მოგეხსენებათ, "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან" პარტნიორობით, გაზაფხულიდან საქართველოში ფუნქციონირებას მილანის "ინტერის" პირველი ბავშვთა საფეხბურთო აკადემია დაიწყებს, რომელიც ამ იტალიური კლუბისთვის რიგით მეოცე იქნება.

sportall.ge "ინტერის" ქართული აკადემიის დირექტორ ანა წერეთელს ესაუბრა:

- საზოგადოებისათვის ამ აკადემიის შესახებ უკვე ცნობილია, თუმცა მოკლედ რომ გვითხრათ მის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე როგორც თბილისში, ასევე სხვა ქალაქებში...

- "ინტერის" აკადმიის გახსნის ლიცენზია მთელი საქართველოს მასშტაბით მივიღეთ. დიდი გეგმები გვაქვს. პირველ აკადემიას თბილისში გავხსნით - მარტში, ხოლო შემდეგს ქუთაისში ვგეგმავთ.

- როგორც გავრცელდა, აკადემიამ ბავშვთა მწვრთნელების შერჩევა დაიწყო. რა მოლოდინები გაქვთ და რას სთავაზობთ დაინტერესებულ პირებს?

- 8-9 ნოემბერს მწვრთნელებთან გასაუბრება ჩატარდება. შემდეგ ეტაპზე მათ "ინტერის" აკადემიის სპორტული დირექტორი ონლაინვებინარებს ქალაქ მილანიდან ჩაუტარებს.

- მალე ბავშვთა მიღებასაც დაიწყებთ. რა ასაკობრივი შეზღუდვები გაქვთ და რა უნდა იცოდნენ ბავშვებმა და მათმა მშობლებმა, რათა არჩევანი თქვენზე შეაჩერონ?

- ამ ეტაპზე 5-დან 15 წლამდე ბავშვთა წინასწარ რეგისტრაციას ვიწყებთ. გვეყოლება 5-6, 7-8, 9-10, 11-12, 13-14 ასაკობრივი გუნდები. ყველაფერს ვასრულებთ იტალიელების მითითებებით და დარწმუნებული ვარ, წარმატებული აკადემიები გვექნება, რადგან ცნობილია, რომ "ინტერის" ბავშვთა ფეხბურთის მიმართულება განსაკუთრებით მაღალ დონეზეა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად ბევრი გულშემატკივარი ჰყავს "ინტერს" საქართველოში და იგეგმება თუ არა ამ კლუბის მოქმედი ან ყოფილი ფეხბურთელების საქართველოში ჩამოსვლა?

- როგორც ვიცი, საფეხბურთო კლუბ "ინტერს" ბევრი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოში, ისევე, როგორც სერია A-ს სხვა გუნდებს. არსებობს "ინტერის" კლუბი საქართველო".

მჯერა, ამ ადამიანების გვერდში დგომით, ჩვენი პროექტი ძალიან წარმატებული იქნება. რაც შეეხება "ინტერის" ვარსკვლავის საქართველოში ჩამოსვლას - დაგეგმილი იყო, მაგრამ რთული ეპიდვითარების გამო დროებით გადაიდო. როგორც მათი, ასევე კლუბის წარმომადგენლების ჩამოსვლას პირველივე შესაძლებლობისას ველოდებით. იმედია, ეს მალე მოხდება.

- იტალიურ დერბიდ წოდებულ "ინტერისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირებაში "სან სიროზე" ქართული აკადემიის ბანერი შევამჩნიეთ...

- ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც მილანში - "სან სიროს" სტადიონზე, "ინტერი" - "იუვენტუსის" მატჩზე, "ინტერის" აკადემია საქართველოს" მისასალმებელი ბანერები მოგვიძღვნეს, რომელიც ეკრანებზე, მთელი მოედნის ირგვლივ იყო. ამით მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა ადამიანმა ჩვენს საქართველოში "ინტერის" აკადემიის გახსნის შესახებ გაიგო. ეს მათი მხრიდან ძალიან დასაფასებელი ჟესტი იყო.

ბორისი
ღლიცინია ნუგზარაშვილზე წერა? კაცი სეზონში 40 გოლს იტანს ამ ასაკშიც კი. თუ ფილიპინების ჩემპიონატის დონეს იწუნებთ?
სანდრო
ვიღაცა სულ ამ "ნუგზარაშვილზე" წერს. იუმორს გიწუნებთ. უადგილოს და უკბილოს. იუმორს, ირონიას და თუნდაც ცინიზმს გარკვეული ნიჭი სჭირდება. ეს კი უბრალოდ ღლიცინია.
მამადუ და დედადუ
გორში იხსნება კიდევ ერთი აკადემია. გელა ნუგზარაშვილის ბიჭი აჯეთებს, ვაჟა გელაევიჩ ნუგზარაშვილი.
ნერაძური
სოოლო იიინტეეერ
ვახო...
ფორცა ინტერ!
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ინტერის აკადემია" საქართველოში - შეხვედრა საელჩოში და ძანეტის ჩამოსვლის მოლოდინში
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი