გარეთ საუთგეიტი ინგლისში, ქალაქ-ქალაქ და სოფელ-სოფელ მოგზაურობს, რათა ეზოებსა და ტალახიან მოედნებზე ნიჭიერი ბავშვები აღმოაჩინოს
მას პლანეტის უდიდეს სტადიონებზე უთამაშია, თვით მსოფლიოს ჩემპიონატშიც კი მიუღია მონაწილეობა. როგორც ფეხბურთელი ის სამშობლოს ღირსებას იცავდა, ხოლო როგორც მწვრთნელს პრემიერლიგისთვის გაუსინჯავს გემო. დღეს რით არის დაკავებული? ინგლისის საავტომობილო ტრასებს გახლავთ მოდებული - ერთი ქალაქიდან მეორისკენ, სოფლიდან სოფლისკენ მიემართება, რათა ეზოებსა და ტალახიან მოედნებზე ნიჭიერი ბავშვები აღმოაჩინოს.

ეს მოედნები ძალიან განსხვავდება იმისგან, რომლებზეც გარეთ საუთგეიტმა პროფესიონალის კარიერა გაატარა, მაგრამ ინგლისურ ფეხბურთს ფესვები სწორედ აქ აქვს გადგმული და ყოფილმა ვარსკვლავმა ეს ძალიან კარგად იცის. ოღონდ, სოფელ-სოფელ წანწალმა მას კიდევ ერთი რამ დაანახა: თუ მის ქვეყანაში სწავლების მეთოდები არ შეიცვლება, ინგლისური გუნდები ვერასდროს მიაღწევენ იმ სიმაღლეებს, რომელსაც „ბარსელონამ“ მიაღწია.

საუთგეიტი უყურებს, როგორც თამაშობენ ინგლისელი ბავშვები თერთმეტი თერთმეტზე, როგორ იქცევიან მოედნის კიდესთან ჩამწკრივებული მათი მშობლები და შეძრწუნებულია. მშობლები... იმ 60 წუთის განმავლობაში, მათი შვილების თამაშები რომ გრძელდება, თავი ეტყობა ალექს ფერგიუსონად წარმოუდგენიათ, ისე ყვირიან. ამ საგიჟეთს დროზე სჭირდება შეჩერება.

საუთგეიტი დარწმუნებულია, რომ 13 წლამდე ბავშვები პატარა მოედნებზე, უნდა ათამაშო. იყვნენ თერთმეტი თერთმეტის წინააღმდეგ, მაგრამ დიდი მოედანი საჭირო არ არის. ეს უფრო სწორი იქნება, ვიდრე ცხრა ცხრის და შვიდი შვიდის წინააღმდეგ თამაში. ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, დღეს 40 წლის ვეტერანი ამბობს:

„ყველა, მათ შორის მშობლებიც უნდა მიხვდნენ რისთვის არის ეს საჭირო. აბა გაიხსენეთ, რამდენჯერ გინახავთ ასეთი სცენა: პატარა ჯონი ბურთს იღებს, მეტოქის მოსატყუებლად ჯიქურ მიიწევს, მაგრამ ბურთს კარგავს და მისი გუნდი გოლს უშვებს. ანდა, ის პასის გადაწოდებას ცდილობს, მაგრამ მას მოწინააღმდეგე ჭრის და გოლი გააქვს. რა ხდება ამ დროს მოედანზე? თანაგუნდელები ჯონის შუა თითს აჩვენებენ, მშობლები კი მოედნის კიდიდან ღრიალებენ, ლამის გაგიჟდნენ. და რას აკეთებს ამის შემდეგ შერცხვენილი და შეშინებული ბავშვი? როგორც კი ბურთს იღებს, ამოჰკრავს და თავისგან შორს აგდებს. ამის გამო მას ტაშს უკრავენ. საშინელებაა, ხომ მართალია?

ამ წუთას ჩვენ ერთი ხანგრძლივი სეზონი გვაქვს, მაგრამ, ვფიქრობ ის აუცილებლად უნდა დავყოთ სამ ნაწილად. ჯერ უნდა ჩავატაროთ ამხანაგური შეხვედრები, შემდეგ, რეგულარული ჩემპიონატი და მესამე ფაზაში, პლეი-ოფის სისტემით ძლიერებს სუსტები კი არ უნდა ვაჩაგვრინოთ, გუნდები ძალის მიხედვით უნდა დავაჯგუფოთ და რაც შეიძლება ბევრჯერ შევახვედროთ ერთმანეთს. ასეთ პრინციპზე გადასვლა ძნელი იქნება იმ გუნდებისა და მშობლებისთვის, რომლებიც სულ მოგებებს არიან დაჩვეულნი.

ათი წლის ასაკში ჩვენ ვერ ვამჩნევდით, რომ დიდ მოედანზე, ნამდვილ კარებში თამაში მთლად ნორმალური არ იყო. ახლა, რომ ვუყურებ, ეს აშკარაა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გყავთ ერთი სწრაფი, გრძელფეხება ბიჭი, რომელიც თანატოლებზე ადრე გაიზარდა. რასაკვირველია, დიდ მოედანზე ის ყოველთვის გაიმარჯვებს - ბურთს გაიგდებს და გამოედევნება, მოკლენაბიჯიანი მეტოქეები კი ვერაფერს იღონებენ.

ვუყურებ ჩვენს ბავშვთა გუნდებს და ვხედავ, რომ ისინი ერთი და იმავე პრონციპით თამაშობენ, მოსწავლეებს ევალებათ რაც შეიძლება სწრაფად მივიდნენ ერთი კარიდან მეორესთან. არადა, მათ შორის, ვისთანაც ოდესმე მითამაშია, საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ, პოლ სქოულზი, რომელიც სულაც არ იყო მაღალი და გრძელფეხება. უბრალოდ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეყო სიბრძნე და მოთმინება მისი ზრდის დასრულებამდე მოეცადა და მხოლოდ იმიტომ, რომ დაბალი ბავშვი იყო, სწავლება არ შეეწყიტა.

მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ინგლისელები „ბარსელონამ“ უნდა დაგვაკომპლექსოს, მაგრამ როდესაც დაბალ ბავშვს ვუყურებ, სულ ვფიქრობ, რომ მისი დაკარგვა არ შეიძლება, რადგან მისგან შეიძლება დიდი მოთამაშე გამოვიდეს.

მთელი ინგლისი მოვიარე და საკუთარი თვალით ვნახე, რომ ყველაზე მეტ ბავშვს „ბარსელონას“ მაისურა აცვია. დღეს, ეს პატარები და მათი მამიკოები ხედავენ, რომ სხვანაირი ფეხბურთიც არსებობს და მზად არიან მას ეზიარონ. მათ უჩნდებათ კითხვა: კი მაგრამ, ჩვენ რატომ არ ვთამაშობთ ისეთსავე სტილში?

ის, რაც ინგლისურ ფეხბურთში ხდება მხოლოდ ერთი რომელიმე, ვთქვათ ნაკრების მწვრთნელის ბრალი არ არის. მე ნამდვილი ინგლისელი ტალანტი მხოლოდ სამი მინახავს: პოლ გესქოინი, პოლ სქოულზი და უეინ რუნი. არა, ჩვენ საქმე კატასტროფულად ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ სანამ სხვები ვითარდებიან, ერთ ადგილს ვტკეპნით“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა