ქართული რაგბის ლეგენდა მამუკა გორგოძე, რაგბის კავშირის ახალ გამგეობაში მუშაობას შეუდგა. იოსებ ტყემალაძის თხოვნით, ის კავშირსა და ბორჯღალოსნებს შორის ერთგვარი მეკავშირე იქნება, თუმცა სხვა საკითხების განხილვაშიც აქტიურად იქნება ჩართული.

„ჩემი გამგეობაში შესვლით დიდი მოლოდინი გაჩნდა, თითქოს ქართული რაგბის განვითარებაში დიდ წვლილს შევიტან. მინდა ავღნიშნო, რომ არ ვერთვები კავშირის მუშაობაში და მხოლოდ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედებ. თუ რამეს მკითხავენ, ჩემს აზრს დავაფიქსირებ, ასევე ჩავერთვები ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც გამგეობაში შემოვა. ვიძლევი გარანტიას, რომ სულ რომ წასვლა მომიწიოს, არავინ დაიჩაგრება. გამგეობის ყველა წევრი გახსნილია, ჩვენთან დაკავშირება არაა რთული და მოვუსმენთ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს. თუ რომელიმე საკითხი გამგეობაზე ვერ მოხვდება, ან დამახინჯებულად იქნება წარმოდგენილი, პირობას ვდებ, რომ პირადად მოვუსმენ ნებისმიერ ადამიანს და ეს საკითხები დადგება გამგეობაზე“ – ამბობს გორგოძე.

37 წლის ექს-ბორჯღალოსანმა 2003-2019 წლებში ნაკრების კვართით 75 თამაში ჩაატარა და ყველაზე მეტი, 27 ლელო გაიტანა. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია რომ ნაკრებსა და კავშირს შორის სწორი კომუნიკაცია შედგეს, არ გაიცეს შეუსრულებელი დაპირებები და არ გაჩნდეს არარეალური მოლოდინები:

„ნაკრებსა და კავშირს შორის უნდა იყოს სწორი კომუნიკაცია, მე კი მაქსიმალურად დავიცავ როგორც ნაკრების, ასევე კავშირის ინტერესებს და ვიქნები მხოლოდ სიმართლის მხარეს. კავშირის მხრიდან არ უნდა გაიცეს ისეთი დაპირებები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ შესრულდება. ნაკრებმა უნდა მოითხოვოს იმდენი, რისი საშუალებაც კავშირს ექნება და კავშირიც უნდა დათანახმდეს მხოლოდ იმ თანხის გაღებას, რისი გადახდის საშუალებაც ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოთამაშეები სულ იქნებიან მოლოდინში, ხოლო კავშირი დაპირების შესასრულებელი თანხის მოძიებაში, რაც არც გუნდს წაადგება და არც კავშირს“.

გორგოძე ფიქრობს, რომ ნაკრების სამომავლო წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია ბავშვთა რაგბის განვითარება:

„ქართული რაგბის მომავლისთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა რაგბის განვითარება. ნაკრები ამ ყველაფრის მწვერვალი, ქვეყნის სახეა, მაგრამ მისი წინსვლისთვის აუცილებელია კონკურენციის გაზრდა და შესაბამისად, ბავშვთა რაგბის განვითარება. ეს დღეს და ხვალ შედეგს არ მოგვცემს, თუმცა სამომავლოდ აუცილებლად იქნება წარმატების მომტანი. ამდენი წელი გავატარე ნაკრებში და სულ იყო პრობლემა – ხან მეორე ხაზი არ გვყავდა, ხან მესამე და ასე შემდეგ. აუცილებელია, რომ ყველა პოზიციაზე გვყავდეს 3-4 ძლიერი მოთამაშე და როდესაც ყველა რგოლში იქნება კონკურენცია, მერე საჭიროა ძლიერი სპეციალისტი, რომელიც წარმატებამდე მიგვიყვანს. ახლა კი ისეთ ეტაპზე ვართ, რომ რეიტინგში წინსვლა ვერ გვექნება. უნდა ვიზრუნოთ თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე და დაველოდოთ მომენტს, რის შემდეგაც წინსვლა აუცილებლად გვექნება“.

მამუკა გორგოძის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია შიდა ჩემპიონატში თამაშის ტემპის და ხარისხის აწევა. ის მოთამაშეებს თხოვნით მიმართა, რომ პატივი სცენ მსაჯებს:

„მიუხედავად იმისა, რომ კარიერის განმავლობაში არადისციპლინირებულ მოთამაშედ ვითვლებოდი, მსაჯებთან არასდროს მქონია კონფლიქტი. რა თქმა უნდა მათ მოსდით შეცდომები, მაგრამ ვცდებით მოთამაშეებიც – ხან ბურთი წინ დაგვივარდება, ხან კომბინაცია დაგვავიწყდება. მსაჯების მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ტრიბუნიდან შეძახილების ფონზე, დამატებით წნეხში არიან და ამ დროს ყველა მოთამაშე სათითაოდ თუ კითხავს რამეს, ამით სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება“.

„მოთამაშეებს მოვუწოდებ, რომ რაც არ უნდა მძიმე შეცდომა დაუშვან მსაჯებმა, კამათის ნაცვლად სწრაფად დაბრუნდნენ თავის პოზიციაზე და გაარძელონ თამაში. მე არ მახსოვს მსაჯს მიღებული გადაწყვეტილება შეეცვალოს და კამათს აზრი არ აქვს, მატჩის სწრაფად განახლებით კი ტემპიც აიწევს და გაღიზიანების დონეც შემცირდება. მსაჯების მიმართ შეურაცხყოფის ფაქტებზე, სადისციპლინო კომისიამ უნდა მიიღოს მაქსიმალურად მკაცრი სასჯელი და ის აუცილებლად უნდა აღსრულდეს“.

„მეორეს მხრივ, მსაჯობა რთული პროფესიაა და ისინი ყოველდღიურად უნდა ზრუნავდნენ განვითარებაზე. ასევე აუცილებელია არსებობდეს ზემდგომი ორგანო, რომელიც შეაფასებს მსაჯების მუშაობას და შეცდომებზე პასუხს აგებინებს. მორაგბეები ტონობით ოფლს ღვრიან და მსაჯის შეცდომით ისინი, ან მათი გუნდი არ უნდა დაიჩაგროს“.

rugby.ge

გიორგი
დიდი გამოცდაა. ღმერთმა ხი მოგიმართოს, მამუკა!
დათა
დიდი ქართველი? მიწასთან გასწორებულ, დაჩოქილ საქართველოში? ძალიან ხომ არ აჭარბებთ პატივსაცემო?
სიმართლე
გეთანხმები. მამუკა დიდი ქართველია, რაც კარგად ჩანს ამ ინტერვიუდანაც
₾ადო
შენი სამართლიანობის იმედი, ნაღდად გვაქვს, მამუკა! მთავრია, ბავშვთა რაგბის მწვრთნელებში არ შეცდეთ და ძმაბიჭები კი არა, პროფესიონალები დაანიშნოთ მომავალი თაობის გასაწვრთნელად! პს ძმაბიჭები თუ იქნებიან პროფესიონალები, დანიშნეთ კაცო :)
რომა
მამუკას ვენდობი 100% მიდი მამუ და მიხედე საქმეს გასაკეთებელი ძალიან ბევრია ამ საქმეს კი შენნაირი პატრიოტი კაცი უნდა. გვიყვარხარ ქართველ გულშემატკივრებს
123
მამუკა არის ქართველობის ეტალონი. ჩემს წარმოდგენაში ნამდვილი ღირსეული ქართველი არის მამუკასნაირი ვაჟკაცი. ღმერთი მისკენ.
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
ერთი კატალონიური გუნდიდან მეორეში - ტერ შტეგენს მუნდიალამდე სათამაშო პრაქტიკა სჭირდება
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] ალისონი ისევ არადამაჯერებელია - "ლივერპულმა" "ენფილდზე" აუტსაიდერს ვერ მოუგო
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" "მონცასთან" ფრეს მიაღწია და ისევ ლიდერია
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEOS] "რეალის" ფანების პროტესტსა და სტვენაზე პერესმა სიცილი ვერ შეიკავა - "ბლანკოსმა" ორმატჩიანი მოუგებელი სერია "ლევანტესთან" დაასრულა
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში