ამ სეზონში "სოკარი" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ტექნიკური სპონსორი და გენერალური პარტნიორი იქნება
საწვავი უფასო ნავთობმომპოვებელ ქვეყნებშიც არ არის, ქართული კლუბები კი ერთი სეზონი მაინც დატკბებიან "საწვავის კომუნიზმით".

"დღეს დამთავრდა მოლაპარაკებები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია "სოკარს" შორის. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, მოლაპარაკება საქმისთვის და ქართული ფეხბურთისთვის სასიკეთოდ დასრულდა და ამ სეზონში ეს კომპანია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ტექნიკური სპონსორი და გენერალური პარტნიორი იქნება.

ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების ტრანსპორტირების საკითხის მოგვარება იკისრა, ეს ხელშეკრულებაც ამის დასტურია" - იუწყება ფედერაციის პრესსამსახური, რომლის ხელმძღვანელი, ლაშა დვალიშვილის თქმით, კონტრაქტით მიხედვით სპონსორი მიერ აღებული ვალდებულება კლუბებს გარკვეულ შეღავათს უწესებს.

"გასული სეზონის დასასრულს კლუბებს შევპირდით, რომ მომავალი ჩემპიონატისთვის საწვავის ხარჯით უზრუნველვყოფდით და პირობა შევასრულეთ. თუ გავიაზრებთ, საკმაოდ სერიოზული ხარჯი მოეხსნებათ და არცთუ მცირე შეღავათი ექნებათ. ამ თვალსაზრისით ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

კომპანია ქართულ ფეხბურთს სხვა მხრივაც ეხმარება - თავისი ხარჯით უკვე დააგო საფარი ეროვნული ნაკრების ბაზაზე. ახლა კი მიხეილ მესხის სტადიონზეც იმავე სამუშაოს აფინანსებს, სადაც მალე ახალი, უმაღლესი ხარისხის საფარი დაიგება", - გვითხრა დვალიშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა