ალბერტ იაგუემ, ხისკო მუნიოსმა და კარლეს კოტომ თბილისის "დინამოსთან" ორწლიანი კონტრაქტები გააფორმეს
სამი ესპანელი ფეხბურთელი - ალბერტ იაგუე, ხისკო მუნიოსი და კარლეს კოტო - დღეიდან თბილისის "დინამოს" რიგებში ირიცხება.

დღეს, 30 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ სამ ესპანელ ფეხბურთელს თბილისის "დინამოს" მაისურები საზეიმო ვითარებაში გადასცეს.

როგორც პრესკონფერენციაზე "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა, სამი ესპანელი ფეხბურთელი გუნდს გააძლიერებს.

"მნიშვნელოვანი დღეა თბილისის "დინამოსთვის" და მთელი ქართული ფეხბურთისთვის, რომ ეს ესპანელი ბიჭები ჩვენთან ერთად არიან. იმედი გვაქვს, რომ ისინი გააძლიერებენ "დინამოს". ჩვენ ავიღეთ გეზი ჩქარი თამაშისაკენ. გვყავს ახალი მწვრთნელი, რომელიც "ბარსას" მეთოდებით ავარჯიშებს ჩვენ გუნდს და იმედი გვაქვს, რომ ეს ახალი მეთოდი "დინამოს" კარგ დივიდენდებს მოუტანს", - განაცხადა რომან ფიფიამ.

თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ სამივე ესპანელ ახალწვეულთან კონტრაქტი ორი წლის ვადით გააფორმა. ფეხბურთელები ვერ მიიღებენ მონაწილეობას დღეს დაგეგმილ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში, რომელიც 21.00 საათზე "დინამოს" სტადიონზე გაიმართება. ერთმანეთს მოლდოვური გუნდი "მილსამი" და თბილისის "დინამო" შეხვდებიან.

"დინამოს" გენერალური დირექტორის, ზურაბ პოლოლიკაშვილის განმარტებით, ვერ მოესწრო ფეხბურთელების დარეგისტრირება, რის გამოც ისინი დღევანდელ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, თუმცა "დინამოს" შემადგენლობას შემდეგი თამაშიდან შეუერთდებიან.

ინტერპრესნიუსი

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა