"სერკლ ბრიუგესთან" "გენტის" მიერ მოგებული მატჩი (2:1) demorgen.be-მ მიმოიხილა, გიორგი ჩაკვეტაძის კარგი თამაში აღნიშნა და გამარჯვებული გუნდის მწვრთნელის, ჰეინ ვანჰაზებრუკის კომენტარებიც დაურთო, რომელმაც შეგირდის მიმართ ზეაღმატებული მხატვრული შედარებები არ დაიშურა:

"ერთი საათის განმავლობაში "გენტი" "სერკლ ბრიუგესთან" ფსკერზე დაეშვა, იდეის გარეშე იყო. თავდასხმაში მბოიო და ბაიო ჰყავდათ. "ისინი კარგად ვერ გაისარჯნენ, მაგრამ სხვებმაც ვერ დაუჭირეს მხარი, მთელი გუნდი ვერ ვარგობდა. პრაქტიკულად, არ ვარსებობდით. შემდეგ უკეთ ვითამაშეთ და მეტოქეს გაუჭირდა, რაც ჩვენი განსასჯელი არ არის", - თქვა ვანჰაზებრუკმა.

შესვენებამდე "გენტის" ბურთის ფლობა 47%-ს შეადგენდა. ეს ძალიან ცოტაა გუნდისთვის, რომელიც როგორც წესი, თამაშის წარმართვას ცდილობს. მხოლოდ ჩაკვეტაძე გამოირჩეოდა. ეს ნაკლებად დასაჯერებელია ფეხბურთელისგან, რომელსაც ტრავმის გამო ორი წელი გაუცდა და მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში.

"ეს გიორგის "კრეშენდოა" (მუსიკალური ტერმინი - ხმის თანდათანობითი გაძლიერება). მე ვფიქრობ, ის "ანდერლეხტთან" უკეთესი იყო, ვიდრე "კორტრეიკთან", როდესაც შეცვლაზე შევუშვი. ჯერ კიდევ არ შეუძლია 90 წუთი ასპარეზობა. ისიც ვერ იყო მთლად აქტიური, თუმცა შემდგომ გარდაისახა", - ბრძანა "გენტის" თავკაცმა.

ჩაკვეტაძემ არეულობა შეიტანა მოწინააღმდეგის რიგებში, რის შედეგადაც დე სარტმა ანგარიში გაათანაბრა. დიდი გრძნობით მოგვიანებით ბურთი თავზე დაუხატა ლემაჯიჩს და მან გამარჯვების გოლი გაიტანა.

აი, რა დასძინა ვანჰაზებრუკმა: "მთელ ჩემს გუნდში გიორგის საუკეთესო ფეხები აქვს. ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა საჭირო დროს და ახლა მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი დონე კიდევ უფრო ამაღლდება. ფიზიკურად მომძლავრდება, რაც კიდევ უფრო დიდი მოქმედებების საშუალებას მისცემს. დრო სჭირდება. მე მას იმავე დროს მივცემ. არ მგონია, რომ დღეს სამჯერ დაკარგა ბურთი. თუ შეადარებთ იმას, რასაც სხვები აკეთებდნენ, შვებით დაინახავთ, რომ გყავთ ვიღაც, ვისაც შეუძლია ბურთი დაიჭიროს და ამ ბურთით რაღაც სასარგებლო გააკეთოს".

Semi
დაუპირისპიროს არა ომი გააჩაღოს. ვინ რატომ უნდა დაუპირისპიროს რა აზრები გებადებათ
თენგაბი
ჩაკვე და კვარა რომ სრულად ათამაშდებიან, მიქაუტაძე, წიტაიშვილი, კიტეიშვილი, გვალია, კვეკვესკირი, ლობჟანიძე - უკვე სერიოზული გუნდი უნდა შეიკრას. მთავარია მწვრთნელმა სწორად გაანაწილოს ფუნქციები და გამართული ტაქტიკით ათამაშოს.
გიორგი
გეთანხმები, რომ ამ ბიჭების გარშემო არა ჯანსაღი ატმოსფერო არ უნდა შეჰქმნას გულშემატკივარმა ხელოვნურად, თუ მართლა გულშემატკივარია.
იაგო
ჩემი აზრით ჩაკვეტაძე საკადრისად არ დაუფასებია ჯერ გენტს აქამდე
თემური
ვიღაცას (ან ვიღაცეებს!) უნდა კვარა და გიო ერთმანეთს დაუპირისპიროს! კვარა და გიო ერთათ მაგრები იქნებიან და ერთმანეთს ფასსაც აუწევენ! ორივეს გენაცვალეთ ქართველობაში!
tngh
წარმატებები გიოს!!!
nk
ორივე განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია. თავიდან ჩაკვეში უფრო დიდ პოტენციალს ვხედავდი სტაბილურობის გამო, მაგრამ ის რაც კვარას შეუძლია და რამხელა პროგრესიც განიცადა ლოკომოტივიდან რუბინში მოხვედრის შემდეგ, ძალიან ბევრს ნიშნავს და წარმატებული მომავლის იმედსაც ტოვებს. უბრალოდ ის რითიც კვარა ფასობს, უფრო რისკიანი თამაშია და შესაბამისად მისი ფორმაში ყოფნა/არ ყოფნაც ბევრად შესამჩნევია. (მთავარია წარმატებული მოქმედებები 3იდან 2 მაინც გამოუვიდეს და ჩვეულებრივი ბომბაა - ამ მომენტში 3-იდან ერთი გამოდის და ეგეც ნაკლებად რისკიანი მოქმედებები თავისი უფორმობის (მენტალური პრობლემა უფრო აქვს ამ მომენტში ვიდრე ფიზიკური). და ჩაკვეში ყოველთვის მისი ჭკვიანური, სტაბილური და დამაჯერებელი მოქმედებები მომწონდა. მოკლედ ორივე ბომბაა, მთავარია იღბალი და ჯანმრთელობა - წარმატებას (და იმედია დიდსაც) კი ორივე მიაღწევს ამ შემთხვევაში
semi
ვოოტ იდეამ რა დაგიშავა გავერთოთ ცოტა, შევადარაოთ ჩვენი ბიჭები, მე ორივე მიყვარს მაგრამ პოეტნციალს რომელში უფრო მეტს ვხედავთ?
soso-s
სოსო, ასპროცენტიანი სიზუსტით სთქვი ჩემი სათქმელი!
T.q
ღმერთო მიეცი ამ კაცს ჯანმრთელობა ეს ბიჭი გენიაა!
sul2
ამ წუთში კვარა სჯობს, პოტენციურად ჩაკვე კვარაზე კი არა ქინქლაძის გარდა ყველა ქართველ ფეხბურთელზე წინაა
ვოოტ
მე თავად იდეას ვაძლევ დისლაიქს და სხვებსაც ამისკენ მოვუწოდებ....
სოსო
ძალიან არაკორექტული კითხვაა.როცა ჩაკვე იყო ფორმაში,ხვიჩა ჯერ არ ჩანდა,როცა ხვიჩა ათამაშდა,ჩაკვე იყო დამტვრეული.ახლა ვერც ერთი ვერ არის,სრულ მზადყოფნაში და მხოლოდ სახელებით უნდა შევადაროთ?ისედაც თანაგუნდელების ასე დაპირისპირებაც, არასწორი მგონია.მოვიცადოთ,მალე ორივე გვერდი გვერდ ითამაშებენ და მაშინ შევაფასებთ,რომელი რომელს და რითი სჯობია.თუმცა პირადად მე,არც მაშინ ვიქნები ამ დაპირისპირების მომხრე.
ლშა_იუვენტინო
კვარა ხო უმაღლესი დონეა მარა ჩაკვე საერთოდ სხვა განზამოლიებაა, მაგიტო გვინდა ორივე ერთად საუკეთესო ფორმაში, ერთმანეთს კი არ შეავსებენ გადაავსებენ იმენა
როგორ მოახერხე?
და თუ ორივე ერთი დონის გვგონია? ხო და მესი გირჩევნია თუ რონალდუ? ისე მე როგორც ვიცი ორივეს რონალდო მოსწონს. ხო კიდევ მე მესი მაგრამ, ესენი ორივეს მირჩევნია
სოსო
არ ჰქონია მაგ კაცს საშველი.მაინც ვერაფერი გაიგო.მაგის ფეხბურთელები,მარტორქებივით თხრიან მინდორს,დარბიან,იბრძვიან,მაგრამ რა?გიორგის ყველა სჯობნის ფიზიკაში.გიორგის საუკეთესო ფეხები კი არ აქვს,არამედ ყველაზე ჭკვიანი თავი აბია მხრებზე და თითქმის ერთადერთია,გენტში ასეთი,ვინც აზროვნებს.
semi
თუ ჩაკვე უკეთეს ფეხბურთელად მიგაჩნიათ ვიდრე კვარაცხელია ლაიქი მიეცით კომენტარს, თუ კვარა მაშინ დისლაიქი. მე ლაიქს ვაძლევ :)
სოსო
აი მწვრთნელის საღი ანალიზი და სიღრმისეული ხედვა!!
გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
სულ სხვა ჩაკვეტაძე - გიორგიმ მწვრთნელი განაცვიფრა
გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
გასაძევებელი იყო თუ არა ჩაკვეტაძე? - მწვრთნელმა და თანაგუნდელმა კომენტარი გააკეთეს
ჩაკვეტაძე რიგაშია და კონფერენს ლიგაზე სათამაშოდ ემზადება
ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "პრესტონს" ფრედ ეთამაშა
ქართველების "აპოელი" "გენტთან" დამარცხდა [VIDEO]
"ჩაკვეტაძე ვარჯიშობს, იარემჩუკი მინდა ლევანდოვსკით შევცვალო" - ამბობს "გენტის" მწვრთნელი
ქართველების "უოტფორდს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ტრავმის გამო ჩაკვეტაძე "ანორთოსისთან" ვერ ითამაშებს
მიქაუტაძეს "ლიონში" ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - ქართველის ტრანსფერის გამო ორბანს უშვებენ
ჩაკვეტაძის "ანორთოსისთან" თამაში არ გარისკეს, "ანტვერპენთან" კი - იასპარეზებს
"აპოელი" "გენტთან" ისევ დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა
"უოტფორდი" ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის - დეტალები ცნობილია
[VIDEO] ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და "უოტფორდის" სტუმრად ფრე ერთ-ერთ ლიდერთან
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა - "უოტფორდმა" ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა