19 წლის "ბორჯღალოსანმა" უკანახაზელმა დავით ნინიაშვილმა, საფრანგეთის ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

მისმა "ლიონმა" მესამე ტურში "პერპინიანს" 7 ლელო გაუტანა და ბონუსით, 47:3 დაამარცხა. ნინიაშვილი 11 ნომრის პოზიციაზე ძირითადში იყო და შეუცვლელად გაისარჯა. სრული მატჩი ჩაატარა მასპინძელთა მესამეხაზელმა ბექა საღინაძემაც. "პერპინიანის" სასტარტოში იყო გიორგი თეთრაშვილი და ის 46-ე წუთზე შეცვალეს.

"ბიარიცმა" "რასინგ 92" მიიღო და 28:19 დაამარცხა. მასპინძელთა შორის შეუცვლელად ითამაშა თორნიკე ჯალაღონიამ, ხოლო უშანგი ჭეიშვილი შეცვლაზე 76-ე წუთზე შევიდა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთზე შეცვალეს გურამ გოგიჩაშვილი, თუმცა თანაგუნდელის სინბინის შემდეგ, 69-ე წუთზე მოედანზე მოუწია დაბრუნება.

"ბრივმა" "პოს" უმასპინძლა, ერთის წილ ოთხი ლელო გაუტანა და ბონუსით, 30:13 დაამარცხა. პირველივე წუთებიდან გავიდა მოედანზე მასპინძელთა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, ის შესვენებისას შეცვალეს და 58-ე წუთზე უკან დააბრუნეს. 62-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ვასილ ლობჟანიძე. შესვენებაზე შეცვალეს "პოს" შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე, თუმცა 62-ე წუთზე მოედანზე დაბრუნება მასაც მოუწია.

ფრედ 23:23 დასრულდა "კასტრისა" და "ბორდოს" შეხვედრა. "კასტრი" მასპინძელი იყო და 62-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, ორ წუთში წითელი ბარათით მეორეხაზელი დაკარგა, თუმცა 76-ე წუთზე გატანილი ჯარიმით ორი საცხრილო ქულა მიიღო. მათ რიგებში შეცვლაზე 57-ე წუთზე შევიდა ლევან ჩილაჩავა. "ბორდოს" ძირითადში იყო და შესვენებისას შეცვალეს ლექსო ყაულაშვილი, თუმცა 71-ე წუთზე თამაშში დააბრუნეს.

"მონპელიემ" "ტულუზს" დასკვნით 15 წუთში ორი უპასუხო ლელო გაუტანა, მაგრამ ერთი გარდასახვა არაზუსტი იყო და მასპინძელი 15:17 დამარცხდა. გელა აფრასიძემ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ მე-15 წუთზე შესაცვლელი შეიქმნა.

დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად "კლერმონთან" 22:23 დამარცხდა და ბონუს-ქულას დასჯერდა "ლა როშელი", რომლის შემადგენლობაში 69-ე წუთიდან ითამაშა გურამ პაპიძემ.

ტურის დასკვნით შეხვედრაში "ტულონმა" "სტად ფრანსეს" 38:5 მოუგო და ბონუსიც ჩაიწერა. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 64-ე წუთამდე ითამაშა ბექა გიგაშვილმა, ხოლო სტუმართა შორის შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა გიორგი მელიქიძე, თუმცა 70-ეზე თავად შეცვალეს.

ინგლისის პრემიერშიფის პირველ ტურში "გლოსთერი" "ნორთჰემპტონს" ეწვია და 20:34 დამარცხდა. გიორგი კვესელაძემ სტუმართა შორის შეცვლაზე 20 წუთი ითამაშა და ორი შეტევით 6 მეტრი მოიგო.

rugby.ge

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფრანგული რაგბის ოსკაროსანი - დავით ნინიაშვილი
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
"კლუბზე მაღლა არავის დავაყენებთ" - ნინიაშვილი "ლიონს" დატოვებს
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"