”ვიტ ჯორჯიას" თავდამსხმელი მიხეილ როსტიაშვილი ლატვიურ კლუბში, ჩვენი ინფორმაციით, რიგის ”სკონტოში" ცდილობს მოწყობას
”ვიტ ჯორჯიას" თავდამსხმელი მიხეილ როსტიაშვილი ლატვიაშია, სადაც ერთ-ერთ იქაურ კლუბში, ჩვენი ინფორმაციით, რიგის ”სკონტოში" ცდილობს მოწყობას. როგორც შევიტყვეთ, მას იქ დარჩენის კარგი შანსი აქვს და რამდენიმე დღეში გაირკვევა, შეძლებს თუ არა 20 წლის როსტიაშვილი ლატვიაში დამკვიდრებას.

შეგახსენებთ, იგი ”ვიტ ჯორჯიას" საკუთრებაა, სადაც გასული სეზონის მეორე ნახევარი გაატარა, მანამდე კი ნახევარი წლის განმავლობაში იჯარით ქუთაისის ”ტორპედოს" ღირსებას იცავდა. ”ტორპედოში" 3 მატჩი, ”ვიტ ჯორჯიაში" 13 მატჩი და 1 გოლი - ასეთია როსტიაშვილის მონაგარი განვლილ ჩემპიონატში.

რაც შეეხება ”სკონტოს", რიგელები ბოლო დროს ვეღარ ბრწყინავენ და ლატვიის ჩემპიონატში, რომელიც გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ტარდება, დღეისთვის მეოთხე ადგილზე არიან.

”ვიტ ჯორჯიას" ხელმძღვანელობის პოზიცია კი ტრადიციულია - ფეხბურთელს ახალი კლუბის მოძებნაში ხელს არ შეუშლიან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ლატვიელებმა როსტიაშვილთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს, კლუბები ერთმანეთთან, ალბათ, საერთო ენასაც გამონახავენ.

რაც შეეხება ”ვიტ ჯორჯიას", ზურაბ ბერიძე გუნდს მცხეთის სტადიონზე ავარჯიშებს, 27 ივნისს კი ვეტერინარები პირველ საკონტროლო მატჩს იქვე ჩაატარებენ საჩხერის ”ჩიხურასთან".

სავარაუდოდ, ”ვიტ ჯორჯია" უცხოურ შეკრებაზეც გაემგზავრება, თუმცა ჯერ არ გადაწყვეტილა, რომელ ქვეყანაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა