საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დღეს საწვრთნელი პროცესი ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართა. ეროვნული გუნდი მატჩისთვის 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. ტრავმის გამო უზბეკეთთან მატჩს გიორგი ჩაკვეტაძე გამოტოვებს. "გენტის" ქართველ ლეგიონერს დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი)

საქართველოს ნაკრები უზბეკეთს გორის "თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე" დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

წყარო: Nakrebi.ge

Winter
ერთი კითხვა მაქვს, კვარამ რომ ტრავმა მიიღო აგვისტოში, რატომ არ გჯეროდათ და მატყუარას რატომ ეძახდით ბიჭს? პირადში რატომ აგინეთ? ნაკრებში თამაში გეზარებაო და აფერისტი ხარო რატომ უწერდით? სხვების ტრავმა ეგრევე გჯერათ და კვარასი არა? ნაკრებში თამაში რატომ უნდა შეეზაროს, როცა ყველა ნაკრების თამაშის მერე მასზე წერს. რა კრიტერიუმებით შეაფასეთ და დაასკვენით რომ კვარაცხელია ტრავმას იგონებდა? მართლა მაინტერესებს და ვერ ამოვხსენი. აქ რომ შემოვიდოდი ყველა კომენტარი მაგაზე იყო და ახლა სად ხართ ეგ ხალხი?
სოსო
რომას.ეტყობა სანიოლსაც მიხატული აქვს თვალები,რადგან მან თქვა,საჯარიმოს ის გათამაშება,ოქრიაშვილმა მოიფიქრაო.ტრავმიანი კაცი სრულ ფორმაში ვერ იქნებოდა და არც შვედეთის ნაკრებია ისეთი სუსტი,რაც გინდა ყველაფერი გააკეთო.აგერ ესპანელებსაც კი გაუჭირდათ გოლის გატანა.ასე რომ ჩვენ საკმაოდ სუსტი ნაკრების ფეხბურთელებს ნუ მოსთხოვ,მათზე უკეთ თამაშს,ოქრიაშვილი ყოველთვის სრული თავდადებით თამაშობს და გუნდს საბრძოლო განწყობას უმაღლებს.ამ თამაშშიც ასე იყო,გოლის ეპიზოდში კი,როცა ჩააწოდა,დამიზნებით ჩააწოდა.ეს აშკარად ჩანდა და აზაროვიც მაშინვე დაიძრა თავისუფალ ზონაში,სადაც ხოჭოლავას პასი მიიღო.ისიც ელოდა ამ პასს.ასე რომ შემთხვევითი გოლი არ ყოფილა,შეიძლებოდა აზაროვის დარტყმულიც გასულიყო.მთავარია,რომ ეს ოქრიაშვილის მოფიქრებული ყოფილა და უკვე ეს გოლი ამართლებს მის ყოფნას მოედანზე.მაკედონიასთანაც ხვიჩას არყოფნაში,გამაყუჩებლებზე მოთამაშე ოქრიმ იბრძოლა ყველაზე მეტად,მაგრამ ეს არ გვეყო,თვითონ კი,რამდენ ხანს აღარ უთამაშია და გამიზეზებულ ტრავმას იშუშებდა.რომ არ ეთამაშა ხომ შეეძლო?მაგრამ უმწეო მდგომარეობაში დარჩენილი გუნდი არ მიატოვა და ამდენ ლანძღვა გინებას თავი არ აარიდა.ის ბუნებით ლიდერია და თუნდაც კარგად ვერ ითამაშოს,მისნაირების ყოფნა,გუნდისათვის მაინც სასარგებლოა.
სოსო
ოქრიაშვილი მართლაც ახლად გამოჯანმრთელებული იყო და მატჩის წინა დღეს,არც უვარჯიშია.ის აშკარადმზად არ იყო 90 წუთის სათამაშოდ და მეორე ტაიმის დასაწყისში უკვე შესაცვლელი იყო.სწორედ ამის გამო აიკიდა ოქრიმ მეორე ტაიმის დასაწყისში ორი სახიფათო ჯარიმა და ყვითელი ბარათი,რომ ფიზიკურად არ იყო მზად,თუმცა ეს რაც დრო ითამაშა,მაგრად იბრძოდა და გუნდს პირველი დაწოლის გადატანაში დაეხმარა.ბიჭები განწყობითაც უკვე სათანადო დონეზე იყვნენ დამუხტულნი,როცა სანიოლმა ოქრი შეცვალა.პირველი გოლიც ხომ მისი ჭკვიანური პასით გავიდა.მე მიხაროდა,ამასაც მოვესწარით,სახლში მომზადებული სტანდარტით გავიტანეთ გოლი მეთქი და თურმე სულ ტყუილად,ეს გათამაშება,სანიოლს კი არა,ოქრიაშვილს მოუფიქრებია.ეს თვითონ სანიოლმა აღნიშნა და მისი პატიოსნება კი მომეწონა,მაგრამ სტანდარტებზე მუშაობის და გამოყენების გამო მოგვრილი სიხარული,გამიქარწყლდა.არადა ხომ გამოჩნდა,რამხელა მნიშვნელობა ჰქონია.ოქრის ნაკრებიდან გაშვების მსურველებმა,ეს ფაქტიც გაითვალისწინეთ,როცა აწონ-დაწონით
გიორგი
რატო გიკვირთ რომ ტრავმა აქვს?ორი წელია ბიჭს ფეხბურთი არ უთამაშია და ამის მიზეზებიც კარგად ვიცით
ზაზა
მიუხედავად იმის რომ ვილის სამწვრთნელო კვალიფიკაცია ეჭვს იწვევს ჩემში რასაც ჩაკვე აკეთებს ეს არის არაპროფესიონალიზმი გასაგებია რო ნიჭიერია მაგრამ დღევანდელი ფეხბურთი 30 % არის ნიჭი და 70 % არის შრომა თავდაუზოგავი შრომა და კიდეც თქვა ვილიმ ვარჯიშებზე ვერ დამანახა მონდომებაო ასე რომ გიორგი კი არ უნდა გაიბუტო თავი უნდა დააკლა მოედანს და დაბრუნდე ნაკრებში. საქართველოს ნაკრები არც შენია და არც ვილისი ეს ქვეყნის ნაკრებია და ხალხისთვის უნდა ითამაშო ეზოში არ თამაშობ გაიბუტო და წახვიდე
რომა
გაფიცებ თვალები მიხატული გაქვს? სად ნახე შვედეთან ოქრის კარგი თამაში? საჰაერო მოუგოო? ვინმე წაამატავა? გოლი გაიტანა თუ კუტხურებს ისე აწვდიდა მტრისას... საჯარიმოში უბრალოდ ჩააგდო ბურთი და ხოჭოლავას მოგებულ ბურთს მოყვა არეულობა და გოლი სად ხედავ აქ ორიაშვილის დიდ წვლილს? ბურთის საჯარიმოში ჩაგდება დიდი რამეა? აფერხებს ეგ კაცი შეტევებს და გაიგეთ ყველამ
Ttt
რეალურად რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ თუ გაბუტვასთან გვაქ საქმე მოსაწონი რა თქმა უნდაა არაა, მაგრამ მე არც სანიოლის ნათქვამი მომეწონა ჩაკვეტაძემ ვერ დამანახა, რომ თამაშის ღირსი იყოო ბიჭი ამხელა ფსიქოლოგიური სტრესიდან ბოლომდე არ გამოსულა და არ შეიძლება. თან ხვიჩა ფორმაშია არაა ფორმაში რუბინი მაინც ათამაშებს და აძლევს საშუალებას შევიდეს ფორმაში და ეს გენტი არ შვება მასე სამწუხაროდ.
ATP 16
საერთოდ , მიკერძოების ფაქტები არ უნდა არსებობდეს ნაკრებში და თუ გამოძახების კრიტერიუმი ფორმაში მყოფი ფეხბურთელია მხოლოდ , მაშინ ამ შესარჩევში კაკაბაძეზე მეტი შეცდომა არავის დაუშვია უთამაშებლობის გამო , თუმცა შანსს მაინც აძლევენ . და იმ შეცდომას რომ გოლი მოყოლოდა შვედეთთან , ვიყავით მერე ამ შეხვედრის მომგებები ? თუმცა სანიოლს არ მასოვს კაკაბაძის მიმართ უკმაყოფილება გამოეხატოს ! ჩაკვეტაძეს არაფერი გაუფუჭებია უთამაშებლობით , უბრალოდ გუნდს ახალი ლიდერი ყავს თა მისი როლი მცირდება და ამ დროს ესე ღიად გამოხვიდე და გააკრიტიკო , ეს ღიად მიანიშნებს იმაზე რომ არ გჭირდება ! არ შეიძლება ჩაკვეს ასე გაფუჭება , პირიქით დახმარება ჭირდება და ნუ დავტოვებთ ჯაკობიას იმედად , რადგან წლების მერე ყველანი ვინანებთ მიღებულ შედეგს . მას ისე როგორც არასოდეს ნდობა და გვერდით დგომა სჭირდება .

მიზეზი თქვა პირდაპირ მწვრთნელმა - მისი სათამაშო ფორმა არ მაკმაყოფილებსო. სპორტი ასეთი რამეა - მოფერებას და ხვეწნას არავინ დაუწყებს როცა ფორმაში არ არის. გეთანხმებით, რომ ზედმეტი სიხისტეც არ არის კარგი მეთოდი, მაგრამ ჩაკვეტაძე დებიუტანტი აღარ არის და კარგად უნდა ხედავდეს განსხვავებას ნაკრებსა და კლუბს შორის
თენგო
ეს უკვე არ მომწონს ჩაკვე თავის ცუდ თვისებებს ავლენს უკვე. განაწყენდი წახვედი ეს რა ბავშვობაა, აქ შენი ეზოს ფეხბურთი ხომ არ გგონია. ნაკრებია მთელი საქართველო ელოდება შენს კარგ თამაშს. მაგ ხუშტურებს ჯობია ბიძიკო თავი ჩააკლა ვარჯიშებს და ისევ ის დიდი ჩაკვე დაგვიბრუნდე. გაფრთხილებ ცოტა ხნის მერე ძალიან გვიან იქნება. აზრზე მოდი!!!
alexandre
გიო! შენ, ხვიჩა, კიტეიშვილი სხვებთან ერთად ნაკრების მომავალი ხართ! ეს ცალსახაა. მაგრამ!!! არამარტო ნაკრების, ზოგადად ქვეყნის, ხალხის იმედი ხართ! უბრალო ხალხის ცხოვრება მხოლოდ შავ ფერებშია თითქმის 30 წელი საქართველოში, თქვენ უნდა მოგვიტანოთ რამე ლამაზი, სასიხარულო. სულ გახსოვდეთ ეს. ამ გასაცოდავებულ ჩვენ მოქალაქეებს თქვენ ჭირდებით, თქვენი წარმატება უხარია. მხოლოდ და მხოლოდ. ვიცი, რთულია ამხელა პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, მაგრამ, ჩვენ ბევრი არც კი გვინდა. ცოტაც გვახარებს. მთავარია ვხედავდეთ, რომ ჩემთვის, ანოსთვის და ვანოსთვის არაფერს არ თაკილობთ, სულს და გულს დებთ თქვენ საქმიანობაში! ეს, ამავე დროს, დიდი ბედნიერებაც უნდა იყოს ყველა თქვენთაგანისთვის. გაიხარე! წარმატებებს გისურვებ! ჯაბა! არ ჩაიქნიო ხელი, ჩვენო კაპიტანო! შენ კიდევ სჭირდები გუნდს, თან ძალიან სჭირდები! აპა ნახე, იტალიის კაპიტანი - კიელინი, ხან თამაშობს, ხან არა. მაგრამ როცა მოედანზეა შენსავით ლომივით იბრძვის. ჰო და შენი დრო არ წასულა, წინ კიდევ ბევრი მაგარი თამაში გექნება ნაკრებში! წარმატებები, ჯაბა!
არჩი
ძალიან ცუდი და არასასიამოვნო იქნება, თუ კანკავა და ჩაკვეტაძე განაწყენდნენ იმის გამო, რომ არ ათამაშა სანიოლმა პირველ თამაშში და ამის გამო თქვეს უარი მეორეზე. აბა რას ნიშნავს ჯაბას ოჯახური პირობები და გიორგის ტრავმა? ვარჯიშზე მიიღო ტრავმა ჩაკვეტაძემ?
სიმართლე
რაღა დროს ჩაკვეტაძეა ხალხნო, დროა გუნდზე იფიქროთ და არა ინდივიდუალურ ფეხბურთელებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატება არ იქნება. ეს გუნდური სპორტია და არა ჭიდაობა, გამოვიდა დააგდო წავიდა.
ქ. გ.
მანუჩარ მაჩაიძემ 10 წელზე მეტი შეუცვლელად ითამაშა დინამოში ისე, რომ ერთი თამაში არ გამოუტოვებია არც ტრავმის, და არც ყვითელი ბარათების გამო. გიო უნდა შეხვდეს მაჩაიძეს და სთხოვოს რჩევა, თუ როგორ უნდა ივარჯიშოს, რა ჭამოს,რა დალიოს, მოთელვა როგორია საჭირო და ა.შ.
კახი
ჩკვეტაძის და კანკავას მოქმედება მაგონებს წარსულს,როცა არველაძემ რუსეთთან მატჩის წინ ძირითადში ვერ მოხვედრის გამო დატოვა ნაკრები, ასევე იაშვილი და ზაზა ჯანაშია,რომლებიც გაებუტენ ძოძუაშვილს და ყიფიანს სწორედ ამ მიზეზით. ამ ფეხბურთელებმა წლების მერე აღიარეს, რომ არასწორად მოიქცენ.ერთი რამ უნდა იცოდე,შენ ხალხს არ უნდა გაებუტო რაც არ უნდა მიზეზი გქონდეს,პირადი უნდა გადადო გვერდზე,თორემ ამით პირველ რიგში თავად დაზარალდები. ქართველები სწორედ ამ პირადმა ამბიციებმა დაგვაღალატა ბევრჯერ და ეს აღარ უნდა დავუშვათ! იმედია ბიჭები გაანალიზებენ თავის მოქმედებას და აგვიხსნიან გულშემატკივარს რა იყო რალური მიზეზი! ასევე ცუდად მენიშნა შვედეთან მატჩის წინ რომ იწერებოდა ოქრიაშვილი ტოვებს ნაკრებს ტრამვის გამოოო, მერე კი ითამაშა და თანაც კარგად.
ამი
გამაგრდი გიო. საქართველოს ძალიან უყვარხარ. შენ კიდევ მრავალჯერ შეგიძლია ჩვენი გახარება და ეს აუცილებლად უნდა გააკეთო!
კახა
აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს უბრალოდ სახეზე აწერია თუ კარგად დააკვირდებით ტრავმის მიღებამდე ლაღად და იმპროვიზირებული ჭკვიანურად და ცქვიტად მოხერხებულად თამაშობდა ეხლა კიდე მძიმედ დაღლილად უმოტივაციოდ ჩარჩოებში მოქცეულივით თამაშობს დახმარება უნდა ერთი Dა მთავარია რთველი გულშემატკივრის სახელით გეტყოდი ქართველ გულშემატკივარს შენი იმედი აქვს ამიტომ იცოდე არაგაქვს უფლება ხელები ჩამოუშვა, შენზე უკეთ არავინ იცის მიზეზები არ ჩავუღრმავდებით მხოლოდ იცოდე ავად თუ კარგად მუდამ შენ გვერდში ვდგევართ და ყველა მოუთმენლად ველით როდის დაბრუნდება ის პატარა მაგრამ დიდი ტალანტის და ნიჭის პატრონი სასწაულებს რომ აკეთებდა მოედანზე და გაჭირვებულ ხალხს იმედი მიეცა რომ გამოჩნდა ტალანტი რომელიც ნაკრებს ამოიყვანეს უფსკრულიდან გიორგი გელოდებით დღეს თუ არა ხვალ ვაფასებთ და გვიყვარხარ როგორც კარგი ქართველი თავიდან ამოიგდე ყველაფერი ნეგატიური წინ ბევრი გამარჯვებები გელის და ხალხის ულევი სიყვარული.

კვარაც არ იყო ოქტომბერში ფორმაში მაგრამ ხომ ათამაშა ვილიმ? მერე შვედებთან უმაგრესად ითამაშა და ყველაფერი დადო ხვიჩამ. უნდა მიეცა ჩაკვეტაძისთვისაც შანსი. არ შეიძლევა ეგრე ამოჩემება ფეხბურთელის
მარი
შემეცოდა ჩაკვე,ესე საჯაროდ რომ გააკრიტიკა,როცა ფორმაში იყო თავი არასდროს დაუზოგავს ნაკრებისთვის,ახლა რთული პერიოდი აქვს და ცოტა რო გაემხნევებინა მწვრთნელს კარგი იქნებოდა
bejo
ეეე ჭაკვეტაძემაც დაიწყო … ეწყინა ვილის ნათქვამი … ასე არ შეიძლება ხალხის გულისთვის უნდა ითამაშო გიო მწვრთნელის გულისთვის კი არაა … არ მგონია ტრავმა რამე შუაში იყოს …
გოჩა
ჩაკვეტაძეს თუ მართლა ტრამვა აქვს მალე გამოჯამრთელებას ვუსურებ მაგრამ თუ მწვრთნელისგან რამე ეწყინა და მაგიტომ არ გამოვიდა ვარჯიშზე ეს არაპროფესიონალური მიდგომაა საქმის მიმართ ვინც ჩაკვეტაძის თამაშები ნახა კლუბში და ნაკრებშიც დღეს ნამდვილად არ არის იმ ფორმაში და იმ დონეზე რა დონეზეც იყო ერთალიგის დროს და როცა მწვრთნელი ამბობს რომ ვერ დავინახე მისგან ის დონე და მზადყოფნა რომ მიმეცა სათამაშო დროო ეს საწყენი კიარ არის პირიქით პროფესიონალისთვის სტიმულის მიმცემი უნდა იყოს რომ დაუმტკიცოს მწვრთნელსაც და გულშემატკივარსაც თავისი შესაძლებლობები გენტის ბოლო თამაში ვანხე აუთსაიდერ სერენთან და ფაქტიურად მოედანზე არც კი ჩანდა არ არის ფორმაში მას კიდე დიდი დრო აშორებს იმ ფორმისგან რა ფორმაშიც ის ახსოვთ და ამიტომ კლუბში უნდა ივარჯიშოს მოიდმოს და შედეგი დადოს პროტესტი და წყენა ეს არაპროფესიონალური საქციელია.
გიორგი
ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩაკვეტაძე გოგუას დონის ქცევებს არ გაიმეორებს მე ვაფასებ ისეთ მწვრთნელს რომელსაც არ ჰყავს ავტორიტეტები მე ვუყურებ მის თამაშებს გენტშიც და ნაკრებშიც მე თვითონ არაპროფესიონალი ვხედავ რომ არ არის ფორმაში და ვერ თამაშობს ისე როგორც თამაშობდა ადრე და დღეს თუ მასზე უკეთესია ვინმე ნაკრებში და ის თამაშობს ეს საერთოდ არაა საწყენი.
სოსო
ჩაკვე ჯერ ფორმაში რომ ვერაა,თვითონაც კარგად იცის,მაგრამ ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდაო,ცოტა არადამაჯერებლად ჟღერს.მწვრთნელის სიტყვები ხომ არ ეწყინა?რატომღაც ასე მგონია.შვედებთან მატჩში სანიოლს ისეთი ხალხი სჭირდებოდა,რომელიც 90 წუთი,მთელ მოედანზე იბრძოლებდა და დღევანდელი ჩაკვე,ასეთი ნამდვილად ვერ არის.ამიტომ მწვრთნელის სიტყვები ისე უნდა გაიგოს,როგორც უთხრეს.ერთა ლიგის თამაშებამდე,გიორგი უკვე ფორმაში უნდა იყოს და მაშინ ასეთ საყვედურს,აღარავის ათქმევინებს.მისი შესაძლებლობები კარგად გვახსოვს და ძალიან მალე,კიდევ უკეთესს ველით.ნაკრებში კარგი შემტევი ჯგუფი ყალიბდება და ყოველთვის ყველას არ მოუწევს თამაში.ამან მათში ცუდი გაგებით დაპირისპირება არ უნდა გამოიწვიოს,თუ არ გვინდა ყველაფერი წყალში ჩაიყაროს.ეს ბიჭებმაც უნდა გაიაზრონ,მწვრთნელმაც და გულშემატკივრებმაც,ზოგიერთი ერთმანეთს რომ უპირისპირებს,ნაკრების კანდიდატებს.
ATP 16
გამოჩნდება უზბეკეთთან რა შეგვიძლია პირველ ნომრად თამაშის დროს . რაც შეეხება ჩაკვეტაძეს , იმის მაგივრად , რომ ფსიქოლოგიურად დავეხმაროთ ნაკრებში , არ შეიძლება პირიქით თავი ზედმეტად ვაგრძნობინოდ . ვერ მოუძებნა ერთად ადგილი ხვიჩას და ჩაკვეს , ჩანდა ეგ წინა თამშშიც , ადგე და სკამზე დატოვო ფეხბურთელი რომელიც ნაკრების ტვინია , გენტში არ მოიკლავენ მასზე ფიქრითა და ზრუნვით თავს , ჩვენ მაინც ნუ მოვექცევით მასე , ორი წელია ადამიანი ებრძვის მის თავზე დატრიალებულ უიღბლობას . გამაგრდი გიო , ყველაფერი ჩაივლის და კარგად იქნება მჯერა .
ჩორნი
ნაკრებში კონკურენციას ბუტიაობა მართლაც არ უხდება,მეტი რაღა დავინახოთ ფაქტია წინა გამოძაძებაზეც ეგრე მოიქცა,დროა საქმით დაუმტკიცოს!! ეს ოღონდ კლუბიდან უნდა დაიწყოს,ნაკრები სარეაბილიტაციო ცენტრი არაა,მერე გვიკვირს რატომ ბოლო 2 თამაში ..
ჟორა გაბრიჭიძე
ამხანაგური თამაშია და იქნებ არც ღირდა გარისკვა. ღმერთმა ნუ ქნას და მაგისი ტრამვა კარიერის დამთავრებას ნიშნავს და ეს რომ ნაკრების თამაშზე მოხდეს კლუბი ხელს დაიბანს, ყველაფერზე პასუხისმგებლობას საქართველოს მხარეს შეტენის და მაგას რა პენსიასაც გადაუხდიან საქართველოში კი იცით.
Ss
რა ტრავმა რის ტრავმა,იმედია ჩაკვემაც გაბუტვები არ დაიწყო...და ლამაზად არ ფუთავენ რეალურ მიზეზს (((
კორონა
არანაირი ტრავმა არ არის, კაცი ვერ გრძნობს თავს მნიშვნელოვან ფიგურად და წავიდა თავის საქმეს მიხედავს გუნდში. ჩაბრაძე შეიყვანო შემტევად და ჩაკვეტაძე სკამზე დატოვო უმეცრებაა და უტვინობა მეტი არაფერი. ტრა...ზე აკოცე ვილი ჩაკვეტაძეს
Winter
ცუდი რაღაც ხდება. არ მგონია ჩაკვეტაძემ ასე ხელი შეუშალოს ნაკრებს რომ მისი თამაში თუნდაც ცოტა ხნით ვერ მოხერხდეს. შეიძლება უბრალოდ მწვრთნელის სიტყვები ეწყინა და თავად თქვა უარი თამაშზე.(ვარაუდია) არ შეიძლება მწვრთნელმა ეგრე იძახოს, რომ ფეხბურთელს თამაში არ დაუმსახურებია. მაშინ არც უნდა გამოეძახა. ჩაკვეტაძეს უსამართლოდ ექცევიან და ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს მის ადგილას.
hhh
ტრამვა არა კვახი, ჯაბასაც და ჩაკვესაც უთამაშებლობა ეწყინათ, არ დაიმალება ეგ რაც არ უნდა მალოს ფედერაციამ
დათო
ვითომ ტრავმის გამო?!
ბექა
რა პრეტენზია ჰქონდა ვილის ჩაკვესთან ვერ გავიგე?ბიჭი ტრანვირებული უოფილა
Herbst
აუ არადა მეგონა ჩაკვესთვის კარგი შანსი იქნებოდა უზბეკეთთან. რა ცუდია, სად დაიტრავმა :(
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი