საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ და უარყოფითი ბალანსის მქონე მეტოქე - 2004 წლის ევროპის ჩემპიონ საბერძნეთთან სათამაშოდ ემზადება. ოთარ კიტეიშვილის გარდა, საბედნიეროდ, სხვა დანაკლისს ავცდით და "ჯვაროსნებში" კონკურენციის ნიშნებიცაა.

ვილი სანიოლს შემადგენლობის შერჩევისას გარკვეულ პოზიციებზე მეტი ფიქრი დასჭირდება. მთავარია, ფრანგმა სპეციალისტმა ერთი თვის წინანდელის მსგავს ექსპერიმენტებზე უარი თქვას.

გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ჩვენებურ შემადგენლობას:

გიორგი ლორია - მეკარის პოზიციაზე ისევ საქართველოს ნაკრებისა და "ანორთოსისის" პირველი ნომერი უნდა ვიხილოთ.

ოთარ კაკაბაძე - გრიგოლ ჩაბრაძის დისკვალიფიკაცია მარჯვენა მცველის პოზიციაზე როტაციას გამორიცხავს. "კრაკოვიას" მცველმა ამ ნაკრებთა ბერძნულ დაპირისპირებაში ავტოგოლი გაიტანა და ხსენებულმა ფაქტმა ახლა უფრო მოტივირებული უნდა გახადოს.

დავით ხოჭოლავა - "კოპენჰაგენის" ფეხბურთელი კლუბში მშვენივრად გამოიყურება და იმედი გვაქვს, სანაკრებო შეხვედრებსაც შესაბამის დონეზე ჩაატარებს.

ლუკა ლოჩოშვილი - გურამ კაშიას დისკვალიფიკაცია, ლაშა დვალის დიდხნიანი უთამაშებლობა, საბა ხვადაგიანის გამოუცდელობა - ამ ფაქტორების გათვალისწინებით, "ვოლფსბერგერის" მცველს, დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.

ირაკლი აზაროვი - ბათუმის "დინამოს" მოთამაშე სანიოლის სათამაშო სქემებს კარგად ერგება. ის ნახევარმცველის პოზიციაზეც გამოიცადა. დაცვით ფაზაში ირაკლი შეცდომებს უშვებს, თითქოს ამ პოზიციაზე დამკვიდრებული გურამ გიორბელიძის სათამაშო პრაქტიკა კი ისევ პრობლემურია.

ნიკა კვეკვესკირი - "ლეხის" 29 წლის ნახევარმცველს ფრანგი მთავარი მწვრთნელი გასულ შეხვედრებში არ დაეყრდნო და ამის გარკვეული ობიექტური საფუძველიც ჰქონდა, თუმცა ჩვენს ნახევარდაცვას ძალიან გაუჭირდა.

კვეკვესკირი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ცდილობს, დაცვასა და ნახევარდაცვას შორის კავშირი არ გაწყდეს. ის ჭკვიანი, მშვიდი მოთამაშეა და გრძელი პასით გამოირჩევა. იმედია, კარგ შეხვედრას ჩაატარებს.

სამწვრთნელო შტაბს გიორგი აბურჯანიას ალტერნატივის განხილვა შეეძლება, რომელსაც გოლის გატანის მიუხედავად, "ჟილ ვისენტეში" მაინც ცოტა დრო ეძლევა.

ჯაბა კანკავა - ნაკრების კაპიტანი "სლოვანში" ძველებურად მებრძოლია, თუმცა ვლადიმირ ვაისი როტაციას საკმაოდ ხშირად იყენებს და "ჯვაროსნების" ვეტერან კაპიტანს დასვენების საშუალებას აძლევს. ბერძნებს კარლოს ზაკა აკლიათ და მინდვრის ცენტრში ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ.

საბა ლობჟანიძე - "ჰათაისპორის" ნახევარმცველი ნაკრებსა და გუნდში სხვადასხვა ასპექტში გამოირჩევა - თუკი "ჯვაროსნებში" ფლანგზე როგორც შეტევით, ასევე დაცვით ფაზაში ძალიან ბევრ სამუშაოს ასრულებს, თურქეთის ჩემპიონატში გოლები და შედეგიანი პასები აქვს. შესაძლოა, გარკვეული ფსიქოლოგიური ფაქტორიცაა, რომლის გადალახვის შემდეგ ის ნაკრების მაისურითაც სხვანაირად ათამაშდება.

