საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გულშემატკივრებს ასე მონატრებული, აუცილებელი პოზიტიური ემოციები და ენერგია დაუბრუნა. რა თქმა უნდა, ისევ გვეფიქრება იმაზე, თუკი ასეთი თამაში შეგვიძლია, მას სტაბილური სახე რატომ არ აქვს. ასევე, თუ როგორ ახერხებენ ეს ფეხბურთელები ისე უემოციოდ თამაშს, როგორც ეს თუნდაც სექტემბერში, კოსოვოსთან ვნახეთ. თუმცა ახლა მთავარი მაინც რწმენის გაღვივება იყო - ყურების ჩამოყრა არაფრით შეიძლებოდა.

ერთი წლის შემდეგ...

ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 12 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აქამდე არსებული საუკეთესო შანსი ხელიდან გავუშვით. ეს ნეგატიური ფაქტი სადღაც აუცილებლად დადებითად უნდა გარდაისახოს და ის კოშმარული საღამო დავიწყებას მიეცეს. ამისთვის ერთი აგური შესაძლოა, ესპანეთის ნაკრებთან გამარჯვებით დადებულიყო. მაშინ მიზნამდე ცოტა დაგვაკლდა, შვედები კი მუნდიალზე პირდაპირ გასვლის გზაზე შევაჩერეთ.

დიდი მიზნებისკენ სწრაფვა ასეთი გამარჯვებისა და საკუთარი შესაძლებლობების გააზრებით უნდა დაიწყოს. მთავარია, გადამწყვეტ და იმ შეხვედრებს, სადაც გულშემატკივრები გამარჯვებას ითხოვენ, ფსიქოლოგიურად მყარად შევხვდეთ და პასუხისმგებლობის ზრდა ფეხებს არ გვიკანკალებდეს.

პარალელები შოტლანდიასთან

ამ შეხვედრამ, პირველ რიგში, 2007 წელს შოტლანდიასთან ასეთივე ანგარიშით (2:0) მოგებული მატჩი ამოატივტივა. ეს პარალელი მხოლოდ ანგარიშის ან იმის გამო არაა, რომ მეტოქეებს ორივე შემთხვევაში საქმე გავურთულეთ. ყურადღების გამახვილება სხვა ფაქტორზეც შეიძლება.

მაშინ ჩვენს ნაკრებში ლევან მჭედლიძე, ლევან ყენია და მეკარე გიორგი მაკარიძე გამოირჩეოდნენ. გაჩნდა რწმენა, რომ კლაუს ტოპმიოლერმა იდეალურ შემადგენლობასა და სქემას მიაგნო. სამწუხაროდ, გაგრძელება შესაბამისი არ იყო. ფაქტია, რაღაც არასწორად გაკეთდა. თუკი წარსულ და სხვის შეცდომებზე უფრო მეტს ვისწავლით, ვიდრე მას საკუთარ ტყავზე გამოვცდით, სასურველი შედეგი უფრო სწრაფად დადგება.

ამ გუნდისა და თაობის პოტენციალი აღარ უნდა დაიკარგოს და ამაში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს - მთავარი მწვრთნელიდან დაწყებული, საფეხბურთო აგენტებით გაგრძელებული და ნებისმიერი გულშემატკივრითა თუ ჟურნალისტით დასრულებული.

სანიოლის კოზირები

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი სექტემბერში რომ ექსპერიმენტებში აიხლართა, თანაც ოფიციალურ შეხვედრებში, ამას ვერსად გავექცევით. საბოლოოდ, სანიოლმა ოპტიმალურ სათამაშო განლაგებას მიაგნო და თავისი ხელწერა ნაკრებსაც დაატყო.

წარსულში საკმაოდ ხშირად ყოფილა საუბრები, რომ 3 მცველით თამაში ნაკლებად გამოგვდის, რადგან გვიჭირს ისეთ ფეხბურთელებს დავეყრდნოთ, რომლებსაც მთელი ფლანგის კონტროლისთვის საჭირო უნარები და გამუდმებული მოძრაობისთვის საკმარისი ენერგია აქვთ. გარდა ამისა, ორგანიზება ცენტრალურ მცველებსაც უჭირდათ. ფაქტია, სანიოლმა ამ ყველაფრის განხორციელება მოახერხა.

იკვეთება, რომ საბა ლობჟანიძე მწვრთნელს ზუსტად იმ დავალებებს უსრულებს, რაც სანიოლს ჩაფიქრებული აქვს. შვედებთან შეხვედრაში მოწონებას იმსახურებდა ირაკლი აზაროვის ტაქტიკური განსწავლულობა, რომელიც უკანასკნელ თვეებში თვალსაჩინოდ გაიზარდა. ბათუმის "დინამოელმა" ზუსტად იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა ისე, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მეტი სივრცე გასჩენოდა და ირგვლივ უფრო ნაკლები მოთამაშე დახვეოდა.

საკმაოდ ხშირად დაგვიწერია, რომ ჩვენს მოთამაშეებს უბურთოდ მოძრაობისა და ზონების სწორად ათვისების უნარების დეფიციტი ჰქონდათ და როგორც ჩანს, სანიოლი იმ რამდენიმე დღეში ამ თემებზეც კარგად მუშაობდა. რაც პრობლემად რჩება, ეს ხშირი და აქტიური პრესინგის შეუძლებლობაა.

ფრანგმა სპეციალისტმა თამაშამდე აღნიშნა, რომ გვილია-კვეკვესკირის წყვილი როგორც დაცვით, ასევე შეტევით ფაზაში მოსწონს. ვილიმ მინდვრის ცენტრში თამაშის სხვადასხვაგვარად დალაგება და წარმართვა სცადა. როგორც ჩანს, ის საკადრო საკითხებშიც ჩამოყალიბდა და მოთამაშეებმაც მისი შეხედულებები და დამოკიდებულება ბოლომდე გაიაზრეს.

სანიოლმა დაცვის სტაბილურობასაც მიაღწია, გუნდი გაცილებით შეკრული გახადა და ცვლილებები მხოლოდ ახალი ფეხბურთელის თამაშში ჩართვისთვის არ ხორციელდება.

გასაგებია ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი. როცა "რუბინის" ფეხბურთელი თამაშობს, ის წინ უბრალოდ მთავარი მოქმედი პირია, თუმცა, რასაც უკანასკნელი ორი შეხვედრაა ვხედავთ - შეტევის წარმართვა მხოლოდ ტანმაღალი ფორვარდის საჰაერო ორთაბრძოლების გავლით აღარ წარმოგვიდგენია. როგორც ჩანს, ის რაც საბერძნეთის ნაკრებთან ბათუმურ დაპირისპირებაში ვნახეთ, როცა გიორგი მიქაუტაძე უბრალოდ ჩაიკარგა, სანიოლისთვის უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა.

და მაინც, მესი...

სამწუხაროდ, ისე ხდება, როცა გუნდი წარმატებას ვერ აღწევს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელები ხელს ლეგიონერების სუსტ კლუბებზე, სათამაშო დროის დეფიციტსა თუ მეტოქეთა რიგებში უფრო მაღალი კლასის მოთამაშეებისკენ იშვერენ. ყბადაღებული ტერმინი "მესი არ გვყავს" - სამწუხაროდ, სანიოლისგანაც მოვისმინეთ.

ფაქტია, შევძელით და საკმაოდ კარგად აწყობილი, დაბალანსებული და ვარსკვლავებით მოთამაშე შვედეთის ნაკრები დავამარცხეთ. ასე რომ, წაგების მიზეზების სხვებში ძიება არასდროს უნდა მოხდეს. თუმცა, გასაგებია, ზოგჯერ ემოციები გვჯობნიან. საკუთარი გუნდი შეგიძლია გააკრიტიკო, თუმცა, თუკი მისი რწმენა არ გაქვს, სხვა დეტალებზე მსჯელობა აზრს კარგავს.

"ჩასაფრებულები"

ის ადამიანები, თანამედროვე ფეხბურთში მართლაც კარგად რომ ერკვევიან და ამ ფონზე ის თანხა, რაც საქართველოში სპორტის ამ სახეობისთვის იხარჯება, "ბევრი და წყალში გადაყრილი" ჰგონიათ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდნენ, გამარჯვებას რამხელა სიხარულის გამოწვევა და საკმაოდ რთული საერთო ყოფის შემსუბუქება შეუძლია.

შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს უკეთ, თუმცა ჯერ შევთანხმდეთ, რომ კიდევ უფრო მეტია საჭირო. სოციალურ ქსელებში სტადიონის სხვა ფუნქციებით დატვირთვის შესახებ რომ აღარ ისაუბრონ, ესა თუ ის გამარჯვება ამად ღირს, თორემ ისიც კარგად ვიცით, ამ მოგებით მნიშვნელოვან ფორუმზე რომ არ გავსულვართ და შვედეთის ნაკრებმაც იქნებ დასახული მიზნები პლეი-ოფით მაინც აისრულოს.

გენა
ლორიას მაგივრად მამარდაშვილი რომ მდგარიყო დიდი ანგარიშით წავაგებდით
sul2
პრობლემა ის არის რო რატომღაც წარმატებად ფასდება, ნახევრადტყიურ ვიკინგებთან გამარჯვება, ბოლო 50-100 წელია რომ გაიხადეს ტყაპუჭები და ბოლო ადგილიდან თავის დაღწევა. ცოტა მეტი ამბიცია რა ხალხო, რა დამდაბლებულები ხართ. სანამ ამბიციები არ გაგვეზრდება მანამდე ამ წრეზე ვიტრიალებთ. რაც მოთხოვნაა ის მიწოდებაა, ესაა კაპიტალიზმის კანონი. რა ზეიმი იყო სამარცხვინო ბათუმის სტადიონზე სირცხვილით ვიწვოდი. რა გვაზეიმებდა ძაან მაინტერესებს. დინჯად, დარბაისლურად, ქართულად გამოდი ხელები აწიე, მადლობა გადაუხადე გულშემატკივარს, რა გაკუნტრუშებს 30-40 წლის ხალხს? რა გააკეთე მაგის საფასო?
გოჩა
გვყავს ჩვენ მცველები ნორმალური დვალი,კვირკველია ფორმაში თუ ჩადგა,ლოჩოშვილი,რომ იძახოდნენ ნავალოვსკის შემცვლელი არ გვყავსო მისცენ შანსი და გვყოლია ბატონი ჰოდა სწორი მიდგომით ფეხბურთს ვითამაშებთ,ფედერაციის საპრეზიდენტო ხალხიც არის რა დალევს საქართველოში ნიჭიერ ხალხს,უბრალოდ კადრები უნდა ავირჩიოთ პროფესიონალიზმით და არა ერთი ადგილის ლოკვით და ასე ვთქვათ ერთგულებით,მაგრამ ამას უნდა ნება რომელიც არ არის.
ლ.გიო
ვკითხულობდი და მეგონა თამადის სადღეგრძელოს ვუსმენდი.ფეხზე წამოდექით ეკლდა და ბოლოში ერთი მაგრად გაუმარჯოს
buba
ისე ერთიც უნდა ითქვას, განვლილ ისტორიას თუ გადავხედავთ, საქართველოს ნაკრები შესარჩევი ტურნირების ბოლო თამაშებს უმეტეს შემთხვევაში იგებს... რატომ ხდება ასე?... აი აქედანაც დასკვნაა გამოსატანი, რომ შემდეგ, მომავალში დადებითად გამოვიყენოთ და ამ კუთხით იმუშავოს სამწვრთნელო შტაბმა...
buba
ისე ერ
ტოტო
ანუ ფრეებს ტოტალიზატორები აკეთებენ და თუ დაიხურება ფრეებიც აღარ იარსებებს? და ესეთი გართულება რატომ გაქვს ფრეებზე, რამე მაგარი ბილეთი გაგიფუჭა?
გურამი
რატომ და არ გვყავს შესაბამისი რაოდენობის ნორმალური კლასის ფეხბურთელი. ხვიჩა სულ კი ვერ მოიგებს თამაშს და კაშიაც ვერ იდგება დაცვაში მუდმივად, ასაკშია უკვე. 2-3 წელიწადში პატარა სენსაციას ყველა მაჩანჩალა აცხობს და ასე ვართ ჩვენც. გულშემატკივრებში კი არის კატეგორია, რომლებიც დითირამბებს მიუძღვნიან ახლა და ჩაისახება ახალი იმედი, რომელსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ აქვს. ღმერთმა ქნას, მაგრამ სანამ წამიერი აღტკინების პოზაში ვართ - არაფერი არ გამოვა...
გრიგოლი1408
დახურეთ ტოტალიზატორები და ყველა თამაშს მოიგებენ ან წააგებენ
რომა
თავს ნუ მოვიტყუებთ ხვიჩა თუ არაა არ არის გოლიც.. კარგი მწვრთნელი გვინდა განათლებული და გამოცდილი... ოქრი ტყუილად არის ძირითადში შეტევას აფერხებს. უაზროდ ჯარიმდება საჰაეროებს აგებს აფსაიტშია პასს აგვიანებს არასაჭირო ტრიუკებს აკეთებს ბურთს რო იღებს როცა სწრაფი პასია საჭირო... კაკაბაძე ამერიკაში გაუშვით სასწავლებლად... ვოლკოვი და მიქაუტაძე უნდა გამოიძახოს მუდამ.. ასევე ბერიძე.. დავითაშვილი.. ჩაკვეტაძეს რომ ვერ მოუხერხა ადგილი მინდორზე ეგ მაბრაზებს ძალიან..... კიტეც ძალიან გვაკლდა მას შეუძლია ბურთის სწრაფად ამოტანა დაცვიდან შეტევაში...ჩვენ უნდა ვითამაშოთ მუდამ კონტრზე და მუდამ ბურთის ჩაჭრის წართმევის მცდელობაზე და სწრაფ გადასვლაზე ამ კალიბრის ბიჭები გვყავს მოედანზე..
las
იმედია კიდევ მოუმატებენ. იყო სუსტი წერტილები. მე ვფიქრობ ოქრიაშვილი და გვილია არ არის ნაკრების დონის. სტაბილურობა იქნება თუ ყველა რგოლში იქნება შედარებით ძლიერი და ფორმაში მყოფი მოთამაშე. თანამედროვე ფეხბურთში ასე. როცა რომემლიე რგოლი სუსტია, იქ ძლიერი გუნდი არ გპატიობს. შვეციასთანაც პირველი გოლი რომ გაეტანათ შესაზლოა საერთოდ წაგვეგო თამაში
ირაკლი
საერთოდ ვაკვირდები, ეტყობა ისეა მოწყობილი ადამიანის ტვინი, რომ თუ წავაგებთ მაშინ მიწაში ჩავდებთ ყველას და ყველაფერს, მოვიგებთ და ცაში აგვყავს. სამწუხაროდ პროფესიონალური განსჯა და კრიტიკა ისეთი დეფიციტია, სანთლითაც რომ ვერ იპოვი. არ არსებობს გულშემატკივარი ვისაც გუშინდელი გამარჯვება არ გაუხარდა, მაგრამ თუ არ შევხედავთ რეალურ სიტუაციას და არ ჩავუღრმავდებით პრობლემის არსს, მაშინ არაფერი შეიცვლება, გაგრძელდება ისევე როგორც ბოლო 27 წელია გრძელდება, მას მერე რაც 1994 წელს მოლდოვასთან შინ 0:1 დავმარცხდით. დააკვირდით, ნებსით თუ უნებლიეთ საქართველოს ნაკრები ჩამოყალიბდა იმ გუნდად, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ვიღაცას უფუჭებს საქმეს. თუ ეს როლი ჩვენთვის მისაღებია, მაშინ ყველას გილოცავთ. იყო ნაწვალები ფრეები 0:0 იტალიასთან, საფრანგეთთან, დანიასთან, ირლანდიასთან. დაგვიმარცხებია რუსეთი, ხორვატია, ბულგარეთი, შოტლანდია, შვედეთი, პოლონეთი, უნფრეთი და მაინც, ყოველი შესარჩევის სადღაც ეკვატორზე ჩვენი ჯგუფიდან გასვლის შანსი არის ნულის ტოლი. პრობლემები და არასწორი მიდგომები ფეხბურთისადმი გრძელდება წლები და გაგრძელდება შვედეთთან მატჩის შემდგომაც. და იცით რატომ? ვკითხულობ თამაშის შემდგომ სტატიებს, და საუბარი მიდის მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიაზე, და არსად ისმის კრიტიკა კაკაბაძის, რომელიც უკვე მერამდენე თამაშია საოცარ პასებს აკეთებს უკან და გუშინ მხოლოდ სასწაულმა გვიხსნა მორიგი გოლისგან. ვერსად ვხვდები კრიტიკას გვილიას საშინელ არაპროდუქტიულობაზე, ჩაბრაძის "საოცარი" გვერდული-ზურგით ჩადგმით ბურთის ართმევის მცდელობებზე, ვერსად ვხვდები წუხილს იმის გამო, რომ თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში, შესარჩევს ყველა მატჩში, მუდამ მოწინააღმდეგე გუნდი გვჯობს. არასდროს დავეთანხმები იმ აზრს რომ მთავარი ტაბლოზე შედეგია და არა თამაშის ხარისხი. უხარისხო თამაშმა შეიძლება ათასში ერთხელ მოიტანოს ერთეული შედეგი, მაგრამ სწორი მიმართულებით მუშაობა და აქედან მიღებული ხარისხიანი თამაში, აუცილებლად მოიტანს ბევრ დადებით შედეგეს. აი რისკენ უნდა ვისწრაფოთ,
ბილი კოსტაკურტა
ესპანეთის გარდა ყველასთან მოგება შეგვეძლო. ის კი არადა და მაყურებელი რო ყოფილიყო სტადიონზე არც კოსოვოსთან წავაგებდით და არც საბერძნეთთან.
Master
ხოჭოლავას ასეთი მაგარი თამაში პირადად მე არ მინახავს არც შახტარში და არც ნაკრებში.
ქ. გ.
ოპტიმალური შემადგენლობით (ტრავმების და კოვიდების გარეშე) და გულშემატკივრებით სავსე სტადიონებით 8 თამაშიდან ამ ჯქუფში 7 თამაშის მოგება შეიძლებოდა. P.S. დისლაიქები არ დავინახო!
სხვა ფეხბურთელებზე რატომ არ იწერება
გასაგებია რომ ხვიჩამ ორი გოლი შეაგდო და მატჩის გმირი გახდა, მაგრამ მარტო მასზე წერა არასამართლიანი მგონია. ამ თამაშის მოგებაში ყველა მოთამაშეა უდიდესი წვლილი მიუძღვის და გარდა ამისა, არის ორი კაცი რომელსაც ხვიჩაზე მეტი თუ არა ნაკლები წვლილი არ აქვს თამაშის მოგებაში: ლორია და კაშია. ლორიამ რამდენჯერმე გვიხსნა გაშვებული გოლისგან. თუნდაც ისაკს რომ გაეტანა არავინ იცის როგორ მორჩებოსა ეს თამაში. კაშიამ კი დაცვა არა თუ შეკრა, მაგრად უხელმძღვანელა გუნდს უკნიდან. სწორ მითითებებს იძლეოდა ვინ როგორ გადაადგილებულიყო. მე მგონია რომ კალაძეც კი ვერ ართმევდა თავს დაცვის ხელმძღვანელობას ასე ჭკვიანურად, როგორც კაშია აკეთებს, მიუხედავად იმის რომ ინდივიდუალურად კახა უფრო მაღალი დონის მცველი იყო.
Master
კარგად ვითამაშეთ???პირველი ტაიმი გადაახვიეთ და უყურეთ.მინიმუმ სამჯერ გადავრჩით.ბურთი ვერ ამოგვქონდა.კარში დარტყმა 0-6-ზე იყო.ასე გრძელდებოდა პირველ გოლამდე.ამდენმა გამოუყენებელმა მომენტმა და გაშვებულმა გოლმა შვედები მოკლა.კარგად ნამდვილად არ გვითამაშია.თუმცა მოვიგეთ,მთავარი ტაბლოა.დროა ამას მივხვდეთ,მთავარია შედეგი დაიდოს და კარგად ვითამაშებთ თუ ცუდად ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ფეხბურთის ქომაგი
შარშან მაკედონიასთან მარცხის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ გუნდში არ იყო ხვიჩა კვარაცხელია.
სანდრო
სტაბილურობის მიღწევა მაღალი დონის პროფესიონალებით შეიძლება, რომლებიც ასევე, მაღალი დონის ჩემპიონატებში, ძლიერ კლუბებში სტაბილურად თამაშობენ. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი ერთეული წარმატებული შედეგი მხოლოდ ფორტუნის კარგი განწყობის შედეგია. დიახ, გუშინდელ მატჩშიც, შეიძლება ითქვას, გაგვიმართლა და კლასით უკეთესი გუნდი დავამარცხეთ, რომელსაც პირიქით, არ გაუმართლა და პირველი ტაიმის უზარმაზარი უპირატესობა ვერ გამოიყენეს. მოკლედ, ილუზიებს შეეშვით. სანამ ტოპ ლიგებში მონაწილე მინიმუმ 4-5 ფეხბურთელი არ გვეყოლება, არავითარ წარმატებაზე და სტაბილურ დადებით შედეგებზე საუბარიც არ არის.
tngh
როდესაც შემადგენლობაში 5 წამყვანი ფეხბურთელი გაკლია სხვა და სხვა მიზეზით, კარგად ვერ ითამაშებს გუნდი. ეს აქსიომაა და ყველა დილეტანტმა გულშემატკივარმა უნდა გაიგოს. კარგი ფეხბურთის სტაბილურად თამაში, სტაბილურ კარგ შემადგენლობას შეუძლია. ვულოგავ ბიჭებს გუშინდელ წარმატებას!!! გმადლობთ და ვიმედოვნებ, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებთ!!! კარგი თაობაა...
მწვრთვნელი
ადრეც ვთქვი და ეხლაც ვამბობ: სანიოლს გამოაქვს დასკვნები თამაშიდან თამაშამდე და ნელ-ნელა ეჩვევა ჩვენი ნაკრების მოთამაშეების ფსიქიკას და უნარჩვევებს! ეს დრო მე მგონი სწორად მოიხმარა სანიოლმა და ფლანგებიდან სწრაფი კონტრშეტევები უნდა გახდეს მომავალში ჩვენი ნაკრების კოზირი! ასევე უნდა მოიძებნოს ისეთი 10 ნომერი, რომელიც ზუსტ საგოლე გადაცემებს გააკეთებს კონკრეტულ მომენტში (მაგალითად ყიფიანი, ქინქლაძე). ჩაკვეტაძე, კვარაცხელია და აბურჯანია თუ შეძლებენ ასეთი ზუსტი გადაცემების გაკეთებას ეხლანდელ ნაკრებში (თუ ფორმაში იქნებიან).
es ra iyo?
იმიტომ არ შეგვიძლია სტაბილურად ასე თამაში და შედეგის დადება რომ სუსტი გუნდი გვყავს,საშვალო და საშვალოზე დაბალი დონის და ჭ კლასის გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული,ხოდა ათასში ერთხელ საფეხბურთო ფორტუნა ჩვენც გადმოგხედავს ხოლმე და სატურნირო თვალსაზრისით არაფრისმომცემ თამაშებში საოცრებებს ვახდენთ. ისე, რომ გავიხსენოთ გუშინდელ თამაშიში პირველი გოლის გატანამდე რამდენჯერ დავარტყით მეტოქის კარისკენ?-0. შვედეს კი თავისი გასატანის ნახევარიც,რომ გაეტანათ, საერთოდ აზრს დაკარგავდა ის ბოლო 25 წუთი რაც მართლაც მაგარი იყო.
sddd
რაღაც ეგ განწყობები მიშვნელოვან დროს არასოდეს არაა.
ზურა
განწყობის გუნდია, როცა უნდა ესპანეთსაც მოუგებს ესპანეთში, როცა არაა ხასიათზე კოსოვოსთანაც წააგებს საქართველოში.
ბილი კოსტაკურტა
ის თანხა წყალშია ნამდვილად გადაყრილი, იმიტო კი არა რო ბევრია. ბევრი არაა, უბრალოდ არასწორად იხარჯება.
ოტმარ ჰიტცფელდი
ღვთისავარი ისევ სახურავზე ავიდა
სახიჩარი
იმიტომ არ შეგვიძლია რომ სუსტები ვართ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..