17-წლამდელთა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მე-4 ჯგუფის მატჩებს 22-დან 28 ოქტომბრამდე უნგრეთი უმასპინძლებს. საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე ისლანდია, ესტონეთი და მასპინძელი უნგრეთი იქნებიან.

19:00 | 22 ოქტომბერი - საქართველო V ისლანდია

19:00 | 25 ოქტომბერი - უნგრეთი V საქართველო

19:00 | 28 ოქტომბერი - ესტონეთი V საქართველო

გიორგი ჩიტაურის გუნდი უნგრეთში 21 ფეხბურთელით იქნება წარმოდგენილი. ასაკობრივ ნაკრებს საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე "დინამო თბილისის" ნახევარმცველები - ნიკოლოზ ნინიძე და გიორგი რობაქიძე ვერ დაეხმარებიან. ნინიძე მოახლოებულ მატჩებს ტრავმის გამო გამოტოვებს, ხოლო რობაქიძეს შეკრების დაწყებამდე Covid-19 დაუდასტურდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი ბედიაშვილი (სფფ-ის აკადემია), რევაზ კურტანიძე (საბურთალო).

მცველები: ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო), გელა სადღობელაშვილი (სფფ-ის აკადემია), საბა ხარჩილავა (დინამო, თბილისი), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), აკაკი გიუნაშვილი (დინამო, თბილისი), თენგო გობეშია (დინამო, თბილისი).

ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ჩიხაძე (მერანი, მარტვილი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სფფ-ის აკადემია), გაბრიელ სიგუა (დინამო, თბილისი), ლაშა გადილია (სფფ-ის აკადემია), ალეკო ბასილაძე (სფფ-ის აკადემია), ამინ კარაევი (დინამო, თბილისი), ლუკა პარკაძე (დინამო, თბილისი), გივი ხაჩიძე (საბურთალო), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა).

თავდამსხმელები: გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა), გიორგი ფარცვანია (დინამო, თბილისი).

გიორგი ჩიტაური (17 წლამდე ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა. სამივე მეტოქე შესწავლილი გვყავს - ისლანდია ძალისმიერი გუნდია, ფიზიკურად ძლიერები არიან; უნგრეთი შედარებით უფრო ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს, ხოლო რაც შეეხება ესტონეთს, ისინი უფრო სტანდარტული სიტუაციების სწორად გამოყენებაზე აკეთებენ აქცენტს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არცერთ მოწინააღმდეგეს ჩვენთან იოლი მატჩი არ ელის.

nakrebi.ge

Jnj
რეგიონებიდან ერთი ფეხბურთელი მარტო?ეგრე ცუდადაა რეგიონებში საქმე რო მარტო ერთი ფეხბურთელია გამოსაძახებელი? თან 17 წლამდელებია რავიცი რავიცი....
alexandre
და რეგლამენტი? რამდენი გუნდი გადის?
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები კვიპროსს შეხვდება - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
17 და 19-წლამდე ვაჟთა გუნდები სექტემბერში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
U17. საქართველოს ნაკრები პოლონეთთან დამარცხდა
U17. ბართიშვილის ბრწყინვალე გოლი და წაგება სლოვენიასთან [VIDEO]
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ყაზახეთში მიემგზავრება