ზემოხსენებული კონკურენცია კი სწორედ აქაა - მშვენიერი სანაკრებო დებიუტის მიუხედავად, სავარაუდოდ, გიორგი წიტაიშვილი შეტევის მარჯვენა ფლანგს სათადარიგოთა სკამიდან გააძლიერებს.

გიორგი ჩაკვეტაძე - ისე ჩანს, გიორგის "გენტის" ძირითად შემადგენლობაში გამოჩენისა და ოთარ კიტეიშვილის ტრავმის შემდეგ სანიოლს ბევრი ფიქრის შესაძლებლობა იმაზე - ჩაკვეტაძე არის თუ არა ბოლომდე მზად, 90 წუთი ითამაშოს, აღარ ექნება.

ბერძნებს აუცილებლად უნდა შევუტიოთ და გამარჯვებაზე ვიფიქროთ, ამისთვის კი მოედანზე მაქსიმალურად ბევრი შემოქმედებითი მოთამაშეა საჭირო.

სათადარიგოთა სკამზე თამაშის გაძლიერების რესურსი არის - ვაკო გვილია, თორნიკე ოქრიაშვილი... აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ზურიკო დავითაშვილი წინა მატჩებში ენერგიულად გამოიყურებოდა და გოლის გატანაც მოახერხა.

ხვიჩა კვარაცხელია - კვარაცხელია ბრუნდება! ეს კი საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და პირველ რიგში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მასთან ერთად "ჯვაროსნებს" უფრო მეტად სჯერათ, რომ შეუძლიათ. ვილი სანიოლის სადებიუტო მატჩები ხვიჩამ აშკარად გაალამაზა.

გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს ნაკრებს ჰყავს ფორვარდი, რომელსაც საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატში გააქვს, მუდმივად უტევს, შემართულია და თანამედროვე ფეხბურთს ალღოს უღებს.

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, სანიოლი "სერენის" შემტევს თავიდანვე უნდა დაეყრდნოს. პირვანდელ სიაში მისი ალტერნატივაც არც კი გამოუძახებია, თუმცა შემდეგ გუნდს გიორგი ქვილითაია შეუერთდა.

გულშემატკივარი
ქვილითაიას უეჭველი დააყენებს ძირითადში.რა ქნას მოთხოვნა ექნება სანიოლს ზემოდან ასეთი.აბა რაღაში ჭირდებოდა რო გამოიძახა?როდის დამთავრდება ამ არაფრის მაქნისების ნაკრებში თამაში?
დევი
ლოჩოშვილს საერთოდ რო განიხილავ ნაკრებში კარგად ყოფილა დაცვის საქმე.
Levani
ხვედელიძეს სხვათა შორის რაც შენ დაწერე შეიძლება მაგ გინდმა მართლა კარგად ითამაშოს და უცებ-ღარიბი რო ლატარიაში მოიგებს ისე დაგვემართოს. ლოგიკურად 3-9 წამგები გუნდია რაც შენ დაწერე და კი ვხვდებით ირონიას,მაგრამ მე ასე წარმომიდგენია 2 მცველია და დანარჩენი ბურთზე დაგეშილი სხარტი შემტევი ბიჭები.მაგ გუნდმა რაც შენ დაწერე შეიძლება გერმანიას და საფრანგეთს მოუგოს. იმიტო კი არა რო მაგრები არიან-არც ერთი არაა მაგარი. იმიტომ რომ ეს შეიძლება რაღაც ახალი სიტყვა იყოს ფეხბურთში-როგორც ტოტალური ფეხბუთი შემოიტანეს ჰოლანდიელებმა თავის დროზე. ანუ ტოტალური შეტევა,იმის დავალებით რასაც გვარდიოლას ბარსა აკეთებდა-ბურთის დაკარგვისთანავე ელვისებური კოლექტიური ართმევა. ამ ტაქტიკის მინუსები-1არ არის ბევრი ართმევაზე ორიენტირებული ფეხბურთელი(ზოგს პადკატიც არა აქვს გაჯეთებული არასდროს) 2 მეორე სართული-სტანდარტების დროს გაგვიჭირდება. პლიუსები-სისხარტე,ბურთის კონტროლი და როცა ბურთი გვაქვს არ ვეძებთ იმას "ვინც იცის" რადგან ყველამ იცის. შეტევა მრავალსვლიანი კომბინაციებით და არა ბურთით წვალება და თავისუფალი კაცის ძებნა(მერე უკან პასი). რა თქმა უნდა საბერძნეთთან ასეთი რამის გაკეთება ოფიციალურ თამაშში სისულელეა,მაგრამ მე ასე მესმის ვთქვათ ამხანაგური თამაში და ექსპერიმენტი- და არა ხვადაგიანის და წყალტუბოს თავდამსხმელის დაყენება იმ იმედით რო ნაკრების "დონეს გაქაჩავს" და ფასი გაუხუთმაგდება.
ნიკოლოზ
შემადგენლობა ჯერ სანიოლმაც არ იცის და შენ რა სიზმრებს ნახულობ არ ვიცით:)
ზაზა
ვაი საწყალი ბერძნები მეცოდებიან ისეთ დღეში ჩაგაგდებთ შეიძლება საბერძნეთმა საერთოდ აკრძალოს ფეხბურთის თამაში მის სახელმწიფოში.
ხვედელიძე
კანკავა კვეკვესკირის ცენტრი ეყოფა დაცვაში ამ შემტევი ოთხეულის დაბალანსებას რომლიდანაც ჰა და ჰა ლობჟანიძე თუ ჩამოვა უკან? =) მეტი არ არის ჩვენი მტერი. მაშინ თუ მარტო შეტევაზეა საქმე ჯანი გავარდეს და ყველას ერთად დავაწყებინოთ. გული რომ არ დაწყდეს არავის =) ლორია დავითაშვილი-ხოჭოლავა-ლოჩოშვილი-წიტაიშვილი კანკავა-გვილია ლობჟანიძე-ჩაკვეტაძე-კვარაცხელია მიქაუტაძე წავაგებთ მარა ხო შევუტევთ =)
ლუკა
ვერ ვიტან როცა ჩვენი ნაკრები დაცვიდან თამაშობს და არ უტევს. შეტევა შეტევა და ისევ შეტევა. მოგების მეტი არაფერი არ დაგვრჩენია. აჯობებს შეტევაში წავაგოთ ვიდრე კურდღლებივით დაცვაში ვიყოთ. ვინც არ ითამაშებს გულით ის მოღალატეა და მოღალატე გამოაშკარავდება. აბაა თქვენ იცით ძმებოოოო. წინ გამარჯვებისკენ.
tngh
ქ-ნი ვერიკო ანჯაფარიძე "მატჯანიშვილის" თეატრის მსახიობი იყო... დაიმახსოვრე.
Levani
ლორია,კაკაბაძე,ხოჭოლავა,დვალი,გიორბელიძე,ჯაბა,წიტაიშვილი,ჩაკვეტაძე,ხვიჩა,ოქრი,ჟორჟი. არ არის საჭირო ცენტრში წამრთმევი ჯაბა და პასის მიმცემი კვეკვე,მარტო ჯაბა საკმარისია,თან უკან 4 მცველი უდგას და სახლში ვთამაშობთ და ჯაბას წინ ჩაკვეს და ოქრიააც შეუძლიათ კაცის აყვანა. თან წინ მარტო ჟორჟი არ იქნება-ოქრი დაეხმარება. მე ასე დავაგენებდი
თომა
კაკაბაძე სუსტი მგონია ნაკრებისთვის,ძალიან ბევრს იღებს საკუთარ თავზე.ხოჭოლავა კლუბში ბრწყინვალეა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ნაკრებზე.აბურჯანიაც სუსტია.განვლილმა მატჩებმა ცხადყო, რომ კვეკვესკირი მნიშვნელოვანი ფიგურაა ნაკრებისათვის.კიტეიშვილის გარდა ყველა ადგილზეა და მწყობრშია, რაც აქამდე მგონი არ მომხდარა.ვნახოთ აბა რა შეგვიძლია.
დევკალიონი
კვარაცხელია !!!
ttt
მერე რას დაეტრევი ამ სტატიებზე გაბუტული ბავშვივით, მარა ვერ ისვენებ მაინც, მაინც გაქვს შენც იმედი)))
ანრი
არა მარტო მაგასთან. დედოვშჩინა აშკარაა. როგორც ვერიკო ანჯაფარიძემ დაიბარა რუსთ.თეატრის სცენაზე უნდა მოვკვდეო, კარგად ამყოფოს ყველა, მარა იგივე მეორდება, ოღონდ მოედანზე. ჯ
gio
როგორც ჩანს იმ ფსკერის მიუხედავად, სადაც ეხლა ჩვენი ქვეყნის საამაყო ნაკრები სრულიად დამსახურებულად იმყოფება, ხალხს მაინც არ ეზარება ამ გარდაცვლილ სპორტზე კომენტარების წერა. წარმატებებს გისურვებთ მოახლოვებულ მატჩებში, თუმცა მე საერთოდ არ მჯერა რომ რაიმე წარმატებას მიაღწევთ ამ ვითარებაში.
tngh
ეს სავარაუდო შემადგენლობაა და არა ზუსტი... შეცვლები აუცილებელი იქნება... წიტაიშვილი, დავითაშვილი... ოქრიაშვილი...
ბენდუ
ღვთისავარია რუსეთის აგენტი, სახელზეც ეტყობა
ვოოტ
წიტაიშვილი რა პრინციპითაა სათადარიგო?!... ამ ბიჭს უკრაინული ფიზმომზადების სკოლა აქვს გავლილი და უკვე დაამტკიცა, რომ თუ მობერებულ კანკავას არ ჩავთვლით, ერთადერთია, ვინც 90 წუთს თავდაუზოგავად ქაჩავს (ნუ, ჩვენი ნაკრების დონეს ალალად ქაჩავს)... ხომ ვიცით, რომ მინიმუმ ბოლო 15-20 წუთი მთელი ნაკრები ენაგადმოგდებული იქნება და 11-ივე ფეხბურთელს ხომ არ შეგვაცვლევინებენ?!... რაღაც რუსული დედოვშინის მყრალი სუნი უდის ამ ბიჭის მონდომების დაჩრდილვის უნიჭო მცდელობებს...
sul2
დავითაშვილზე მეტი ფსონი უნდა დავდოთ. მემგონი ეგ ყველაზე ნაკლებ ტრამვისკენ მიდრეკილია და მაგაზე ავაწყოთ თამაში ის ჯობია.
Levani
Witaishvili yvelas jobda seqtembershi
აბა რაა
დადებითი ბალანსი ჩვენ ნაკრებს არაერთ გუნდთან აქვს ….გიბრალტართან და სან მარინოსთან ( უკვე არაერთია…ოღონდ იმ შემთხვევაში თუ სან მარინოსთან საერთოდ თუ გვითამაშია…) სამაგიეროდ საპრემიორო ქულები ბურთები და ასე შემდეგ ბევრმა ქვეყანამ ჩვენგან დაიწყეს…!!! ჩვენსას თუ ვერა სხვის წარმატებულ ისტორიებს მშვენივრად ვწერთ…!!!
ნიმბუსი
კი შოტლანდია ოღონდ სახლში
თემო
ეხლა გამოჩნდება ბიჭებო რა შეგიძლიათ! წარმატებები!
ფირუზა
გენადი ჩამოვიდა მოსკივიდან? იაშკას შეუწყვილდებოდა, შუაში მუჯორს ჩაიყენებდნენ?
გიორგი
აზაროვი ზედმეტად ცალფეხაა და იმედია გამოასწორებს. წინა თამაშში მარჯვენა ფეხი თითქმის არასდროს შეუხია ბურთზე. კიდევ ერთი რამე, ფეხბურთი ითამაშეთ, ლაღად ითამაშეთ, შიშით ნუ თამაშობთ. მოწინააღმდეგეც ცოცხალი არსებაა, ადამიანია ჩვეულებრივი და არ შეგჭამთ, ცოტა მეტი იმოძრავეთ, ნუ გძინავთ მოედანზე.
beqa
კიტეიშვილს როგორ ჩაარტყა ან სად ამოარჩია იმ მახინჯმა როგორ გაალამაზებდა ნახევარ დაცვას თავისი სყარტი გონებით და ტექნიკური ბურთის დაჭერიით
Master
თითქმის ყველაფერი ლოგიკურია.ნაგრამ გამორიცხულია კვეკვესკირი ძირითადში დააყენოს.მეტიც შეცვლაზეც ნაკლები შანსია ათამაშოს.არ მოსწონს ეს ფეხბურთელი ვილის.დიდად არც ჯაბა მოსწონს.გვილიას და აბურჯანიას უფრო ათამაშებს.
აბო
შევარდნაძე და კიტოვანი ისევ რ გამოიძახა. სასტარტოში კობოა და ყაველა იქნებიან?
ისა რაქვია
საერთოდ, არსებობს ევროპაში ნაკრები, რომელიც საქართველოსთვის "ერთ-ერთი ყველაზე უხერხული და უარყოფითი ბალანსის მქონე მეტოქე" არაა?
სანიოლი და ლიზარაზუ
ამ ბიჭმა ძლივს ოპტიმალურად დაწერა, მაგრამ დავითაშვილი სასტარტოში დაიწყებს, ხვიჩა მეორე ტაიმში შემოვა, წიტაიშვილი ცრუ-ფორვარდი იქნება
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