ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თურმე, მეტი შეგვძლებია - სანიოლს მონდომებაზე საუბარი აღარ უნდა დასჭირდეს!

თურმე, მეტი შეგვძლებია - სანიოლს მონდომებაზე საუბარი აღარ უნდა დასჭირდეს!

საქართველოს ნაკრები პრიშტინაში არც რამდენიმე დღის წინანდელ გუნდს ჰგავდა და მით უმეტეს, არც იმას, როცა წვიმიან ბათუმში კოსოვოელების დასამარცხებლად ვერაფერი გააკეთა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ცვლილება და ამ უიღბლო სერიის დასრულება იყო! როგორც იქნა, გაგვიმართლა კიდეც და გავიმარჯვეთ მატჩში, სადაც თითქოს, ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა.

ბოლოდან რომ დავიწყოთ - უკანასკნელი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მეტოქეზე აქტიურები ვიყავით და თქვენ წარმოიდგინეთ, ფიზიკურად ვჯობნიდით. ამაში თავისი წვლილი დროულმა ცვლილებებმაც შეიტანა, რომლებმაც აშკარად გაამართლა.

საბერძნეთთან დაპირისპირებაში სანიოლმა ახალი მოთამაშეების შემოყვანა დააგვიანა - ფრანგმა მაშინ ვერ გარისკა, თუნდაც ლიდერი კვარაცხელიას ნაცვლად ზურიკო დავითაშვილს დაყრდნობოდა. ტულის "არსენალის" შემტევი ხომ სექტემბერში გამორჩეული იყო. ახლა ამ ცვლილებამ გაამართლა. ისევე, როგორც შეხვედრაში ირაკლი აზაროვის ჩართვამ.

კოსოვოსთან მატჩამდეც ვწერდით, სანიოლის ნაკრები შეტევაში ერთფეროვანი რომ იყო და თურმე, მეტი შეგვძლებია. მიუხედავად იმისა, რომ გრანდს არ ვხვდებოდით, ეს ფაქტი მაინც სასიამოვნოა.

წიტაიშვილი-ოქრიაშვილის წყვილით შეტევა რაღაც განსხვავებული ფორმაცია იყო, რომლის მსგავსიც ჩვენს ნაკრებში იშვიათად გვინახავს. ქართველი ფეხბურთელები პოზიციებსაც ეფექტურად ცვლიდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ქვილითაია აქტიურად შემოვიდა - მის მიერ მოგებული ორთაბრძოლების შემდეგ ბურთი გვრჩებოდა და იერიშებს ვაგრძელებდით.

თუკი პირველ ტაიმში მეტოქე მარცხენა ფლანგიდან აქტიურად გვიტევდა, მეორე 45 წუთში სიტუაცია შეიცვალა - ოთარ კაკაბაძე გაცილებით დამაჯერებელი იყო. თანაც, ადგილი აქაც ტაქტიკურ სიახლეს ჰქონდა. გიორგი წიტაიშვილოს ნაცვლად გრიგოლ ჩაბრაძის შემოყვანის შემდეგ დასვენებული მოთამაშით მარჯვენა ფლანგი დაცვით ფაზაში გაცილებით საიმედო გახდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აქ საბა ლობჟანიძემ დიდი სამუშაო გასწია.

ასე რომ, განსწავლულობის თვალსაზრისით, ეს სანიოლის საუკეთესო შეხვედრა გამოდგა, რითაც ამდენი ნეგატივის შემდეგ შვებით ამოისუნთქავდა. შვედეთთან შესარჩევის უკანასკნელმა დაპირისპირებამ ბევრი რამ უნდა თქვას...

რაც შეეხება კიდევ ერთ პრობლემურ პოზიციას, მინდვრის ცენტრს, ერთხელაც დავრწმუნდით, რომ ნიკა კვეკვესკირი პასების სიზუსტით (85% ჰქონდა) გამორჩეულია. ყოველივე ეს მეორე გოლის ეპიზოდშიც იოლად შესამჩნევი იყო - შეტევა გენიალურად გააგრძელა! ვაკო გვილია კი, ტრადიციულად, მოტივირებული ჩანდა. რა თქმა უნდა, მეტი სისწრაფე და მწვავე გადაცემაა საჭირო, რისი შესაძლებლობაც პირველ ტაიმში საკმაოდ იყო, თუმცა საყრდენი ზონა გაცილებით პროდუქტიულად გამოიყურებოდა, ვიდრე უკანასკნელ შეხვედრებში გვინახავს.

კიდევ რა მოგვცა ამ დაპირისპირებამ? - საქართველოს ნაკრების თავკაცმა გამოკვეთა ბირთვი, რაც მუდმივ ექსპერიმენტებს უნდა გამორიცხავდეს. წინა შეხვედრიდან გამომდინარე, თითქოს გიორბელიძეს სასტარტოში არ უნდა ეთამაშა, თუმცა სანიოლი მას მაინც ენდო და გურამმა სრულად გაამართლა. ის, რაც კოსოვოსთან მარცხის შემდეგ, ესპანელთა წინააღმდეგ მოხდა (ერთბაშად ამდენი ცვლილება), მაინც აუხსნელი იყო. გუნდისთვის ოქრიაშვილის მნიშვნელობაც გამოიკვეთა, რაც მაშინაც აღვნიშნეთ, როცა თორნიკე განაცხადს მიღმა დარჩა.

ახლა მთავარია, ისევ "კარის გაჯახუნების" ეფექტი არ შეგვრჩეს, თორემ შესარჩევი ეტაპის ბოლოსკენ კოსოვოზე დიდი ნაკრებებიც (იტალია, შოტლანდია) შეგვიჩერებია. თამაშის ხარისხი თვითკმაყოფილების უფლებას არ გვაძლევს. მთავარია, ეს მუხტი შევინარჩუნოთ და მთავარ მწვრთნელს ყველა პრესკონფერენციაზე მონდომებაზე საუბარი არ სჭირდებოდეს. რესურსი კიდევ უფრო მეტია. მხოლოდ ის რად ღირს, გუშინდელ შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელია ოპტიმალური ფორმისგან ბევრად შორს რომ იყო.

• მამუკა

ძალიან ძალიან არ მინდა, რომ კვარაცხელია გახდეს მომდევნო ჭანტურია, ყენია და ბევრი სხვა რომლებმაც ერთი გაიფაფხურეს და მორჩა. სამწუხაროდ კვარაცხელიას აშკარად ეტყობა უდისციპილინობა, მოუმზადებლობა. როგოც ჩანს საკმაოდ სუსტია ფსიქოლოგიურად, აშკარად გამოიკვეთა რომ არ აქვს მდგრადი და მებრძოლი ხასიათი. ნეტა ვცდეობოდე პირველ რიგში მისთვის მინდა კარგი თუ დიდი ფეხბურთის თამაში უნდა დაივიწყოს უნდა ყველაფერი და კონცენტრირდეს ვარჯიშზე. და ბოლოს თმა და წვერი გასაპარსი აქვს, მაგან იმ დღეს რამდენჯერაც თმა გაისწორა მაგ ენერგიით 2-3 დრიბლინგს მაინც გააკეთებდა

• sul2

ბოლო 15 წუთი კიდე ვაჯობეთ იმიტომ, რომ დავითაშვილი იყო კარგი არაფერი ტაქტიკა და მაქტიკა მანდ არ იყო. ანუ მოკლედ ცენტრში არ გვყავდა აბურჯანია და ბოლო წუთებში გვყავდა დავითაშვილი ესაა და ეს. სხვა ყველაფერი ისევ იგივე ნაგავი იყო. ეს არ იყო არანაირი გუნდი და არანაირი შესაქები თამაში

• sul2

მოდი რა მარტივად ვთქვათ! აბურჯანია არ იყო ცენტრში და ეს იყო ერთადერთი უკეთესობა რაც ნაკრებს ჰქონდა წინა შეხვედრებიდან განსხვავებით. სხვა ყველაფერი იგივე. მარტო აბურჯანიას შეცვლა (ისიც იძულებითი) არაა საკმარისი, მეტი უნდა იფიქროს მწვრთნელმა, ყაზაიშვილის არ გამოყენება იქნება? ცენტრში ვითხოვ ყაზაიშვილს გვილიას პოზიციაზე რომ ვაკო მდგარიყო ბევრად კარგი ამბავი იქნებოდა. დაცვის ცენტრი არაა დამაჯერებელი, ველოდები ჯიმი ტაბიძეს.

• T.q

არ ვიცი რას ფიქრობთ მაგრამ ჩემთვის პირადად კვეკვესკირი არის ქართველების პირლო მე ყოველთვის ვფიქრობდი რომ კვეკვესკირის პასები და მისი განაწილელები და მოედნის ხედვა აიიი როგორ თქვა ეს ბიჭი იწყებს შეტევას რაა სწორი იქნება ასე თქმა ალბათ მე წინაზე და ამის წინაზეც გავლანძღე და არც დამიშურებია კრიტიკის სიტყვები ნაკრებითვის მაკედონიასთან თამაშიდან მოყოლებული და ბათუმში საბერძნეთთან წაგების მერე არ ვუყურებ თამაშს მეთქი და არც მიყურებია და მიმოხილვის პონტში რო ვნახე ანუ კვეკვესკირი და მის ნაირი ფეხბურთელი აუუუცილებელია ჯაბასაც და სხევბაც დიდი პატივის ცემა მაგრამ კვეკვესკირი სხვა თემა რაა პასი აქ იმენნნა ასვავს ფეხზე და სწორად ხსნის თავისიანს მოედანზე სულ ამას ვფიქრობდი რო ეს რო ვეღარ შეძლებს თამაშს ვინ ჩაანაცვლებს მაას აშკარააა რომ როცა ეს ბიჭი მოედანზეა დირიჟორის ფუნქციას ასრულებს და ფაქტია შეტევები მისი ჭკვიანური და უზუსტესი ლამაზი პასებით იწყება და ვბრაზობდი კიდეც ჩემთვის რატო არ ათამაშებდა ამ კაცს სანიოლი.

• QT

მოგება ვის არ უხარია, მაგრამ მთელი 65 წუთი მაგრად შეგვჯორეს და გვჯობნიდნენ, ნუ დაცვამ ითამაშა ძალიან საიმედოდ, მაგრამ ყოველთვის ასე ვერ იქნება და ოდნავ მაღალი დონის გუნდი ასეთ უპირატესობას გამოიყენებს. ასეთ დროა მეტი მწვავე კონტრია საჭირო, ბურთის დაჭერაც და თამაშის საჯარიმოდან მოშორებით გადატანა და ეს ძალია დასახვეწია. თუმცა ამდენი უიღბლობის მერე გამარჯვება მაინც სასიამოვნოა და იმ 65 წუთიანი შტურმის მერე ბიჭებს ძალა რომ შერჩათ თამაშის ბოლომდე და მანდ ვაჯობეთ, ეგ საერთოდ სასწაული.

• ირაკლი

გეთანხმები მეგობარო. წლებია ვადევნებ ჩვენი ნაკრების თითოეულ მატჩსს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჰიმნის ასეთი შესრულება არ მახსენდება... ეს შემართება, ეს სისხლი და ეს ჯიგარი გვაკლდა ხშირად, თორემ დარწმუნებული ვარ უკეთესი შედეგი გვექნებოდა ყოველთვის

• ემიგრანტი

შედეგით ხართ კმაყოფილები და კოდოვოსთან ასე რომ ითამაშებ ესარის მონდომება მაშინ რატომ გავაკრიტიკეთ წინა თამაშებში რომ წააგეს მაგიტომ?!... რავი ვისაც ფეხბურთი ესმის კოსოვოსთან ასეთი თამაშით პრეტენზია არ უნდა გვქონდეს ...

• თომას

კოსოვო დაღლილი იყო თორე გენახა ჩვენების დასიცხულებივით ბოდიალი

• იდალგო

განსაკუთრებით სულაქველიძე

• მოსეხონლი

ეს თამაში ბიჭებმა დაწყებამდე მოუგეს კოსოვოს რაცარუნდა ბანლურად ჟღერდეს. ვგულისხმობ ჰიმნს, როგორც იმღერეს ისე ითმაშეს შეცდომებით მაგრმ გულით ჯიგრით.ეგ გვინდოდა თორე ჯერ რო ევროპის გუნდებს ადვილად ვერ დავამარცხებთ ვიცით.

• შაკო

სხვა ტაქტიკით და სტრატეგიით ითამაშეს, ცხადაძის ტაქტიკას გავდა.

• Vasili

მოვიგეთ და ჯობია შევირგით!!

• rasa

კოსოვოს გამარჯვება გამოვტყუეთ და ისე აღვნიშნავთ, თითქოს ხორვატია დავამარცხეთ ან რამე ძლიერი გუნდი. იგივე შეცდომას ვუშვებთ. 'თურმე მეტი შეგვძლებია' კი არა, სანამ 10 წელიწადში ერთხელ გამარჯვების ნაცვლად 5 თამაშიდან 2-ს მაინც არ გაიმარჯვებენ - მანამდე ამათი გინება არ უნდა შეწყვიტოს კაცმა!

• ვაჟა მასწავლებელი

გავიხსენოთ მწარე სიმართლე: ნოდარ ახალკაცმა იმისათვის,რომ გარდაქმნილოყო დინამოს ნახევარდაცვის თამაშის სტილი და სქემა გუნდიდან გაუშვა გუნდის კაპიტანი, ყველასთვის საყვარელი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე, რომელიც "ფუნდამენტურ განივ" ფეხბურთს თამაშობდა. ამჟამად ჩვენი ნახევარდაცვა "იძულებით განივ, ან უკან" ფეხბურთს თამაშობს ძირითადად, ანუ მოსაძებნია შემტევი საყრდენი - გამთამაშებელი/წინ სწორი შემტევი პასის გამკეთებელი - რაც გინდათ ის დაარქვით. ასეთები იყვნენ ყიფიანი, დარასელია, სულაქველიძე, სვანაძე და ა.შ.

• tngh

გამარჯვება ყოველთვის კარგია... როგორიც არ უნდა იყოს. გილოცავთ!!! იმედი მაქვს შემდეგი წარმატებების. (უნდა აღინიშნოს, სწორი და დროული შეცვლები. პირადად მე, მაინც იმ აზრზე ვარ, რომ უცხოელი მწვრთნელი ზედმატი ხარჯია. სჯობს ამ ეტაპზე ადგილობრივმა სპეციალისტმა იმუშავოს ნაკრებთან.) წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს.

• buba

ეგეთი მიდგომით 9 წელიწადში ერთხელ გავიმარჯვებთ...

• romandro

ამ გამარჯვებით (რამოდენიმე) ნერვებ მოშლილი გულშემატკივრები..

• ზურა

პირველი გოლი კოსოვოს მეკარეს რომ არ ეჩუქნა საკითხავია როგორ მორჩებოდა ეგ თამაში. საცოდაობა იყო ამის ყურება. ნაკრების თამაშებს ყოველთვის ვუყურებ და შემიძლია შევადარო ვაისის მერე რამდენად უარესად თამაშობენ უკეთესი ფეხბურთელებით.

• აზრი

კაშია–დვალის წყვილი დაცვის ცეტრში მგონი საუკეთესოა ბოლო დროს, კარგად ეწყობიან ერთამენეთს, თან განსხვავებული როლები აქვთ, კაშია წამყვანი მცველია, დვალი დამხმარე. მგონი ეგ წყვილი უნდა იდგეს ძირითადში უახლოესი პერიოდი. თან იმედია დვალიც კლუბში დაიწყებს თამაშს.

• ქართველი

მივმართავ ყველა იმ ვაი გულშემატკივარს რომელიც ილანძღება არ გინდათ სხვა არხზე გადართეთ არ გაქვთ იმედი არაფრის მეცოდებით უიმედობი გაგვატარეთ ვისაც იმედი გვაქვს და გვჯერა აბა რომ რეალი და ბარსა იყოს მაშინ რას იზავდით ესაა ჩვენი თამაში გინდათ უყურეთ გინდათ არა მაგრამ ამ უაზრო კომენტარებს შეეშვით.

• თომა

ეხლა წავა საუბრები რომ არ გვქონდა ეს მატჩი მოსაგებიო, გაგვიმართლაო, მეტოქე უკეთ თამაშობდაო, და ასეო და ისეო. ვინ მოთვლის რამდენჯერ, მეტოქეზე უკეთესები ვყოფილვართ და მატჩი რაღაც ფატალური უიღბლობის გამო წაგვიგია.ხომ შეილება ზოგჯერ ჩვენც გაგვიმართლოს? ამიტომ მოვიგეთ და შევირგოთ.

• არდილეს

89-წუთზე 2 მეტრიდან ააცილეს თორემ ფრე იყო(მინიმუმ) .... რა გაძლებს კიდე 9 წელი

• ზურა

30 წელია ეროვნული ნაკრები გვყავს და რა გვიჭირავს ხელში? გამარჯვებები ბულგარეთთან და ხორვატიასთან, ასევე რამდენიმე საშუალო დონის ნაკრებთან (რუსეთი, შოტლანდია, პოლონეთი). სულ ეს არის, გამომრჩა რამე? და ამის პატრონები ვიბრუქებით კიდევ და რაღაცაზე გვაქვს პრეტენზია. ამაზე მეტი მოუგია სომხეთს, ლუქსემბურგს, ალბანეთს, ლატვიას, მონტენეგროს, მაკედონიას, ბოსნიას, ფინეთს ანუ თითქმის ყველას სადაც მთლად მოყვარულები არ არიან... დასაფიქრებელი საკითხია - რატომ ვართ ასე საცოდავები?

• დათო

ფეხბურთში ხდება ხანდახან, რო მოიგებ გარკვეული მოვლენების თანხვედრის გამო ერთ ან ორ თამაშს უკეთეს გუნდთან. რამეს ნიშნავს გუშინდელი მოგება, რომელიც უფრო წასაგები იყო? უკეთესს გვხდის რამით? აი მაგის, რომ გვჯერა ჟურნალისტიან-გულშემატკივარიანად და იმედი გაგვიჩნდება ხოლმე - იმიტომაცაა კარგად საქმე...

• პინგვინური აზრები

ისევ უნდა გადაევლოთ, როგორც ერთი თვის წინ?

• რისთვის იბრძვი ჩემო ძმაო?

ეს კოსოვო არ იყო, აქ რომ ვერაფერი მოვუხერხეთ? პროგრესი როგორ არაა

• ფეხბურთი

თურმე მეტი შეგვძლებია კი არა კოსოვოს ფეხბურთელები არ არიან კლასით ძალიან წინ ვიდრე საქართველოს ნაკრები თორემ მაგ თამაშს საქართველოს ნაკრები ვერ მოიგებდა.

• goga

გვეკაიფები? ძლივს დაბობღავდნენ კიდევ კარგი კოსოვო იყო,სხვები 1000ჯერ გადაგვივლიდნენ.

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?