ყაზანის "რუბინს" პრემიერლიგის მე-8 ტურში სერიოზული მეტოქე ჰყავს - გათამაშების ლიდერი "ზენიტი." ხვიჩა კვარაცხელია ორშაბათის მატჩს სრულად მომჯობინებული უნდა შეხვდეს.

აღსანიშნავია, რომ სანკტ-პეტერბურგელებს საკუთარ კარში მე-5 ადგილზე მყოფ ყაზანელებზე მეტი ბურთი აქვთ მიღებული, თუმცა "ზენიტს" ბევრი გააქვს, მათ შორის "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელ მალკომსაც. გამორჩეული კი ირანელი სარდან აზმუნია - მან ჯერ სუპერთასზე გაიტანა, ჩემპიონატში კი უკვე 5 გოლის ავტორია.

ყაზანელებს წინა ტურში ახალი გმირი ჰყავდათ - დანიელი ანდერს დრაიერი, რომელმაც "ურალთან" ჰეთ თრიკი შეასრულა. მას ერთხელ ასისტენტობა კვარაცხელიამაც გაუწია.

ხვიჩას ირგვლივ ბოლო დროს ბევრი რამ მოხდა, იმედია ის ძალებს ბოლომდე აღიდგენს, მობილიზებას სრულად შეძლებს და თავის პოტენციალსა და შესაძლებლობებს სრულფასოვნად გამოავლენს!

შეხვედრა 19:30 საათზე დაიწყება.

როცა სტარტს ყაზანური მატჩი აიღებს, "ურალისა" და მოსკოვის "ლოკომოტივის" შეხვედრა ცოტა ხნის დასრულებული იქნება. ლუკა გაგნიძეს "რუბინთან" მხოლოდ 13 წუთი მიეცა და იმედია, 18 წლის ნახევარმცველს დღევანდელ შეხვედრაში მეტად დატვირთავენ.

კვიპროსის ჩემპიონატში კი თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" მარცხიანი სათამაშო კვირის დავიწყებას საკუთარ მოედანზე ეცდება - ფამაგუსტელებმა "დოქსასა" და კონფერენს ლიგაზე "პარტიზანთან" ერთნაირი ანგარიშით (0:2) წააგეს.

მათი დღევანდელი მეტოქე "ახნასი" 2 მატჩის შემდეგ მოუგებელია. "ანორთოსისის" რიგებში გიორგი ლორიასა და ნიკა ნინუასთან ერთად, უკვე ნიკა კაჭარავასაც ველით, რომელიც დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

მატჩი ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ამ შეხვედრამდე (20:00 სთ), ქეცბაიას გუნდის მძლეველი, ავთო ებრალიძის "დოქსა" "ომონიას" ესტუმრება.

მალხაზ ჯობავას
ნებისმიერი სპორცმენი და მითუმეტეს ფეხბურთელი (იმიტომ, რომ ყველაზე ყურებადია) მოწესრიგებული უნდა იყოს!!!!
მალხაზ ჯობავა
ბიჟო მოდრიჩზე უკეთესი გახდებოდეს და თმაზე, გინდ რეზინა გეიკეთოს და გინდ გრებეშოკი.
giorgi.
რა სჯობია გერმანელი ფეხბურთელების ყურებას, აბა სამხრეთამერიკელებივით ბომჟებივით კი არ გამოიყურებიან, მით უმეტეს ქოსა-წვერულვაშით. აბა რა სილამაზეა წვერებიანი კაცი, ბებრის განსახიერება, მოედანზე დარბის.
Michaels
ხვიჩას რა ვლანძღავთ ან ვაგინებთ? ვინც გვიყვარს და ვაფასებთ გვინდა, რომ მინდორზეც მოწესრიგებული გავიდეს. ეს არის და ეს, მეტი არაფერი.
Michael
სპოტულ გვერეზე სპორტული სტატია იდება, შემოვდივარ რომ წავიკითხო. ამ დროს ქართველების კომენტარები: თმა, წვერი, ულვაში... როდის უნდა გამოვიდეთ ამ სიბნელიდან რომ ვინმეს გარეგნობაზე ამხელა ხალხმა კომენტრები არ აკეთოთ.
გადასარევ გიორგის.
ხვიჩა, რომ არ იყოს ცნობადი ფეხბურთელი და ჩვეულებრივი, არა ცნობადი, მაშინ მართლა არა გვაქვს უფლება ჩარევის, მაგრამ რა ვუყოთ იმ გაგებას, რომ ფეხბურთი, ფეხბურთელები და გულშემატკივრები ერთი დიდი ოჯახია და აქედან გამომდინარე, ჩვენ ფანებს გვაქვს მორალური უფლება ჩარევის და შენიშვნის მიცემის!
კ ო მ ბ ლ ე
თმა და წვერს ხელი არ დაადოვო, ეს ჯუღელმა ურჩიაო, ეგრე ფასი უფრო მოგემატებაო, ეს ამბავი არც მე მჯეროდა, მარა ჯუღელი ჩემ ძმაკაცის მეზობლად ცხოვრობს და მისი ნაბაზრები, ერთ ერთ ძმაკაცს უბანში ულაპარაკიაო..
გადასარევი გიორგი
პირიქით უხდება ამ კაცს როგორც აქვს! ზუსტად ეგრე უხდება და დაანებეთ რა თავი ამ უაზრო რჩევებს. რატომ თვლით რომ თქვენ როგორც მოგწონთ , ისე სჯობს? არა ის ჯობია ყველა ერთ ყაიდაზე მოჭრილი რობოტებივით რომ გამოდიან საპარიკმახეროდან
სოსო
თუ სამოშნიკოვი ვერ ითამაშებს,ძალიან გაუჭირდება რუბინს.შეტევაშიც მაგრად ერთვება და დაცვაშიც კარგია.არც მისი შემცვლელი ჰყავთ.ამას წინათ ხვიჩა რომ შეცვალეს და რამდენიმე წუთში სამოშნიკოვი გააძევეს,რუბინი უბრალოდ "გაიდირკა",მისი პოზიციიდან.ვერავინ ჩაანაცვლა.ზენიტს ფიზიკურად ძალიან მძლავრი,მობილური შემტევები ჰყავთ და რუბინს ძალიან გაუჭირდება,მის გარეშე.
არავითარი ჩასაფრებულის პოზიციიდან!
მეჩვენება თუ რა არის? თმებზე გადასაჭერი თასმა უკეთია? კარგი რა ხვიჩა, არ გირჩევნია თმა შეისწორო და ეგ რაღაცა არ გეკეთოს? ერთი სიტყვით ხვიჩამ უნდა მიხედოს თავის იერს, წვერი მოიპარსოს და თმებიც წესრიგში მოიყვანოს. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ეზარება თავის მოვლა. გულშემატკივრებს გვინდა თავისი ფეხბურთელი, კარგ ფეხბურთელობასთან ერთად, გარეგნობაზეც ფიქრობდეს იმიტომ,რომ მილიონობით ხალხი გიყურებს და ვიზუალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...