თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე შესაძლოა, "კრასნოდარში" გადავიდეს - ამის შესახებ ალექსანდრ პოიდამ MATCH PREMIER-ის ეთერში განაცხადა.

ეს ინფორმაცია ქართველმა საფეხბურთო ექსპერტმა ბესიკ თედორაძემ დაადასტურა:

"ლომინაძე 194 სმ სიმაღლისაა და საყრდენად თამაშობს. ტექნიკის მხრივაც ყველაფერი რიგზე აქვს. მას შეუძლია როგორც ცენტრალურ ნახევარმცველად, ასევე მცველად თამაში. ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. სამომავლოდ, გუნდისთვის ეს კარგი შენაძენი იქნება. ეს არის ის, რისი თქმაც დანამდვილებით შემიძლია.

რატომ არის რუსეთში ასეთი ტენდენცია ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების მიმართ? მათი დონე გაიზარდა. ჩვენ დავამარცხეთ ინგლისის ნაკრები. ეს შემთხვევით არ ხდება. ჩვენმა ფეხბურთელებმა ბევრად უკეთ ითამაშეს. ძალიან კარგი ბიჭები გვყავს, ბევრი ნიჭიერი მოთამაშე.

რას ამბობენ საქართველოში ხვიჩაზე? მათ არ სწყინთ, რომ მან "რუბინი" არ დატოვა, მაგრამ ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ჩემპიონატში და ნებისმიერ კლუბში თამაში“, - განაცხადა თედორაძემ სტუდია MATCH PREMIER-ის ეთერში.

19 წლის ლომინაძე თბილისის "დინამოში" 2021 წლის იანვრიდან თამაშობს. მისი საბაზრო ღირებულება 50 ათას ევროდ არის შეფასებული.

მომზადებულია matchtv-ის მიხედვით

Kutaisi
Tbilissi dinamoshi tamashi jobia metevzeebtan ro caagos 5 0
giorgi kacho73
სრულიდ გეთანხმები ეს დინამო საქართველოს ჩემპიონატშის სამეულშიც თუ შევიდა გამიკვირდება, ევროტურნირებზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს!
შოკირებული გულშემატკივარი
ეტყობა მეტი არ შეუძლიათ თორე 300 000 ჯობია
ilia
კიდევ ერთი მცხვერპლი გველეშაპის ხახაში.
beqa
ნუ მიდიხაართ წუმპეში
სოსო
გახსოვთ "სიყვარული ყველას უნდა"?წყალში რომ ჩაუვარდათ ჰალსტუხი და ერთი ამბობს,ეგდოს,რა ჩემ ფეხებად მინდა.მეორე კი პასუხობს:-ეგა ბიჭო,გალსტუკია,წამოიღე,რა იცი რა დროს დაგჭირდეს?50 000-ში გაყიდული ბიჭების საქმეც სწორედ ასეა.ეგ ფული კაპიკებია და თუ ისე მოხდა,რომ ბიჭი ათამაშდა,ხომ კარგი,გამოიყენებენ,ან გაყიდიან,ფულს გააკეთებენ.თუ არა და იჯდეს ცოტა ხანს სკამზე,მერე კი,უკვე მთლიანად ფორმადაკარგულს გაუშვებენ.ითამაშოს თბილისში 1-2 წელი,დაოსტატდეს,დაკაცდეს,გამოცდილება მიიღოს,დაამტკიცოს რომ ძლიერია და როცა ეს სტაბილური თამაშით დამტკიცდება,მერე მისი გაყიდვაც შეიძლება.ფასიც მაღალი ექნება და ადვილად არავინ მიაგდებს ნახმარი ნივთივით სადღაც,კუთხეში.ხომ ვხედავთ,რომ ყველაზე კაშკაშა ტალანტებსაც კი მომხმარებლურად უყურებენ,ნებისმიერ ქვეყანაში.მათი მხრიდან ეს,სრულიად ბუნებრივია და აქ მხოლოდ რუსეთზე არ არის ლაპარაკი.უბრალოდ იქ ბევრი მიდის და თანაც,ჩვენი ცუდი ურთიერთობების გამო,უფრო მტკივნეულად აღვითქვამთ.ბელგიიდანაც დავკარგეთ ნიჭიერი ბიჭები,გერმანიიდანაც და ესპანეთიდანაც.ან ძალიან ადრეულ ასაკში უნდა წავიდეს ბავშვი,რომ იქაურ სისტემაში გაზარდონ და ჩამოაყალიბონ,ან კიდევ უკვე საკმაოდ მომწიფებული გაუშვა,რომ უცხო გარემოში არ ჩაიფერფლოს.აფრიკიდანაც უამრავი ტალანტი ჩადის ევროპაში და მათგან მეტ ნაწილს,უცხოელის სტატუსი არა აქვს.ამ ფონზე, ჩვენი ბიჭების შანსები,კიდევ უფრო მცირდება
Vasili
ეეეჰ, ეს ცხადაძე და რეხვიაშვილი ისეთი იმედებით და წინადადებებით მოვიდნენ მეთქი მართლა რაღაც ძვრები დაიწყო, თურმე სულ ტყულად./ აბა არცერთ ახალგაზრდას არ გავუშვებთ სანამ არ ამოწურავს დინამოში შესაძლებლობებსო, და დინამო უნდა გავიყვანოთ ევრო ლიგაზეო?? ისევ იგივე წრეზე ტრიალებთ (ტრუალებთ). არაფერი გეშველებათ! აგვისტოში გამოჩნდება თქვენი საქმენი!!!
გიორგი
ოჰოო, კრასნოდარი სერიოზული გუნდია :D თუ კარიერის დაღუპვა გინდა მანდ უნდა წახვიდე.
giorgi
არ გაუშვაათ
კირკიტა
არიქა!
Gio
ძალიან მაგარი ლოგიკა გვაქვს ქართველებს თუ ფეხბურთელი რუსეთში წავიდა და ვერ თამაშობს რუსეთის ბრალია რუსები აფუჭებენ თუ ბელგიაში ვერ თამაშობს ბელგია ჭაობია ქართველი ფეხბურთელების და აშ ფეხბურთელი არაფერ შუაშია ამ დროს ფეხბურთელი ჯიგარია კაცო უნდა თამაში მარა მწვრთნელი ჰყავს ცუდი ან ეს რუსები აფუჭებენ ქალებს უშვებენ ჩუმათ ბაზაზე))) ხალხო არ დაიღალე თ ზოგ ზოგიერთები ამ უაზრობების წერით? ქართველი ფეხბურთელების უმრავლესობა არის ზარმაცი არაპროფესიონალი მცირედ კმაყოფილი და კომფლიქტური არასაფეხბურთო პროფესიონალიზმის მქონდეს მენტალობის თორე რა შუაშია რუსეთი დღეს მხოლოდ ნაკრების 3 ფეხბურთელი თამაშობს რუსეთში დანარჩწნები ყველა ევროპაში არიან მარა ამით რამე იცვლება??
ვაჟა
ერიდეთ რუსეთს. არ წახვიდეთ მანდ
Zaza
აპა ეცით ეხლა და არ გაუშვათ დდ პ.ს ბიჭო გირლიანდებიან ქართველს მენტალობით მაგ გრუზინული ქართველი ჯობს ისევ.დდ.ისე ნონაც გრუზინი იყო თედიაშვილიც და ჩიბურდანიძეც.და რითი ჯობიხათ თქვენნაირები.
ბექა
რა უნდა გააკეთოს კრსნოდარში?სკამი ხეხოს?
სოსო
მერე ბედნიერია ხვიჩა რუბინში დარჩენით?სასწაული აგენტები ყავთ ქართველ ფეხბურთელებს ,,გრუზინები"
გიორგი
საიდან დაასკვნა რო არ გვეწყინა ხვიჩას რუბინში დარჩენა?
ქ. გ.
რუსებს საკმარისი ფული აქვთ, რომ ყველა ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს კარიერა გაუფუჭონ. არ გაუშვათ რუსეთში ჩვენი ფეხბურთელები.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ნოდარ ლომინაძე "ეშტორილის" თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
ლომინაძემ გაიტანა, შეცვალეს და Flashscore-სგან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა
[VIDEO] ლომინაძის სადებიუტო გოლი პორტუგალიაში - მისმა გუნდმა გაიმარჯვა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა