საფრანგეთთან გასამართი "შემოდგომის ერთა სერიის" მატჩამდე "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის - ლევან მაისაშვილისა და კაპიტნის - მერაბ შარიქაძის პირველმა ონლაინპრესკონფერენციამ საერთაშორისო მედიის დიდი ყურადღება დაიმსახურა.

საქართველო საფრანგეთს ბორდოში ესტუმრება და 14 ნოემბერს მსოფლიო თასს მიღმა პირველ შეხვედრას გამართავს. ის ჩვენი დროით 17:00 საათზე დაიწყება.

"ბორჯღალოსნები" საფრანგეთში გუშინ ჩავიდა, დღეს კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ნაყოფიერი კვირა გვქონდა და ბევრ ისეთ დეტალზე ვიმუშავეთ, რასაც ერთი კვირის განმავლობაში ვერ ვახერხებდით. სამწუხაროა, რომ თბილისში შეკრების ბოლო დღეს გელა აფრასიძე გამოგვაკლდა. მას ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და ვერც ერთ თამაშში ვერ დაგვეხმარება", - თქვა ლევან მაისაშვილმა და მომავალი მეტოქე საფრანგეთი არგენტინასთან 29:20 გამარჯვების შემდეგ დაახასიათა:

"დიდი ხანია საფრანგეთი ისეთ კარგ კონდიციაში არ ყოფილა, როგორშიც ბოლო წლებია. მას აქვს თავისი ხელწერა, რაც არგენტინასთან თამაშშიც გამოჩნდა. საფრანგეთი თანაბრად ძლიერია როგორც შეჯგუფებებში და ძალისმიერ, ასევე ხელდახელ თამაშში. ჩვენთვის გამოწვევაა, დავუპირისპირდეთ მათ სტატიკურ ფაზებში. შევძლებთ თუ ვერა მეტოქის თამაშის დაკეტვას, ეს 14-ში გამოჩნდება".

მაისაშვილს ტურნეს მეორე, 20 ნოემბერს ესპანეთში ფიჯისთან გასამართ მატჩზეც ჰკითხეს:

"ამ ეტაპზე მწვრთნელებისა და მოთამაშეების სრული კონცენტრაცია საფრანგეთისკენაა მიმართული, თუმცა, რა თქმა უნდა, მწვრთნელებს ფიჯის შესახებ გარკვეული მონახაზი უკვე გვაქვს. ჩვენ ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და საფრანგეთისგან განსხვავებით, ამ მეტოქეს საკმარისად აქვს სუსტი წერტილები, რათა პრობლემები შევუქმნათ. მათ არ უნდა მივცეთ თამაშის მართვის შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში შანსი აუცილებლად გვექნება".

მერაბ შარიქაძისთვის, რომელიც წლების განმავლობაში საფრანგეთში თამაშობდა, "ლე ბლეს" წინააღმდეგ თამაში დიდი პასუხისმგებლობაა:

"არაერთი წელი მაქვს საფრანგეთში გატარებული და ბიჭების უმრავლესობა ახლაც საფრანგეთში თამაშობს. ეს შეხვედრა ყველა ჩვენგანისთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს. ფრანგებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ქართული რაგბი საჭირო სიმაღლეზეა და ღირებულია. საფრანგეთში წლების განმავლობაში თამაშობდნენ ქართველები, იქ ჩვენი თანამემამულეები ახლაც არიან და მათ წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ვეცდებით, ხარისხიანი რაგბი ვაჩვენოთ და მოედანი თავაწეულებმა დავტოვოთ.

ძნელია საფრანგეთს რამეში აჯობო, თუნდაც შერკინებაში. ის კარგად დაბალანსებული გუნდია, თუმცა ჩვენი მისია სწორედ ის იქნება, რომ მათ პრობლემა ყველა კომპონენტში შევუქმნათ".

შარიქაძე, 12 სხვა მოთამაშესთან ერთად, "ბორჯღალოსნებში" პირველადაა ქართული ფრენჩაიზის, "შავი ლომის" მოთამაშის სტატუსით, რომელმაც რაგბი ევროპის სუპერთასზე ორი შეხვედრის გამართვა მოასწრო:

"მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების წევრთა უმეტესობა "შავი ლომის" ნაწილი არაა, ამ გუნდის არსებობა უკვე ნაკრებსაც დაეტყო. ვარჯიშები უწინდელზე უფრო დალაგებულად დაიწყო, ბევრი რამ წინ გვქონდა წაგდებული და მაქვს იმედი, რომ მომავალში ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება".

rugby.ge

imedi nu mogvishalos maraaa......
bodishi mara shansi ar gaqvT arafris safrangeti sachempiono nakrebia rasac 2023 daaamtkicebs
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
12 წლის წინ პადოკში საბურავების გროვით შეაპარეს, დღეს კი ანტონელი ფორმულა 1-ის ჩემპიონია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ბერნარდ ლაპორტი: რაგბი 10 ქვეყნის თამაში არაა და საქართველო ამის დასტურია
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" vs "ლე ბლე" - წინასამატჩო პრესკონფერენცია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
გრიგორ ქერდიყოშვილი: ამბიციური საფრანგეთის წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
ორი ლელო საფრანგეთთან - საქართველოს ნაკრები გასვლაზე გრანდთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
"14 ქართველი მორაგბე საფრანგეთის ლიგებიდან და მათი პატარა გმირობა" - ფრანგული მედია
მაისაშვილი: მსაჯმა ორივე ყვითელი ბარათი საკამათო სიტუაციაში მოგვცა