თემურ ქეცბაიასა და ქართველი ფეხბურთელების "ანორთოსისი", რომელმაც ბოლო დროს სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა, მორიგი ტურის შეხვედრისთვის ემზადება. კვიპროსული მედია ჩვენი ლეგიონერების თამაშის შანსებზე წერს.

sigmalive-ის მიხედვით, ქართველი სპეციალისტი ნიკა ნინუას ვერ გამოიყენებს, რადგან ნახევარმცველს არბიტრებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მატჩს გამოტოვებს. აღსანიშნავია, რომ ნიკამ ფამაგუსტის კლუბის მაისურით უკანასკნელად 25 სექტემბერს, "არისთან" (2:3) წაგებულ მატჩში ითამაშა, მიმდინარე ჩემპიონატში სულ 3 შეხვედრა გამართა და ერთხელ გააფრთხილეს.

anorthosis24-ი წერს, რომ უკანასკნელ მატჩებში მშვენიერ ფორმაში მყოფი ნიკა კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად იქნება. ნიკამ ჩემპიონატში "ომონიას" გაუტანა, "ფლორასთან" (2:2) კონფერენს ლიგაზე კი საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება გიორგი ლორიას, რომელიც შვედეთთან მოგებულ (2:0) დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებიდან ერთ-ერთი გამორჩეული იყო, kerkida აღნიშნავს, რომ "ანორთოსისს" ჩემპიონატის უკანასკნელ 2 შეხვედრაში საკუთარ კარში გოლი არ მიუღია ("პაფოსთან" და "ომონიასთან" 1:0), თუმცა ბოლო ტურში, ისევე, როგორც "ფლორასთან" ესტონურ მატჩში, ქართველი მეკარე ოჯახური პრობლემების გამო არ ყოფილა. სავარაუდოდ, "ჯვაროსნების" კიპერი ქეცბაიამ სასტარტოში უნდა დააბრუნოს.

ნიქოზიის "ოლიმპიაკოსისა" და "ანორთოსისის" ( რომელიც 12 ქულით მე-5 ადგილს იკავებს) დაპირისპირება 20 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე შედგება.

ბილი კოსტაკურტა
ერთი მანჩესტერს დააკლდება ალექს ტელეში და მეორე ანორთოსისს ნინუა :D ხარაბაძეს რა პრობლემაც აქ ეგ აქ ნინუასაც. ის რო ფეხბურთის თამაში შეგიძლია არ ნიშნავს არაფერს, უნდა გინდოდეს კიდეც. ხარაბაძეს ფიფას თამაში ურჩევნია ვარჯიშს, ნინუას რომელი კომპიუტერული თამაში უყვარს არ ვიცი, მარა ვარჯიშით თავს არც დინამოში იწუხებდა მაინცდამაინც და, სხვატაშორის, ვისაც ახსოვს არც თამაშით გამოირცეოდა. ჯარიმების შესრულების გარდა არაფრით დასამახსოვრებელი არ ყოფილა, სამწუხაროდ...
Levani
ჰომოფობია ალბათ და სუდია ნამეტანი პიდა...ტი შეხვდათ,აბა სხვა რა პრობლემა უნდა ჰქონდეს ბოლოს კვირიკაშვილის დროს ითამაშა
ჟორა
ნინუას მაგალითმა ყველას ჭკუა უნდა ასწავლოს და იმ დროს და ისეთ გუნდში არ უნდა წავიდეს სადაც ძირითადში თამაში 70%-ით მაინც არ ექნება გარანტირებული. დინამოს კაპიტანი მიდის გუნდში სადაც არაფერი არ აქვს გარანტირებული და ორი წელი სათადარიგო სკამზე ზის და ამას ითმენს. ღმერთმა ქნას, მაგრამ მაგისგან საქართველოს მეორე ჯგუფიდან თუ ვინმე დაინტერესდა კიდევ კარგია და იქნებ იქიდან ამოქაჩოს უმაღლეს ლიგამდე.
რომა
დინამოდან იჩქარა წასვლა თუ რა არის? ჩამოვიდეს ბათუმის დინამოში და აკრიფოს ფორმა.. ასეა ბიძია დიდი ფეხბურთის თამაში თუ გინდა სპორტ დარბაზიდან და მოედნიდან ცხვირს არუნდა ყოფდე... გართობა უნდა დაივიწყო და სული გული ჩადო ვარჯიშებში და თემო ამას დაგიფასებს
გიორგი კაჭკაჭიშვილი
თემო კი არა თვითონ ვერ გაამართლა მოლოდინი
gio gio
21-ე საუკუნეში ნუ ძნელია უშუალოდ ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირება და უთამაშებლობის ზუსტი მიზეზის გაგება,თუნდაც სხვა სახის, გულშემატკივარისთვის საინტერესო ინფორმაციის მოპოვება,ქეცბაიამ ნინუა სათამაშოდ წაიყვანა და არა სკამზე დასაჯდომად, თუმცა სამწუხაროდ დღემდე ეს ბიჭი ვერ ათამაშდა,იმედია ჩადგება ფორმაში და სათამაშო დროსაც მიიღებს.
master
ნინუა დააკლდებაო?ბოლოს როდის ითამაშა ნინუამ ფეხბურთი თვითონ მაინც თუ ახსოვს?რა ნინუა.მორჩენილია ამის ფეხბურთი.
irakli
ნინუას რაჭირს ასეთი? პაოკში იყო სკამზე ანორთოსისში სკამზე, რა ვერ ჩადგა ფორმაში, თუ მუდამ პერსპექიული ფეხბურთელია რომელმაც ოქროს წლები დაკარგა
გურჯი
"ნახევარმცველს არბიტრებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს" - ეს რამე ახალი ტიპის ტრავმაა თუ რაიმე ალერგია? ვერ მივხვდი რაზეა საერთოდ საუბარი. ან რას გადაიყვანა საერთოდ ამ ბიჭთან რაღაც აურია თემომ.
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
ხვიჩას დასვენება ლიგის სიმბოლურის შემდეგ? - მიქაუტაძე "ბარსელონას" წინააღმდეგ
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"მესიმ ხელი არ ჩამომართვა" - ლაპორტამ არგენტინელთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა
"ყველამ ვიცით, 1/8 ფინალში ვინც შეგვხვდება" - ტიბო კურტუა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
ქეცბაია: ნინუას აქ ყოფნით ბედნიერნი არ ვართ და თავადაც არაა კმაყოფილი
ოფიციალურად - ნინუამ საბერძნეთში გუნდი შეიცვალა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
ნინუას დებიუტის მოლოდინში და ქეცბაია ფორვარდის პრობლემით
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
ნინუა კარიერას ბერძნულ გუნდში გააგრძელებს
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
ნინუა 2-3 კვირაში თამაშში შეძლებს - ნიკა "საკუთარ" გუნდს დაუბრუნდა
ნინუას მომავალი გაირკვა - tothemaonline
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა