დღეს სასტუმრო "რედისონში" ფიფას წარმომადგენლების ორდღიანი ვიზიტი დაიწყო, რომელიც ვიდეოტექნოლოგიის საქართველოში დანერგვას ემსახურება. ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფიფას სპეციალისტები ერთად სფფ-ის სპეციალურ ჯგუფთან ერთად იმ სამუშაოების შესახებ იმსჯელებენ, რომელიც VAR-ის ტექნოლოგიის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დასანერგადაა საჭირო. მსაჯის ვიდეოასისტენტის სისტემის დასანერგად შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც FIFA-ს ყოფილი არბიტრი გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელობს. საქართველოში აღნიშნული სისტემის დანერგვა 2022 წლიდან იგეგმება.

დავით მუჯირი - სფფ-ის გენერალური მდივანი: "ფიფასთან უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს მუშაობა საქართველოში ვიდეორეფერის დანერგვასთან დაკავშირებით. 17-18 ნოემბერს ფიფას წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები იმართება თბილისში. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მალე მოხდეს აღნიშნული სისტემის ეროვნულ ჩემპიონატში დანერგვა და უკვე 2022 წლიდან შევძლოთ მისი გამოყენება. ორი დღის განმავლობაში ვიმსჯელებთ ყველა იმ პროცედურის შესახებ, რაც სავალდებულოა იმისათვის, რომ ფიფასგან მივიღოთ ლიცენზია და მოგვეცეს შიდა ჩემპიონატში ვიდეორეფერით სარგებლობის უფლება.

პროცესი მოიცავს მსაჯების გადამზადებას, ტექნიკური აღჭურვილობისა და სატელევიზო გადაღების გამართვას. ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ ყველა დეტალს და შედგება სამუშაო გრაფიკი. სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში აღნიშნული პროცესი გახანგრძლივდა, თუმცა, სასიხარულოა, რომ აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელებმა უკვე შეძლეს საქართველოში ჩამოსვლა. იმედი მაქვს, მათი დახმარებით, მალე შევძლებთ ჩვენს ჩემპიონატში ამ სისტემის დანერგვას".

გიორგი ვადაჭკორია - VAR-ის პროექტის ხელმძღვანელი: "VAR-ის სისტემის საქართველოში დანერგვის პროცესი მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დავიწყეთ და შეხვედრები ონლაინფორმატით იმართებოდა. დღეს ფიფას წარმომადგენლებმა უკვე მოახერხეს საქართველოში ჩამოსვლა. ისინი უშუალოდ გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას ამ პროექტთან დაკავშირებით".

GFF.GE

სიმართლე
რავა არაფერი არ მოგწონთ.
Levani
სემიჩკის მჭამელ ბალეშიკებს შეგვეშვნენ და აღარ გვაბრალებენ წარუმატებლობას ბოლო 3-4წელია,ადრე მაგარ ცვეტში იყო გულშემატკივრების დაკაჩავება ინტერნეტ ფორუმებზეც "თქვენი ბრალია ბიჭო სემიჩკას რო ჭამთ,ლივერპულის ბალეშიკები სულ მღერიან".. ახლა მსაჯებზე დაბრალებაც თუ მორჩა მერე არავინ არ რჩებათ და იქნება გუნდების მესვეურებმა საქმის კეთებაც კი დაიწყონ(ამინდს და ვარსკვლავების განლაგებას თუ არ დააბრალეს)
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა