შვედურ მედიაში საქართველოსა და მათი ნაკრების მომავალი მატჩი ფართოდ განიხილება. სკანდინავიელები ზომიერად ოპტიმისტობენ, თუმცა გაზონის, ამინდისა და მეტოქის გამო ერთგვარ შიშსაც კი გამოხატავენ, რამაც შეიძლება ყატარისაკენ მიმავალ გზაზე ჯგუფის ლიდერს გარკვეული პრობლემა შეუქმნას. აი, რას წერს aftonbladet-ი:

„შვედეთისთვის საქართველოსთან გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის ტოლფასია. ჩვენი ეროვნული გუნდის "ჯაშუში" ლასე იაკობსენი ქართულ მახეზე გვაფრთხილებს.

. მათ კარგად ეხერხებათ მეტოქის შეტყუება

შვედეთმა საქართველოს გაზაფხულზე ვიქტორ კლასონის ადრეული გოლით მხოლოდ 1:0 სძლია. ქართველთა გუნდი რამდენიმე დღის შემდეგ ესპანეთს სახლში 56-ე წუთამდე ამარცხებდა. ესპანელებმა მერე ანგარიში გაათანაბრეს, კომპენსირებულ დროში კი გამარჯვების გოლი გაიტანეს. მათ საგაზაფხულო საკვალიფიკაციო ციკლი ბერძნებისთვის ქულების ართმევით დაასრულეს.

სანამ ქართველები ტურნირზე კოსოვოსთან გასვლაზე პირველ გამარჯვებას მოიპოვებდნენ, შემოდგომაზე სამი მარცხი განიცადეს.

. ვფიქრობ, გაზაფხულზე უკეთესები იყვნენ, ვიდრე შემოდგომაზე

როგორც წესი, საქართველოში თამაში არასოდესაა ადვილი და იაკობსენი მათ ჩვეულ წინააღმდეგობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ისინი მეტისმეტად შემოჭერილად თამაშობენ და შემართულნი არიან. მოთმინებას იჩენენ და მოწინააღმდეგის შეტყუება ეხერხებათ. როდესაც თქვენ პრესინგისას მოთმინებას კარგავთ, კონტრიერიშზე უნარიანად შემოტევა შეუძლიათ. შემდეგ ჩვენს უკანა ხაზსა და ცენტრს შორის დგებიან და პირდაპირ მოედნის სიღრმეში აღწევენ. აქტიურად იყენებენ ფლანგებს პირითი ხაზის გასწვრივ. მომენტების უმეტესობას საუკეთესო ფეხების მქონე შემტევები სწორედ ასე ქმნიან“.

იაკობსენი ყურადღების პირველ რიგში კვარაცხელიაზე გამახვილებას ურჩევს

„მას მახვილგონივრულს ვუწოდებ. ქართველების გვარების წარმოთქმა ადვილი არ არის. წარმოუდგენლად „შხამიანია“. მისი შეჩერება შესარჩევ ტურნირზე ყველას გაუჭირდა.

მატჩის დასაწყისში მათგან მაღალი პრესინგია მოსალოდნელი. წინა შეხვედრებში ვიზავიზე ძლიერ ზეწოლას საწყის 15 წუთში ახორციელებდნენ, მაგრამ შემდეგ ტემპის შენარჩუნება არ შეეძლოთ და უკან იხევდნენ.

იაკობსენი ქართველების ნაკლს ხედავს და ყოველ შემთხვევაში, არ შეუძლია ეს არ აღნიშნოს - ესაა დაცვის თამაში, რომელიც შეიძლება გამოიყენო".

ზვიადი
ისე რომელიმეს მაინც თუ შეგრცხვათ საკყთარი კომენტარის? მეტი არაა ჩემი მტერი
უნივერსალი
მე მგონი ამასაც ჩვენი ნაკრების ტრენერობა უნდა და გვეტენება როგორც შეუძლია:)))) ისე ნოემბრის მერე სანიოლი თუ ტრენერად დარჩება კობიაშვილი ნუ იტყვის მაინც რომ ეგ არის ფედერაციის პრეზიდენტი... სირცხვილი იქნება... თუმცა რა იციან ქართულ ფეხბურთში მომუშავე ხალხმა რა არის სირცხვილი...
tngh
ბკ "კოპენჰაგენს" წინა წელს შევხვდით... უეფას ტასზე. თბილისში 2:0 მოვუგეთ.
სოსო
ამას გვიმალავდით?!რა მაგრები ვყოფილვართ თურმე და არ ვიცოდით! 1981 წელს დინამომ თასების თასი რომ მოიგო,გზაზე ბკ კოპენჰაგენსაც შევხვდით.ნოდარ ახალკაცმა იმ გუნდის თამაშის ჩანაწერი ნახა და ვიდეოანალიზისათვის ჩაურთო ბიჭებს.კოპენჰაგენმა დაიწყო შეტევა და ჩანაწერმაც აურია,აღარაფერი ჩანს.რაღა იქნებოდა,ფარსადანოვიჩმა ბიჭებს მისცა დავალებები და გააფრთხილა,მაგარი გუნდია და მთელი ძალით ითამაშეთო.პრესკონფერენციაზეც განაცხადა,რომ კოპენჰაგენი ძლიერი გუნდია.დინამო მობილიზებული გავიდა და გასვლაზე 4-1 გაიმარჯვა.თურმე ჩანაწერის ნახვისას,ახალკაცმა შეგნებულად შეაჩერა ჩანაწერის ნახვა,რადგან რეალურად სუსტი გუნდი იყო და მათ თამაშს თუ ნახავდნენ,მობილიზაციას დაკარგავდნენ.ჩვენი ძალების შეფარდებას,სატურნირო ცხრილიც გვიჩვენებს და ისედაც ცხადი იყო,მაგრამ მობილიზაციის და ცოტა გამართლების შემთხვევაში,ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია შვედების გამწარება.შეგვიძლია და სწორედ ამას უნდა ვეცადოთ.დასაკარგი მათ აქვთ,ჩვენ კი უკვე დავკარგეთ ყველაფერი და ახლა, მხოლოდ სახელისათვის ბრძოლა შეგვიძლია.ქართველები კი,ისტორიულად სახელის მაძებარ ხალხად ვართ ცნობილი.ასე რომ მიდით,ბიჭებო!დაცვაში ქიზიყური გაქირი და შეტევაში,მთიელთა თავზეხელაღებულობა.დიდ ლევან გოთუას,"გმირთა ვარამში"დაახლოებით ასე აქვს,გამარჯვების ფორმულა,გამოყვანილი+თავგანწირვა და მამულის სიყვარული.
tngh
რას ნიშნავს "შხამიანი"... ნუთუ სხვა სიტყვა ვერ შეარჩიეს???
ალექსანდრე
ესეც დაგვცინის
ელგუჯა
ძლიერ ზეწოლას საწყის 15 წუთში ახორციელებდნენ, მაგრამ შემდეგ ტემპის შენარჩუნება არ შეეძლოთ და უკან იხევდნენ. ეგ კი სწორი თქვა და კიდევ ბევრი სხვა მუნუსიც არის
Vasili
მაგარი ჯაშუში ყავთ! მოიგონა რაღაცეები და ბუა შექმნა გუნდისგან! რომ თავის ნაკრებს მოტივაცია არ დაუვარდეს…
ჰაჰა
მაინტერესებს, რატომ არის რომ მუდმივად ჟურნალისტები ჩვენი მეტოქე გუნდების ქვეყნებიდან, თამაშის წინ გვაქებენ. არიქა უფრთხილდითო. სამაგიეროდ მატჩს გვიგებენ. ჩვენთან პირიქითაა. ჩვენი ჟურნალისტები საკუთარ გუნდს აქებენ, ამით უნდათ განწყობა შექმნან თამაშის წინ, თუმცა მატჩს ვაგებთ.
ILIA
40 წელია, უკან და უკან მივდივართ. ნეტა ხედავენ ამას ფეხბურთის ,,მამები''?
ზაზა
ალბათ სხვა ნაკრებზე საუბრობს ხო!!?მაგას ბრაზილია თამაშობს და კიდე სხავა სხვა!ეხერხებათო არა!?
თემო გი.
ხომ ყველა ვხვდებით რაც მოხდება მოედანზე? ჩვენ ტრაბახს შევეშვათ, მწვრთნელები მამიკოს შვილებისგან ფულის კეთებას, ფედერაცია უაზროდ სახსრების ფლანგვას და შესაძლებელია 8-10 წელიწადში საშუალო ევროპული გუნდი გავხდეთ....
ilo
მოხერხდა შვედი მცველების მოსყიდვა რომ გაატარონ ღრუსების მაქებარი კვარაცხელია? სხვა შემთხვევაში ჩვენი ნაკრები ერთით ნაკლები იქნება,გუშინ ვარჯიშზე უნდა გენახათ რა ირონიულად იქცეოდა ბიჭებთან…მიიღო შენიშვნაც,რა აქვს გაკეთებული ესე ზემოდან რომ იყურება?
ჟორა
ჯაშუში ამას ჰქვია!!!! ჩვენი ნაკრების მწვანე ბალახზე გასეირნებას ფეხბურთის თამაში უწოდა და რაღაც ტაქტიკის თუ ნიჭის გაურკვეველი წყაროები მონახა. კიდევ კარგი რომ გააფრთხილა თავისი გუნდი, თორემ მოულოდნელობისაგან ჩვენები გაბრდღვნიდნენ ამ სკანდინაველებს.
ვოოტ
ჯაშუშიც ასეთი უნდა... მგონი, მაგათი ჯაშუშები ჩვენს მწვრთნელებზე და ფედერაციის ბოსებზე უკეთ ერკვევიან ფეხბურთსა თუ საფეხბურთო ნიუანსებში....
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
ბელგიისა და შვედეთის ნაკრებების მატჩი აღარ განახლდება
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
იონ-დალ ტომასონი შვედეთის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
ბელგიისა და შვედეთის მატჩი არ განახლდა - მაყურებლები სტადიონიდან გაიყვანეს
ტრაგედია ბრიუსელში - ტერაქტის გამო ბელგიისა და შვედეთის ნაკრებების მატჩი შეწყდა [VIDEO]
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
იბრაჰიმოვიჩი: მე ვარ აწმყო, წარსული და მომავალი
აგუერო - იბრაჰიმოვიჩს: გშურს, რომ მესი მსოფლიო ჩემპიონი გახდა