ნახევრად სპორტული პოდკასტის სტუმარი აჩი არველაძე გახლდათ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, ხვიჩა ისე ითამაშებს, რომ წავიდეს დიდ გუნდში. ერთი პერიოდი ჩვენ ის გარდავტეხეთ, რომ ქართველი ფეხბურთელები დიდ კლუბებში მიდიოდნენ და ეს უნდა დააბრუნოს ახლა სწორედ კვარაცხელიამ.

კარგი იქნება, თუ წავა დიდ გუნდში და გაიყიდება დიდ თანხად და ჯაჭვური პრინციპით მას მიებმება შემდეგ ბევრი ფეხბურთელიც...

ძალიან კარგი ფეხბურთელია გიორგი აბუაშვილი, რომელიც "პორტოს" მე-2 გუნდში ასპარეზობს, თუმცა მიიღებს პრაქტიკას და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ პირველ კლუბში გადაიყვანენ.

ძალიან ახალგაზრდაა უბრალოდ, 18 წლისაა და კარგი შანსი აქვს, რომ ისეთ დიდ გუნდში, როგორიც "პორტუა", მიაღწიოს წარმატებას.

ეს, როცა დიდ გუნდებზე ვსაუბრობთ, თუმცა გვყავს ძალიან კარგი ბავშვები, თუნდაც რუსეთში მოთამაშეები... ჩვენ როგორ ვართ ქართველები... თუ, მაგალითად, "რუბინში" თამაშობ კარგად, მაინც გინდა, რომ კარგ ევროპულ გუნდში წახვიდე და იქ ითამაშო მაგრად...

მოვიყვან არდა თურანის მაგალითს... "გალათასარაიში" რამდენჯერმე გახდა თურქეთის ჩემპიონი და იყო ძალიან მაგარი ფეხბურთელი, თუმცა ტოპ-გუნდში არ ეთამაშა... ჯერ წავიდა ჯერ მადრიდის "ატლეტიკოში", შემდეგ კი "ბარსელონაში" და გახდა ტოპ-ფეხბურთელი.

ჩვენც ამის სურვილი გვაქვს, რომ ეს ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები, მიუხედავად იმისა, რომ კარგად თამაშობენ რუსეთში თუ სხვა ქვეყანაში, ისეთ გუნდებსა და ქვეყნებში წავიდნენ, რომ მარტო ჩვენ კი არ ვიტყვით, რომ აი, რა მაგარი ფეხბურთელია! - არამედ ყველა აღიარებს იმას, რომ მაგრად თამაშობს", - თქვა არველაძემ.

გულშემატკივარი.
მასე არ შეიძლება განსჯა. იქნებ გაგნიძემ თითონ უღალატა თავის თავს, რა ცოტა გვყავს თავისით გაფუჭებული, ნიჭიერი სპორცმენები?
სოსო
ქართული სკოლა,უკვე კაი ხანია ბავშვს სათანადო განათლებას ვერ აძლევს.მთლიანად დაანგრიეს,განათლების სისტემა.არა მგონია საფეხბურთო აკადემიებში უკეთესი დონე იყოს,უფრო პირიქითაა ხოლმე და სწავლა ,თითქმის ფორმალობაა(ყოველ შემთხვევაში,ადრე ასე იყო).ჰოდა 16-18წლის ბიჭს,რომელმაც თითქმის არაფერი იცის,სადღაც რომ უშვებ,საკუთარი თავის ამარა,ფულის მგლების ხელში,დანაშაული არ არის?ამერიკაში მგონი 21 წელი ითვლება სრულწლოვან ასაკად და ჩვენი ახალგაზრდობა,მათზე მეტადაა განვითარებული?აუცილებლად უნდა დაწესდეს,უცხოეთში წასვლის მინიმალური ასაკი და უფრო ახალგაზრდის გაშვება,მხოლოდ აშკარად კაშკაშა ტალანტის შემთხვევაში უნდა შეიძლებოდეს,თუ მასზე გრანდებისსგანაა მოთხოვნა.არასრულწლოვანი,არასრულფასოვან ანალიზს აკეთებს და უცხო ადამიანების ხელში ჩავარდნილი,არასრულფასოვან გადაწყვეტილებას იღებს,რომელმაც შესაძლოა მისი მომავალი დაანგრიოს.საქართველოში ყველას უჭირს და ყველას უნდა რაც შეიძლება ადრე მოიპოვოს საარსებო წყარო,მაგრამ ვხედავთ,რომ არსებული პრაქტიკა ვერ ამართლებს.აგერ ლუკა გაგნიძე,ვითომ მოსკოვის დინამომ წაიყვანა და ეგრევე სად უკრეს თავი,თან იქაც არ ათამაშებენ.კიდევ ერთი წელი იქ გატარებული და ბიჭი თითქმის დაკარგული იქნება დიდი ფეხბურთისათვის.რამდენია ასეთი დაკარგული და კიდევ რამდენს ემუქრება ეს ხვედრი.არადა საქართველოში სათამაშო დროც ჰქონდა და განვითარების საშუალებაც.არაფერი საჩაქარო არ იყო,მისი გაშვება.კაპიკებს გადააყოლეს ბიჭის მომავალი და თვითონაც კაპიკები იშოვეს,პოტენციური მილიონის სანაცვლოდ
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
ვახტანგ გორგასალის, თამარ მეფის და ერეკლეს შტამომავლებს, ისედაც გვეკუთვნის პატივისცემა, თუმცა ჩვენ ერთი რამ გვავიწყდება, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იყავი დილით, ერთი წუთის წინ, მთავარია ვინ ხარ ეხლა, ამ წუთას რას წარმოადგენ? ამას კი ყოველწამს დამტკიცება სჭირდება, ბრძოლა, ვარჯიში და მიზნისაკენ სწრაფვა, ჩვენთან ეგრეა,იყიდიან ბმვ და მორჩა, თუნდაც ხაბაროვსკის სკაში თამაშობდეს, მიზანს მივაღწიე, ოცნება ავისრულეო.. მანქანა და შმოტკაა ამათი ოცნება, ცოტა ფული და ნაშები სიმონ!!!! კარგად იციან, რომ ქვეყანაში ფეხბურთელები არ გვყავს და ნაკრებშიც დაუძახებენ, რა კონკურენცია, როცა სირბილი არავი უნდა? მანქანა ხომ იყიდა და აწი გიჟია ირბინოს?
tngh
გეთანხმები აჩი!!! დავამატებდი, არ უნდა იჩქარონ უაზრო ტრანსფერები...
Levani
თურქების რამდენ ფეხბურთელს აქვს პრაქტიკა ევროთასებზე- ასევე ჰყავთ ლეგიონერები ლესტერის,რომას,ლილის,მილანის თუ სხვა დიდი გუნდების(მუდმივი "იგრავოი პრაქტიკით") და მაინც თურქეთი რუსეთის და ირლანდიის დონეა,შვეიცარიის და დანიის დონეზეც ვერ ადის. ანუ ჩვენ რო ვფიქრობთ-სადღაც პოლონეთში თუ თამაშობენ ჩვენი ბიჭები 90 წუთს,მაშინ ვინმეს მოვუგებთ ზღაპარია. ტოპ ლიგებშიც თუ გყავს მოთამაშეები-იქაც სხვებს უნდა აჯობონ-სხვებზე მაგრები უნდა იყვნენ და მერე მონდომებაზეა ყველაფერი
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"შოთა არ ვარ, აჩი ვარ" - თურქ ჟურნალისტს ძმები არველაძეები ერთმანეთში აერია [VIDEO]
"ხვიჩას მივწერე და ვუთხარი, რომ... "აიაქსს" ვეუბნებოდი, იყიდეთ-მეთქი და მიპასუხეს..." - შოთა არველაძე "კვარაზე" და მის მომავალზე
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
"დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებას ერთიც და მეორეც ნანობენ" - აჩი არველაძემ მიქაუტაძისა და კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
"დღევანდელ შეხვედრას დამატებით ინტრიგას ესეც სძენს" - აჩი არველაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
"ხიზანიშვილს ურეკავს ფეხბურთელი და ეუბნება, ნაკრებში გამომიძახეს, მაგრამ არ მინდა მოსვლა, მითხრეს, არველაძეები ხელს შეგიშლიანო" - აჩი არველაძემ მის დროს ნაკრებში მომხდარი ისტორია გაიხსენა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"200 000-დან 99% იძახის, იქ რა უნდაო? როგორ, რა უნდა?! ვალდებულება ხო არსებობს, კაცი არ ხარ?! " - აჩი არველაძემ გაგნიძის სიტუაციაზე ვრცლად ისაუბრა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან