რუსულმა business-gazeta-მ ინტერვიუ ესპანელ სპეციალისტთან, ედუარდო დოკამპოსთან ჩაწერა. მოგეხსენებათ, ის "რუბინის" მთავარი მწვრთნლის მოვალეობას ასრულებდა, რადგან შარონოვს ლიცენზია არ ჰქონდა. გთავაზობთ ნაწილს, სადაც ქართველ ახალგაზრდებზე, ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა:

- "რუბინს" ქართველები ხშირად სტუმრობენ, ბოლოს თქვენ არჩევანი ზურიკო დავითაშვილზე გააკეთეთ და ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგო სკამზე დასვით, ფიქრობთ, რომ ეს შეცდომაა?

- ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელია, მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ როდესაც ზურიკო ავირჩიეთ, მაშინ ის ბრწყინვალე ფორმაში იყო. კვარაცხელიას ყოველთვის უნდა რომ გაიმარჯვოს, როდესაც ბურთს კარგავდა, მაშინვე კონტრშეტევებით დიდი საფრთხე გვემუქრებოდა, ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, ქართველმა ბურთი რომც დაკარგოს სხვა ფეხბურთელები მარტივად დააზღვევენ. ჩვენ ფეხბურთისადმი განსხვავებული მიდგომა გვაქვს, გვინდა მთელი გუნდით ვუტევდეთ და თავსაც ერთად ვიცავდეთ, სიმართლე გითხრათ, ხვიჩა ახლა ბევრად ძლიერია ვიდრე მაშინ.

- რა არის ამ პროგრესის მიზეზი?

- ამ ყველაფერში ლომის წვლილი ლეონიდ სლუცკის მიუძღვის. მან მეტი სათამაშო დრო და თავისუფლება მისცა, გუნდი მისგან ელის, რომ შანსებს შექმნის, მოიპოვებს პენალს, ან გოლს გაიტანს, თუნდაც მეტოქეს ყვითელ ბარათს მიაღებინებს და კონტაქტში ისე უხეშად ვეღარ შემოვა, ჩვენ დროსაც, რა თქმა უნდა, პროგრესირდებდა, თუმცა სათადარიგოთა შორის მაინც რჩებოდა.

- "კვარას" გარშემო არაერთ სატრანსფერო ჭორზე საუბრობენ, ფიქრობთ, რომ ევროპული გრანდების ინტერესი გადამეტებულია?

- ვფიქრობ, რომ არა. ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ჟურნალისტებმა ხვიჩაზე ამხელა ყურადღება არ უნდა გაამახვილონ, ის მაშინ 19 წლის იყო, კარიერას იწყებდა, დრო და დრო მოიქოქა, ახლა კი მშვიდი ვარჯიში და გოლები სჭირდება, ეს ყველაფერი კი აგენტების საქმეა, სინამდვილეში არ მგონია ინტერესი რეალური იყოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან ის ევროპის წამყვან გუნდს მიაშურებს.

- და მაინც, რატომ არ გამოუვიდა დავითაშვილს ისეთი კარიერა, როგორიც მოსალოდნელი იყო?

- ზურიკო დიდებული ფეხბურთელია, მშვენიერი ტექნიკა, პასის კულტურა და რაც მთავარია შრომისმოყვარეობა! ნელ-ნელა გოლების გატანასაც დაიწყებს და ყველაფერი დალაგდება.

რობი
დაეტოვებინა ზურიკო სლუცკის მარჯვენა ფლანგზე არ ექნებოდა პრობლემა
კახა
ამათ ორივეს უნდოდა რომ ხვიჩასდაცვაში ეგრეთწოდებული პატარები ეკეთებინა და დაცვაზე მეტი ყურადღება მიექცია მოკლედ ჩარჩოში ჩასვეს და ეგრევე დამთავრდა ხვიჩიას ფეხბურთი ფეხბურთელის ფსიქოლოგიური მიდგომა უნდა იცოდე მწვრთნელმა ხვიჩა ლაღია როცა შესახებ მოიწონებს და არა დატუქსა დასჯის სათადარიგოდ გაამწესეს ეგრევე იკეტება და ვეღარც თავდასხმაში მიდის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა თან ქართველია ხასიათს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თუ დაეხმარები და გაუგებ ასჯერ მეტს გაიკეთებს წარმატებები და პირში მწვრთნელი ძლიერი ჩემპიონატიდან დაგეხმაროს ყველა სქემების ხანაში რაც ქართველმა მწვრთნელებმა თავის დროზე ვერ მოგცეს უბურთოდაც ბევრი სარგებელი შეგიძლიაგუნდსმის ე ორი კაცი მუდამ მეთვალყურეობა ამიტომ კარგი მწვრთნელი უფრო აწეული გათამაშება რომ ეგ ორიც თან აიყვანო და ვერ იყვნენ პროდუქტიულობის მოწინააღმდეგეების გაშიფრვა ში დაგეხმარება მცველების შესწავლა დაავალეს სუსტი და ძლიერი მხარეები როცა გეცოდინება უფრო მე სარგებელს ნახავს.
Ucxo
Zuriko da xvicha ertmanets rom ar daeshorebinat orive ertad ivarjishebdnen da magati ert gundshi tamashi erti sanaxavi iqneboda ise shetamashdebodnen veravin mougebdat da nakrebshic xom daglejavdnen. Unda daabrunon rubinshi sanam xvicha mandaa.
tngh
წარმატებები ხვიჩას და ზურიკოს... იმედია, ესეც იქნება, საქართველოს ნაკრებში!!!
ვახო
არა , მე ვადრვნებდი თვალს იმ დროინდელი რუბინის თამაშებს და სწორად ამბობს , მაშინ ზურიკო გაცილებით უკეთ თამაშობდა და პატარა. ბიჭი გუნდის უპირობო ლიდერად გადაიქცა , უბრალოდ სლუცკის სათამაშო სქემაში არ ჯდებოდა ხვიჩამ კი სლუცკის ხელში უზარმაზარი პროგრესი განიცადა !
Skeleton
ხვიჩა 18 წლის იყო ამ კაცის ხელში რომ მოხვდა და სათანადოდ ვერ შეაფასა ერთი ორი შეცდომა, რაღაც არ მოეწონა და სკამზე დასვა. თვითონაც ხვდება რომ შეცდომა დაუშვა ხვიჩასთან მიმართებაში. რაც შეეხება ზურიკოს, უადგილო შეკითხვაა რატომ არ გამოუვიდა კარიერაო, 20 წლისაა ზურიკო და მაგის კარიერაც აწი იწყება, როგორც ხვიჩასი.
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"კვარამ" მეტოქე "საყვარელი" უნდა გახადოს, "მამარდა" სიტისთან" - ლიგის წინ
[VIDEO] გულიაშვილმა გაიტანა - "რასინგმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
[VIDEO] ბოსნიამ იტალიას მოუგო - მსოფლიოს ჩემპიონატზე აგრეთვე ჩეხეთი, თურქეთი და შვედეთი გავიდნენ
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
სიომინი: ხვიჩა ყოველ წელს უკეთესი ხდება
"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ
უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]
სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
LiverpoolWorld: კვარაცხელიას გააჩნია ყველაფერი, რაც ასე აკლია "ლივერპულს" - სალაჰის შემცვლელად უნდა დაიმატონ
[PHOTO] ლიეტუველი ქომაგების მოწოდება ხვიჩა კვარაცხელიას
"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
"კვარამ" მეტოქე "საყვარელი" უნდა გახადოს, "მამარდა" სიტისთან" - ლიგის წინ
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
"ყოჩაღ, ახლა დროა "რუბინი" ჭაობიდან ამოიყვანო...." - რუსები ხვიჩას კარგ თამაშს ეხმაურებიან
[VIDEO] დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა