეგიერთდებიით ხალხის და ჩვენი სიყვარული ამ სპორტს თუ გადაარჩენს თორე ყველა ხელს ითბობს ვაი ჯურნალისტები!! გამოიყვანენ ეხლა და ლამაზად ასაუბრებენ რო ჩააცხრონ ეს მუხტი და იგივე წრეზე წაგვიყვანოონ.წესით მაკედონიის მერე რაც მოხდა მაშინ უნდა გავსულიყავიით!!!
kaxi
გვარებს არ დავასახელებ, ყველა ხვდება, ეგენი ნაკრებში კი არა მე-3 ან მე-4 ლიგის დონისანი არიან, გინდა ევროპაში იყოს გინდა ქვეყნის ჩემპიონ კლუბში. ვიღაცეები წერდნენ დაცვა დაკომპლექტებულია, "ასარჩევად გვაქვს საქმეო," ესაა დაცვის ხაზი? ღადაობაა რა.
გელა
არც ცხადაძის და არც ქეცბაიას დროს არ გყვავდა ჩვენ არგეტინის ან ბრაზილის დონის ფეხბურთელები მაშინ რაოდენობრივად 1-2 გამორჩეული ფფეხბურთელები გყავდა ვიდრე ახლა დღეს ბევრად დიდია რესურსი იმასთან შედარებით რაც მაშინ იყო და მე არ მახსოვს არც ქეცბაიას დროს არც ცხადაძის დროს ასეთი უმოტივაციო საქართველოს ნაკრები ჩვენ ვერასოდეს ვერ მივალთ ესპანეთის დონემდე რომ კლასის ხარჯზე ვაჯობოთ ვინმეს ჩვენი შედეგი ერთადერთი შეიძლება მონდომებით ბრძოლით ბოლომდე დახარჯვით მოედანზე რაც ამ ბოლო თამაშებში საერთოდ არ იყო მე ვერ დავინახე ეს და მაგიტომ ვამბობ რომ შეუძლებელია უცხოელმა მწვრთნელმა ინგისურ ენაზე საქართველოს ნაკრები ფსიქოლოგიურად განაწყოს და მოტივაცია მისცეს საბრძოლველად.
Farchakebi
მორიგი ჩამოთრეული და გაპიარებული ვილი სანიოლი. ჟირესი ტოპმიულერი ა.შ. ფარჩაკების სიას მიემატა კი ვილი სანიოლი
გოგა
გამარჯობათ ფეხბურთის გულშემატკივრებო პარასკევს 10 სექტემბერს 17 საათზე ფეხბურთის ფედერაციასთან იგეგმება აქცია სახელწოდებით გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი და მისი გუნდი. დაინიშნოს ახალი რიგგარეშე არჩევნები, ერთად შევცვალოთ მწარე რეალობა, რამოდენიმე ადამიანი სადღაც 100 კაცამდე უკვე ვართ შემოგვიერთდით
გელა
კუპეროს გარდა არცერთ მწვრთნელს ვინც მე მახსოვს არ ქონია ასეთი ცუდი შედეგები 8 თამაში სრულიად საკმარისია რომ შეაფასო მწვრთნელი 1 მოგება 1 ფრე და 6 წაგება და თან ასეთი ცუდი თამაში დარწმუნებული ვარ ვაისიც ქეცბაიაც ცხადაძეც ამ ციკლს და ამხანაგურებს ბევრად ღირსეულად ჩატარებდნენ ვიდრე სანიოლი ატარებს.
gio
რაც წინა ფედერაციებმა დააკლეს, ამ ფედერაციამ ბოლომდე მიიყვანა საქმე და დაასამარა ფეხბურთის ქვეყანაში ფეხბურთი. უბედურებაა ესეთ უპატრონო ქვეყანაში ცხოვრება
aleko
კარგი იყო ესე გააგრძელეთ
სერგო
ნეტავ ანტუან ტრი ტრი ღარიბაშვილი რას ფიქრობს რისი ბრალია ან მეუფე იაკობი
მამუკა
ოდნავ თუ ესმის სანიოლს ფეხბურთი აშკარად დაანახებდა ეს სამი თამაში ვინ რისი მაქნისია, ხო და შემდეგ თამაშებში მკვდარი სულები აღარ უნდა შეიყვანოს მოედანზე
ზურა
სანიოლი დღესვე გაუშვით და მოიყვანეთ ან ცხადაძე ან ცეცაძე ან ჭიაბრიშვილი ან გეგუჩაზე ეს კაცი ჩაფლავებს ყველაფერს აზზე არაა სადაა საერთოდ ვერ ერკვევა ტაქტიკაში ფსიქოლოგიურად მენტალურად გუნდს ვერ განაწყობს საბრძოლველად. არანაირი ვაფალოთ.
Ng
აქ კომენტარების წერით ხომ ხედავთ არაფერი გამოდის, ნამუსი შეაწუხებთ და სინდისის ძარღვი აქვს რომელიმეს. ეს ვაი ჟურნალისტებიც ენის მოჩლექვით ლაპარაკს დაუწყებენ კიდევ და ჩვენ რა ვქნათ ჩვენ :((
Kargit ra
ესეიგი ცხადაძე მაინც არ გინდა დევდარიანი არ გინდათ და არველაძე გინდა??? ჰო
გოგა
არ შეიძლება ხალხის ასე აბუჩად აგდება არა
რეზო
ვფიქრობ რა კომენტარი გავაკეთო და ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, უიმედობის განცდა დამეუფლა, უკვე მერამდენედ
მამუკა
ჩვენ ნაკრების ფეხბურთელებს რომ ვუყურებ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ უბანში რომ თამაშობენ ხოლმე აი იმ დონეს ვერ გაცდნენ
გელა
ახლა უკვე სანიოლის ხელში რა შედეგებიც გვაქვს ერთი ერთში გამახსენდა კუპერის საქართველოს ნაკრები. სტატისტიკა მეტყველებს ყველაფერზე 1 ფრე 1 მოგება და 6 წაგება ეს არის ნებისმიერი ნაკრებისთვის კატასტროფული შედეგი მწვრთნელი აყენებს შემადგენლობას მწვრთნელი განაწყობს გუნდს საბრძოლველად მწვრთნელი აკეთებს შეცვლებს მწვრთნელია პასუხისმგებელი შედეგზე და არ ვიცი რა უნდა შეიცვალოს ასეთი 1 თვეში რომ ჩვენ უკეთესი თამაში გვქონდეს ოქტომბერში მე ვერ წამომიდგენია თუმცა ვთლი რომ ის დარჩენილი 3 თამაშიც უნდა ვაცალოთ. და თუ დარჩენილი თამაშებიც იყო ასეთი კატასტროფა მაშინ უნდა წავიდეს რა არანაირი ვაცალოთ და ეგეთი საუბრები.
jigari
ეხა მიხვდით რატო არ დააყენა მამარდაშვილი ესპანეთთან? არა იმიტო რო ცუდი მეკარეა, არამედ ესპანელები გაბურღავდნენ გოლებით და მერე გენახათ მარკას და სხვა გაზეტების სტატიები...
ისიდორე
არაფერი არ გვეშველება.
sos
რატომ უნდა მოგინდეს ამ მოსიარულე ლეშებიდან რომელიმეს ყიდვა, ან რატომ უნდა იღებდეს უვარგისების ფედერაცია ამ შედეგისთვის ფულს. რატომ არ უნდა მოეთხოვოთ პასუხი. რატომ ფინანსდებიან თუნდაც ლარით და არა მილიონებით ისედაც გადაჭირვებული ხალხისგან ეს საქონლები
juki-s
ხიზანიშვილი ძალიან შეუფერებლად იქცევა,ხვადაგიანი ნაკრებში არ უნდა იყოს, რატომ გონია ხიზანიშვილს ნაკრები თავისი
გია
ისე მამარდაშვილი შემეცოდა ასეთი დაცვის ხელში
გია
წიტაიშვილი გაიყვანა ქვილითაია შემოიყვანა და ამით შეტევა გააძლიერა, ქვილითაიას დრო არ ეყო, თორემ არაერთ გოლს გაიტანდა.
ლევანი
აღარ შემიძლია, გასკდა გული, ამათ უუნარობას და უსუსურობას თითქოს უიღბლობა აკლდეს…
beqa
ვინ აირჩია ეს ფედერაციაა ვიინ აგოს ეხლა პასუხი. კობიაშვილო გაეთრიე შენი მუჯირით და ბლუკუნა იაშვილიით წადიით არც ლიგა გვივარგა არც ნაკრები არანაირი იმედი და მომავალი წადიით რავერ გაძეხიი ინამუსე წადიი როდის უნდა გადადგეს მაშინ თუ ეხლა არააა?!!
პეტროსი
გვიშველეეთ!
Მეზღვაური
ეეჰ დაბრუნდა სილესენი ვალენსიას ძირითადში 12 რიცხვიდან სამწუხაროდ
ბექა
არ შეიძლება იქნებ როგორმე მოვძებნოთ ისეთი ნაკრები ვისაც მოვუგებთ თუნდაც ერთი მაინც
გაგა
წიტაიშვილის და დავითაშვილის გარდა რომელიმეს თუ შეატყეთ რომ ნაკრების ძირითადში მოხვედრაზე აქვთ პრეტენზია თან ესენი ითვლებიან ქართული ფეხბურთის მომავლად
მამუკა
სანიოლი ეტყობა ნაპოლეონის შთამომავალია. ამისთანა სტრატეგი ჩემ ცხოვრებაში არ მინახავს. ეჰ,ვაისი რომ მოგენატრება კაცს.
ზურა
სეზონი ეწყება ყველას და ფეხებს ხომ უნდა მოუფრთხილდნენ! ნუ ეს ამხელა თანხები პაესტკებისთვის არაუშავს ფედერაციის აზრით.... არაფერი პროგრამა ფედერაციას არა აქვს არც ნაკრების განვითარების და არც ნაკრების ჩამოყალიბებისთვის.ტრენერშიც ფული უნდა დახარჯულიყო და აიყვანეს არაფრის მაქნისი,ცარიელი სახელი და გვარი...
გიორგი
ბიჭო ეს ამდენი უვიცი და ძალათ ფეხბურთელები სად შეიყარეთ? ბურთი თუ ორ მეტრაში არ მიუტანეთ თანაგუნდელს პასს არ აკეთებთ ან მაგრად გეშინიათ ან კიდე პასი არ გივარგათ,ნაკრებში რო გიძახებენ თქვით რო არ აკმაყოფილებთ ნაკრების დონეს და არ ჩამოხვიდეთ, გუშინ 21 წლამდე ნაკრების თამაშს ვუყურე და მოძრაობდნენ და ერთმანეთს ეხსნებოდნენ, თქვენ კიდე რა გჭირთ? ფლანგებზე ერთი ბურტის გადატანა რა მოხდა, პასებზე და ბურთის გაჩერებაზე ივარჯიშეთ ეს დედა…..ი, ბიჭო დამაწყდა ნერვები,
Anti
გუნდის შენება იწყება დაცვიდან ზოგადად და პირველ რიგში ამას უნდა მიეხედოს, მითუმეტეს სანიოლს არ უნდა ეშლებოდეს ეს, თვითონაც მცველი იყო. დაცვა იყო ნული დღეს და არა მარტო დღეს, წინა თამაშებშიც. ერთადერთი ვინც გამოსაცდელი დარჩა სანიოლს არის სიჭინავა თავდასხმაში, უკრაინის ჩემპიონატში რომ თამაშობს. ამ ქართული კლუბების გამკვირვებია კიდე, დაუღიათ პირი და ვიღაც ვაი ლეგიონერებს იმატებენ, 2 ნაკრების მცველი უკლუბოდ არის პრაქტიკის გარეშე (კვირკველია და გრიგალავა) დავიჯერო თუნდაც ნახევარი სეზონით რომ ჩამოიყვანონ, პრაქტიკას მიიღებენ ფეხბურთელები და ახალგაზრდა ფეხბურთელებიც ბევრ რამეს ისწავლიან მაგათგან. თან ორივე თავისუფალი აგენტია და თანხის გადახდა არ მოუწევს არცერთ კლუბს.
დევკალიონი
ნორმალურად ითამაშეს ,უბრალოდ გამოუცდელი მცველები და ახალი მეკარე ,რომ გყავს ასე ხდება ხოლმე ,გოლი უნდა გაგვეტანა უფრო მეტი ,2 მაინც , მიქაუტაძე კარგია ,მაგრამ დასახვეწიაქ დამაგვირგვინებელი მოქმედება,მეტი თავისუფლება სჭირდება მას, წიტაიშვილი და ჩაკვე ჯერ ფორმის ნახევარში არ არიან , გიორბელიძეს ცუდი არ იყო,ზურიკო ძალიან მაგარია , უბრალოდ ზედმეტებს აკეთებს, გუნდური თამაში არცერთ ჩვენს ფეხბურთელებს არ ესმით.
ეჰჰ
სულ მეგონა რო ეს ექსპერიმენტები გაჭრიდა მაგრამ არაფერი არ ჭრის, არ ვიცი რა გვეშველება ეტყობა ფეხბურთი იმდენად განვითარებულია ყველგან რომ აზრი არ აქვს ადამიანური რესურსი არ გვყოფნის ფიზიკურად. აი ეხა სომხებს შევხედოთ თუ გამოუვათ რამე მაშინ არ ვიცი. მაგრამ დაცვა კაშია ხოჭოლავა ნუ აი ვერ უზამ ვერაფერს რა ჯერ მაინც, შემეცოდა მამარდა ისე კი უნდა აეღო ის ჯარიმაც არ იყო აუღებელი, მე-3 გოლიც არ იყო აუღებელი. ნუ კიდევ ერთხელ ჩავისვარეთ, და ერთა ლიგას მივაწვეთ მგონი ეგრე ჯობია სხვანაირად შანსი არ გვაქვს ან დაველოდოთ ფიფას როდის გაუშვებს მსოფლიოზე ყველას. თორე ასე რავიცი სანიოლი არ გვიშველის ნამდვილად. შოთა მოდი რა ძმაო აჰა ხო ხედავ სანიოლი რეებს აკეთებს მაგრამ აღარც არავინ აგინებს. ან რა გინების გეშინოდა ნაკრებში რო თამაშობდი რა არ გაგინებდა ხალხი კარგი რა. ვიღაცა უცხოელებს ვამდიდრებთ და იქნება შენ მაინც გამოგივიდეს რამე. მარა რავიცი რა არაფერი ჩვენ არ გვეშველება.
გიო
ნუღარ გვარცხვენთ
შოთა
უკომენტაროდ...
juki
ხიზანიშვილმა თავის ნათლული გამოიძახა და ათამაშა დღეს დაცვაში,შედეგიც დადგა,,როდემდე გაგრძელდება ასე ახლობლების გამოძახება?არგცხვენია კობიაშვილო?
მამუკა სვანი
ბულგარეთის ნაკრები ფაქტობრივად შიდა ჩემპიონატიდანაა დაკომპლექტებული, სირცხვილია ჩვენები როცა კარგ გუნდებში თამაშობდნენ მაშინ მაგათ ბალაკოვი, პეტროვი და ბერბატოვი ყავდათ, კალაძეს მაშინ ბერბატოვმა ბურთი თავზე დაახია, ელემენტარული პატრიოტიზმი არ ქონდა მაშინ იმ ფორმაციის ნაკრებს, მახსოვს კალაძეზე და სხვებზე თავს უფრთხიკდებიან და პადკატსაც არ აკეთებენო, ამათ საერთოდ კლასი არ აქვთ
ilarioni
ნაკრები კიარა ბოსელია. უფრო სწორედ უფრო კაი სიტუაციაა ბოსელში ვიდრე ამათი თამაშია. ამათ შემხედვარე შეიძლება ისეთი ელამი გახდა ერთი თვალით წინ იყურებოდე და მეორე თვალით უკან
აზია
რაც თავი მახსოვს კომენტატორები იძახიან მეტოქე ფიზიკურად ჩვენზე ძლიერია ... დავითაშვილი, კიტეიშვილი, ალთუნაშვილი,ყაზაიშვილი , კანკავა , გიორბელიძე , აზაროვი,ჩაბრაძე, დაუშვილი ,მიქაუტაძე -- აქედან არც ერთი არ არის 180 სმ-ზე მაღალი . /// კიდევ გააქვთ რამე კითხვები ?
სრული ფიასკო.
ეეეჰ! სიტყვები აღარ მყოფნის...
Ar Gindodat Cxadadze
Vinc tqven dagindot metqi
Giga
კობიაშვილი მომიკითხეთ პარლამენტში
გიო
ნუღარ გვარცხვენთ
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
შანსი საქართველოს ნაკრებს! - ბელგიამ ბულგარეთი დაამარცხა
სანიოლი: პენალტი არ დაგვინიშნეს - თავში მხოლოდ დადებითი მოსაზრებები მიტრიალებს
"საქართველოში ზალპს გავუძელით" - ბულგარული მედია
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
კვეკვესკირი: მართლა დასანანია ეს წარუმატებლობა
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]