ამერიკულ ოგდენში დაწყებული მსოფლიოს თასი საკმაოდ ძლიერი ტურნირი გამოდგა იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ნაკრები გადახალისებული შემადგენლობითაა ჩასული, ხოლო უკრაინა და ბელარუსი საერთოდ არ მონაწილეობენ...

ამერიკულ ოგდენში დაწყებული მსოფლიოს თასი საკმაოდ ძლიერი ტურნირი გამოდგა იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ნაკრები გადახალისებული შემადგენლობითაა ჩასული, ხოლო უკრაინა და ბელარუსი საერთოდ არ მონაწილეობენ. ჩინელებს არ ჰყავთ ოლიმპიური ჩემპიონი ჟუან-ჟუან ჭანგი, რომელმაც კორეელთა 20-წლიანი ჰეგემონია დაამხო - მას შემდეგ, რაც 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადაზე ქეთევან ლოსაბერიძემ გაიმარჯვა, პეკინის თამაშებამდე უკლებლივ ყველა ოლიმპიადა სამხრეთ კორეელებმა მოიგეს. ვერ გეტყვით, მშობლიურმა კედლებმა შეჰმატა ძალა თუ რა იყო, მაგრამ პეკინში ჭანგმა კორეელთა ბატონობა თუ არ დაამხო, დროებით მაინც შეარყია. თავის მხრივ, კორეელებმაც ამერიკაში ტიტულოვანთაგან მხოლოდ პეკინის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ოკ-ჰეე იუნი ჩაიყვანეს, ბოლო წლებში იქაურთა გამოკვეთილი ლიდერი, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი სუნგ-ჰიუნ პარკი კი ამჯერად არ გამოდის. ევროპელთაგან თვალშისაცემია ბრიტანელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონისა და ოლიმპიურ პრიზიორ ალისონ ვილიამსონის არყოფნა. ერთი მონაწილით - იუსტინე მოსპინეკითაა წარმოდგენილი ევროპის ერთ-ერთი სოლიდური გუნდი პოლონეთი. სამაგიეროდ, იტალიელებმა ჩაიყვანეს თავისი მოლდოველი რძალი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ჯერ კიდევ ყოფილი სსრკ-ს დროიდან ნატალია ვალეევა, რომელიც ბოლო ხანებში იშვიათად გამოდის. მთლიანობაში, ოგდენში 69 მონაწილე შეიკრიბა.

ასეთ სოლიდურ ტურნირში ქართულმა სამეულმა საკმაოდ დამაიმედებელი სტარტი აიღო. საკვალიფიკაციო ეტაპი ჩვენი გუნდის ლიდერმა ხათუნა ნარიმანიძემ 13-ე ადგილით დაასრულა - 323 ქულა. მოულოდნელად ჩვენებურთაგან მეორე შედეგი ასმათ დიასამიძემ აჩვენა - 312 ქულა და 43-ე ადგილი. ქრისტინე ესებუას მონაგარი 310 ქულაა, რაც 48-ე შედეგია.

მოლოდინისამებრ, ლიდერობა აზიელებმა ჩაიგდეს ხელთ - რვა მოწინავეს შორის შვიდი იქაურია. ამათგან ოთხი კორეელია, ორი - ჩინელი და ერთი - ტაივანელი. ამ ოქტეტში შეღწევა მხოლოდ ფრანგმა ევროპის ჩემპიონმა ბერენჟერე შუმ მოახერხა, რომელიც მეორეზეა და მთლიანად კორეელთა გარემოცვაშია მოქცეული.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენებურთა მაჩვენებელი 945 ქულა აღმოჩნდა, რაც მეთორმეტე შედეგია. პლეი ოფის პირველ წრეში ისინი მეხუთეზე მყოფ 960-ქულიან გერმანელებს ხვდებიან. თუმცა ეს შეხვედრა ხვალ იქნება, დღეს კი პლეი ოფები პირად პირველობაში ჩატარდება. ფინალური შეხვედრები 7 აგვისტოს გაიმართება და ამით ტურნირიც დამთავრდება.

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა