საქართველოს ნაკრები უზბეკეთთან ამხანაგურ დაპირისპირებას მშვენიერ ხასიათზე ხვდება - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მეორე შეხვედრაში გავიმარჯვეთ, თანაც - შვედეთის ნაკრებთან.

მატჩის დაგეგმვამდე, ხვალინდელი მეტოქე ფიფას რეიტინგში ჩვენზე წინ იყო. ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მისი თანაგუნდელების ძლევა მნიშვნელოვნად დაგვაწინაურებს, თუმცა წინსვლის კიდევ უფრო გამყარებაა საჭირო.

გორში (15 ნოემბერს, 18:00 საათზე) გასამართი შეხვედრა "ერთა ლიგამდე" უკანასკნელი რეპეტიცია იქნება. ვილი სანიოლი ერთგვარ საგონებელშია - კიდევ უფრო შეათამაშოს და სრულყოფილი გახადოს ის გუნდი, რომელსაც შვედეთთან ენდო, ახალი ტაქტიკურ სქემა მეტად ადაპტირებული გახადოს თუ გარკვეულ ექსპერიმენტებს მიმართოს და ზოგიერთ პოზიციაზე კონკურენცია გააძლიეროს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სანიოლმა თქვა, რომ გუნდში ბევრი ცვლილება არ იქნება.

შვედეთთან შეხვედრისგან განსხვავებით (სადაც მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ვერ გამოვიცანით), ახლა შემადგენლობაზე მსჯელობა გაცილებით რთული იქნება, თუმცა ჩვენი ვარაუდი ასეთია:

ლაზარე კუპატაძე - თუკი სანიოლის "ჯვაროსნებში" მოღვაწეობას გადავხედავთ, ამხანაგურ შეხვედრაში მეკარის როტაციას ველით. ასეთ დროს, ლაზარე კუპატაძის თამაშის შანსები მეტი იყო, ვიდრე ლუკა გუგეშაშვილის და სანიოლმა ასეც დაანონსა.

დავით ხოჭოლავა - როგორც ვხედავთ, სანიოლს ძირითად განლაგებად 3 მცველით თამაში წარმოუდგენია. აქამდე მარჯვენა ცენტრალური უკანახაზელი ოთარ კაკაბაძე იყო, რომელიც ამპლუით ფლანგელია.

თუკი ფრანგი სპეციალისტი გუნდის ამ ტაქტიკასთან კიდევ უფრო მეტად შერწყმას გადაწყვეტს და უზბეკებსაც ასე დაუპირისპირდება, ამჯერად ალბათ, სამივე ნომინალურ "ცენტრ-ბექს" ვიხილავთ.

გურამ კაშია - "სლოგანის" ვეტერანი ჩვენი დაცვის შეუცვლელი ფიგურა და ლიდერია. ის კარგად ხელმძღვანელობს გუნდს და უახლოეს პერიოდშიც ასე უნდა იყოს.

ლაშა დვალი - ვერსად გავექცევით იმას, რომ "ფერენცვაროშის" მცველი დიდი ხანია, სათამაშო პრაქტიკის გარეშეა. ტრავმის შემდეგ, მას გუნდში ნდობა არ აქვს. თუმცა, ვილის მისი ეიმედება და ფორმაში შესვლასაც ხელს უწყობს.

გრიგოლ ჩაბრაძე - საბა ლობჟანიძე ახალ ტაქტიკურ სქემას მშვენივრად მოერგო და რთულია მოძებნო ფეხბურთელი, რომელიც მარჯვენა ფლანგზე მსგავსი მოცულობის სამუშაოს შეასრულებს. ვფიქრობთ, საბას დასვენების საშუალება მიეცემა, რითაც ამ პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის მოსინჯვასაც მოხერხდება.

ფრანგსა და მის სამწვრთნელო შტაბს შეუძლიათ, აქ რომელიმე შემტევის, მაგალითად დავითაშვილის ან წიტაიშვილს თამაში განიხილოს. არსებობს იმის ვარიანტიც, მარცხენაფლანგელი (გიორბელიძე ან აზაროვი) მარჯვნივ ვიხილოთ, თუმცა ყველაზე დიდი შანსი მაინც ბათუმის "დინამოს" ფლანგელ გრიგოლ ჩაბრაძეს აქვს.

გურამ გიორბელიძე - შევედეთთან შეხვედრის შემდეგ აღვნიშნეთ, რომ აზაროვი - კვარაცხელიას ტანდემი ძალიან კარგად მოქმედებდა და იქნებ, ვილიმ ეს წყვილი არ "დაშალოს", თუმცა დისკვალიფიკაციამოხდილი გურამ გიორბელიძე საკუთარ შანსს ელოდება.

გიორგი აბურჯანია - გამოიკვეთა, რომ მინდვრის ცენტრში კვეკვესკირი-გვილიას წყვილი მწვრთნელის ფავორიტი ხდება, თუმცა ამხანაგურ შეხვედრაში თავის გამოჩენის შანსი გიორგი აბურჯანიასაც უნდა მიეცეს.

ვაკო გვილია - რთულია თქმა, დასვენების შესაძლებლობა კვეკვესკირს მიეცემა თუ გვილიას, თუმცა სასტარტოში "რაკოვის" ნახევარმცველის გამოჩენა მაინც უფრო რეალურია.

ხვიჩა კვარაცხელია - "რუბინის" გარემარბს რუსეთის პრემიერლიგაში უახლოესი შეხვედრის გამოტოვება უწევს, ასე რომ სავსებით შესაძლებელია, მან კიდევ ერთ სანაკრებო მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზოს. ხვიჩამ შვედეთთან დუბლით ცუდი პერიოდი საბოლოოდ უკან მოიტოვა და ეს წარმატება კიდევ უფრო უნდა განიმტკიცოს.

ზურიკო დავითაშვილი - გიორგი ჩაკვეტაძე გვყავს შეხვედრას ტრავმის გამო ტოვებს. დავითაშვილი შეხვედრებში ძალიან აქტიურად ერთვება და ამხანაგურ დაპირისპირებაში სასტარტოში თამაშსაც იმსახურებს.

ძირითადის ამბიციები ვაკო ყაზაიშვილსაც აქვს.

დავით ვოლკოვი - "ზირას" ფორვარდი შვედეთთან ენერგიულად და მოტივირებული შემოვიდა. ფორვარდის პოზიციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი სხვადასხვა ალტერნატივას ეძებს და ვოლკოვიც სავარაუდოდ, უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს.

რა თქმა უნდა, თორნიკე ოქრიაშვილის ვარიანტი ისევ განხილული იქნება. თავისს შანს ნიკა კაჭარავაც ელის, რომელსაც ეროვნული ნაკრების მაისურით საკმაოდ დიდი ხანია აღარ უასპარეზია.

მამუკა
კაკაბაძე არარის ფორმაში
Davit2101
კაკაბაძე არასტაბილურია მაგრამ არ დაგვავიწყდეს ესპანეთთან მისი თამაში.
SILVERMARCS
იქნება ოქრიაშვილი მოედნის ცენტრსა და ცენტრალური თავდამსხმელის უკან, იქნება ფეხბურთი! მეკარეები ორივე უნდა გამოსცადოს, თითო ტაიმი უნდა ათამაშოს! ვერ გამიგია ყაზაიშვილი ქვეყნის დასალიერიდან რატომ ჩამოიყვანა?! კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ამ ფორმაციის ნაკრებში ამხანაგურ ანუ ფეხბურთელების გამოსაცდელ მატჩში მისი გამოყენება რა საჭიროა?!
G.LA
ჩაკვეტაძე მინდა ძირითადში, კვარაც და ასევე ვოლკოვი აუვცილებლად. ძალიან მონდომებული იყო ის პატარა დრო რაც ვოლკოვმა ითამაშა. სანიოლმაც აღნიშნა და მჯერა ათამაშებს. იქნებ ვინმე სცადოს სანიოლმა კაკაბაძის ნაცვლად, ამ ეტაპზე მასზე სუსტად არავინ თამაშობს ნაკრებში და რას ქვია შემცვლელი არ ყავს მე ვერ მესმის. ვინც ფეხბურთს თამაშობს ასე მგონია ყველა შეცვლის კაკაბაძეს. როცა მოუმარებს მერე ვნახოთ. ნაკრები პოლიგონია არ არაის.
Burton
კუპატაძე; კაკაბაძე-კაშია-ხოჭოლავა-გიორბელიძე; მამუჩაშვილი-აბურჯანია; წიტაიშვილი-ჩაკვეტაძე-კვარაცხელია; ვოლკოვი.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
გავალთ როგორც ლომები და გამოვალთ როგორც ცხვრები, ასე იცის ზედმეტმა თავდაჯერებამ.. ორჯერ გავარდა ყარაულის ფილთა ხირიმი და მესამეჯერ დროა უკვე სხვამაც ისროლოს.. ტაშკენტიდან ჩამევიდა ქარავანი.......
QT
კუპატაძე ჩაბრაძე ლოჩოშვილი დვალი გიორბელიძე კანკავა აბურჯანია წიტაიშვილი დავითაშვილი ჩაკვეტაძე ვოლკოვი მერე შემოვა შეცვლებზე შვედეთთან ვინც იყო ძირითადში.
ალექსა
ჟურნალისტებო, კარგი იქნება, თუ სავარაუდო შემადგებლობის დასახელების შემდეგ, სტატიის ბოლოს, გრაფიკულადაც გვაჩვენებდით ფეხბურთელების მოედანზე სავარაუდო განლაგებას. მე პირადად მადლობელი დაგრჩებით:))
tngh
ჩაკვეტაძე საყრდენად??? წარმოუდგენელია მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე... თენგიზ სულაქველიძე დღესაც უკეთესი საყრდენი ნახევარმცველი იქნება, ვინემ გიორგი ჩაკვეტაძე. დღეს ფაქტია, რომ ჩაკვეტაძე ბოლომდა მზად არ არის ნაკრებში სათამაშოდ. იმედია, მომავალ წელს სრულად არიდგენს ფორმას, და დაიბრუნებს ადგილს ძირითადში...
რობი
ზურიკო, კვარა და ირაკლი ბავშობიდან მეგობრობენ და კარგად იციან ერთმანეთი,
fff
თუ რამე არ აწუხებს დარწმუნებული ვარ ჩაკვეტაძე ძირითადში იქნება.
Lasha
არ შეიძლება, რომ ჩაკვეტაძემ უკან დაიწიოს საყრდენად? აბურჯანია-ჩაკვეტაძის წყვილი საინტერესო ოქნებოდა (უთხარით რა ვილის).
მწრთვნელი
გუგეშაშვილი, კვარაცხელია,ვოლკოვი არ დაიწყებენ ძირითადში თამაშს, შეცვლაზე შიძლება შემოვიდენ! მათ მაგივრად კუპატაძე,წიტაიშვილი და კაჭარავა დაიწყებენ.
irakli
გუგეშაშვილი, ხოჭოლავა, დვალი, აზაროვი, ლობჟანიძე, გვილია, კვეკვესკირი, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, ვოლკოვი
რომა
-ჩაბრაძე ხოჭოლავა დვალი გიორბელძე- აბუჯანია გვილო- ოქრი ჩაკვე დავითაშვილი - წინ ვოლკოვი კარგი ბიჭია ბურთსაც კარგად იღებს ძლიერი დარტყმა აქვს სწრაფია და რაც მთავარია ჟილკიანია. მგონია რომ ვოლკოვი გაიტანს გოლს.
zaza
ჩაკვეს ალბათ დააყენებს შემადგენლობაში, პოზიციური შემტევები დაგვჭირდება, შვედეთთან მაღალი სისწრაფე ვისაც ჰქონდა ეგ დააყენა და აქ უფრო ბურთის კონტროლი და დაჭერა გვინდა. კვარა ჯობია დაასვენოს და ნაკრებმა დაგვანახოს რომ მის გარეშეც შეუძლია თამაში, თუ დაგვჭირდა შეცვლაზე შემოიყვანოს ჯობია. კარგად გამოჩნდა რომ კვარას უმაღლეს დონეზე თამაშში დაეხმარა აზაროვის დროული პასები, ორივემ მაგრად აუწყო ერთმანეთს. ჯობია გამოსცადოს ფეხბურთელები შეტევაში!
ქ. გ.
1. ჩაკვეტაძე აუცილებლად ითამაშებს. 2. სანიოლს უნდა ამ თამაშის მოგება, ამიტომ სათადარიგო ფეხბურთელებს სასტარტოში არ დააყენებს. 3:0 რომ გახდება, მერე შემოუშვებს მათ. 3. სუსტი გუნდების წინააღმდეგ ყაზაიშვილი კარგად თამაშობს, ამიტომ შეიძლება ვაკო სასტარტოში დააყენოს.
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
"ჯიუტად აგრძელებენ იმას, რაც წარუმატებლობისთვის განწირულია" - გულიტმა "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა
"ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება" - იური ტაბატაძე
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
ორი დებიუტანტით - ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
"ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება" - იური ტაბატაძე