დღეს, 30 სექტემბერს (20:45 სთ), კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "გენტი" "ანორთოსისს" უმასპინძლებს. ბელგიელებს ბოლო დროს კარგად ათამაშებული გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო დააკლდებათ. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საკუთარი გუნდის გამარჯვება არ გამორიცხა:

"რთული თამაში გველოდება. "გენტი" ძალიან კარგი გუნდია. მჯერა, რომ ჩვენც ასეთივენი ვართ და ვეცდებით, დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ.

ვცდილობთ, სათანადოდ მოვემზადოთ და წარმატებით ვითამაშოთ. თუ გავიმარჯვებთ, ჩემთვის მოულოდნელი არ იქნება. ჩვენ მშვენიერი გუნდი და ფეხბურთელები გვყავს.

პრობლემები გვქონდა და სასწაულია, რომ აქ ვართ. ვულოცავ ფეხბურთელებს. უკანა კარიდან არ შევსულვართ, ამას ვიმსახურებდით. ყველა თამაში რთული იქნება.

ჩემპიონატში ორივე მატჩში წაგებას არ ვიმსახურებთ. ჩვენ მივაღწიეთ უპირველეს მიზანს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ ევროტურნირებზე ვმონაწილეობთ."

შეგახსენებთ, ფამაგუსტელთა რიგებში გიორგი ლორია, ნიკა ნინუა და ნიკა კაჭარავა გამოდიან.

"გენტმა" პირველ ტურში ესტონეთში "ფლორა" (1:0) დაამარცხა, "ანორთოსისი" კი სერბულ "პარტიზანთან" საკუთარ მოედანზე (0:2) დამარცხდა. ჯგუფის გამარჯვებულები პლეი-ოფში პირდაპირ გადიან, მეორეადგილოსნებს კი ევროპა ლიგაზე მესამე ადგილზე გასულ გუნდებთან მოუწევთ ბრძოლა.

odala
ეგ ბელგიელებიც კარგი ოკუპანტები არიან. ღუპავენ ქართველებს :)))
ვოოტ
"ამ ჩაკვეტაძეს" არა, უბრალოდ ჩაკვეტაძეს ან გიორგი ჩაკვეტაძეს, "ამ" ნაცვალსახელს არ იმსახურებს, არც კულისებიდან მოხვედრილა ნაკრებში და არც იქ დამალულა, როცა შეეძლო, ყოველთვის თავდაუზოგავად იბრძოდა ნაკრებში და ბოლოდროინდელი წარმატებებიც პირადად მისი დამსახურებაა... რაც შეეხება ტრავმას (ზოგიერთის ლექსიკით კი ტრამვას), ვგონებ, აქ უფრო რთულადაა საქმე - გიომ თავად აღიარა, რომ გამუდმებით ტრავმაზე ფიქრობს, ტრავმის შიში აქვს და შესაძლოა, უკვე ტრავმის კომპლექსი ჩამოუყალიბდა, რაც ძალიან რთული ფსიქოლოგიური მომენტია და ვფიქრობ, გამხნევება და გვერდში დგომა ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს... მე მჯერა ამ ბიჭის და იმისაც, რომ ეს ტრავმიანი პერიოდი ოდესმე თავისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე შორეულ და კარგად მივიწყებულ კოშმარად გაახსენდება .,.
მარგალი
აბა ქეცბას წინააღმდეგ ხო არ ითამაშებდა!
ტრავმა, ტრამვაი
ტრამვა არასდროს ჰქონია, ტრავმები აქვს ხოლმე.
ფეხბურთი
ჩაკვეტაძე სანამ იქნება ბელგიაში მას არ უწერია ტოპ ფეხბურთელობა, ყოველთვის ექნება ტრავმები იმიტომ რომ ბელგია და ბელგიური ფეხბურთი არ არის ტექნიკის და დრიბლინგის მქონე ფეხბურთელებისთვის.
dato
სულ ტრამვა როგორ აქ ამ ჩაკვეტაძეს , მეცოდება უკვე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...