რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში „რუბინი“ მოსკოვში „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა.

მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ, კვარაცხელიას ურუგვაელი მცველი ვარელა გასაქანს არ აძლევდა, დედაქალაქელები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და ფომინის გოლით დაწინაურდნენ, რომელსაც დრიბლინგის შემდეგ გადაცემა სწორედ ვარელამ გაუკეთა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, „დინამო“ უტევდა, „რუბინი“ კონტრიერიშებით პასუხობდა, 56-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან ძლიერად დაარტყა და ააცილა ბურთი კარს. 58-ე წუთზე კი კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გრულევმა ყაზანელთა კარი დალაშქრა. 63-ე წუთზე კვარაცხელიამ ვარელასთან წესების დარღვევის შემდეგ, ბურთი მოედნიდან გადააგდო, მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო მწვრთნელმა შეცვალა.

მოკლედ, „დინამომ“ ყაზანური გუნდი აშკარად დაჯაბნა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება ხვიჩას, თავი ვერ წარმოაჩინა, ტრავმის შემდეგ ფორმა ჯერ ვერ აღიდგინა, თამაში ვერ გაამწვავა და მასზე სატრანსფერო ამბებმა აშკარად იმოქმედა.

„რუბინმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 14 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა და 2 ოქტომბერს „ნიჟნი ნოვგოროდს“ უმასპინძლებს.

მოსკოვი. „VTB არენა“

დინამო (მ) - რუბინი 2:0

გოლები: 1:0 ფომინი (32), 2:0 გრულევი (58)

მირო
კვარაცხელიას კრიტიკის ავანგარდში ნუ ჩადგებით,პირიქით გაამხნევეთ და დაეხმარეთ ამ კრიზისის დაძლევაში.შეიძლება დეპრესიაც აქ რომ არ გამოვიდა ტრანსფერი და ვერ დააღწია თავი რუსეთს.ასეთ დროს ამოდგომა უნდა და არა კრიტიკა.
ზურა222
მაშინ ყიფიანი მუშტაიდელებმა კი არა ფარვიზ ჭელიძემ (ყიფოს პირველმა ტრენერმა) გაადაარჩინა ! დინამოდან დაწუნებული და გამოშვებილი ყიფიანი(ასე უთხრეს--წადი შვილო სკრიპკა დაუკარი შენგან ფეხბურელი არ დადგებაო) ლოკომოტივში მიიყვანა თავის მეგობარ ნოდარ ახალკაცთან და მიმიხედე ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვსო ! და ყიფო ლოკომოტივში რომ ათამაშდა მერე ფარვიზამ დინამოს მაშინდელ ტრენერებს და ფედერაციას კარები აუტალახა და მანამ არ მოეშვა სანამ დინამოში არ დააბრუნეს !
ნიკო
წინა სეზონში ხვიჩა მრავალფეროვანი იყო, მახსოვს როსტოვთან ფინტების კორიანტელი, წელს რომ ვუყურებ საოცრად ერთფეროვან ფეხბურთს თამაშობს, ერთი და იგივეს აკეთებს, რა დაემართა არ ვიცი შესაბამისად ადვილად გასაშიფრი გახდა.
კ ო მ ბ ლ ე
დინამო დღეს მაგარ ფორმაშია, უეჭველი მოუგებდა, თუნდაც ყველას მაგრად ეთამაშათ, დინამოს პროგრესი აშკარაა, წელს სამეულში შევა, აი ნახავთ, თუ ვერა..
ქუთაისი
მოიშოროს ჯუღელიო რომ ამბობთ ... ჯუღელი არ ყიდის კვარაცხელიას ... კვარაცხელიას ყიდის ის ვისი საკუთრებაა,ანუ რუბინი ... შესაძლო მყიდველსაც რუბინის აგენტები ელაპარაკებიან. ჯუღელი მხოლოდ მონაწილეობს ამ პროცესში რადგან კვარაცხელიას კონტრაქტი რუბინთან მისი უშუალო ჩართულობით და ხელმოწერით გაფორმდა და ამ კონტრაქტის ერთ ერთი პუნქტი ითვალისწინებს იმას რომ კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერიდან 30 პროცენტი მიაქვს ქართულ მხარეს,ანუ ჯუღელს და კვარაცხელიას. ასე რომ არაა ისე როგორც თქვენ ამბობთ- მოიშოროსო. ჯუღელი კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ დასკვნით ფინანსურ ნაწილში მანამდე კი მოლაპარაკებებს აწარმოებს რუბინი და მისი აგენტები. თუმცა თუ ჯუღელიც ცდილობს პოტენციური მყიდველის მოძიებას ამაში არც არაფერია ცუდი.
აბგდ
რაც ლალიგამ დაბლოკა ამის და მესის გაცვლა ბარსა-რუბინს შორის აიჭრა რა...მე კი ვიცი ვინც იქნება ბოლოს დამნაშავე მარა ეგ ამას ოჯახის წევრი ჰგონია :DDD ისე რომელი ჯობია რაიოლა-მენდეშის დუეტი ერთად აღებული თუ პერეგავორა?
მალხაზ ჯობავა
ცხონებულმა დავით ყიფიანმა თამაში 19 წლისამ დაიწყო თბილისის ლოკომოტივში და 21 წლისას ფეხბურთის მიტოვება უნდოდა თბილისის დინამოში,რადგან ტრავმის მერე თამაში არ მისდიოდა, მაგრამ მუშტაედის ბაღის ცნობილმა გულშემატკივრებმა უხრეს რომ,გული არ აცროდა ფეხბურთზე, და მისგან რომ მაგარი ფეხბურთელი დადგებოდა. მერე რაც ყიფიანმა გააყეთა მსოფლიომ იცის.
Vasili
ტრამვა როდის მიიღო კაცო? რას ლაპარაკობთ თქვენ? ააა ეს ისაა სანაკრებო შეკრება რო გამოტოვა?? ეს ის ტრმავა ხო? ნაკრების თამაშების წინ რო მიიღო და თან ურალთან რომ ორი კვირით ადრე განაცხადში წინასწარ რომ ყავდათ უკვე შეყვანილი?? ჯუღელმა 100% დარწმუნებული იყავით რომ ურალთან ითამაშებსო!! ეგ ტრამვა ხომ?? მაგ ტრამვას მოუფრთხილდი შვილო, ეგ ოქტომბერში კიდე დაგჭირდება ეგ ტრამვა და ისე არ ქნა რო მოიშუშო!!!///. /////////ნეტაა თქვენ თუ კიდე რამის გჯერათ, მაგრა მეცოდებით, ჩემი თავი კიდე უფრო მეტად მეცოდება მაინც რო მჯერა კიდე რაღაცის!!! ხხხხთთფუიიიიი!!!
Anti
მეტის ღირსია რუბინი, არაფერში ამხელა თანხას იღებდა და გაღორდნენ. მომავალ სატრანსფერო პერიოდში ეღირება 5 მილიონი და გაყიდონ მერე.
zaza
ფაქტია რომ არაა კვარა ფორმაში, ამასთან ჭორებმა ძალიან იმოქმედა მასზე. მოტივაციასთან დაკავშირებითაც არის პრობლემები. ჯერ 20 წლის არის და იმედია მოუმატებს კიდევ. ფსიქოლოგიური პრობლემებიც დაემატა, როგორი საქმეა ეგონა უკვე ევროპაში იყო არადა არავინ არ იყიდა.
Levani
ხვიჩას კი არა მთელ გუნდს არ წაუვიდა-მთელი გუნდი არაა ფორმაში.პირველ ტაიმში მარტო აბილგაარდი იბრძოდა თორე 5-0 იქნებოდა. არც დესპოტი და ინ ბომი არიან ფორმაში და ამას რაღაც მიზეზი ექნება. ისე მაკაროვს რო გაყიდი და ჰაკშაბანოვიჩს იყიდი უარესის ღირსი ხარ. და საეეთოდაც დინამო მაგარი გუნდი ყოფილა და ლუკა გაგნიძეს გაუჭირდება მაგ გუნდში მოხვედრა
ზაზა
თბილისის დინამოში. აქ სტრესი არ ექნება და არც ძალისმიერად გაუმკლავდება ვინმე. 21 წელი ფეხბურთელისთვის პატარა ასაკი არ არის. ვუყურე თამაშს აშკარად ჩანს მაგარი მოკლებული აქვს. აერც ზედმეტად არავის არ უხეშებია მის წინააღმდეგ.
Winter
ჯუღელის ინტერვიუ მოვისმინე, ძალიან დიდი სტრესი გადაიტანა ზაფხულში და ძლივს გამოვიყვანეთ შოკიდანო. საერთოდ არ მიკვირს. სლუცკიმაც თქვა კვარაზე ძალიან ემოციურიაო. არ იზრდებიან ჩვენთან რონალდუები, ჰეითერების აზრი რომ ფეხებზე ჰკიდიათ და ჯინაზე უკეთ თამაშობენ. ამიტომ იქნებ გაუფრთხილდეთ ნიჭიერ ადამიანებს. კარგის დაწერა თუ არ გვინდა, გავაკრიტიკოთ ადეკვატურად და ცუდს მაინც ნუ დავუწერთ. ცუდში იგულისხმება გინება, წყევლა, მუქარა და ათასი საშინელება, რასაც ამ დღეებში მას უწერდნენ. პატარა ბიჭია, გამოუცდელია, ახლა გამოვიდა თინეიჯერობის ასაკიდან,არაა გასაკვირი რო სტერსში იყო. გულშემატკივარს ერთი გამხნევება გვევალება და იმასაც ვერ ვაკეთებთ. ჩვენზე უკეთ არ იცის თვითონ რა გააკეთა არასწორად და სად დაუშვა შეცდომა? სინამდვილეში ჩვენ მას ვერაფრით ვეხმარებით. ყველაფერი თავად უნდა გააკეთოს მარტომ,ჩვენ ან გამხნევება ან ლანძღვა შეგვიძლია, სამწუხაროა, რომ ამ უკანასკნელს ვირჩევთ.
ზურა222
თამაში არ გამოუვიდა მაგრამ მარტო მაგას ხო არ გამოუვიდა? მთელი გუნდი არაფრის მაქნისი არ იყო და ფაქტიურად ყველა ორთაბრძოლას აგებდნენ და ასეთი თამაშის გადამკიდე ხვიჩას სულ დაცვაში უწევდა თამაში და შეტევაში კი ზუსტად ის განმეორდა რასაც მეტოქეების მცველები აკეთებენ-კეტავენ 2-3-4 ფეხბურთელით ხვიძჩას და ინ ბომს ! ეს ორნი დარჩნენ მაკაროვის წასვლის მერე ვინც უნდა მიიტანოს ბურთი შეტევის წინა ხაზში და ამ ორი მთავარი შემტევის განეიტრალების მერე რუბინი უუნარო და დონდლო გუნდია ! სლუკი ცაში რომ ავიყვანეთ ეხლა რომ ვაკვირდები ზუსტად ვაისის მსგავსი მწვრთნელია--არ შეუძლია თამაშში კორექტივების შეტანა ! ხომ ხედავს რომ ხვიჩას 2-3 ფეხბურთელი დარაჯობს და წინასწარ ადგენენ გეგმებს როგორ ჩაკეტონ ადექი რაა დალოცვილო და შეუცვალე ადგილი ! დაავალე რომ ხშირად შევიდეს ცენტრში და მარჯვენა ფლანგზეც ! მითუმეტრეს სამოშნიკოვს შეუძლია ამ მომენტში კარგად შეცვლა ! ადრე დიდი დინამოს გუბნდშიც ასე ოყო ფაქტიურად გუცაევი იყო ერთადერთი ფლანგის ფეხბურთელი და ის ხშირად მარცხნივაც გადადიოდა და მარჯვენა ფლანვზე შეტევაში კარგად ცვლიდა კოსტავა ! მაკაროვი რაც გაუშვეს ხვიჩა ფაქტიურად მარტო დარჩა და მთელი გუნდის შეტევა მაგაზეა აგებული და დრაიერი აშკარად ვერ ქაჩავს მარჯვენა ფლანგზე ! მოკლედ თუ ძირფესვიანი ცვლილება არ მოახდინა სლუცკიმ გუნდის ტაქტიკაში ასე გაგრძელდება და საპრიზო ადგილები კი არა გავარდნის ზონაში აღმოჩდებიან !ცნობილი ფილმის არ იყოს ჭირსაც ეგენი წაუღია ვენ ჩვენ ქეთოზე(ხვიჩაზე) უნდა ვიტიროთ და ასეთ გუნდში ხვიჩა სულ უკან და უკან წავა @
მოეშვით ილუზიებს
ერთი ესაა და მეორე მამარდაშვილი . .. და მესამე ჩაკვეტაძე
გია
20 წლის ბიჭია ხალხო რა ტრაგედიას ქმნით ამ ამბით რომ ერთ (თუნდაც ორ) თამაშში უმაღლეს დონეზე ვერ ითამაშა, თან ტრამვა ახალი მორჩენილი აქვს, ადამიანები ვართ ყველას შეიძლება ჰქონდეს ჩავარდნა თავის სფეროში, ხომ ყველამ ვიცით რომ კვარა ტალანტია. მიდი კვარა ყველას დაუმტკიცე შენი ნიჭი და შესაძლებლობები და არ მიაქციო ყურადღება იმ ადამიანების კომენტარებს რომლებსაც თავიანთი ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებიათ. ეტაპობრივად ყველაფერი მოვა. წარმატებებს გისურვებ!
არტ
ხვიჩამ უნდა შეწყვიტოს ნერვიულობა,მშვიდად იმუშაოს საკუთარ თავზე. ბევრი რამე აქვს სასწავლი და დასახვეწი. ეხლა მცველები უკეთ იცნობენ და უკეთესად ახერხებენ მის წინააღმდეგ თამაშს. ამიტომ მუდმივად სიახლე უნდა ამატოს თავის არსენალს. ყველაფერი იქნება კარგად.
ილია
რა გინდათ ამ ბავშვისგან. გინდათ მარტო მოერიოს ამხელა მონსტრს? სიტუაციაში,რომ ვერ ერკვევით და რომ გგონიათ ,რომ ერკვევით ეს თქვენი ბრალი არაა.
hhh
კაი რა ჭორები და ვიღაც რაღაცას სადღაც დაწერს, ან ზედმეტად შეაქებენ ან ზედმეტად გალანძღავენ და თუ ეს ყველაფერი მაგაზე მოქმედებს მაშინ არაფერი გამოვა მაგისგან, იქეთ ჯუღელმა მედა მისმა მშობლებმა ძლივს გამოვიყვანეთ შოკიდანო, ჯერ ნერვებს მიხედონ მაშინ და მერე ითამაშოს ფეხბურთი. სადაა აბა იავარდებით მოფენილი გზა მითუმეტეს რუსეთში.
tngh
იმ სატრანსფერო ჭორებმა და წნეხმა, რაც მის ირგვლივ იყო, ცუდად იმოქმედა მასზედ... სხვა რამ, არც იყო მოსალოდნელი. ეხლა დაწყნარების და თავისუფლად თამაშის დროა, ხვიჩა... განთავისუფლდი წნეხისგან და ყველაფერი კარგად იქნება... წარმატებები!!!
საქართველო
ყველა ფეხბურთელს აქვს მომენტები,რომ ფორმაში არ არის,მთავარია ფსიქოლოგიური არ იყოს ეს პრობლემა. მაგრამ ასეც და ისეც ძალიან დიდი როლი ამაში მიუძღვის ქართველ ჟორიკ ვართანოვს, მისტერ იგრავოი პრაქტიკას, მე მაინც კვარას ქართული საფეხბურთო ნიჭის იმედი მაქვს და ასევე იმედი მაქვს რომ დააღწევს თავს ამ აფერისტს და სადმე ევროპაში წავა, ბუნდესლიგას ძალიან გაალამაზებს,იქ ძალიან ცოტაა ფანტაზია და კვარა საჭმელში ჩაგდებული უცხო სუნელი იქნება ბუნდესლიგისთვის,რომელიც გემრიელს ხდის კერძს,წარმატებები კვარას
ჯაბა
"გაზაფხულის 16 გაელვება" უფროსებს გახსოვთ, ხო და ეს გაზაფხული არ იყო, მართლა კარგად რო თამაშობდა? ძაან არ მინდა "რაც გინახავს-ვეღარ ნახავ".
vaxo
კრიტიკა არ მოგეწონებათ, ვინც ნახა თამაში უკომენტაროდ, აი ჭეშმარიტად ჩვენი ნაკრებში თამაშის დონე აჩვენა.
Herbst
რუსები წერენ ხვიჩა ზაზვეზძილსია ო და თამაში საერთოდ არ უნდაო. უბრალოდ ფორმაში არაა კვარა და დავაცადოთ ჯობია. ვნახოთ ნაკრებში რას იზამს. აშკარად ტრავმის მერე ვერ მისდის თამაში და არც არის გასაკვირი. თან ამხელა წნეხშია.
Michael
თამაში არ წაუვიდა ხვიჩას. ძალიან გთხოვთ რა, 20 წლის ფეხბურთელის ჩაგდებულ თამაშებს ნუ აქცევთ ეროვნულ ტრაგედიად. ტრავმის მერე დაბრუნებულზე ძალიან ბევრს არ მისდის თამაში და არაა ფორმაში. უბალოდ ისე შეხედეთ, რომ ფეხბურთელი ტრავმის მერე ფორმაში არაა და მორჩა. რად უნდა ამდენი თვითგვემა... უბრალოდ მხარი დავუჭიროთ
[VIDEO] "რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ეს სასაცილო აღარაა!" - "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ გაბრაზებულმა ალექსანდერ-არნოლდის ძმამ მიმართვა გაავრცელა
რატომ ჩაითვალა მამარდაშვილის კარში პირველი გოლი - VAR-ის გადაწყვეტილების მიზეზი სადავო ეპიზოდზე
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
"გაგრას" ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში - ლუკა გაგნიძე "გრანადაში" გადავიდა
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
"ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე და ყველამ ეს აღნიშნა" - გაგნიძის კომენტარი "კრილია სოვეტოვში" გადასვლის შემდეგ
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
კვარაცხელია კვლავ გასატანად, მიქაუტაძე დონარუმას წინააღმდეგ - ყველაფერი ლიგაზე
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
"რუბინმა" სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა
"პსჟ-მ სახელფასო განაკვეთი შეამცირა - როგორია კვარაცხელიას გასამრჯელო?" - ფრანგული გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ლუკა გაგნიძე იჯარით მოსკოვის "დინამოდან" "კრილია სოვეტოვში" გადავა
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გაგნიძეს მოსკოვის "დინამოში" არ ათამაშებენ და შეიძლება "რაკუვში" წასვლა გაუხსენონ
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
"ტიუკავინი "ატლეტიკოში"?" - "მარკას" რედაქტორი ინფორმაციამ გააოცა