28 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრში გამართული ღონისძიების ფარგლებში, შეთანხმებას ხელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა ჯემალ ძაგანიამ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, სპორტის უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული სიის თანახმად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კურსდამთავრებულების და აქტიური სტუდენტების, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე ჩართულობას სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.

მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციისა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიღწეული შეთანხმების შესახებ კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა:

"დღეს გაფორმებული მემორანდუმი ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ მიღწეული შეთანხმებით სტუდენტებს საშუალებას ვაძლევთ, ყოველდღიურ საფეხბურთო ცხოვრებაში ჩაერთონ. მათ საშუალება ექნებათ, რომ მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი სრულიად უფასოდ გაიარონ. ამ გზით კი, ქართულ ფეხბურთში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის ინტეგრირება მოხდება.

ფეხბურთის ფედერაციისთვის განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, მიხარია, რომ ჩვენი ურთიერთობა სპორტის უნივერსიტეტთან კიდევ უფრო გაღრმავდა. მოგეხსენებათ, რომ ვაკის საფეხბურთო ცენტრი სწორედ აღნიშნულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ავაშენეთ. ეს კი საშუალებას გვაძლევს, რომ ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ და სპორტის ეს სახეობა რაც შეიძლება მასობრივი გახდეს ჩვენს ქვეყანაში".

წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

კაი ერთი
შენ თვითონ რა განათლება გაქვს ეგეც გაგვანდე გაფიცებ. პირდაპირ მთელი ჩვენი ფეხბურთის მართვა რომ გადაწყვიტე, საკუთარი მანქანის გარდა რამე თუ გიმართია და რა გამოცდილება გაქვს საერთოდ მართვის სფეროში? არანაირი ხომ? ხოდა წადი და შენი "მწიგნობარი" საძმაკაცო მოვაშორე რა, იქნებ ვინმე ნორმალურს ვეღირსით ფედერაციის სათავეში ბოლობოლო!
კაი ერთი
შენ თვითონ რა განათლება გაქვს ეგეც გაგვანდე გაფიცებ. პირდაპირ მთელი ჩვენი ფეხბურთის მართვა რომ გადაწყვიტე, საკუთარი მანქანის გარდა რამე თუ გიმართია და რა გამოცდილება გაქვს საერთოდ მართვის სფეროში? არანაირი ხომ? ხოდა წადი და შენი "მწიგნობარი" საძმაკაცო მოვაშორე რა, იქნებ ვინმე ნორმალურს ვეღირსით ფედერაციის სათავეში ბოლობოლო!
დათო სიმართლე
ფედერაციაში მთლიანად თქვენ და თქვენ საძმაკაცოს მთლიანად ორი წიგნი არ გექნებათ წაკითხული , ჯობია ფედერაციიდან დაიწყოთ სწავლა განათლება , მაგრამ მაინც არაფერი არ შეგივათ მაგ გამოფხეკილ თავებში , გვიანია უკვე ... ქოცისტანი და განათლება სასაცილოა
ირაკლი
ყველაფრი სწორია, მხოლოდ სათაურში ჩავამატებდი ერთი სიტყვას "ფედერაციის თანამშრომლობისთვის განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა" და ასე ბევრად ზუსტი სათაური გამოვა.
გიორგი გორგაძე
წადი რა ძმაო თავი დაგვანებე, მიხედე პარლამენტს
simartle
სასახილოდ არ ყოფნით კობიაშვილი თავის უახლოეს ადამიანებს..მოგასმენინათ მაინც რას იძახიან..
Giusha3232
თქვენი განათლება შედეგების პირდაპირპროპორციულია უჯიგროებო
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სართიჭალის ახალი სტადიონის დათვალიერება
ლევან კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
უეფას დელეგაციის ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციაში
სფფ-ის რუსთავის ტექნიკურმა ცენტრმა პრო ლიცენზიის მასტერ-ტესტს უმასპინძლა
სუპერთასის განსხვავებული ფორმატი და მეტი ინფრასტრუქტურა - სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეტ ჩექირი უხელმძღვანელებს
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა