"ბორჯღალოსანთა" მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში პირველი ლელო გაიტანა. ის "ლიონს" ზაფხულში პრო დე2-ის "ორიაკიდან" შეუერთდა და კლუბის კვართით პირველი ლელო საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს და მიმდინარე გათამაშების ლიდერს გაუტანა.

"ტულუზი" "ლიონს" ექვსიდან ექვსი მოგებით ეწვია. საღინაძე მასპინძელთა ძირითადში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს. მე-15 წუთზე ის მარჯვენა ფრთიდან ჩაერთო შეტევაში, ბურთი 5-მეტრიანთან მიიღო, ერთი ბოჭვა აირიდა და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. მასპინძლებმა თამაში 25:19 მოიგეს და 21 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე არიან. "ტულუზი" 26 ქულით კვლავ ლიდერია. "ლიონის" რიგებში 71-ე წუთიდან ითამაშა დავით ნინიაშვილმა.

"ბრივი" "ლა როშელს" დაუხვდა და მწირქულიან მატჩში 6:8 დამარცხდა. სტუმართა გამარჯვებაში წვლილი გურამ პაპიძემაც შეიტანა, რომელმაც პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა და შესვენებისას შეცვალეს. "ბრივის" სასტარტოში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს კვაჭი ვანო კარკაძე. 48-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში ლუკა ჯაფარიძე, ხოლო ვასილ ლობჟანიძე შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდა.

სტუმრად "კასტრთან" ვერაფერს გახდა "ბიარიცი" – 20:38. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 61-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ, ხოლო ბასკთა ძირითადში სამი ქართველი იყო – გიორგი ნუცუბიძემ 56 წუთი ითამაშა, თორნიკე ჯალაღონიამ - 61, ხოლო ლუკა აზარიაშვილმა - 73.

"პომ" "ბორდო" მიიღო, დებიუტში სოლიდურად ჩამორჩენის მიუხედავად, ბოლომდე იბრძოლა და ნუგეშის ქულას გამორჩა – 33:37. ბექა გორგაძემ მასპინძელთა რიგებში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა.

"სტად ფრანსე" "პერპინიანს" ეწვია, 77-ე წუთზე გამარჯვების ჯარიმა გაიტანა და შინ 4 ქულით დაბრუნდა – 23:22. პარიზელთა ძირითადში იყო და 57 წუთი ითამაშა გიორგი მელიქიძემ, ხოლო მათი მეორე ქართველი ბურჯი ვასილ კაკოვინი შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა. მასპინძელთა ძირითადში იყო დუდუ ქუბრიაშვილი, რომელიც 32-ე წუთზე შეცვალეს და 47-ეზე თამაშში დააბრუნეს.

კიდევ ერთი პარიზული კლუბი "რასინგ 92" "ტულონს" ეწვია, პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და 27:20 გაიმარჯვა. ტულონელთა ძირითადში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს ბექა გიგაშვილი. სტუმართა რიგებში 58-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში გია ხარაიშვილი.

rugby.ge

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლეგიონერები | ხუთი ლელო საფრანგეთის მე-6 ტურში
მაისაშვილი: დებიუტანტებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მინდა მათ მივულოცო პირველი სანაკრებო კეპი
ქართველები ევროთასების ფინალში
დავით ნინიაშვილი: ვერც კი წარმოვიდგენდი...
ბექა საღინაძე: თასი ხარისხიანი თამაშით უნდა მოვიპოვოთ!
ბექა საღინაძე: იტალიასთან თამაშს 2018 წლიდან ველოდები - ბათუმში ბედნიერი წუთები ერთად უნდა შევქმნათ