"ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი; ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომელთა ველოსიპედსაც სძვრება ბორბალი და გვყავს მორბენლები, რომლებსაც არა აქვთ სარბენი ბილიკები; გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ცხენი. ასეთია რეალობა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, დღეს საქართველოში სამინისტროს მიერ აღიარებულია 93 სპორტული ფედერაცია. მათ სხვადასხვა ფორმა აქვთ სამართლებრივად და ამ 93 ორგანიზაციიდან 65 სპორტული ფედერაცია, კავშირი და ასოციაცია ჯამურად საქართველოს ბიუჯეტიდან 98 მილიონ 600 ათას ლარს იღებს. აქედან ყველაზე მეტი დაფინანსება გაწერილია რაგბის კავშირისთვის, რომლის ბიუჯეტი წილობრივადაც სამინისტროდან მიღებული გახლავთ 27 მილიონ 500 ათასი ლარი.

"მეორე ადგილზე გახლავთ კალათბურთი, რომელიც სამინისტროდან იღებდა 13 მილიონ 580 ათას ლარს. ეს არის ის ორი უმნიშვნელოვანესი სახეობა ქართულ სპორტში, რომელიც ყველაზე მეტი დაფინანსებით არის ჩვენი მხრიდან აღჭურვილი. ეს ინფორმაციისთვის, ანალიზის მხრივ კი, მინდა, მოგახსენოთ, რომ ფედერაციები არიან არათანაბარ მდგომარეობაში. არათანაბარ მდგომარეობაში ვგულისხმობ უთანასწორობას დაფინანსების მხრივ, ყურადღების ხარისხის მხრივ სამინისტროდან და ასევე - სრულ უთანასწორობას, თუ გნებავთ თვალშისაცემ უთანასწორობას ინფრასტრუქტურის მხრივ, ასევე, აღჭურვილობის მხრივ. არავინ უარყოფს და პირველ რიგში, მე, რომ რაგბი და კალათბურთი არის, რა თქმა უნდა, სპორტის ის სახეობები, რომლებითაც ვამაყობთ, რაგბი ჩვენი თამაშია და ასევე კალათბურთიც ჩვენი თამაშია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა სახეობებსაც სამინისტრომ მიაქციოს უფრო მეტი ყურადღება. ჩემი დანიშვნის შემდეგ ჩვენ ვაქციეთ ერთ-ერთ პრიორიტეტად, რომ სპორტის სახეობები იმისდა მიხედვით, რა პოტენციალი აქვთ, იყვნენ თანასწორ მდგომარეობაში. ეს არ არის მარტივად მისაღწევი საქმე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, უნდა განვავითაროთ ის, რითაც უკვე ვამაყობთ და მე, როგორც ერთი ქართველი, ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც საფრანგეთში რამდენიმე დღის წინ დავესწარი რაგბის მატჩს და ჩვენმა ნაკრებმა გვასახელა ძალიან ძლიერ საფრანგეთის გუნდთან. ეს თამაში იყო არა მხოლოდ საინტერესო, არამედ საამაყოც. ასევე ვიამაყეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა და ჩვენმა მსოფლიო დონის სპორტსმენებმა უკრაინასთან მატჩი მოიგეს თბილისში. ეს უნდა გაგრძელდეს, ამგვარი სპორტის სახეობებისთვის ხელშეწყობა. ეს ორი სახეობა მე პირობითად გამოვყავი მაგალითისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ის მაღალი მიღწევები, რაც სპორტის არაერთ სახეობას აქვს, დრო არ მეყოფა, რომ ჩამოვთვალო, მაგრამ მინდა ვაჩვენო კონტრასტი ამის ფონზე და ამის საპირისპიროდ – ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი; ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომელთა ველოსიპედსაც სძვრება ბორბალი და გვყავს მორბენლები, რომლებსაც არა აქვთ სარბენი ბილიკები; გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ცხენი. ასეთია რეალობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ეს უთანასწორობა უნდა გამოსწორდეს, მშვილდოსნებს, მაგალითისთვის, სჭირდებათ თბილისში ბაზა, რათა ივარჯიშონ და ახალგაზრდა მშვილდოსნები არ ვარჯიშობდნენ თბილისის კორპუსების სარდაფებში სროლაში.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ტანმოვარჯიშეებს ჰქონდეთ ასევე თბილისში საწვრთნელი სათანადო ბაზა. აღარაფერს ვამბობ ჩვენს მოციგურავეებზე, რომლებსაც არ აქვთ საციგურაო სათანადო ინფრასტრუქტურა და მათ უწევთ სხვა უცხო ქვეყანაში ვარჯიში. ჩვენ ყველას, რა თქმა უნდა, გვიხარია, ტაშსაც ვუკრავთ, მეც ასე ვიყავი, ვიდრე სპორტის მინისტრი გავხდებოდი, რომ რა კარგია, როგორ კარგად ციგურაობენ, როგორ კარგად ნიჩბოსნობენ, როგორ კარგად წარმოაჩენენ საქართველოს, მაგრამ ამის უკან დგას ძალიან დიდი პრობლემები, დიდი შრომა და თითოეულ სპორტსმენს, არის ის თუ არ არის სამინისტროს მხრიდან დიდი ბიუჯეტით ხელშეწყობილი, მინდა ამ ტრიბუნიდან ვუთხრა ძალიან დიდი შრომისა და გამძლეობისთვის განსაკუთრებული მადლობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წყარო: 1tv

ჟორა
ქალბატონო მინისტრო, ასევე შეგახსებთ, რომ გაქვთ "მთასვლელთა ეროვნული ფედერაცია", რომელიც წლებია ბიუჯეტიდან ფინანსდება და წლებია სამსახურში ხელფასის ასაღებადაც არავინ დადის, ხელფასს ანგარიშზე ურიცხავენ. მიდი და ნახე, რომ მაგათ სოჩიკს" წლებია ერთი თეთრიც არ დაუწერია.
ჟორა გაბრიჭიძე
რა თქმა უნდა, ქვეყნის ბიუჯეტი რომელიც სპორტზე იხარჯება მესის წლიური ხელფასის ნახევარი იყოს უდიდესი სირცხვილია, მაგრამ რაგბი ამ ბიუჯეტის მესამედს იღებდეს, რომლის ნაკრები 80%-ით ემიგრანტებით იყოს დაკომპლექტებული, უბრალოდ სირცხვილია. სირცხვილია, რომ კალათბურთს იმდენი დაფინანსება ჰქონდეს, რამდენიც ყველა ჭიდაობის სახეობას ერთად აღებული და ეს გუნდიც ემიგრანტებით იყოს დაკომპლექტებული და მათი ყველაზე დიდი წარმატება ევროპის პირველობის ჯგუფში თამაში იყოს. დაითვალეთ წლის ბოლოს ქვეყნის მიერ მიღებული ყველა მედალი და ნახავთ, რომ მათი 70% მოჭიდავეების წილად მოდის, მერე ნახეთ რამდენს იღებს ბიუჯეტიდან ჭიდაობის სახეობები და მომავალი წლისათვის ოდნავ მაინც გაასწორეთ ეს გარღვევა. ვის რაში სჭირდება ქაღალდზე არსებული ფედერაციები გაუგებარია.
ზურა
მძლეოსნებს, რომ სტადიონი არ აქვთ და შესაბამისად შედეგიც, ფედერაციის ხელმძღვანელობის ბრალი არაა? პრეზიდენტი, რომ ყავთ პუტინივით 30 წელი....
მამუკა
კალათბურთის ფედერაციას რატომ უთვლით ევროპის ჩემპიონატების საწევროებს, დაახლოებით 1 მილიონ ევროს? ეგ მათ ბიუჯეტთან არაფერ შუაშია. ალბათ იმ კაპიკების შემცირებასაც უპირებთ. ან საერთოდ, როგორ შეიძლება გუნდური და ყველაზე პოპულარული სახეობების(ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი) ინდივიდუალურ სახეობებთან შედარება. საერთოდ, იმ პირობებში, როცა ქართულ სპორტში სპონსორები ფაქტიურად არ არიან და მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტით არსებობენ(ფეხბურთის და რაგბის გარდა), წლიური 98 მილიონი ლარი, ანუ გადასახადების დაკავების შემდეგ დაახლოებით 20 მილიონი ევრო, არის მიზერი და სპორტისადმი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. ანუ, მთელი ქართული სპორტის ერთად აღებული ყველა სახეობა წლის განმავლობაში იმ დაფინანსებას ღებულობს, რასაც საფეხბურთო კლუბი "რუბინი" ხვიჩა კვარაცხელიაში ითხოვს. გასაკვირიც ეგ არის, რომ საქართველოში სპორტი კიდევ არსებობს და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევენ. მინისტრი კიდევ ამბობს, დაფინანსება კი არ გავზარდოთ, ვიღაცეებს სხვის ხარჯზე კიდევ შეუმციროთო. კი მოეწონა, კალათბურთსი უკრაინის ნაკრები რომ დავამარცხეთ, თამაშზეც ყოფილა. ალბათ ფიქრობს, ხომ მოიგეს, ფული რაღად უნდათო. მოკლედ, გასულია მომსახურების ზონიდან.
ა
სასახლეების აშენებას ხო ასწრებენ? არ ჭირდებათ 9 წელი
თან რო ეთანხმებიან კიდეც
ხოო მაშ, სულ სააკაშვილის დროს დაინგრა ყველაფერი. მანამდე ეძიკა და ბოლო 10 წელი ივანიშვილი სულ სპორტზე და სპორტსმენებზე ზრუნავდნენ და ზრუნავენ )))
G.LA
100 ქარხანა ხომ გუგუნებს და ახლა ნიჩაბს მოვუსვამთ უფრო შორს გავცუროთ თქვენგან, რომ იმ ქარხნების გუგუნმა არ შგვაწუხოს. DDD ვაი ჩვენს ქვეყანას თქვენს ხელში.
ექსპერტი
100 % გეთანხმები!!
alexandre
გორკა, ცოტა ობიექტური მაინც უნდა იყო. მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მთავრობამ დამართა საქართველოს სპორტს (სტადიონების დანგრევა და კორპუსების აშენება, ფისკულტურის ინსტიტუტის გაუქმენა და ა.შ.) "ოცნება" რა, ჯადოქრები არიან? მშვენივრად მოგეხსენება, დანგრევა აშენებაზე ადვილია. 9 წელი რომ ანგრევ, 9 წელში ვერ ააშენებ. სამწუხაროდ ასეა.
აბო
აბა, პრასი ჩვენცა გვაქვს.
ბაჯო
Magalitad ryviis srola saluqvazis ojaxis biznesad ari gadaqceuli
გორკა
რავი ოცნება მოვა აშენდებითო კი გავიდა თითქმის 10 წელი და კიდევ არ აქვთ ნიჩაბი ნავი კალადბურთელს ბურთი ბოქსიორს დარბაზი? იოცნებონ იქნებ 100წლის თავზე მაინც ქონდეთ მაგათ თუარა მაგათ შთამომავლობას )) ვაი საქართველო ვის ხელში ხარ რატო მეხი არ დაგვეცემა სუყველას ერთად. რადავაშავეთ ღმერთან ამისთანა რომ ერთი ადამიანი არ მოგვივლინა ვისაც ქვეყანა ეყვარებოდა და მიხედავდა.
ბედნიერი ერი
ქალბატონი მინისტრისადმი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, ამ განცხადებას სრულიად ვეთანხმები და იმედია მხოლოდ განცხადებად არ დარჩება. ძალიან ბევრი სპორტის სახეობას აქვს დიდი პოტენციალი საქართველოში სათანადო ყურადღების შემთხვევაში. სპორტი უბრალოდ სპორტი არაა, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მსოფლიოსთვის თავის გასაცნობად. ნუ დაგვავიწყდება, რომ მსოფლიოში ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის ჩვენი სახელმწიფოს არსებობის შესახებ.
მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია" - წულუკიანი მძლეოსნებს შეხვდა
"კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო" - დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს
თეა წულუკიანი ევრობასკეტისთვის მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო
წულუკიანმა საცხენოსნო ფედერაციას ცხენები გადასცა - 30 წლის მანძილზე პირველად
თბილისში ყინულის სასახლე აშენდება
თეა წულუკიანის სამუშაო შეხვედრა ოლიმპიურ კომიტეტში