ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რატომ წააგო საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან?! - ვეძებთ მიზეზებს "ევროპულად"...

რატომ წააგო საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან?! - ვეძებთ მიზეზებს "ევროპულად"...

ძალიან კი გვსურდა, მეცხრე ცდაზე საბერძნეთთან გატეხილი ნავსი და სექტემბრის თამაშების შემდეგ, საქართველოს ნაკრების გამოსწორებული თამაში გვენახა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

როგორც ჩანს, ჩვენ ფეხბურთელებს დამატებითი პასუხისმგებლობა მოტივაციას უზრდის კი არა, პირიქით - ძაბავს და საკუთარი თავს შესაძლებელზე უარესად წარმოაჩენინებს. ამჯერად ბათუმში მომხდარი ტრაგედია არ აღმოჩნდა მიზეზი, რის გამოც მოთამაშეები საკუთარ თავზე მაღლა ახტებოდნენ.

უკანასკნელ ერთ თვეში საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა - დაგვიბრუნდენ წამყვანი ფეხბურთელები, ლეგიონერები უკეთეს ფორმასა და ხასიათზე ჩამოვიდნენ. თუმცა, ბერძნებთან დაპირისპირებაში იყო ეპიზოდები, როცა გვეგონა, რომ თვალს კოსოვოსთან მატჩის მესამე ტაიმს ვადევნებდით - "ჯვაროსნებს" ნაკლები მონდომებოთა და ფანტაზიით.

ვილი სანიოლს წარმატების მიღწევა უფრო კონტრშეტევებზე, სწრაფი მოთამაშეების ხარჯზე წარმოედგინა, თუმცა ბერძნები ზონებს იდეალურთან მიახლოებულად კეტავდნენ - დაცვით ფაზაში კარგი თამაში მათ გუნდებს ყოველთვის ეხერხებოდათ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ოთარ კიტეიშვილის არყოფნამ შუა ხაზში სერიოზულად დაგვასუსტა. გვიჭირს ისეთი მოთამაშე, რომელიც ბურთის კონტროლსაც მოახერხებს და გამუდმებით იმოძრავებს.

არაერთხელ შეიქმნა ეპიზოდი, როცა მოწინააღმდეგემ თავისუფლად გადმოკვეთა მინდვრის ცენტრი და დაარტყა პოზიციიდან, საიდანაც მეტოქის საყრდენები ამის საშუალებას არ უნდა გაძლევდნენ!

კლუბის მდგომარეობის ნაკრებში ასახვა იოლი რომ არაა, გიორგი მიქაუტაძის მაგალითიც მოწმობს. საქართველოს ნაკრების მიერ ორგანიზებული შეტევების პირობებში, ის უბრალოდ იკარგება - ვერ იგებს საჰაერო ორთაბრძოლებს (მაშინ როცა ჩვენი შეტევების უმრავლესობა ჩაწოდებებით სრულდება), რამდენჯერმე დაკარგა ბურთი და პრესინგშიც (სხვა შემტევების მსგავსად) სათანადოდ ვერ ყოჩაღობდა.

"სერენის" ფორვარდმა გოლის გატანა იცის და იმ რამდენიმე დღეში, როცა გუნდი ერთადაა, მისი ინტეგრაცია და სახიფათო კომბინაციების დამუშავება მაქსიმალურად უნდა მოხდეს.

ყოველთვის გამუდმებით იმაზე საუბარი, რომ თამაშის ორგანიზება უმნიშვნელოვანესია და მხოლოდ ცალკეულ ფეხბურთელების ტექნიკისა თუ სისწრაფის იმედად არ უნდა ვიყოთ, უკვე მოსაწყენი გახდა. ხვიჩა კვარაცხელია საყოველთაო ინტერესის ობიექტივშია და ბერძენთა თავკაცსაც კარგად ჰქონდა გააზრებული, მისი შეჩერება რა გზით უნდა ეცადა.

სანიოლის მატჩის შემდეგ კომენტარში თემურ ქეცბაიას რამდენიმე მოსაზრებების "ევროპულ თარგმანს" დაინახავდა კაცი - მესის ხსენებითა თუ იმის თქმით, რომ მხოლოდ ტექნიკა და ნიჭი საკმარისი არაა. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნაკრები ახლა სხვა სტილის ფეხბურთის თამაშს ცდილობს ან უფრო სწორი ფორმულირება იქნება - ამას პრაქტიკაში მხოლოდ მარტში, ფრანგი სპეციალისტის საწყის ნაბიჯებში ვხედავდით.

სადღაც იმ აზრსაც აქვს არსებობის უფლება, ვლადიმირ ვაისის ინერცია ხომ არ იყო ის მატჩები, როცა ნაკრები შეთამაშებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ფაქტია, რეგრესი გვაქვს, ამას მთავარი მწვრთნელიც აღიარებს და ამ ეტაპზე, მიზნად სადებიუტო შეხვედრების დონეზე დაბრუნება განუძრახავს. ახლო წარსულის გამოკიდება კი არა, სანიოლს ბევრი რამის დამტკიცება თავიდან მოუწევს. დაველოდოთ კოსოვოში სტუმრობასაც...

"ჯვაროსნების" დამრიგებელი სათამაშო პრაქტიკის მნიშვნელობაზე საუბრობს, თუმცა იმ პოზიციებზე, სადაც მეტ-ნაკლებად ალტერნატივა არსებობდა, მაინც ისეთ ფეხბურთელებს ეყრდნობა, რომელთაც ერთი სანაკრებო შეკრებიდან მეორემდე, ჯამში ერთი მატჩი არ უთამაშიათ (გიორბელიძესა და აბურჯანიაზე თავად ვილიმაც ისაუბრა).

ასე ვფლანგავთ კიდევ ერთ შესარჩევ ეტაპს და ისევ "ერთა ლიგიდან" ოცნებას განვაგრძობთ, თუმცა ასეთი თამაშითა და კვალიფიკაციით "C" დივიზიონიც რთულად დასაძლევი მოჩანს.

• beso

დღეს მსოფლიო საფეხბურთო სასაქონლო ბაზარი მინიმუმ 500-700 მილიარდ დოლარს შეადგენს, საიდანაც ქართველობას მინიმუმ 2-3 მილიარდი უნდა მოჰქონდეს ნაციონალურ შემოსავალში, მაგრამ ვისა აქვს ამის გააზრება ან გაკეთების სურვილი!? მიდით მაშინ ბომჟებად აქციეთ ქართველობა, ხოლო მოადანზე იდგეს არასპორტული სანახაობა, ანუ არა სპორტული სხეული, რაც სახეზეა. არაკომპეტენცია და ვიწრო ინტერესები კლავს ქვეყანას. თქვენ კოვიდპოლიტიკა არ განიხილეთ და ამას განიხილავთ? რაც ხდება ვიღაცის ინტერესშია და მითუმეტეს ამას მაინც არ განიხილავთ. ფეხბურთელები ნაკრებში დგას იმ უნარში, რომ ვერც ერთი მათგანი 1980 წლის დინამოს დუბლებში ვერც ერთ ფეხბურთელს ვერ ამოაგდებდა და რა ფეხბურთზეა საუბარი. სანიოლი კი არა უკდავების წყარო, რომ ასვათ ამ სხეულში ისინი ფეხბურთს ვერ ითამაშებენ სანაკრებო დონეზე. გიხაროდეთ!

• beso

თქვენ კოვიდპოლიტიკა არ განიხილეთ და ამას განიხილავთ? რაც ხდება ვიღაცის ინტერესშია და მითუმეტეს ამას მაინც არ განიხილავთ. ფეხბურთელები ნაკრებში დგას იმ უნარში, რომ ვერც ერთი მათგანი 1980 წლის დინამოს დუბლებში ვერც ერთ ფეხბურთელს ვერ ამოაგდებდა და რა ფეხბურთზეა საუბარი. სანიოლი კი არა უკდავების წყარო, რომ ასვათ ამ სხეულში ისინი ფეხბურთს ვერ ითამაშებენ სანაკრებო დონეზე. გიხაროდეთ!

• თამაზი

ჯერ მაჭუტააძები უნდა მოვაცილოთ და ცხვარი მერე.

• ABCABC

კი გაიქცა მიქაუტაძე 1-1 ზე იყო გაეხადა ზუსტად მაგ ლობჟანიძეს წინ მოტყუბა რო დაუწყო მცველს კი წაართვა, არადა რა უნდოდა 1 პასი და 1-1 ზე რჩებოდა. მაგრამ დანარჩენში რასაც იძახი გეთანხმები

• QТ

უზუსტესი დიაგნოზი!

• სოსო

არაა ფეხბურთი ამათი საქმე..ამათ სანიოლი კი არა გინდა ფერგიუსონი და მაურინიო ჩამოუყვანე მაინც ვერ ითამაშებენ.

• 777

წესით და რიგით ნაკრების მაგალითზე, თამაშებზე და მათ შედეგებზე უნდა გაიზარდონ მომავალი ფეხბურთელები, მაგრამ ამათი შემყურე ფსიქოლოგიურად გაფუჭდება ბავშვები. არც სტადიონზე უნდა მივიდეს ვინმე და არც ტელევიზორში ჩვენებაა საჭირო. შედეგი ნულია მაინც და რას ხარჯავთ ამხელა რესურსს. ითამაშებენ წააგებენ ჩუმად და მორჩა. ასეთი უსუსური ნაკრები არ გვყოლია მგონი არასდროს

• ზურა222

ესპანეთთან 0-7 კი არა 0-ორნიშნასაც წავაგებდით ბოლომდე მთელი ძალით რომ ეთამაშა ესპანეთს და არა 30-40 % თ ! ესპანეთის მაგივრად გერმანია ან იტალია რომ ყოფილიყვნენ მაშინ ნაღდად წავაგებდით 0-10 ან სხვა ორნიშნა ციფრით !DD

• ზურა222

აჰააააა გასაგებია ყველაფერი ! კიტეიშვილის არყოფნა ყოფილა მთავარი მიზეზი ! ბერძნები მოედნის ყველა მონაკვეთზე რიცხობრივ უპირატესობას რომ ქმნიდნენ და ახრჩობდნენ ჩვენებს ეგეც კიტეიშვილი არ ყოფნის ბრალია და არა მწვრთნელების ტაქტიკას რომ არ ცვლიდნენ არვ წარსულ თამაშებში და არც ეხლა ? თუ ორთაბრძოლების ლამის 99% რომ წააგეს ჩვენებმა ეგ მიქაუტაძის ბრალია ?? კვეკვესკირი რომ ამოიჩემა სანიოლმა და არ ათამაშებს ეს ვიღასი ბრალია ?? ან დავითაშვილი რომ გამოყავდა ვაისს ბოლო წამებზე და სანიოლიც აგრძელებს ეგ ვისი ბრალია (არადა უმაგრეს ფორმაში იყო დავითაშვილი მაკედონიასთან ფინალის დროს ბოლო 3 წუთზე რომ გამოიყვანა იმ იდიოტმა ვაისმა და ზურიკომ იმ 3 წუთში ლამის უფრო მეტი გააკეთა ვიდრე მთელმა გუნდმა 87 წუთში! და ეხლაც უმაგრეს ფორმაშია და გამოსვლისთანავე როგორ გაამწვავა ორჯერ სიტუაცია !) მე კი მგონია არც ვაისის და არც სანიოლის ბრალი კი არა იმ მაფიის ბრალია ქართულ ფეხბურთში და მთავრობაში მოკალათებული მაფიოზების ბრალია ჯერ კიდევ შარშან ფინალში მაკედონიასთან გაჩდა ეჭვი რომ ვიღაცეები ცდილობენ დაანგრიონ და დააქციონ ქართული ფეხბურთი მაყურებლის არ დაშვების დანაშაულებრივი გადაწყვეტილება პლიუს იმ დროისთვის საუკეთესო შემტევების კვარაცხელიას და შენგელიას უცნაური კოვიდ ტესტები@ მე დარწმუნებული ვარ რომ შემადგენლობებს ვაისი და სანიოლი კი არა სულ სხვები ადგენენ და მწვრთნელებიც ხმას არ იღებენ ! იმათ ფეხებზე არ კიდიათ ? არც მათი სამშობლოს გუნდები აგებენ და ნადგურდებიან და ხელფასებსაც წყნარად იღებენ @ უმთავრდებათ კონტრაქტი და წყნარად მიდიან ჯიბეგასქელებულები @@ და ის მაფიოზები კი ფულს ათეთრტებენ და ჯიბეებს ისქელებენ @@

• simartle

რატომ წააგო და ტურისტი ჩაკვეტაძე ბელგიაში სპორტული ცხოვრებით კი არ ცხოვრობს არამედ ბარში ერთობა დილამდე,გამოდის დღლილი და გალეშილი ლუდით,კვარაცხელიას კი ბერძენ მცველებს ვერ მოუსყიდიან როგორც რუსეთში,ძალიან ცხვირაწეული და პიროვნულად უცუდესია ნაკრები მისთვის საქილიკოა,არცერთ შენთხვევაში არ შეიძლება კვარაცხელიას და ჩაკვეტაძეს ნაკრებში გამოძახება სანამ აზრზე არ მოვლენ,სხვებს შეუძლიათ თამაში,ქვილითაიას ნსკრები სამუდამოდ უნდა აეკრძალოს…ნაკრებზე ვინც უფიერად საუბრობს ჩაკვეტაძეს და კვარაცხელიას მსგავსად ნაკრებში არ უნდა იყვნეს,სხვა ყველას წარმატებები

• გიზოგ

ასეთი სწორი კომენტარი არავისგან გამიგია, თვით ე.წ ექსპერტებისგანაც კი. თამაშის მოგებას მაქსიმალური მოძრაობა და სირბილი სჭირდება, ვინც ბევრს მოძრაობს , მითუმეტეს გონივრულად ყოველთვის ის იგებს. ფეხბურთი დინამიკაშია და არა სტატიკაში. ფეხბურთელი მინდორზე არ დარბის აქ ჩვენ ფედერაციას და ვის აღარ ვაგინებთ. იმაში მაინც გავერკვეთ ვის რა ფუნქცია ევალება.

• shiko

საერთოდ რომ აიკრძალოს საქართველოში ფეხბურთი თავის ფედერაციიანად და ბიუჯეტი გადანაწილდეს სპორტის სხვა სახეობებზე ბევრად აჯობებს!!! ნერვები მაინც შერჩება ამ ხალხს! :) :) :)

• QT

რატომ წავაგეთ ? იმიტომ რომ არ მოძრაობენ. პასს აძლევენ და მერე ჩერდებიან, არ ეხსნებიან, იმ ადგილზე რჩებიან საიდანაც პასი გააკეთეს და ასე ადგილზე დგომით არაფერი გამოვა. რამდენჯერ გაიქცა ლობჟანიძე,კაცი არ გაყვა შეტევაში პასი რომ მიეცა. მოკლედ მოძრაობა და მოძრაობაა ჩემო თერგო, თორე თუ დადექი, დაჭაობდები და ხავსი მოგეკიდება.

• საქო

ახლა მაინც წადი ვილი,არ ვარ შენი კმაყოფილი.

• გიორგი

ჰოდა, აწი ვერავის გაყიდიან. ვის რად უნდა მოსეირნე მოჭადრაკეები? ბურს ესენი ვერ ფლობენ, ვერ აჩერებენ, პასს ვერ იძლევია და კაცს ვერ ატყუებენ. თანაც, არც სირბილი შეუძლიათ. რა კლუბებშიც თამაშობენ, ისიც ბევრია ამ უქნარებისთვის.

• ზაზა

რაღაც არ უმართლებს ნაკრებს. ცხვარი ხომ არ დაგვეკლა

• თენგო

მგონი ბათუმის კლიმატი არ უხდებათ ამათ???

• გუსანი

საინტერესოა ფედერაცია პასუხიმგებლობას რა ფორმით აიღებს, პრობლემას როგორ ხედავს? თუ კოსოვოსთან მარცხს დაელოდება. სანიოლს რა უნდა მოთხოვო? გასაგებია რომ ამ დონეზე არ აქვს კომპეტენცია, მაგრამ კონტიგენტი არ ყავს, არც დონით, არც ფიზიკით, არც მონდომება-პროფესიონალიზმით და არც არაფრით, იგივემდგომარეობა და დონეა ასაკობრივებშიც, მარტო ეპიზოდური გაფართხალებები შეგვიძლია და მორჩა-წერტილი. ანალიზს,გარჩევებს და ნერვიულობას აზრი არც აქვს. ათეული წლებია ასე გრძელდება და დავიჯერო ასეთი უინტელექტო ხალხია ფეხბურთში ჩართული რომ ვერ ხვდებიან ძირეული ცვლილებების აუცილებლობას?, ფინანსები ბავშვთა ფეხბურთში გადამისამართდეს-უფასო სექციები და უცხოელი სპეციალისტების მოწვევა და რაიონებში გამწესება- ასე მესახება გამოსავალი და მომავალი....

• თომა

აგერ დაბრუნდნენ ჩაკვეტაძე და კვარაცხელია და რა გააკეთეს?

• თენგო

ძნელად ბრაზდებიან რაღაც უნდა მოვუფიქროთ, რომ მინდორზე შეშინებულები კი არ გამოვიდნენ, არამედ გაბრაზებულები!!!

ვაი იმ ხალხის პატრონს 10 დისლაიქი რომ აქვს მაგ კომენტარს. არგინდათ დევდარიანი ესეიგი ვინც კი ნორმალური გვყავს არავინ არ გინდათ და სადაა თქვენი მოსაგები ვინც თქვენ დაგინდოთ იმის

• yasabi

Ar gindodaT Cxadadze da vinc tqven dagindot imis

• ზურაბი

დაანებეთ ამ ხალხს თავი, თავის ჭიას ხო ახარებენ ბიჭები

• Zaza

ფედერაცია კიარა ცხოვრების წესია შესაცვლელი რომელი ფედერაციის დროს დაფრინავდით ერთი 2002 წლის შემდეგ საბოლოოდ დასამარება ფეხბურთმა გაქრა ტექნიკაც ჯიგარიც იმპროვიზაციაც დააქედან გამომდინარე კლასიც და ხიბლიც რაც იყო ღირებული ყველაფერი მოვსპეთ გადავერთეთ პიარზე და დემაგოგიაზე ან რაშუაშია ჟიგული და მერსედესის შედარება გაფრინდაშვილს არ ყავდა მერსედესი არც ხარლამოვს არც ბლოხინს არც ყიფიანს მესხს მეტრეველს ჩიბურდანიძეს შენგელიას დაბევრსკიდე მაგრამ არაფლით ჩამოუვარდებოდენ თუარ აღემატებოდენ მაგ მერსედესიანებს დდ.სანეევი გამომჩა მართლა ლეგენდა კაცი.გონებიდან აღზრდიდან და შენი ეროვნული იდენტობიდან მოდის ყველაფერი.რაც სამწუხაროდ დავკარგეთ ჩვენ ისეთ ფეხბურთს როგორიც ბევრს გვახსოვს ვეღარ ვითამაშებთ ეგარი მწარე სიმართლე.

• Semi

წაგების მიზეზია ცენტრში არასაკმარისი კლასის ფეხბურთელები, ვაისი სწორად აყენებდა ოქრის და ვაკოს, კანკავას და აბურჯანიას საერთოდ არც გამოვიძახებდი. ისევ გიორგი მერებაშვილის თამაში ჯობდა ცენტრალურ ნახევარმცველად. გადახედეთ ვაისს დროინდელ მატჩებს ნაკრები საუკეთესო იყო როცა ჯანო ვაკო და ოქრი ფორმაში იყვნენ. თანამედროვე ფეხბურთში ფლანგების ჩაკეტვა ადვილია მითუმეტეს ჩვენისთანა ნაკრებისთვის. სანამ მინიმუმ ჯანოს კლასის ფეხბურთელი არ დაბრუნდება ნაკრებში გოლის გატანა სანატრელი გვექნება.

• foodboll

მიტომ წავაგეთ ბიძია რომ მწვრთნელი არ გვყავს, სად იგრძ|ნობოდა მომზადება, კომბინაცია და ა.შ. რაში მოემზადენ მაინტერესებს

• ლევანი

რატომ წავაგეთ და იმიტომ,რომ მოთამაშეები თამაშში ჯიგარს არ დებენ,ოფლს არ იდენენ,ზოგიერთს მათგანს თამაშის შემდეგ,რომ კითხოთ სადაა აბა ოფლი, გეტყვის მე ოფლი სართოდ არ ვიციო, სასაცილოა, სატირელი,რომ არ იყოს.

• მარტივი პასუხი

რატომ ასწრებს მერსედესი ჟიგულს?

• ბესო

ბათუმის სტადიონზე ყველა პრინციპული თამაში წააგო ნაკრებმა, თვით დინამო ბათუმმაც არ გაიხარა საერთაშორისო მატჩებში, იქნებ აკურთხოთ .

• ბადრი

რატომ წავაგეთ და არ გვყავს მაღალი კლასის ფეხბურთელები!!!! რით ვერ გაიგეთ ხალხო.

• ისიდორე

ზონები გადაკეტესო ბერძნებმა მერე ჩვენ ამ დროს რას ვაკეთებდით აი ზუსტად მაშინ გვჭირდება ფეხბურთელები ინდივიდუალურად ძლიერები რომლებიც ამ ზონებს გაარღვევდენ მაგრამ სამწუხაროდ ასეთი ფეხბურთელები ჩვენ არ გვყავს.

• ოზუზი

პასუხის შეფასება რადენბალიანი სისტემით იქნება?

• vaxo

ჩემი მოკრძალებული აზრით, "ცქიფო"! გიორგი დევდარიანი მიმაჩნია საუკეთესო მწვრთნელად.

• კ ო მ ბ ლ ე

რატომ წავაგეთ? ჯერ იმაზე მიპასუხეთ, რატომ უნდა მოგვეგო?

• პაატა

რა ვეღარ მივდით რომ თევზი თავიდან ყროლდება!!!!! სანამ ჩვენს ფედერაციაში მცოდნე, პატიოსანი და ქვეყნის მოსიყვაულე ხალხი არ მივა, მანამდე არაფერი ეშველება ამ საქმეს!!! გავიგე რომ რაღაც დონეზე ფეხბურთი უთამაშიათ და ა.შ. საქმის ამბავში უვარგისია კობიაშვილიც და მისი გუნდიც!

• Io

წააააგეს??? არადა რა კარგად ააწყვეს ფედერაცია და სამწვრთნელო შტაბი

• Skorpion07

კაი რა არ დაიღალეთ ? ამ ნაკრებს არ შეუძლია საშუალო ან საშუალოზე დაბალი დონის გუნდებთანაც კი ღირსეული თუთამეში .

• არტ

ნუ ვწნეხავთ სანიოლს? არ დავწეროთ რომ გუნდს მწვრთნელის ყოლისა არაფერი ეტყობა? კაცს მწირი გამოცდილება აქვს მწვრთნელობის, არანაირი მცირე წარმატებისათვის არასდროს მიუღწევია არაფრით თავი არსად გამოუჩენია და ალბათ ამიტომაც ამდენხანს უმუშევარი იყო. ხოდა ეს ეტყობა კიდეც გუნდს . ფაქტიურად პრაქტიკანტი გვყავს მწვრთნელად და არა პროფესიონალი. ვაისი სუსტი პროფესიონალი იყო, მაგრამ მაინც პროფესიონალი. რაღაც დონეზე მაინც დაალაგა ურთიერთქმედება ფეხბურთელებს შორის. ეს ამასაც ვერ ახერხებს.

• mitro

დავიღალეთ უკვე ერთი და იმავეს ძახილით ... სისტემაა ასაწყობი თავიდან ბოლომდე... ნაკრების ყველა ასაკობრივი გუნდი და ასევე მთავარი გუნდი უნდა თამაშობდეს ერთი და იმავე სისტემით მწვრთნელიც იმ სისტემის კარგი მცოდნე უნდა მოვიყვანოთ და არა ცნობადი სახე... ამ ეტაპისთვის მთავარი მწვრთნელის ხელფასში მილიონების ხდა არ ღირს, თუნდაც ცხადაძე დაბრუნდეს როგორც ნაკრების ასევე დინამოს მწვრთნელად არაა პრობლემა ამაზე უარესი აღარ არსებობს, ყველანაირი ფსკერიც და ჭაობიც გადავლახეთ, ყველაფერზე ქვემოთ ვართ, უნდა შეიცვალოს მთლიანად ფეხბურთის ფედერაცია, აღარ აქვს ვის მნიშვნელობა ვის რა დამსახურება აქვს ქართული ფეხბრთში, ისეთი ხალხით უნდა დაკომპლექტდეს ვისთვისაც ჩემი-შენი არ მოსულა მაგალითად ქეცბაია... დღეს ქვეყანას ეგ ღუპავს ჩემი-შენი არა და ყველა შენიანი ვართ ყველა ჩვენ გიხდით ხელფასს იმაში რომ ჩვენმა შვილებმა ნორმალურ კონკურენტულ გარემოში იცხოვროს, რათა ვიცოდეთ სად გვაქ თავის გამოჩენის და უკეთესა განვითარების საშვალება... სხვა არსებითი გამოსავალი არაა და შედეგებს დაველოდოთ 10-20 წლის მერე, მანამდე ტყულად არაფერში ვყრით ფულს...

• ანესთეზეოლოგი

პიტალოობის უმაღლეს ხარისხში ვართ სამწუხაროდ:((

• რატომ წააგო?:):):)

იმიტომ რომ: 1. დაცვის დროს პრესინგი უნდა დაიწყო მეტოქის ნახევარზევე ბურთის ართმევაზე თან ისე რომ ვისაც აქვს ბურთი იმ კაცზე ორი მაინც უნდა მივიდეს ერთდროულად ახლო დისტანციაზე ერთი მეტრის სიახლოვეს და არა ხუთ მეტრზე და სხვა ორმა მის გვერდით მოთამაშეები უნდა ჩაკეტონ პსის დაბლოკვის მიზნით, 2. შეტევის დროს უნდა ეცადო ბურთი ერთი შეხებით ზუსტად! გადასცე უკეთეს პოზიციაზე მყოფ თანაგუნდელს ამისთვის საჭიროა მწვანე მინდორს კი არ დაუურებდე აქეთ იქით გაიხედო ხანდახან! 3. უბურთო მოთამაშეებმა უნდა ირბინონ და გაიხსნან ბურთის მისაღებად, სასეირნოდ და საგულაოდ რუსთაველის გამზირია, ბათუმში ბულვარი!, 4. კარში თუ არ დაარტყამ ბურთი მაგნიტი არ არის თავისით შეგორდეს!, 5. ფსიქოლოგიურად ნუ წნეხავთ სანიოლს!, ათამაშა "ვარსკვლავები" ხომ ნახეთ და შედეგი ნოლი!, ყველა ნორმალურ გუნდში შემადგენლობას აყენებენ გუნდებში თუნდაც შიდა ჩემპიონატზე წინა თამაშებში მოთამაშეების მარგი ქმედების კოეფიციენტის ანალიზის მიხედვით----ვინ რამდენი კმ ირბინა დროზე სათამაშო გადაანგარიშებით, რამდენი ზუსტი პასი გააკეთა, რამდენჯერ დაკარგა ბურთი, რამდენჯერ დაჯარიმდა, ბურთი რამდენჯერ აართვა და მოიგერია, რამდენ ყვითელს იღებს და ა შ.!, ეს გუნდი ვინც გუშინ ითამაშა ესპანეთთან გასვლაზე რო დაეყენებინა რასაც ბევრი ითხოვდით ასეთი თამაშით 7:0 წააგებდნენ!, კონკრეტულ თამაშში უნდა ითამაშოს მან ვისაც ამ მომენტისთვის უკეთესი მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს და არა იმის მიხედვით ვის რა ცნობილი გვარია და ვინ რა გუნდში თამაშობს, არც ის როგორ დრობლინგებს სკეთებს!, ათი წუთი თუ დაათრევ ბურთს წინ და უკან და ოცდაათჯერ კარგავ ნატაობისას ამ დრიბლინგებს აქვს ნოლის ფასი!

• ჟორა

დღეს ყველა აღნიშნავს და მისტირის მარტის კარგად ჩატარებულ თამაშებს. ვფიქრობთ ის თამაშები ბიჭების მონდომებამ უფრო განაპირობა, ვიდრე მათმა ოსტატობამ. ეს მონდომება კი ახალი მწვრთნელისთვის თავის მოწონებით იყო განპირობებული. რა გამოდის? თითქოს ის უბედურება არ გვყოფნიდეს, რომ უვარგისი ფეხბურთელები გვყავს, ამას ისიც დაუმატეს, რომ ყოველგვარი მონდომების გარეშე თამაშობენ.

• შოკირებული გულშემატკივარი

სირბილი არ შეუძლიათ მოწინააღმდეგეზე მეტი და არც სისწრაფე აქვთ და სანამ ნორმატივებს არ ჩააბარებიებთ მანამ არ უნდა გამოიძახოთ და სუ ალტერნატიულ ნაკრებზე ლაპარაკობდენ ადრე და ახლა ხო გამოჩდებოდა ძირითადს რო მოუგებდა ვინ იმსახურებდა ქვეყნის სახელის დაცვას მარა არავის შედეგი არ უნდა და მარტო თავისიანის თამაში აინტერესებს კარგად რო გაყიდოს მერე

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა