20 წლის ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედს“ გამაოგნებელი გარეგნობის მეგობარ გოგონა, ედურნესთან ერთად ეწვია
20 წლის ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ცხოვრების მიერ ნაბოძები ჯილდოთი ჩავიდა. გგონიათ 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონის ტიტულს ვგულისხმობთ? არა, მისი მეგობარი გოგონა, ედურნე გვყავს მხედველობაში.

გამაოგნებელი გარეგნობისა და პოპულარობის ესპანელი პოპ ვარსკვლავი ინგლისში „ატლეტიკოდან“ 18,3 მილიონ ფუნტად (20,3 მილიონი ევრო) ნაყიდ მეკარეს ჩაჰყვა. ის, სატრფოზე ხუთი წლით უფროსია და მართალია, სამშობლოში, როგორც მომღერალს კრიტიკოსები მაინცდამაინც არ სწყალობენ, შესახედავად ისეთია, პირდაპირ მიანიჭებ ვარსკვლავის სტატუსს. რასაკვირველია, ესპანეთში ვარსკვლავის სახელით დაიარება თავად დე ხეაც, კაცი, რომელიც მანჩესტერში ლეგენდარული ედვინ ვან დერ საარის შესაცვლელად ჩაიყვანეს.

თქმა არ უნდა, ვარსკვლავური წყვილი ინგლისში ყურადღებას მიიპყრობს, მაგრამ დე ხეა აქედანვე ცდილობს ორივე ფეხით მიწაზე დარჩეს. ის ამბობს:

„არა მგონია, რაიმე პრობლემამ იჩინოს თავი. ედურნე თავისი ბალადების სიმღერას გააგრძელებს, მე კი დარტყმებს მოვიგერიებ. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. ვინც რა უნდა ის თქვას“.

ინგლისური გაზეთები წერენ, რომ ახალგაზრდა ესპანელის ეს სიტყვები ადასტურებს თუ რა სერიოზულად არის ის განწყობილი საქმისადმი. თუმცა, იმავე გაზეთების აზრით, დავიდი და ედურნე ერთი შეხედვით ძალიან შეუფერებელი წყვილის შთაბეჭდილებას სტოვებენ.

თავად განსაჯეთ: დე ხეას ის ჟანრი, რომელშიც ედურნე მოღვაწეობს არ უყვარს. მისი სამყარო „ჰევი მეტალია“. თუმცა, მეორე მხრივ, მასში რომანტიზმიც მარცვალიც მოიძებნება - ჩემი საყვარელი ფილმი „ტიტანიკიაო“.

ედურნე პრანჭია და თვალშისაცემია, დავიდი კი უფრო მოკრძალებული რეალისტი ჩანს.

„პირველივე დღიდან, როდესაც ხალხმა სახეზე დამიმახსოვრა და პოპულარული გავხდი, ვცდილობ არ შევიცვალო. ყველა ღონეს ვხმარობ, რათა ისევე მოვიქცე ადრე რომ ვიქცეოდი და ჩემი ოჯახის წყალობით ამას ვაღწევ კიდეც. ქება თუ მაწუხებს? არა, ამით არ ვტყუვდები. ერთ დღეს რომ შეგაქებენ, მეორე დღეს გადაგივლიან, ასე რომ ემოციას ზედმეტად არ უნდა აჰყვე. მთავარია ორივე ფეხით მიწაზე დარჩე და, მერწმუნეთ, არასდროს დაენარცხები“.

დავიდ დე ხეა არასდროს ივიწყებს მადრიდიდან 30 კილომეტრში მდებარე დასახლებულ პუნქტ ილესკასს, რომლის მოსახლეობა „ოლდ ტრეფორდზე“ ერთ ტრიბუნას თუ შეავსებს. ის ილესკასში ხშირად ჩადის, ძველ სკოლას სტუმრობს და ადგილობრივი ბავშვების კერპია. მისი ოდინდელი მასწავლებელი ჯოსე ლუის გარსია ამბობს:

„დავიდი ძალიან კარგი მოსწავლე იყო. ის კარგი ოჯახის შვილია და ყოველთვის გამოირჩეოდა აღზრდითა და წესიერებით. დავიდმა ჩვენს სკოლაში ოთხიდან ჩვიდმეტ წლამდე ისწავლა.

საგნებს კარგად ითვისებდა, თუმცა გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ინგლისური უჭირდა. რაც შეეხება სპორტს, აქ ხომ უბრალოდ შეუდარებელი იყო, თან ყველა სახეობაში. ის კალათბურთსაც შესანიშნავად თამაშობდა, გრძელი ხელები აქვს და იმიტომ. არ გამკვირვებია, მეკარე რომ გამოვიდა.

„ატლეტიკოს“ შემადგენლობაში დავიდმა წარმატებას მიაღწია, ცნობილი კაცი გახდა, მაგრამ ამან ის იოტისოდენადაც ვერ შეცვალა. ის ძველებურად, ერთი ჩვეულებრივი ბიჭია“.

დე ხეამ „ატლეტიკოს“ კარში 18 წლისამ დაიმკვიდრა ადგილი და მართლაც თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია. გასულ სეზონში მან ლა ლიგაში 38 შეხვედრა ჩაატარა, გაშვებით კი მხოლოდ 53 გაუშვა - არადა, „ატლეტიკოს“ დაცვა ინგლისში „ვესტ ჰემის“ დაცვას მოგაგონებს. დე ხეას თამაშში რაღაც თავისებური დაინახა „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმაც. იმიტომაც არ მოეშვა და სანამ არ იყიდა, არ მოისვენა.

დე ხეაზე დიდი აზრისაა „რეალის“ და ესპანეთის ნაკრების მეკარე იკერ კასილიასიც.

„ის მალე ყველას პენსიაში გაგვიშვებს. ველოდები, რომ ესპანეთის ნაკრების ძირითად შემადგენლებაში მოსახვედრად სულ მალე დიდი

წინააღმდეგობის გადალახვა მომიხდება. დე ხეას ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ, ის ჩვენი მომავალია. 12 წლის წინანდელ საკუთარ თავს მაგონებს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა