„არსენალი“ არგენტინულ „ველეს სარსფილდს“ 23 წლის ნახევარმცველი რიკარდო ალვარესის სანაცვლოდ 11 მილიონ ფუნტს ანუ 12,3 მილიონ ევროს შესთავაზებს
„არსენალი“ არგენტინულ „ველეს სარსფილდს“ 11 მილიონ ფუნტს ანუ 12,3 მილიონ ევროს შესთავაზებს, რათა ბუენოს აირესის გუნდიდან 23 წლის ნახევარმცველი რიკარდო ალვარესი გადაიყვანოს. პირველად ინგლისურმა „სანმა“ ამის შესახებ, როგორც თავად წერს „მაღალი რანგის წყაროდან“ შეიტყო. „წყარომ“ თქვა:

„ალვარესი აშკარად გვაინტერესებს. ჯერ მის კლუბთან, „ველეს სარსფილდთან“ არაფერზე შევთანხმებულვართ, მაგრამ ფაქტია, რომ „არსენალი“ ამ ნახევარმცველს სერიოზულად აკვირდება“.

„არსენალის“ წარმომადგენლები ალვარესის შესახებ ბუენოს აირესელებს მაისში ელაპარაკნენ, მაგრამ როდესაც არგენტინული კლუბის პრეზიდენტმა ფერნანდო რაფაინიმ „მეთოფეთა“ აღმასრულებელ დირექტორ რიჩარდ ლოუს 12,3 მილიონი ევრო უხსენა, მოლაპარაკებები შეჩერდა. დღეს, როდესაც ლონდონელთა შვებულებების დასრულებამდე და ახალ შეკრებაზე გამგზავრებამდე დაახლოებით ერთი კვირაა დარჩენილი, ჩრდილოლონდონელთა თავკაცმა არსენ ვენგერმა თავის ხალხს ვაჭრობის გაგრძელება სთხოვა.

როგორც მოგახსენეთ, „არსენალმა“ თქვა, რომ „ველესის“ ხელმძღვანელობასთან ჯერჯერობით საერთო ენა ვერ გამონახეს (თუმცა, სატრანსფერო სეზონში მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, რომ ამ წუთისთვის, როდესაც თქვენ გაზეთს კითხულობთ, შესაძლოა ყველაფერი მოგვარებული ან პირიქით, ჩაშლილი იყოს), მაგრამ „პალერმოს“ პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ (გაგიკვირდათ, მისი ხსენება?) თქვა, რომ სინამდვილეში „მეთოფეებს“ საქმე მომთავრებული აქვთ:

„იანვარში ალვარესთან ყველაფერზე მოლაპარაკებულნი ვიყავით და გვეგონა თავი ქუდში გვქონდა, მაგრამ ფეხბურთელი ხელიდან გაგვისხლტა და „არსენალში“ გადადის“.

ცნობისათვის: ალვარესი ზუსტად იმ პოზიციაზე თამაშობს, რომელზეც აქამდე „ემირეიტ სთედიუმზე“ „მეთოფეთა“ კაპიტანი სესკ ფაბრეგასი გამოდიოდა. გამოდის, რომ „არსენალი“ ფაბრეგასის მის მშობლიურ „ბარსელონაში“ გასაყიდად ემზადება და მის შემცვლელს ეძებს.

ჩრდილო ლონდონელები ფრანგული „ლილიდან“ 24 წლის კოტ დ’ივუარელი გარემარბ-თავდამსხმელი ჟერვინიოს ყიდვისთვისაც ემზადებიან. პრესა წერს, რომ ჟერვინიო შემდეგ ორშაბათს უკვე „არსენალის“ ბაზაზე იქნება. საინტერესოა, რომ „ლილმა“ ამ ფორვარდის მიყიდვაზე ერთხელ უკვე უთხრა უარი „არსენალსაც“ და მის თანაქალაქელ-მოქიშპე „ტოტენჰემსაც“, თუმცა მაშინ ლონდონელებს 10,5 მილიონ ფუნტზე ანუ 11,85 მილიონ ევროზე მეტი არ ემეტებოდათ. ამავე ფეხბურთელის ყიდვა უნდოდა „პარი სენ ჟერმენსაც“, რომელიც საქმეს ცოტა სხვანაირად მიუდგა და „ლილს“ ფულს პლუს ფეხბურთელი შესთავაზა. დღეს, ლაპარაკია, რომ „მეთოფეები“ 12 მილიონ ფუნტს ანუ 13,5 მილიონ ევროს გადაიხდიან და, გარდა ამისა, თავად ჟერვინიოს ინგლისში უნდა ძალების მოსინჯვა.

„ჟერვინიოს ინგლისში თამაში სურს, - თქვა ფრანგული კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ფრედერიკ ჟაკემ, - გარდა ამისა, ჩვენც გვირჩევნია ის უცხოეთში გავყიდოთ, ვიდრე აქვე, საფრანგეთში ჩვენს რომელიმე კონკურენტს გადავულოცოთ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა