ვილი სანიოლის მიერ გამოცხადებული შემადგენლობა მოულოდნელობას ნაკლებად იწვევს და ალბათ, გასაკვირიც სწორედ ესაა. ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ექსპერიმენტები ესპანეთთან შესარჩევის დაპირისპირებაში არ დააკლო და უზბეკეთთან უკანასკნელი ამხანაგური შეხვედრისთვის რამდენიმე ახალ სახეს ნამდვილად ველოდით.

შესაძლოა, ვილიმ ერთგვარ ბირთვს მართლაც მიაგნო და მომავალში სიურპრიზები იშვიათად იქნება, თუმცა ერთა ლიგამდე ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელ შანსს მთავარი მწვრთნელი რატომღაც არ იყენებს. თუკი "ჯვაროსნებში" ფრანგის განვლილ მოღვაწეობას დავაკვირდებით, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ მომავალ ევროპის ჩემპიონატისკენ სავალ გზაზე, თუკი ამის საჭიროება დაინახა, დებიუტანტებსაც თამამად დაეყრდნოს.

დასჯა და რეაბილიტაცია?!

რამდენჯერმე დავრწმუნდით, რომ თუკი ფეხბურთელი, რომლის მიმართაც სანიოლს მოლოდინები აქვს და ის მისი საკლუბო კარიერიდან გამომდინარეც, ნაკრებში მიწვევასაც იმსახურებს, თამაშს ჩააგდებს, მთავარი მწვრთნელი მომდევნო შეკრებაზე აღარ იწვევს, შემდეგ კი შანსს ისევ აძლევს.

ნიკა კვეკვესკირი, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ქვილითაია - ზემოთქმულის დადასტურების კარგი მაგალითებია. ამჟამად ეს "ულსან ჰიუნდაის" შემტევზე ითქმის - ვაკო სექტემბრის დაპირისპირებებში ცუდად გამოიყურებოდა, სამხრეთ კორეაში შედეგიანი სეზონი აქვს და ოქტომბრის მატჩებისგან განსხვავებით, ისევ "ჯვაროსნების" რიგებშია.

სად გვჭირდება ალტერნატივა?

არსებობს პოზიციები, სადაც კონკურენციის გარკვეული მცდელობების მიუხედავად, მაინც საკადრო დეფიციტია და ახალ ფეხბურთელებს ველოდით/ვისურვებდით.

ნიკა კაჭარავა მართლაც კარგ ფორმაში შედის, თუმცა ეროვნულ ნაკრებში ახალი სახე ვერაფრით იქნება. სანიოლს მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა აქამდე არ მისცემია, თუმცა ფრანგი სპეციალისტი "ანორთოსისის" ფორვარდის თამაშის სტილსა და შესაძლებლობებს მაინც კარგად უნდა იცნობდეს. ისე ჩანს, გიორგი მიქაუტაძის გარდა, ვილი წინა ხაზზე ისევ მოთამაშეების ძიებაშია. აქედან გამომდინარე, წლის უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრაში სხვა კანდიდატების მოსინჯვა რატომ არ შეიძლებოდა, რთული სათქმელია.

სანიოლის სადებიუტო მატჩების შემდეგ გიორგი ბერიძეზე უარი ითქვა. არადა, მას უნგრულ "უიპეშტში" კარგი პერიოდი აქვს, სანაკრებო შანსი კი აღარ ეძლევა.

ოთარ კაკაბაძის უთამაშებლობის დაბალანსება ბათუმის "დინამოს" მცველ გრიგოლ ჩაბრაძეზე დაყრდნობით ხდება, თუმცა, ამ პოზიციაზე კიდევ უფრო მეტია საჭირო. მით უმეტეს, კოსოვოში ახალი სათამაშო სქემა ვნახეთ, რასაც საბა ლობჟანიძე მშვენივრად მოერგო, თუმცა მისი შეტევითი პოტენციალი, რომელსაც თურქეთის ჩემპიონატში ავლენს, გარკვეულწილად დაიკარგა.

თუკი ეროვნული ლიგიდან მოთამაშეების მიწვევაზე ვსაუბრობთ, "ლოკომოტივის" მარჯვენაფლანგელი თორნიკე კირკიტაძე ნამდვილად გამორჩეულია - მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელს 5 გოლი და ამდენივე შედეგიანი პასი აქვს.

მეკარის განსაზღვრა

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის გზაზე დიდი გეგმები აქვს და გიორგი მამარდაშვილი რამაზ სვანაძის გუნდთან ერთად მოემზადება. ეს ნაკლებად გასაკვირია. ამ გადაწყვეტილებით ერთი რამ გამოიკვეთა - ვილი სანიოლს გიორგი ლორია არც ისე შორს ჩანიშნულ "ერთა ლიგის" გათამაშებაში ისევ ძირითად კიპერად წარმოუდგენია.

სამწუხაროა, რომ გიორგი მაკარიძის საკლუბო ამბები ისევ დაულაგებელია. "ალმერიას" მეკარეს ნამდვილად ჰქონდა რესურსი და ამბიცია, ეროვნულ ნაკრებში სასტარტო შემადგენლობაზეც კი ეფიქრა.

მთავარი - სანიოლის მომავალი

მართალია, უკვე მომავალ წელზე ვფიქრობთ, თუმცა ვილი სანიოლს გულშემატკივრებისა თუ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისთვის ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს, რომ პოსტზე ყოფნას იმსახურებს.

კოსოვოსთან დაპირისპირება სასიამოვნო მხოლოდ გამარჯვების გამო არ იყო - მთავარმა მწვრთნელმა წარმატებისთვის ახალი ტაქტიკური სქემა შემოგვთავაზა და ნაკრებიც უფრო პროდუქტიულად ათამაშდა. კარგი იყო, რომ შეტევის განვითარებისთვის რაღაც განსხვავებული მოვიფიქრეთ და მხოლოდ ჩაწოდებების ამარა არ დავრჩით. აუცილებელია, გიორგი მიქაუტაძე შეხვედრაში მეტად ჩაერთოს და ის ნახევარდაცვისგან მოწყვეტილი არ იყოს. სამწუხაროდ, თუკი რუმინეთთან ივნისის შეხვედრას არ ჩავთვლით, ეს ასე არ ხდებოდა.

შვედეთთან თამაშში უნდა დავინახოთ ის მონდომება, რაც განსაკუთრებით, სექტემბერში ასე გვაკლდა და ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ როგორც თამაშის ხარისხის მომატება, ასევე გარკვეული შედეგების დადება შეუძლია.

jordan beli
მე ხელი ჩავიქნიე ქართულ ფეხბურთზე...ცოტა ხანში ალბათ უზბეკებს გავახერაბთ.ვუყურებ ძიუდოს,ჭიდაობას,მკლავჭიდს,რაგბს და ვამაყობ რო ქართველი ვარ. არაფერი გვეშველება სანამ ფეხბურთზე ვარჯიში არ იქნება 100% უფასო,არ მოისპობა ბავშვთა ფეხბურთში და ასაკობრივებში კორუფცია და ნაცნობ მეგობრობა,სანამ გუნდებში 15,20,30 წუთი,მეორე ტაიმი და ძირითადში დაყენება ეღირება ფული!!! 5 წელიწადში წამოვლენ მგლებივით ბიჭები და აი მაშინ კი გამოჩნდებიან ნამდვილი ვარსკვლავები და არა ძალით გაპიარებული ისეთი,,ვარსკვლავები"ერთ კაცს რო მოატყუებენ და მთელი ერი ფეიერვერკებით ავღნიშნავთ ხოლმე... წარმატებას ვუსურვებ ყველა ქართველ სპორტსმენს და მაინც მჯერა რო ნაგუბარში წყალი კიდევ ჩადგება.
ზურა
ყაზაიშვილი არსად დაგეკარგოთ!
ზაზას
თავის კლუბში რატომ ვერ ასწავლეს
Levani
თქვენც ასე ხართ?რაღაცნაერად არც კომენტარის გაკეთება მეხალისება და არც არვის შექება ან გაკრიტიკება. პირველი შესარჩევიდან ყველა თამაში მაქვს ნანახი და ახლა ვარ მარტო ასე.(ერთადერთი პერიოდი როცა ამაზე უარესად ვიყავით-გაიოზ დარსაძის მწვრთნელობისას)
zaza
ლოკომოტივის კირკიტაძე მოიყვანეთ შეტევაში . არ ვამბობ , რომ უნაკლოა , მაგრამ საჭიროა მისი სისწრაფის კაცი . არც მოტყუება უჭირს . ასწავლეთ კოორდინირებული მოქმედება და დაახვეწინეთ პასის კულტურა . რა დაგიშავათ მაგ ბიჭმა , არ ვიცი .
ზურა
მართლაც რა არ მოგწყინდათ? რა მნიშვნელობა აქვს ბერიძე იქნება, კვირკველია თუ ხიზანშვილი? დახურეთ რა ქართული ფეხბურთის გვერდი და აღარ წეროთ საერთოდ...
Guja Kakhadze
თამაშის ტემპს მოუმატეთ და შედეგიც მაშინვე მოვა. როდესაც ნაკრები ტემპს უმატებს მოწინააღმდეგის კართან მაშინვე ხიფათი იქმნება. ეს რომ შეძლონ რა არის საჭირო აქ ბევრჯერ დავწერე და აღარ მოგაცდენთ!
irakli
ბერიძე აუცილებლად გამოსაძახებელია და კვირკველია თუ კლუბს მოერგო და ათამაშდა ეს ორი ფეხბურთელი,ნაკრებს სჭირდება
გიორგი
არ მოგწყინდათ ეს ყველაფერი ?! საფუძვლიანი ანალიზი სჭირდება ამ ყველაფერს. მსგავსი კი არ არსებობს
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი