საქართველო - შვედეთის (2:0) შემდეგ, გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას:

გიორგი ლორია (8.5) - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს ნაკრების წარმატებაში ერთ-ერთი მთავარი როლი მის გამოცდილ კიპერს აქვს. გიორგი ლორია, შვედების წინააღმდეგ, უბრალოდ შეუდარებელი იყო - როგორც დარტყმების მოგერიებით (7), ასევე დამაჯერებლობით როგორც კარის ხაზზე, ისე გამოსვლებზე თამაშისას.

"ანორთოსისის" კიპერს მხოლოდ ზუსტი პასების კომპონენტში თუ "ვუსაყვედურებთ".

ოთარ კაკაბაძე (6.5) - ოთარი ახალი ტაქტიკური სქემის შერწმის პროცესშია. ის ცენტრალური მცველი არაა, თუმცა სანიოლი ენდობა და მისი მეშვეობით განლაგების ნებისმიერ დროც ცვლილებაც შესაძლებელია. პირველ ტაიმში, კაკაბაძემ სერიოზული შეცდომა დაუშვა, თუმცა გოლს გადავურჩით. მას საჰაერო ორთაბრძოლების მოგება უჭირდა. ბურთი კი 13-ჯერ დაკარგა.

საქართველოს ნაკრებს მეტოქეს სერიოზული შემტევები ჰყავდა და მათ წინააღმდეგ თამაში იოლი არ იყო, ჩვენი დაცვა კი მშვენივრად გამოიყურებოდა - კარი მშრალად შეინახა.

გურამ კაშია (8.0) - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თავისი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა - არაფერი დაუთმო ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ალექსანდერ ისაკს, ბოლომდე თავგანწირვით ითამაშა. რაც მთავარია, გურამს ლიდერის თვისებები აქვს და დაცვის დალაგების უნარები ახასიათებს.

კაშიამ საჯარიმოდან ბურთი 9-ჯერ გამოიტანა, მხოლოდ 1 საჰაერო ორთაბრძოლა წააგო და ზუსტი პასების კარგი მაჩვენებელიც ჰქონდა (84%).

დავით ხოჭოლავა (8.0) - "კოპენჰაგენის" მცველი შეუდარებელი იყო - 4-ჯერ დაბლოკა მოწინააღმდეგების დარტყმები, ერთხელ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. დათამ პირველ გოლში აქტიური მონაწილეობა მიიღო - ოქრიაშვილის ჩაკიდებული საჯარიმო თავით მშვენივრად დაადგო, რასაც მეტოქის კარზე ზეწოლა და საბოლოოდ, ხვიჩა კვარაცხელიას გოლი მოჰყვა.

რეალურად, მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა - როცა კლაესონი "დაკარგა."

ირაკლი აზაროვი (7.5) - ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი სანაკრებო შეკრებიდან შეკრებამდე უფრო სრულყოფილი და დახვეწილი ხდება, ტაქტიკურ ნიუანსებში კი ზედმიწევნით კარგად ერკვევა. ირაკლი ბურთს საკმაოდ ბევრჯერ , 64-ჯერ შეეხო , პასების სიზუსტე 81 % ჰქონდა და ორივე გოლში საკმაოდ დიდი როლი ჰქონდა.

საბა ლობჟანიძე (7.0) - საბამ ისევ ბევრი იმუშავა და მთელ ფლანგს აქტიურად აკონტროლებდა. ლობჟანიძე დაცვით ფაზაშიც ბევრს აკეთებს (ართმევა, ჩაჭრა, ბურთის გამოტანა) და საგოლე მომენტიც შეექმნა.

ნიკა კვესკვესკირი (7.5) - ჩვენმა ნახევარდაცვამ საკმაოდ ბევრი იმუშავა და მეტოქეს არაფერი დაუთმო. კვეკვესკირი არც ორთაბრძოლებში იჩაგრებოდა და პასებით თამაშის გამწვავებასაც ცდილობდა. ნიკამ 2-ჯერ ბურთის ჩაჭრა და მეტოქის შეჩერება მოახერხა.

ვაკო გვილია (7.0) - გვილია ორთაბრძოლებს ტრადიციულად, არ ერიდებოდა და წინა შეხვედრებისგან განსხვავებით პასების სიზუსტის უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა. ერთხელ კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა. ვაკო ბევრს ცდილობდა, რგოლებს შორის ბურთს სწრაფად ემოძრავა, ერთხელაც გაშვებულ გოლს გადაგვარჩიინა.

ხვიჩა კვარაცხელია (9.0) - "რუბინის" გარემარბი საუკეთესო მხოლოდ დუბლისა და სახიფათო დარტყმის გამო არ ყოფილა. ხვიჩას წარმატებული დრიბლინგებიც გამოსდიოდა და დიაგონალური პასებიც - რამდენჯერმე საპირისპირო ფლანგზე მდგარ ლობჟანიძეს ბურთი მშვენივრად გადაუტანა. კვარაცხელია ბევრს მუშაობს იმაზეც, რათა გუნდმა თავი უკეთ დაიცვას.

გიორგი წიტაიშვილი (7.5) - გიორგიმ ისევ შემოგვთავაზა წარმატებული დრიბლინგები, არც ორთაბრძოლებს მორიდებია, თუმცა მისი პოზიციიდან გამომდინარე, კარისკენ მეტად უნდა გაეხედა.

თორნიკე ოქრიაშვილი (6.5) - "ოქრი" ტრადიციულად, თამაშში ბოლომდე იყო ჩართული და მონდომებას არ აკლებდა, გაფრთხილებაც ამის გამო მიიღო. ის მოწინააღმდეგის მცველებს მოსვენების საშუალებას არ აძლევდა, პასები კი ზუსტი გამოდიოდა.

დავით ვოლკოვი (6.0) - "ზირას" ფორვარდი შეხვედრაში მშვენივრად ჩაერთო - საჰაერო ორთაბრძოიოლებშიც თამამად შევიდა, თამაშის გამწვავება პასებითაც სცადა. დაამტკიცა, რომ მასზე უფრო მეტი დროის გამოყოფაც შეიძლება.

ზურიკო დავითაშვილი (6.5) - "არსენალის" შემტევი ისევ მშვენივრი იყო - 5-დან 4 პასი ზუტი გამოუვიდა, ერთხელ კი მშვენიერი დრიბლინგი კვარაცხელიას არანაკლები დარტყმით დასრულდა, რომელიც მეკარემ მოიგერია.

ვაკო ყაზაიშვილი - ანგარიშიდან გამომდინარე, ვაკო სანიოლმა კონკრეტული მიზნით შემოიყვანა და ყაზაიშვილს შეხვედრაში ჩართვა არ გასჭირვებია.

გრიგოლ ჩაბრაძე - დაღლილ საბა ლობჟანიძეს ჩანაცვლება აუცილებლად სჭირდებოდა. ჩაბრაძე მონდომებული იყო, თუმცა ორთაბრძოლების მოგება და ზუსტი პასების გაკეთება გაუჭირდა.

ვილი სანიოლი (8.0) - საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოპტიმლურ განლაგებას მიაგნო და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიმარჯვა. იგრძნობა, რომ მან თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობები ახლა უკეთ აქვს შეფასებული და წარმატების მიღწევის გზებსაც მიაგნო.

რა თქმა უნდა, ისევ იყო მონაკვეთები, საქართველოს ნაკრები მოვლენებს რომ წყდებოდა, თუმცა მაქსიმალურად სწრაფადვე ფხიზლდებოდა. როცა შენზე მაღალი კლასის გუნდს აჯობებ, მწვრთბნელის როლი მნიშვნელოვანია.

ლუკა
პირველ რიგში ბრავო ბიჭებო,იბრძოლეს და მოიგეს,ყოველთვის სხვას უნდა გაიმართლოს?ლორიას სასწაული ბურთები არ მოუგერიებია,მაგრამ საიმედო იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი,კაშია ჩვენი გუნდის ბარეზია!თბილია შევეჩვიეთ,რომ პირველ ტაიმში ჩააგდებს და მეორეში მაგარია,სხვა-შეტევამ მაგრად ითამაშა და კვარაცხელიამ შეასრულა-ბრავო!დაცვა ბევრჯერ ჩავარდა,პირველკლასელები უთ ცდებოდნენ,თუმცა კაშია საიმედოა!,ჩაკვეტაძე და მითუმეტეს კანკავა ძალიან აკლდა გუნდს- ეს აშკარაა.
თენგო
მამარდაშვილი დადგება მაგარი მეკარე ლორიასაც წლები დაჭირდა
თენგო
ვოლკოვი კარგად ჩაერთო უბრალოდ ცოტა დრო ქონდა და იმიტომ აქვს დაბალი შეფასება
SILVERMARCS
ჩემდა გასაკვირად ვოლკოვი მაგარი ფეხბურთელი ყოფილა! ქვილითაიას და კაჭარავას ნამდვილად სჯობს!
გენა
ლორია მაღალი დონის მეკარეა. მამარდაშვილი რომ მდგარიყო წავაგებდით
Burton
კაშია-ხოჭოლავას წყვილი ძალიან კარგი იყო. ტაბიძის გამოჯანმრთელება და ფორმაში შესვლა კიდევ უფრო გააძლიერებს დაცვას. ოქრიაშვილმა, ვფიქრობ, ამოწურა ნაკრებში თავი. თუმცა სკამზე მაინც საჭიროა, ყოველიშემთხვევისთვის. კვეკვესკირს არაუშავს, მაგრამ გვილია არ მომწონს. მარადიშვილი რომ გადმოგვებირებინა რამენაირად, საყრდენის პრობლემა მოიხსნებოდა დიდი ხნით. ძლიერი ბიჭია. კაკაბაძე უთამაშებელია. მერამდენე ტურია ვაკვირდები კლუბში და ერთხელ არ დააყენეს შემადგენლობაში. არადა პოლონეთის ერთ-ერთი რიგითი კლუბია, არაფერი განსაკუთრებული. სამწუხაროა ამ ბიჭის ასეთი "ჭაყვინთვა". თუმცა ისიც სათქმელია, რომ ასეთი უთამაშებელიც კი უკეთესია ჩაბრაძეზე. ამ უკანასკნელს ნაკრებში არაფერი ესაქმება. საბა ლობჟანიძე კარგად მუშაობს და ვილიმ, ვფიქრობ, იდეალური პოზიცია მოუფიქრა. 3-4-3-ში შედარებით უკნიდან უწევს თამაში და მეტი შავი სამუშაოს შესრულება, რაც კარგია, რადგან შეტევაში მისი დაბალი საფეხბურთო ინტელექტის გამო ნაკლებად სასარგებლოა. ჰქონდა კიდეც მომენტი და 2 მეტრიდან ააცილა კარს. მენტალურად სუსტია და კლასიც არ აქვს. ამიტომ ჯობია ცოტა უკნიდან ითამაშოს და ბევრი იმუშაოს. ჩაკვეტაძეს ჯანოს შემდეგ ყველაზე განვითარებული საფეხბურთო ინტელექტი აქვს და თუ ვინმე უნდა იყოს ამ ფორმაციის ნაკრების ტვინი, ეს ჩაკვეტაძეა. ალბათ, უზბეკეთთან ვნახავთ მის თამაშს. ვოლკოვზე განსაკუთრებული მოლოდინები არ მაქვს, თუმცა უზბეკეთთან საინტერესო იქნებოდა მისი ნახვაც ცოტა უფრო მეტი დოზით.
ელგუჯა
ორჯერ გადავრჩით უხეში შეცდმები აქვს ყოველ თამაშში ყველა გაჩუმებულია
akaki
შვედები წასაგებად გამოვიდნენ, ისეთი ბურთები არ გაიტანეს, აშკარად ეტყობოდათ მოგება არ უნდოდათ. 7 მეტრიან კარში 2-3 მეტრიდან პირდაპირ ლორიას მისცეს ბურთი ხელში. არაფერი შეცვლილა. უსუსტესი გუნდოა. შვედეთს რომ არ წაეგო საქართველო არაფრის მომგები არაა.
თენგო
ლობჟანიძეს ვერ გამოუვიდა თამაში, სხვა თამაშებში კარგი იყო. რატომ? ჩემი აზრით ძალიან საჭიროა ნაკრებში
alex
აზაროვმა გაასწორა.. რატომ მისცეს უცხოეთის საიტებმა ასე დაბალი შეფასება, მიკვირს.. მაგრად შეუწყვილდა კვარას - ძლიერი ფლანგი ჰქონდათ! ლორია რომ G.LORIA-ა (GLORIA - ლათინურად - დიდება), რად უნდა საუბარი - ეგ არაერთხელ დაამტკიცა და კაი ზამენებიც ჰყავს ნაკრებს მაგ პოზიციაზე. ოოოხ, როგორ ვერ ვპატიობ ცისარტყელებს ზოგიერთებს, მაგრამ სერიოზულად მაგარად ითამაშა.. კვარაზე რა ვთქვა - მომეცით 50 ლიმონი და მე ვიყიდი, 49,999-ში (მეტს არ გადავიხდი, გაფუჭდება) :) იბრაზე არაფერს ვიტყვი - ჩემი ტოლაა და მე მაღაზიაში ჩასვლა მეზარება-ხოლმე და კიდე მადლობა უთხრან, რომ დარბის.. ისე, შვედეთი ესპანეთზე უფრო ფქრობდა და ყვითლებზე - ხოდა "ყვითელი ფოთლები" კი ვამღერეთ. სექტემბრის ჩავარდნა ნაწილობრივ ამოქაჩა ნაკრებმა - აწი სტაბილურად ასე და უკეთესად უნდა ვითამაშოთ
მენტალისტი
ოქრიაშვილი არ არის სასარგებლო, ჯარიმები, ყვითელი, არანაირი დასამახსოვრებელი ეპიზოდი. სანიოლს ცხადია თავისი ხედვა აქვს და ჩემზე მეტიც გაეგაბა, მაგრამ რას ხედავს ლობჟანიძეში ვერ ვიგებ, ბევრს კი დარბის , მაგრამ ბურთის კონტროლი არ გამოსდის, ართმევაზე სუსტია, მისი მოქმედებები მეტწილად უშედეგოა. კაკაბაძე ართმევაზე ძალიან სუსტია, წესით ეს არის მისი მთავარი ფუნქცია, შეტევაში კი კარგია უნდა ვაღიაროთ. დანარჩენი მშვენიერი იყო. კაშო ნამდვილი კაპიტანია, დაცვას მაგრად შესძახებდა ხოლმე.
არდილეს
კაკაბაძემ 13-ჯერ !!!! დაკარგა ბურთი და ვოლკოვის მსგავსი შეფასება აქვს?
irakli
კაკაბაძეს სათამაშო პრაქტიკა უნდა კლუბში და ამდენი სათამაშო წუნი არ ექნება, ისეთი კლუბი სჭირდება რო ითამაშებს და ნაკრების თამაშებზე ფორმაში იქნება, აზაროვზე გეთანხმებით მალე დიდ კლუბში ითამაშებს მაგარი ბიჭია
შაკო
მოუთმენლად ველოდები კვირკველიასა და ტაბიძის მომჯობინებას და ფორმაში ჩადგომას პლიუს კაშია და ხოჭოლავა და საკმაოდ სოლიდური დაცვა გვეყოლება
GATUZO
ვეთანხმები გამყრელიძის დასკვნას
ვვვ
ვოლკოვს ჩაგრავთ - რამდენჯერაც ბურთი მიიღო, ითამაშა, მეტი რა ექნა.
G.LA
ყველაზე დაბალი შეფასება რატომღაც ვოლკოვს აქვს, მე კი მომეწონა მისი ჩართვა და იმედია კიდევ მიეცემა შანსი. ვფიქრობ ყველაზე დაბალი შეფასებას კაკაბაძე და ოქრიაშვილი იმსახურებენ. კაკაბაძე ყოველ თამაში სახიფათოა ჩვენს საჯარიმოში და მის სიახლოვეს. ყველა თამაში მისი შეცდომები ან გოლად გვიჯდება ან თერთმეტმეტრიანად. ახლა გადავრჩით, გაგვიმართლა. აუვცილებლად უნდა მოისინჯოს ვინმე, მასზე უარესად ვერავინ ითამაშებს დარწმუნებული ვარ. ბურთს ხშირად კარგავს, კარში დარტყმა არ იცის, პასებს ვერ აკეთებს და სხვა რა არის ფევბურთის თამაში? ოქრიაშვილი ნაკრებში უკვე ზედმეტია და გვილია სათადარიგოში უნდა იყოს.
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..