ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დღეს ჩვენი მეტოქეები ირკვევა - ყველაფერი "ერთა ლიგის" წილისყრამდე

დღეს ჩვენი მეტოქეები ირკვევა - ყველაფერი "ერთა ლიგის" წილისყრამდე

დღეს, 16 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, "ერთა ლიგის" წილისყრა გაიმართება. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები მე-3 კალათაშია. ვილი სანიოლს, მის გუნდსა და ქართველ გულშემატკივრებს ამ ტურნირიდან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოხვედრა რეალურად ესახებათ. ეს თემა გარკვეულ ტკივილებს გვახსენებს, თუმცა ისევ თავად უნდა შევძლოთ და ფინალის წაგების უარყოფითი ემოციები გადავფაროთ.

რაც შეეხება გასულ "ერთა ლიგას" - ჩრდ. მაკედონიასთან ფინალის მოლოდინში, ვლადიმირ ვაისმა ხშირ როტაციას მიმართა და საბოლოოდ, B ლიგის საგზური სომხეთის ნაკრებს დავუთმეთ. ამას თავისი დადებითი შედეგი აქვს - ევროპის ჩემპიონატზე ფიქრი დღევანდელი მდგომარეობითა და სავარაუდო მეტოქეებით მეტად შესაძლებელია.

ვინ არიან მომავალი მეტოქეები?

პირველი კალათა

C ლიგის მთავარი გუნდები ის ნაკრებები არიან, რომლებიც გასულ გათამაშებაში ერთი დონით მაღლა იყვნენ და დაქვეითდნენ - თურქეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ჩრდ. ირლანდია.

სავარაუდო მეტოქეების არჩევა რთულია, თუმცა ის, რომ ბულგარეთთან დაპირისპირება არ გვსურს, ლოგიკურია. ამ ქვეყნის ნაკრებს ჩვენს კარში გოლების გატანა, სამწუხაროდ, კარგად გამოსდის. ბულგარელებმა რამდენიმე თვის წინ, ამხანაგურ შეხვედრაში (4:1) დაგვამარცხეს და მათ შესაძლებლობებზე საკმაოდ ბევრი ვიცით. ბერბატოვის პერიოდის გუნდისგან 6 გოლი ორჯერ გავუშვით, თავად დიმიტარმა კი ჩვენი კარი 5-ჯერ აიღო. 1995 წელს ძალიან ძლიერი ბულგარელები ხრისტო სტოიჩკოვის ლიდერობით დავამარცხეთ, შემდეგ კი მხოლოდ ერთ ნულოვან ფრეს გამოვრჩით.

სხვა მხრივ, პოტენციური მეტოქეები დაახლოებით თანაბარი დონის არიან, თუმცა სიძლიერით გარკვეული უპირატესობა მაინც თურქეთის ნაკრებს უნდა მივანიჭოთ, რომელიც მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში იასპარეზებს. გიუნეშის გაშვების შემდეგ მათ გერმანელი კუნცი წვრთნის.

პირველი კალათიდან რომელი მეტოქეც უნდა დაგვიპირისპირდეს, ისინი ჯგუფის ლიდერობისთვის იბრძოლებენ. ჩრდ. ირლანდიამ შესარჩევის უკანასკნელ ტურში ქულები იტალიას დააკარგვინა (0:0) და მუნდიალისკენ სავალი გზა გაურთულა. სლოვაკებიც მაქსიმალურად დიდხანს ებრძოდნენ ხორვატიასა და რუსეთს, საბოლოოდ კი მათ საკმაოდ ჩამორჩნენ და ჯგუფში მესამეობას დასჯერდნენ. სლოვაკეთის ნაკრებმა უკანასკნელ ტურში მალტას 6 უპასუხო გოლი გაუტანა. "კიოლნის" ნახევარმცველი დუდა ჰეთ-თრიკით გამოირჩა. რაც შეეხება ვლადიმირ ვაის-უმცროსს - ნაკრების მაისურით ბოლოს სექტემბერში ითამაშა.

მთავარია, საქართველოს ნაკრებმა სტაბილურობას მიაღწიოს, თორემ ჩამოთვლილი ნაკრებები შვედებთან ახლოს ვერ მიდიან, თუმცა იბრაჰიმოვიჩისა და მისი თანაგუნდელების დამარცხება კი მოვახერხეთ.

მეორე კალათა

აქ ბოლო პერიოდში ჩვენთვის კარგად ნაცნობი პოტენციური მეტოქეებია - ჩრდ. მაკედონია, ბელარუსი და საბერძნეთი. მათი შესაძლებლობები კარგად ვნახეთ და ისიც ვიცით, ნებისმიერი მათგანი რომ დავამარცხოთ, ფანტასტიკის სფეროს არ განეკუთვნება. კიდევ ერთი ვარიანტი ბოლო დროს პროგრესირებადი ლუქსემბურგია. მათ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში 9 ქულა დააგროვეს - ორჯერ აზერბაიჯანს და სტუმრად ირლანდიას სძლიეს.

საქართველოს ნაკრებთან ერთად, მესამე კალათაში კოსოვო, აზერბაიჯანი და ლიეტუვა არიან. შესაბამისად, ვილი სანიოლის გუნდი მათ ვერ დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ყველაზე სუსტ, მე-4 კალათას - ჯერჯერობით 2 სავარაუდო მეტოქეა გარკვეული - ფარერები და გიბრალტარი. ორივე ამ ნაკრებთან დადებითი ბალანსი გვაქვს, თუმცა ამის შემდეგ მათი პროგრესი აღსანიშნავია.

ფარერებს 2006 წელს სტუმრად 6:0 ვძლიეთ, განმეორებით შეხვედრაში კი თბილისში გაცილებით სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწიეს (3:1 მოვიგეთ).

გიბრალტარი 2014 წელს, თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას სტუმრად (3:0) დავამარცხეთ (დღევანდელი შემადგენლობიდან ჯაბა კანკავამ გაიტანა). განმეორებითი მატჩი უკვე კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით გაიმართა და 4:0 გავიმარჯვეთ (ვაწაძის დუბლი, ოქრიაშვილისა და ყაზაიშვილის გოლები).

რაც შეეხება ვლადიმირ ვაისის პერიოდს - გიბრალტარმა საკუთარ მოედანზე საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და 0:2-ის შემდეგ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, თუმცა ბოლოს გიორგი ქვილითაიას გოლით მაინც დამარცხდა. თბილისში მეტოქე იოლად (3:0) დავამარცხეთ.

რაც შეეხება C ლიგის კიდევ ორ მონაწილეს - ისინი ყაზახეთი-მოლდოვისა და კვიპროსი-ესტონეთის წყვილებში გამარჯვებულები იქნებიან.

როდის ჩატარდება?

წარსული შედეგებით, საქართველოს ნაკრებისთვის ივნისი ნაკლებად წარმატებული თვეა. ახლა ამაზე ფიქრის დავიწყება მოგვიწევს, რადგან მომავალ "ერთა ლიგას" უცნაური ფორმატი აქვს - 2022 წლის ზაფხულის პირველ თვეში 4 ტური გაიმართება (2-დან 14 ივნისამდე), დარჩენილი 2 კი სექტემბერში (22-27) შედგება. მოგეხსენებათ, ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი განსხვავებულ დროს (22 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე) იმართება და კალენდრის ცვლილებაც ამან განაპირობა.

თუკი სანიოლის გუნდი ჯგუფში გამარჯვებას მოახერხებს, ევროპის ჩემპიონატისთვის გამსვლელ ნახევარფინალს 2023 წლის 14 ან 15 ივნისს, მასში წარმატების შემთხვევაში კი ფინალურ დაპირისპირებას 18 ივნისს გამართავს.

შეგახსენებთ, ამის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გაიმართება და ტურნირზე მოხვედრის შანსი ნაკრებებს აქაც ექნებათ.

• გიზოგ

იქ, სადაც დღეს საქართველოს ნაკრებია, ნამდვილად არ არის მისი ადგილი. დიდი იმედი მაქვს მოკლე ხანში დაიკავებენ კუთვნის ადგილს.

• გიზოგ

ჩაკვე ის კაცის, წინა ერთა ლიგა რამის მარტომ მოიგო, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ივნისამდე საკმაოდ დიდი დროა და თავისუფლად შეიძლება აღიდგნოს ფორმა. წარმატებები ჩაკვეს.

• Levani

სანიოლმა უნდა სცადოს 1-1-3-2-1-2 ტაქტიკა.3 მცველი,1 დაზღვევაზე და 1 დაზღვევის დაზღვევაზე(გოლს არ გვუშვებთ) 2 ნახევარმცველი. 2 ცენტფორვარდი და მიქაუტაძე დამატებაზე.ფეხბურთელები სულერთია ვინ იქნება-ამ ტაქტიკით გავალთ 1-1-3-2-მიქაუტაძე-2 ისე ამ ღადაობაში მგონი ახალი ბომბა ტაქტიკა მოვიგონე.

• არტ

იმაში, რომ შანსი ნაკლებია გეტანხმებით. ახალგაზრდულთან დაკავშირებითაც. ოღონდ, თუ წარმატების ოდესმე მიღწევის სურვილი გვაქვს, ყველგან, სადაც ვმონაწილეობთ, მაქსიმუმის დადება უნდა ისწავლოს გუნდმაც, მწვრთნელმაც და ფედერაციამაც. და ასეც უნდა მოვთხოვოთ. მოსამზადებლად და სავარჯიშოდ ამხანაგურები არსებობს. ოფიციალურ მატჩებში კი კეთილი ინებონ და ყველაფერი დადონ, ყოველთვის, შანსი აქვთ-არააქვთ მაინც.

• giorgi

ეს ილუზიები ხელოვნურად თითქოს ყველაფერი კარგადაა ფედერაციას და სტრუქტურაც კარგად აკეთებენ თავიანთ საქმეს. შემდეეგ წააგებენ და აზვირთებულ ტალღას მოუყვებიან კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეეთ.

• fff

ანუ, უარი ვთქვათ ამ ტურნირზე და არ მივიღოთ მონაწილეობა?

• ბაჯო

Asi procentit getanxmebit.kavelashvilis metaurobit gaiyida.

• ზურა

მეტი შანსი აღარ იქნება... როცა იყო ფულზე გაიცვალა...

• გიორგი

ამ ერთალიგაზე ჩვენთან ერთად ც ლიგაში ისეთი ნაკრებები გამოდიან რომ სამწუხაროდ ჩვენთვის ც ლიგის მოგება კიარა ჯგუფის მოგებაც შეიძლება ვერ მოვახერხოთ რატომ გვაქვს ჩვენ ყოველთვის ილუზიები შვედეთან მოგების მერე კვავ დავიწყეთ ამ ილუზიების გაჩენა რეალურად შევხედოთ ყველაფერს ც ლიგაში გამოდიან კოსოვო მაკედონია საბერძნეთი თურქეთი სლოვაკეთი ირლანდია ბულგარეთი რომელი ამ ნაკრების დამარცხების თავი გვაქვს ჩვენ თუნდაც ფინალში?? როცა აგერ მაკედონია მე 2 ადგილზე გავიდა მსოფლიოს ციკლში საბერძნეთ მე 3 ზე თურქეთმა ევროპა ითამაშა რა კლუბებში ჰყავს ფეხბურთელები კი ვხედავთ. მაქსიმალური აქცენტი უნდა გაკეთდეს 2023 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე და ის ბიჭები ვინც 21 წლამდე არიან ახალგაზრდულ ნაკრებში უნდა გადმოიყვანონ ეროვნულიდან იქ ნამდვილად შეიძლება წარმატებასზე ფიქრი აქ შანსი არ გვაქვს. ამ ერთა ლიგაზე.

• გრიგოლი1408

როგორც ტოტალიზატორი დაანონსებს ისე დაჯდება ყოლიფერი, მაგრამ ჩვენ მაგას ვინ გაგვაგებინებს

• ილია თანდათან მართალი

სლოვაკეთი ბელორუსი საქართველო ფარერები

• N

ეს ჩაკვეს თამაში არ გაიშვა რაა .. რა ჩაკვე ჩაკვე გაწყალეთ გული რა

• ჟორიკა

ტრამვები რომ ავიცილოთ, იღბალი არ არის საჭირო.საჭირია ფიზიკური მომზადება და სპორტული ჟინი.არცერთ ქართველ ფეხბურთელს არ უწევს იმდენი თამაში,არც იმდენს დასდევენ თუ უხეშად ეთამაშებიან,რაც რომელიმე ტოპ ფეხბურთელს( მარტო მესი თუ რონალდო რად ღირს), მაგრამ ამდენი სულ ტრამვების გამო სათადარიგო სკამის ზეზვას, მარტო ჩვენი"ფუტბალისტები" ახერხებენ.

• qomagi

ძალიან გაგვიჭირდება ფინალში გასვლა და იქ მოგება. შანსი როცა მოგვეცა ვერ გამოვიყენეთ და ეხლა თურქეთთან საბერძნეთთან ან სლოვაკეთთან და ბულგარეთთან ჭიდილში შანსები მიზერულია. ისევ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვიდეს იქნებ რამე თუ 2 გუნდი გავა იქიდან ისევ.

• შოკირებული გულშემატკივარი

თუ ჩაკვე და კვარა ფორმაში იქნა კი მოიგებენ მარა თუ არა მაშინ ცოტა ფიზიკა და ცოტა ფსიქოლოგია უნდა დაამატონ და ეგრევე შანსი გაჩდება

• ნიმბუსი

შედეგი უეჭველი მინიმუმ უგივე მაგრამ სავარაუდოდ უკეთესი იქნება ვიდრე ამ შესარჩევში იყო - 4ზე ხომ უეჭველი გავალთ სულ 4 გუნდია და გიბრალტარს კი უნდა ვაჯიბოთ 2 მატჩის ჯამში

• Levani

2დან 14მდე 4 ტური..გენაცვალეთ..დსგეგმვაც არ ქვია- გენაცვალეთ დაპლანვაში.მკიდია ეს საკლუბო ფეხბურთი,ნავთობ-ქვანახშირის შეჯიბრებაა და ფიფა-უეფას ძინავს.. ჩვენ კიდე რა ვიცი-Cლოგაში ერთი საშუალო გუნდი ვართ აქედან გასვლის შანსი 6-7%ია.

• დ

ჩვენ მოვიგებთ ერთა ლიგას, თან უეჭველი.

• ელგუჯა

30 წელია იმედით ვცოცხლობთ გამოუსწორებელი ოპტიმისტები ვართ

• ვანჩოპე

რა შანსი აქვს ნაკრებს და თუ კვარა იქნება ფორმაში მოვიგებთ, ან მერე სხვებმა უნდა მოუმატონ. უკან პასის მიმცემი ფეხბურთელები დავივიწყოთ, თაობა გვეზრდება მგლები. ცოტა ფსიგოლოგი დავახმაროთ, ცოტა იღბალი რომ ტრამვა ავიცილოთ და მერე ბარე ორი ნაკრები შეგვეჯიბროს!!!!

• ვანგა

ერთ რჩევას მოგცემთ, კაკულია ან ცაგარეიშვილისთვის რომ გეკითხათ?

• zura222

ერთი რამე ნაღდია - ამ გათამაშებაში გაცილებით ძნელი იქნება ფინალში გასვლა შედარება არაა მაშინდელ და ეხლანდელ პირველ კალათებს შორის და მეორე კალათაშიც ძლიერი გუნდები არიან ყოველ შემთხვევაში ჩვენზე სუსტები ნაღდად არ არიან ბელარუსიც კი იმაზე გაცილებით ძლიერია რაც იყო 3 წლის წინ ! ამას ჩვენი მურტალი ბედიც დავუმატოთ და ნაღდად ეს მეტოქეები შეგვხვდება--თურქეთი საბერძნეთი და მოლდოვა @

• გოგა

სტაბილურიბა მთავარი თორემ რად გინდა,ერთი თამაში მოვუგოთ თურქებს სიტყვაზე და მერე კოსოვოსთან წავაგოთ სახლში

• დემურის

შვედეთთან გამარჯვებამ ისევ უაზრო ილუზიებში გაგვიშვა,შვედებზე ბევრად ძლიერი ნაკრებები დაგვიმარცხებია თუნდაც ხორვატია,მერე წავსულვართ და მალტასთნ წაგვიგია.

• დემური

ფაქტი არ არის ეგ. ფაქტი ის არის რომ შვედეთი დავამარცხეთ. ბურთი მრგვალია და ყველაფერი შესაძლებელია, მითუმეტეს ამ ფორმაციის ნაკრებით რომელმაც უკვე ჩამოაყალიბა რგოლები 3-4-2-1 სტრატეგიისთვის.

• Martali

Mag chamotvlili gundebidan marto farerebtan an gibratlartan movigebt..... Isev qmnit iluziebs

• G.LA

ჩამოთვლილი გუნდებიდან მოგება ყველასთან შეიძლება. სხვა არის მთლიან ტურნირს როგორ ჩავატარებთ. ჯერ მოვიცადოთ წილისყა ჩატარდეს და შემდეგ შანსებზე ვილაპარაკოთ. თუმცა გამართლება არა მარტო წილისყრაში არამედ პირველი კალათის გუნდებთან ჩატარებულ მატჩებშიც გვინდა, ისე როგორც შვედებთან.

• las

რა უნდა ვთქვათ. ამ ფორმაციის ნაკრებს თურქეთის და სლოვაკეთის დამარცხება რომ არ შეუზლია ფაქტია. ერთი იმედია რომ ლიგის დაწყებამდე ნაკრები მკვეთრად მოუმატებს.

• თემო

ისევ უაზრო ოპტიმიზმში ნუ გადავეშვებით,რაც გვჩვევია ხოლმე.შვედეთზე ბევრად ძლიერი ნაკრებებიც დაგვიმარცხებია,თუმცა მხოლოდ ერთი ორი თამაშის გამონათებებით იმედებს ნუ დავისახავთ.საქმე საქმეზე რო მივა სლოვაკეთიც მოგვიგებს ბულგარეთიც და საბერძნეთიც.

• qomagi

სამწუხაროდ როცა რეალური შანსი იყო ხელიდან გავუშვით.ეხლა ამ გუდებში მიზერული შანსია ფინალში გასვლის და მითუფრო მოგების.იქნებ რაიმე შეიცვალოს სასიკეთოდ მაგრამ იმედი ნაკლებად არსებობს

• Levani

რა საცოდავები ვყოფილვართ როცა გვეგონა ასეთი ყაზაიშვილით და ოქრიაშვილით მაკედონიას მოვუგებდით. ან რა პერსპექტივა აქვს მაგათ თამაშს..აგერ მოდის გოჩოლეიშვილი რომელიც დღესვე გაუწევს კონკურენციას იგივე უსწრაფეს ლოვჟანიძეს და თუნდაც მოისწრაფიშვილი-დღესვე ჯობია ვაკოს.

• რომა

ისეთი ნაკრები იკვრება შანსი არაა ამათმა არ ითამაშონ ევროზე ან მსოფლიოზე მთავარია ჩაკვემაც მოუმატოს და დაიბრუნოს ძველი ფორმა. სხვა მხრივ უფრო დაღვინდება და გაძლიერდება ნაკრები. მე მჯერა ამ გუნდის სწრაფი და გოლზე დაგეშილი ბიჭები არიან. დაცვაშიც იმედია გამოჩნდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი

• შაკო

ჩრდ. ირლანდია, ბელარუსი, საქართველო, გიბრალტარი იდეალური იქნებოდა.

• შოთა-მილანი

აქედან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა, უკვე გაცილებით რთული იქნება, მაგრამ ვნახოთ. უშანსოდ ნამდვილად არ ვიქნებით და უნდა ვიბრძოლოთ. ოპტიმიზმის საფუძველს, კარგი მომავალი თაობა მაძლევს. წარმატებები ჩვენს ნაკრებს!

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..