საქართველოს 18-წლამდელთა პირველობაში ქვეყნის ჩემპიონი "სოხუმი" გახდა, რომელმაც ეს ტიტული შვიდწლიანი შესვენების შემდეგ, ”ქუთაისის” ძლევით მოიპოვა

სოხუმი-ქუთაისი 79:73

19:19, 17:14, 25:20, 18:20

სოხუმი: ჩოჩია (18ქ, 6პ, 4ჩ), გაფრინდაშვილი (6ქ, 12მ), დოლიძე, ძიძიგური, რ. როგავა (2ქ, 4პ, 5ჩ), დ. როგავა, გოლეთიანი (4ქ, 4პ), მესხი (8ქ, 7პ, 13მ), ორმოცაძე (20ქ, 6მ), ბულიავა (21ქ, 11მ)

ქუთაისი: გრძელიძე (15ქ, 5მ, 4ჩ), ტყაბლაძე (11ქ, 5ჩ), ფხაკაძე (4ქ, 9მ), ცირეკიძე (21ქ, 12მ), დვალიშვილი (17ქ, 16მ, 4პ), გოგოძე (5ქ, 5პ, 4ჩ)

გუშინ ღამით დასრულდა საქართველოს 18-წლამდელთა პირველობა. ქვეყნის ჩემპიონი გახდა "სოხუმი", რომელმაც ეს ტიტული შვიდწლიანი შესვენების შემდეგ მოიპოვა. სოხუმელებმა 18-წლამდელთა პირველობა ბოლოს 2004-ში მოიგეს, თუმცა მაშინ შეჯიბრება ამჟამინდელივით ორგანიზებულად არ მიმდინარეობდა - გუნდები სეზონის ბოლოს არკვევდნენ ჩემპიონის ვინაობას.

2010-11 წლების ჩემპიონატი მარათონივით გრძელი გამოდგა და ჩემპიონიც ღირსეულ ბრძოლაში გამოვლინდა. შეგახსენებთ, რომ რეგულარული ეტაპი "სოხუმმა" მოიგო, ხოლო მეორე ადგილზე "ქუთაისი" გავიდა. ფინალურ სერიაში ერთმანეთს სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდა და საბოლოო გამარჯვებაც რეგულარულის მომგებ "სოხუმს" დარჩა - 2:1.

ფინალური სერიის გადამწყვეტი მესამე მატჩი თბილისში გაიმართა. შეხვედრის პირველი პერიოდი ფრედ დასრულდა, მესამესა და მეოთხე ათწუთეულებში მცირე უპირატესობა სოხუმელთა მხარეს იყო. ბოლო რაუნდში "ქუთაისმა" 2 ქულის სხვაობით (20:18) იმარჯვა, რაც საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი არ აღმონდა. ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილმა "სოხუმმა" 79:73 გაიმარჯვა და ოქროს მოპოვებით ძალიან გაიხარა.

ისევე როგორც წინა შეხვედრებში ქუთათურებმა ფარქვეშიდან სცადეს უპირატესობის მოპოვება, თუმცა მასპინძლებმა არაფერი დაუთმეს - მოხსნებში "ქუთაისს" 50:48 აჯობეს. თუმცა, სტუმრებმა უფრო მეტი ორქულიანი გამოიყენეს - 26, 20-ის წინააღმდეგ. სოხუმელთა წარმატება პერიმეტრიდან ზუსტმა თამაშმა განაპირობა. მათ 11 შორეული ტყორცნა გამოიყენეს, მაშინ, როცა "ქუთაისმა" მხოლოდ ორი სამქულიანი ჩააგდო. აქვე გეტყვით, რომ გუნდებმა დაბალი რეზულტატურობით სტყორცნეს საჯარიმოები: "სოხუმი" - 17-დან 6, "ქუთაისი" - 23-დან 15 გამოიყენა.

იმერელთაგან გიორგი ცირეკიძე და დიმიტრი დვალიშვილი გამოირჩნენ. პირველმა 21 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა, ხოლო მეორემ - 17 ქულა და 16 მოხსნა. ასევე ორმაგი დუბლი მიითვალა "სოხუმის" მოთამაშემ ოთარ ბულიავამ - 21 ქულა და 11 მოხსნა. მასპინძელთა ვიცე-ბომბარდირი გიორგი ორმოცაძე გახდა (20 ქულა), ხოლო 18 ქულა და 6 პასი მოაგროვა ალეკო ჩოჩიამ. მან ყველაზე მეტი სამქულიანი გამოიყენა - 4 (შვიდიდან).

თუ სხვა კალათბურთელები დაისვენებენ, ალეკო ჩოჩია, რეზო როგავა, ლევან გრძელიძე და გიორგი ცირეკიძე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდებიან და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მოემზადებიან.

ფოტო: superleague.ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა