ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

„ბირმინგემ სიტის“ მეპატრონე დააპატიმრეს

„ბირმინგემ სიტის“ მეპატრონე დააპატიმრეს

ინგლისური კლუბის მეპატრონე კერსონ იუნგი ფულის გათეთრებისთვის დაიჭირეს
„ბირმინგემ სიტის“ სერიოზული კრიზისი დაეწყო. მიზეზი: მისი მეპატრონე კერსონ იუნგი ფულის გათეთრებისთვის დაიჭირეს. ეს ამბავი ჰონკონგში მოხდა, ინგლისური კლუბი კი ჰაერში დარჩა გამოკიდებული. თუ ბრალდებას დაუმტკიცებენ, იუნგს ციხეში თოთხმეტი წლის გატარება მოუწევს.

ამბობენ, რომ ეს გახლავთ ორი წლის წინ დაწყებული გამოძიების შედეგი. თითქოსდა, თავიდან ყველაფერი 800 ათასი დოლარის რაღაც გაუგებარ ანგარიშზე გამოჩენით დაიწყო და მერე მიჰყვა და მიჰყვა. პოლიციელებმა „ბირმინგემ სიტის“ მეპატრონის ბინაც გაჩხრიკეს.

51 წლის იუნგმა „ბირმინგემ სიტიში“ დევიდ გოლდსა და დევიდ სალივანს 81,61 მილიონი ფუნტი გადაუხადა. გოლდის და სალივანის გვარები, ალბათ გეცნოთ: დღეს ისინი „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ მეპატრონეები არიან.

ბინის გაჩხრეკის შემდეგ იუნგი პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში ორმა პოლიციელმა წაიყვანა, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ. 15 წუთში განყოფილებაში მივიდა მისი ადვოკატიც, რის შემდეგაც „ბირმინგემის“ პატრონი ჰონკონგის პოლიციის მთავარ შენობაში გადაიყვანეს.

„შეუნგ ვანი“ გახლავთ „ბირმინგემ ინტერნეშენალ ჰოლდინგის“ „მშობელი“ კომპანია, რომლის ოფისში კიდევ უფრო მეტი პოლიციელი და შემმოწმებელი მივიდა. ადგილობრივი გაზეთები წერენ, რომ ძალოვნებმა ოფისი აურაცხელი დოკუმენტებით დატვირთულებმა დატოვეს. „ლურჯების“ აღმასრულებელი თავმჯდომარე პიტერ პენუ კი ინგლისური საზოგადოების დამშვიდებას ცდილობს. ის ამბობს, რომ ჰონკონგში დატრიალებულ ამბებს მათ კლუბთან არანაირი შეხება არ აქვს. თავმჯდომარემ თქვა:

„ახლახან ველაპარაკე ჩვენი პატრონი ორგანიზაციის ვექილებს ჰონკონგში. მათ მითხრეს, რომ საქმე, რომლის გამოც კერსონი დაიჭირეს „ბირმინგემ ინტერნეშენალ ჰოლდინგთან“ და მითუმეტეს „ბირმინგემ სიტისთან“ არაფერს შუაშია“.

ჟურნალისტებმა აზრის გაზიარება სთხოვეს „ბირმინგემ სიტის“ ყოფილ ვარსკვლავს, 57 წლის კენი ბერნსს, რომელსაც თავის დროზე „ლურჯი“ მაისურით 170 თამაში აქვს ჩატარებული. მან თქვა:

„ახლა მარჩიელობაღა დაგვრჩა. უნდა ვიფიქროთ, ნეტავ რა მოხდება ჩვენი გუნდის თავს მომავალში. მართალი გითხრათ, ბოლო დროს „სიტიში“ იმდენი უცნაური რამ მოხდა, რომ სახტად ვიყავი დარჩენილი. თუნდაც ალექს მაკლიშის საოცარი გაქცევა რად ღირს. ვფიქრობ, არც ის იქნება გამორიცხული, რომ „ბირმინგემ სიტი“ გასაყიდი გახდეს. რამდენ ხანს გაძლებს კლუბი იმ შემთხვევაში თუ ინვესტიციები შეჩერდება? მეგონა ფინანსების ამბავი ახალ მწვრთნელ კრის ჰაფტონს მაინც ეცოდინებოდა, მაგრამ, ის, ახლა, ჩვენზე დაბნეული იქნება“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა